ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

0
23
#image_title

თუ ცუდად გძინავს ან ძნელად იძინებ, პირველ რიგში, თავი უნდა შეიკავო გვიანი ვახშმისგან. თუ უძილობა სხვა მიზეზით გაწუხებს, შეგიძლია რამდენიმე ბუნებრივი მცენარეული საშუალება გამოიყენო. ეს არის სწორი საკვები ძილამდე რამდენიმე საათით ადრე.

გთავაზობთ 8 პროდუქტს, რომლებიც ორგანიზმისთვის ნებისმიერ საძილე საშუალებაზე უკეთ მოქმედებს.

1. ნუში

ნუში შეიცავს მაგნიუმს, რომელიც კუნთებს ადუნებს. მასში შემავალი ცილა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ხელს უშლის ადრენალინის გამოყოფას. ძილამდე 2 საათით ადრე 50 გ ნუშის მიღება სწრაფად ჩაძინებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

2. ბალახის ჩაი 

საღამოს შავი ჩაის და ყავის დალევა არ შეიძლება. მოამზადე ერთი ჭიქა ბალახის ჩაი გვირილის, პიტნის ან ბარამბოსგან. ეს ნაყენები ნერვულ სისტემას აწყნარებს.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

3. მისოს წვნიანი

მისო შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავებას უზრუნველყოფს. მისი ნაყენი ასევე ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს და ხელს უწყობს ღრმა ძილს.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

4. ბანანი

ბანანი მაგნიუმის და კალიუმის წყაროა. ეს მიკროელემენტები კუნთებს ადუნებს. ძილის წინ ბანანის მირთმევა აწყნარებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

5. რძის პროდუქტები

იოგურტი, რძე, ყველი – დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს და კალციუმს შეიცავს. ისინი აწყნარებს ნერვულ უჯრედებს. რძის პროდუქტები ფანტავს უსიამოვნო ემოციებს და ხელს უწყობს ღრმა ძილის დადგომას.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

6. შვრიის ფაფა

შვრია ბევრ კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. ეს ელემენტები კი ხელს უწყობს ღრმა ძილის პროცესს. არ დაამატოთ შვრიას შაქარი! ამ შემთხვევაში ძილი გაგიტყდებათ.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

7. მოხარშული კვერცხი

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები საღამოს იმ პროდუქტებით უნდა შეცვალო, რომელიც ბევრ ცილას შეიცავს. ეს უზრუნველყოფს ღრმა ძილს.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

8. ალუბალი

ალუბალი ბევრ მელატონინს შეიცავს და ადამიანს უძილობის დაძლევაში ეხმარება. მიირთვი ძილის წინ ერთი ჭიქა ალუბლის წვენი, რათა ღრმად დაიძინო.

ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს

გამოიყენე ეს პროდუქტები, თუ უძილობა გაწუხებს. ასე ორმხრივ სარგებელს მიიღებ – თან საყვარელ საკვებს მიირთმევ და თან არ მოგიწევს საძილე საშუალების მიღება.

გაუზიარე  სასარგებლო სტატია შენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ