მედიკამენტების გაძვირება და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში

„ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება. პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაცემაში „ქრონიკა“
„5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში ყველა იმ ძირითად მედიკამენტს მოიცავს, რომელიც ბაზარზე ბრუნავს, როგორც ქრონიკულ ასევე სხვა მედიკამენტებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ღონისძიებებით საბოლოო ჯამში ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი, მოქალაქეებისთვის გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები.
„მედიკამენტებთან დაკავშირებულ რეფორმას მოსალოდნელი რისკები ახლავს, რაც დამოკიდებულია ქვეყნებზე და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზე. რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს;
კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება;
მომავალი წლიდან ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება. პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს“. 22 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-60-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a5/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს...“ - ზურაბ აზარაშვილი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის