ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

0
17
#image_title

ბევრი გოგონა საგულდაგულოდ უვლის სახის კანს რათა დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდულობა და სილამაზე, მაგრამ მათ ხშირად ავიწყდებათ ქუთუთოების შესახებ. სწორედ ეს ზონა გასცემს ასაკს პირველ რიგში. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ნიღბებს ნატურალური ინგრედიენტებისგან, მათი ეფექტურობა დამოწმებულია!

ნიღბები თვალის გარშემო არსებული კანისთვის

არ დაგავიწყდეთ რომ ამ ადგილას კანი ძალიან ნაზი და სათუთია, ამიტომაც ამ დელიკატურ ზონაზე მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იმოქმედოთ.

ოხრახუში

ოხრახუშის სარგებლიანობის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა დიდმა ბებიებმა იცოდნენ: ის აახალგაზრდავებს, ანათებს, კვებავს. რაც მთავარია, ალერგიით შეპყრობილებსაც უხდებათ. გამოიყენეთ მისი არამხოლოდ არომატული ნაწილი, არამედ ფესვებიც.

ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

ნიღაბი ოხრახუშითა და არაჟნით

ოხრახუშის რამდენიმე ღერი წვრილად დაჭერით, ისე რომ ცოტაოდენი წვენი გამოვიდეს. აურიეთ 2 ჩ.კ. უცხიმო არაჟანთან. დაიდეთ მასა ქუთუთოებზე და ზემოდან მოათავსეთ ბამბის საფენები. გაიჩერეთ 15 წთ და თბილი წყლით დაიბანეთ.

ნიღაბი ოხრახუშითა და ნაღების კარაქით

ძალიან მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის. ისევე, როგორც წინა რეცეპტში, ძალიან წვრილად დაჭერით ოხრახუში. აურიეთ 1 ც.კ. დარბილებულ ნაღების კარაქთან. 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბამბის მეშვეობით.

ნიღაბი ოხრახუშის ფესვისგან

მშვენიერი საშუალება შესივების დროს. ფესვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით.

კარტოფილი

კარტოფილის ნიღაბი უძველესი დროიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას სწრაფად შეუძლია კანი ტონუსში მოიყვანოს და ერთგვარი სილამაზის ინექციის როლი შეასრულოს.

ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

ნიღაბი მოხარშული კარტოფილისგან

მოხარშეთ კანიანად, გაჭერით შუაზე და ოდნავ გაციებული თვალებზე 10 წუთით მოითავსეთ.

ნედლი კარტოფილისგან, რძისგან და ფქვილისგან

გარეცხილი კარტოფილი წვრილად დაჭერით. 1 ს.კ.-ზე მოთავსებულ მასას 1 ჩ.კ. თბილი რძე და 1 ჩ.კ. ფქვილი აურიეთ. დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. დაიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბის ინგრედიენტები ძალიან აქტიურია, ამიტომაც ფრთხილად გამოიყენეთ თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილნი.

დამამშვიდებელი ნიღბები

წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რეცეპტს, რომლებიც გამოდგება ნაოჭებისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის.

ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

ნიღაბი ბანანით

მეოთხედი ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაიდეთ ქუთუთოებზე და დააფარეთ სველი ხელსახოცი. 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

ნიღაბი ხაჭოთი და არაჟნით

გაადნეთ ხაჭო და არაჟანი კრემოვან მასამდე. დაიდეთ თვალების გარშემო სქელ ფენად. 15 წუთის შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ.

შვრიის ნიღაბი

1 ს.კ. შვრიის ფანტელებს აურიეთ 1 ს.კ. თბილი რძე. გაიჩერეთ 20 წთ.

ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

კიტრის ნიღაბი

2 ნაჭერი კიტრი აახალგაზრდავებს და ატენიანებს კანს თვალის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთით.

ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.

ჩაის კომპრესი

ჩაის პაკეტები მშვენიერი ხერხია მოიხსნათ დაღლილობა და სიშავეები თვალის გარშემო. დაიდეთ ქუთუთოებზე ჩაის დაყენების შემდეგ ოდნავ გაციებული პაკეტები. მოდუნდით და გაიჩერეთ 15 წთ.

ეს ნიღბები მშვენიერი ალტერნატივაა ძვირადღირებული კრემებისა და შრატების.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ