ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრატომ არის ძილი მნიშვნელოვანი თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის

რატომ არის ძილი მნიშვნელოვანი თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის

იმისათვის, რომ ღამის ძილი ჩვენთვის პრიორიტეტული გახდეს და ძილის რეგულაციაზე ვიზრუნოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა გავლენა აქვს მას ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე. მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში საკმარისი ხანგრძლივობით გვძინავს, ძილის ფაზების მონაცვლეობით, ჩვენს სხეულში შემდეგი პროცესები მიმდინარეობს:

  • ძილის დროს ორგანიზმში იკლებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამოყოფა, რაც დღის განმავლობაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას შენარჩუნებას უწყობს ხელს;
  • ძილის დროს ტვინი აგრძელებს მუშაობას, ის ახარისხებს გონებაში არსებულ ცოდნას – ინახავს ახალ და საჭირო ინფორმაციას, ხოლო ივიწყებს გამოუსადეგარ და არასაჭირო ცოდნას. ხანგრძლივი და ხარისხიანი ძილის შემთხვევაში, დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ახალი ინფრომაციის მიღება და გააზრება, კონცენტრაცია, სწავლა, მუშაობა, ახალი მოგონებების ფორმირება და ძველი მოგონებების გახსენება, რადგან ჩვენი მეხსიერება ამ დროს გამართულად მუშაობს.
  • ძილი, აზროვნების გარდა, ემოციური სფეროს რეგულაციისთვისაც სასარგებლოა. ძილის დროს, ჩვენში აღმოცენებული ემოციების გააზრება ხდება – რა ვიგრძენით და რა ხდებოდა ჩვენში დღის განმავლობაში. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ვერ შესრულდება, ჩვენ შესაძლოა ცუდ ხასიათზე გაგვეღვიძოს და დღის განმავლობაში გაღიზიანებულები და აგრესიულები ვიყოთ.
  • გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პრევენციისთვის, ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძილის დროს სისხლის მიმოქცევა და წნევა იკლებს, შესაბამისად ისვენებს გული, ხოლო დღე-ღამეში ნაკლები ხანგრძლივობით ძილის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემას გადატვირთულად უწევს მუშაობა, რის გამოც იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის რისკი.    
  • ღრმა ძილის ფაზაში, სისხლში შაქრის დონე იკლებს, ხოლო სისტემატიურად დარღვეული და არასრულფასოვანი ძილის შემთხვევაში, სისხლში ვეღარ ხდება გლუკოზის რაოდენობის დარეგულირება და იმატებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.
  • ძილი წონის რეგულაციაშიც გვეხმარება. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩაძინებასა და ძილის ხარისხზე და პირიქით, დასვენებულ ორგანიზმს ნაკლებად შივდება. დარღვეული და არასრულყოფილი ძილის შემთხვევაში თავის ტვინში მეტი რაოდენობთ გამოიყოფა შიმშილის გამომწვევი ჰორმონი და, ამასთან ერთად, დაღლილ ორგანიზმს უფრო უჭირს კვების კონტროლი და ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე და ფიზიკურ აქტივობაზე ფოკუსირება.
  • როგორ გრძნობთ თავს, როდესაც გღვიძავთ, მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით, თუ როგორ გეძინათ და პირიქით. ისევე, როგორც მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე, ასევე ძილის დარღვევა იწვევს ბევრ გართულებას, მათ შორის: იმუნური სისტემის დასუსტებას – შედეგად ხშირ ავადობას და ნერვული სისტემის დისრეგულაციას – გუნება-განწყობის და შფოთვით პრობლემებს. ამიტომ, ძილი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ძილის რეგულირებაზე ზრუნვა, ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რისი მეშვეობითაც შევძლებთ თავი კარგად ვიგრძნოთ.

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025

უბნები, სადაც გაზმომარაგება აღდგა – „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალი 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები