ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები...

„საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები როგორც

11/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება:


„ამას ვამბობ უკვე 2 თვე (რამდენი ილანძღებოდა და სახუმარო კონენტარი დაწერა, ეხლა იხუმრეთ!) რომ ნოემბერში საქართველოში კოვიდის მირიგი ტალღის აფეთქება იქნება

რადგანაც დღეს უკვე ოფიციალურად პრო-სახელმწიფო რუპორი ამაზე ალაპარაკდა (მათ ხომ იცუან რეალური სტატისტიკა ქვეყანაში) ეს ნიშნავს რომ უფრო ნძიმეა სურათი ვინდრე გვიხატავენ

სავარაუდოთ რეანიმაციული განყოფილებების გადატვირთვა ნოემბრის მე-3 კვირისთვის უნდა მოველოდოთ.

ეხლა კითხვა: მზად ვართ?


პასუხი: არა

პ.ს: საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები როგორც დარბოდნენ ისევ ისე დარბიან…“



ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს:

COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია – საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში – სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში 1 გარდაცვალებაზე ნაკლები.


სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვ.).


სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.


მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.


შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.


მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.


მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze






READ  ათასი ადამიანი მწერს და მათ მინდა ვუთხრა – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე


მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.