ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართველოში accreditation canada-ს წარმოადგენს და 23 საავადმყოფოს აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესს იწყებს.
პირველ ეტაპზე აკრედიტაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.
ეროვნულ დამოუკიდებელ მააკრედიტირებელ ორგანოს ქმნის საქართველოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” და ფრანგული ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ევროპის მასშტაბით აერთიანებს ფიტნესკლუბებსა და ქმნის საერთაშორისო დონის უმაღლეს სტანდარტს ამ სფეროში.
აღნიშნული კვალიფიციური ორგანოს მიერ ფიტნეს კლუბისთვის მინიჭებული აკრედიტაციის სტატუსი თავდაპირვრლად ვალიდური იქნება 3 წელი და ეს პროცესი იქნება მუდმივად განახლებადი.
ჯერჯერობით ფიტნეს კლუბების აკრედიტაცია საქარველოში ნებაყოფლობითია, თუმცა გიორგი ფხაკაძე იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც მოხდა საავადმყოფოების შემთხვევაში, ფიტნეს დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხს სახელმწიფო სავალდებულოდ გახდის, რადგან არააკრედიტირებულ ფიტნეს კლუბებში უსაფრთხოება დაცული არ არის.
“სამწუხაროდ, ფიტნესკლუბები არ არის უსაფრთხო საქართველოში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია…” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძე მოუწოდებს ყველა ფიტნესორგანიზაციას საქართველოში, ჩაერთონ აკრედიტაციის პროცესში, რათა მათი სტანდარტი შეესაბამებოდეს ევროპის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, ეს კი როგორც მომხმარებლის, ასევე თავად ფიტნესკლუბების ინტერესშია.
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები