ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“...

„მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ბათუმიდან პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა საქართველოში აკრიდატიციის პროცესის შესახებ.

მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. მედცენტრთან არსებობს რამდენიმე კლინიკა, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც არის ძალიან ძლიერი კლინიკა, ასევე ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ავიცენა, ასევე დიაგნოსტიკური ცენტრი. რთული პროცესია. ვისაუბრეთ აკრედიტაციის პროცესის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ კარგი შედეგებია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დიდი პატივია. მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა კლინიკა „ვივამედთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.

„მადლობა ვუხდი ნდობისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს, საპატრიარქომ მომცა საშუალება, რომ დავეხმარო ამ კლინიკას. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს კლინიკა იყოს კიდევ უფრო უკეთესი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე თქმით, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
„საქართველოში, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – აღნიშნა კრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

მედცენტრი / MedCenter ბათუმი

სოლომედი / SoloMed ბათუმი

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა

�Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

HERA 2011

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital

Innova Medical Center

Innova Invitro/ინოვა ინვიტრო

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+

ვივამედი vivamedi

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები