ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩემს თავს ვკითხავდი -კიდევ რა სარგებლობის მოტანა შემიძლია მომავალი თაობისთვის?" - გაგაცნობთ...

“ჩემს თავს ვკითხავდი -კიდევ რა სარგებლობის მოტანა შემიძლია მომავალი თაობისთვის?” – გაგაცნობთ პედაგოგ ნანი გორდეზიანს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით ✨️

ქალთა საერთაშორისო დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომლის პედაგოგიური საქმიანობა მრავალ წელს ითვლის… ✨️

ნანი გორდეზიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ. 

მისი პროფესიული საქმიანობა 40-ზე მეტ წელს ითვლის, საიდანაც 20 წელი ამავე სკოლის მართვას მიუძღვნა… როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის სწორად აღზრდაში… ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარული და განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა თან სდევს ქალბატონი ნანის პროფესიულ საქმიანობას…

"ჩემს თავს ვკითხავდი -კიდევ რა სარგებლობის მოტანა შემიძლია მომავალი თაობისთვის?" - გაგაცნობთ პედაგოგ ნანი გორდეზიანს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით ✨️

გთავაზობთ ნანი გორდეზიანთან ბლიც-ინტერვიუს, რომელიც გამომცემლობა “ეტალონმა” ჩაწერა:

– საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც…

– სიახლის მაძიებელი ადამიანი.

– რომ არა პედაგოგი, ვიქნებოდი…

– ჟურნალისტი, მწერალი…

-რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?

-მოვლენის სხვადასხვა რაკურსით დანახვა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება…

-გამოცდილება, რომელმაც შემცვალა…

– მრავალწლიანმა გამოცდილებამ პროფესიული მიმართულებით დიდი ცოდნა შემძინა და ვფიქრობ, სასწავლი კიდევ ბევრია…

– თქვენი საყვარელი სიტყვა…

-საყვარელ ფრაზას გავიხსენებ – „იქნებ, ვაზია სამშობლო?!“

– რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

-კიდევ რა სარგებლობის მოტანა შემიძლია მომავალი თაობისთვის?

– მოსწავლეების მშობლებს ვეტყოდი…

– რომ მათ უნდა იამაყონ თავიანთი შვილებით.

– “ბოლო ზარზე” პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი…

– დავიწერდი-„ბავშვები ჩვენი მომავალია“.

– მე რომ აბიტურიენტი ვიყო…

– მეცადინეობას დიდ დროს დავუთმობდი.

– მომავალ პირველკურსელებს ვეტყოდი…

-თქვენ შეძლებთ, დედამიწაზე სიყვარული და მშვიდობა მოქარგოთ.

-მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა…

-ნანი მასწავლებელო, მომენატრეთ!

– მოტივაციას მაძლევს…

-მომავალი თაობის წარმატების სურვილი…

ქალბატონი ნანი მათემატიკოსია, პროფესია ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში სწავლის დროს აარჩია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის შესანიშნავ ლექსებს წერს… გთავაზობთ, რამდენიმე ლექსს კრებულიდან – ” იქნებ, ვაზია სამშობლო?!”…

გილოცავთ გაზაფხულს… 🥀

ისე ლამაზად იგაზაფხულებს ქართლის მიწაზე,
ასე გგონია, მზე დაეშვა დედამიწაზე… აფეთქებული ბუჩქის ძირას ია იცინის,
ვარდის კოკორში ჩაკარგულა ცვარი ღიმილის.

ასე ლამაზი გაზაფხული მხოლოდ აქ იცის,
თვალის მომჭრელი ელვარება ცისა და მიწის…
მაშ! გაუმარჯოს გაზაფხულის ფეთქვას ვნებიანს
და საქართველოს ძლიერებას – მთელს და ერთიანს!

იქნებ ვაზია სამშობლო?!

იქნებ სამშობლო მართლა ვაზია, მზისფერ მტევნებით,
ჯალალ ედ დინის ორლესული ხანჯლის სამიზნე.
იქნებ ფრესკაა დიდებული ბეთანიიდან,
სადაც თამარის შეუსადარი თვალები გიმზერს…

იქნებ სამშობლო დაშანთული მკერდია კუპრით
და ჯვარცმა არის დედოფალი ქეთევანისა,
თუ ზღაპარია საოცარი ვეფხის და მოყმის
ან „ლილეოა“ – საქებარი მზის და მთვარისა.

იქნებ სამშობლო დიდგორია ანდა ასპინძა,
სისხლით ნაღები ყაყაჩოების კრწანისის ველი
ან მარაბდაა, ცხრა ხმალი რომ მზესთან გაბრწყინდა,
ბასიანია, გასაოცარი და უძლეველი!

სამშობლო წმინდა სახარებაა – ზღაპრული განძი
ან საოცნებო გატაცებულ საწმისს ედრება,
სალოცავების სადიდებელი შესმული თასით
ან უფლისაკენ გაფრენილი ლოცვა-ვედრება!

სამშობლო იქნებ მოელვარე გაზაფხულია,
თბილი ქვეყნიდან მოფრენილი მაცნე მერცხალი,
ეზოს ჭიშკართან მოთამაშე ცელქი მურია
და ფანჯარასთან ტოტგაშლილი მწვანე კედარი.

იქნებ თეთნულდის, იალბუზის სიამაყეა
ან გაფრენილი ზეცისაკენ ტატოს მერანი,
გალაკტიონის უნაპირო სიყვარულია,
მერის ჯვრისწერის დასაწერად ტბები მელანის.

ჩვილის აკვანთან ნამღერები იავნანაა,
ჩაკრულოს ხმებით მოფენილი ნახტომი ირმის,
იქნებ სამშობლო მოქარგული ანა-ბანაა
ან უკვდავების საგალობელი – სამშობლოს ჰიმნი.

სამშობლო, ალბათ, წინაპრების საფლავებია,
ქართული ჯიში მებრძოლი და თანაც მცინარი,
სამშობლო მხოლოდ დედის რძესთან შესადარია
და ღვთისმშობელთან ერთადერთი დასაფიცარი!

დედას…

რომ შემეძლოს, მოვახდენდი ალბათ სასწაულს,
გავფრინდებოდი, ზეცას მთვარეს გამოვტაცებდი,
მთვარესთან ერთად ნაზ ყვავილთა თაიგულს, ზღაპრულს,
დედავ, ძვირფასო, გარიჟრაჟზე შენ მოგართმევდი…

რომ შემეძლოს, ვიქცეოდი დილის ნიავად
და ყოველ დილით შენს აივანს ჩავუქროლებდი,
ფეხთ დაგიფენდი იების და ვარდის ფიანდაზს
და შენი თმების სურნელებას გავუქროლებდი…

მაგრამ რადგანაც არ მაქვს ფრთები, დედავ ძვირფასო,
და ვერ მოგართმევ ციდან ზღაპრულ ოქროსფერ მთვარეს,
ამიტომ მინდა, შენ რაც გიყვარს მით გაგახარო,
მოგიძღვნა გული, მხოლოდ შენთვის მარად მგზნებარე.

ახალგაზრდებს…

ახალგაზრდებო, იმღერეთ ერთად მშვიდობის ჰიმნი,
ლექსით უთხარით მთელ მსოფლიოს ჩვენი ამბავი,
რომ ორ ზღვას შორის არის ერი ძალიან დიდი,
ულამაზესი, უნატიფესი, შეუსადარი!
რომ რენესანსმა საქართველოს გზებით იარა,
ჯერ კიდევ მაშინ როს მეფობდა ქალი-თამარი,
რომ ჯადოქრობდა რუსთაველის ნათქვამი სიტყვა
და ბექა-ბეშქენ ოპიზრების უხვი ყალამი,
დასჭექეთ ისე, რომ შეიძრას ჩვენი პლანეტა,
მთელი მსოფლიო გააოცეთ ცეცხლოვან ცეკვით,
აჩვენეთ ყველას ქალის, ვაჟის კრძალვა და კდემა
და სამაია უნაზესი ზარების რეკვით!
იმღერეთ ისე სამხმიანი საგალობელი,
რომ ვარსკვლავთშორის გაიფანტოს ხმის სიმფონია,
ცეცხლი დაანთეთ დედამიწაზე ქართული ცეკვის,
ცეცხლის ალებად ქართული როკვის ხმის ჰარმონია!
აჩვენეთ ყველას გელათი და წმინდა ყინწვისი,
ოშკი და ზარზმა, ბაგრატი და ტაო, ბებერი,
დიდი გმირობის და თავგანწირვის ციხე ბირთვისი
ბეთანია და ფიტარეთი, უბერებელი.
თქვით, რომ ქართველი ჯვარს ეკვროდა ჯვარცმული ღვთისთვის,
რომ სამშობლოსთვის ჰყავდა შვილი შესაწირავი,
რომ ქართველისთვის ღვთისმშობლის და სამშობლოს მერე
ოჯახი იყო უწმინდესი დასაფიცარი!
ახალგაზრდებო, გაფრინდით და მზეს გამოსტაცეთ
სხივები ბევრი, ულამაზესი და უთბილესი,
დედამიწაზე ამ სხივებით ნაზად მოქარგეთ,
ღრმა სიყვარული, შეუსადარი და უწმინდესი!

ცაში არეკლილი წლები…

სიცოცხლეში თურმე გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის,
როგორც ერთხელ მოდის ქვეყნად
სიყმაწვილის წლები…

ეს წლებია, რომ გაგაფრენს
ოცნებების ცაში,
შეგაცურებს ჯადოსნური
მირაჟების ზღვაში…

დიახ, მხოლოდ ერთხელ მოდის
ახალგაზრდა წლები,
როცა ფიქრობ, ვარდითაა
მოფენილი გზები…

რომ გგონია, ზეცა ბრწყინავს
მხოლოდ შენთვის ქვეყნად,
ყველა სალოცავის ზარიც
მხოლოდ შენთვის რეკავს.

გეჩვენება, შენ გეკუთვნის
გამვლელების მზერა,
შენთვის მოგონილა ტრფობის
ბარათების წერა.

ცის გუმბათზე სიყვარულის
ვარსკვლავების ცვენა,
სიყმაწვილის წლებს აწვიმს და
მერე სადღაც ქრება…

ეს წლებია, რომ მოგართმევს
სათვალეს იმედის,
რომლის მიღმაც სამოთხეა
ოქროსფერი ზღვების…

დრო კი მიდის დაუნდობლად
და მიქრიან წლები,
იმედების სათვალეს კი
უხუნდება ფერი…

აღარსად ჩანს ბილიკები,
სავსე ია-ვარდით,
ფერებს ბინდი შეჰპარვია,
გულს კი – სევდა, დარდი.

გგონიათ, არ მეორდება
სიყმაწვილის ხანა?
როგორ არა, მეორდება,
სიზმრად არა – ცხადად!

ზმანებაში ისევ ირგებ
სათვალეს იმედის,
რომლის მიღმა მოჩანს შორი
ია-ვარდის გზები.

გული ისევ ანათებს და
ფეიერვერკს ხედავ,
ლურჯი ოცნებების ზღვაში
შეცურვასაც ბედავ…

ზღვაში ტკბები მოჟღურტულე
სირინოზის ხმებით,
ხედავ, ცაში არეკლილა
საოცნებო წლები…

სიზმარი 

როგორ სტკივა, რომ იცოდე
გული საქართველოს,
ნუთუ ასე დაგვიშორდი
ჩემო აფხაზეთო?!

ეს დღეები მოლოდინით,
იმედებით მიდის,
გაგიჟებულ მონატრებას
ვივსებ მხოლოდ სიზმრით…

ვხედავ სიზმრად –
„თოლიები დაფრინავენ ზღვაზე,
მშვიდობის მზე დაჰკაშკაშებს
საქართველოს ცაზე!’’

ვნატრობ ცხადად
ამიხდინოს ღმერთმა ეს სიზმარი,
მზესთან რეკდეს
საქართველოს მთლიანობის ზარი!

საქართველო

ვარსკვლავთცვენა ხარ გენიების და ტიტანების,
შენს თბილ უბეში გადაირწა მათი აკვანი,
ეს მოწყალება რჩეულია თვითონ განგების,
დედაღვთისაგან ნაკურთხია ყველა მათგანი.

მოხატულია ოპიზრების ჯადოსნურ ყალმით
ჩემი სამშობლოს უამრავი ციხე-ტაძარი,
აქ, ამ მიწაზე, დაიწერა რუსთველის კალმით,
გასაოცარი სიყვარული – შეუსადარი.

ურჯულომ როცა მოინდომა გათელვა ხატის
და ჩვენი წმინდა სალოცავის შემოგინება,
ასი ათასმა გმირმა ერთად ჯვარცმული ღვთისთვის
თავის სიცოცხლე გაატანა მტკვრის წყნარ დინებას.

დავით მეფისთვის სამშობლო იყო ბრძოლების ველი,
იყო სამშვილდე, ველი დიდგორის და კიდევ ბევრი…
თამარისათვის დედასამშობლო, მუხლმოუყრელი
ხატ-სალოცავი, უსათუთესი ნატიფი ნერვი.

დემეტრესათვის იამბიკო – „შენ ხარ ვენახი“
ქართული სულის სიმშვიდე და ღვთის გაბრწყინება,
ერეკლესათვის ასპინძა და კრწანისის ველი,
მამულისათვის, უფლისათვის თავდავიწყება.

აქ, ამ ქვეყანამ გამოძერწა ილიას აზრი,
და უნაზესი ჰარმონია – აკაკის „ნანა“,
აი, ამიტომ უსასრულოდ უძლეველია
ოპიზრის ხელით მოხატული ჩემი ქვეყანა.

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არ მიიღოთ ანტიმიკრობული მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე

არ მიიღოთ ანტიმიკრობული მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები