ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „პატრონი არ ჰყავს ქვეყანას, თუ აკეთებთ ამ რევოლუციას, გააკეთებთ, რამხელა...

გიორგი ფხაკაძე: „პატრონი არ ჰყავს ქვეყანას, თუ აკეთებთ ამ რევოლუციას, გააკეთებთ, რამხელა იმედები…

2 თებერვალი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას ვიდეომიმართვით ეხმაურება:

„ოპოზიცია, ბიჭებო და გოგოებო, ამოვიდა ყელში, თუ აკეთებთ ამ რევოლუციას, გააკეთებთ, ქვეყანას მამა არა ჰყავს და არც დედა არა ჰყავს, მამამ თქვა, დამანებებეთ თავიო, არც დედაა. პატრონი არ ჰყავს ქვეყანას. არ შეიძლება სამმილიონიან ქვეყანაში იყოს ამდენი პოლიტიკური პარტია. თქვენი უმოქმედობის გამო… ვიღაცა კი არა, თქვენა ხართ დამნაშავეები. რამხელა იმედები იყო, მიშა რომ ჩამოვიდა, შეშინებულნი იყვნენ და “ვსო”, არაფერი… რაღაცას რომ აკეთებ, გააკეთე…ამოვიდა ყელში რა. თუ აკეთებთ გააკეთეთ, თუ არ აკეთებთ და დაგვანებეთ თავი რა, ვიტყვით, რომ არის ერთი რაღაცა პარტია, დიქტატურაა, როგორც ბელორუსში და ეს “პაკაზუხობა” და ენერგია ადამიანების… მუხტი გროვდება, გროვდება, გროვდება და… ყველანი შეკრულნი არიან… ერთნი არიან…

ხაბეიშვილი რომ არის, არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და ხაბეიშვილო, მომწონს შენი რაღაც-რაღაცეები, ზოგჯერ საინტერესოა, ზოგჯერ ვერ ვიგებ, აგერ დაადგინეთ, გაარკვიეთ სად წავიდა 1 მილიარდი ლარი. პრობლემა ისაა, რომ უაზროდ არის დახარჯული.”

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 200 124 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 016 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 031 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5 454 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

ნოემბერი 28, 2024
ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ნოყიერი ომლეტი 10 წუთში

როგორ მოვამზადოთ ნოყიერი ომლეტი 10 წუთში

ნოემბერი 28, 2024
ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები