“კითხვა მაქვს საავადმყოფოებთან, რომლებიც ბარიატრიულ ოპერაციებს აკეთებენ – თქვენ ვისთან გადიხართ აკრედიტაციას ან გადიხართ საერთოდ?! – გიორგი ფხაკაძე

0
345

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ facebook live-ში ისაუბრა საქართველოში საავადმყოფიების აკრედიტაციის პროცესის შესახებ…

მისი თქმით, საქართველოში არაერთმა საავადმყოფომ უარი განაცხადა საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ მააკრედიტირებელ ორგანოებზე.

გიორგი ფხაკაძემ ბარიატრიის შესახებ ბოლო დღეებში მის მიერ გააქტიურებულ თემაზეც ისაუბრა:

“ბარიატრია არ ფინანსდება სახელმწიფოსგან, რაც დანაშაულია, რადგან ეს არის ექიმის მიერ დანიშნული სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაცია…

ახლა კითხვა მაქვს საავადმყოფოებთან, რომლებიც ბარიატრიულ ოპერაციებს აკეთებენ – თქვენ ვისთან გადიხართ აკრედიტაციას ან გადიხართ საერთოდ?! რა ნამიუსით ამბობთ, რომ თქვენთან არის საერთაშორისო სტანდარტები?!

ე.წ. ორგანიზაციები რომ გიკეთებენ აკრედიტაციას და იღებთ ფარატინა ქაღალდებს, რომელთაც მსოფლიოში არავინ აღიარებს… რატომ “აბოლებთ” თქვენს პაციენტებს?

ყველაზე საწყენი ისაა, რომ ის საავადმყოფოები, რომლებიც მუშაობენ დაუღლელად, დღე და ღამე, რომ სტანდარტები ასწიონ და ის საავადმყოფიებიც, რომლებმაც ფარატინა ქაღალდი აიღო, ერთსა და იმავე დონეზე უნდა იყვნენ. რატომ?…

 კითხვა მაქვს – ამდენ ხანს რატომ არ აკეთებ აკრედიტაციას, ვინ გიშლით ხელს? თუ პრეტენზია გაქვთ, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტები გყავთ, საუკეთესო დანადგარები გაქვთ და ხარისხზე ორიენტირებული ხართ, როგორ ხართ ხარისხზე ორიენტირებული, როცა აკრედიტაციას არ აკეთებთ?!…

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ