თმის გაშრობა ფენით და დიფუზორით – სწორი ტექნიკა

თმის გაშრობის სწორი ტექნიკა – ექსპერტული რჩევები

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თმის გაშრობის სწორი ტექნიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი თმის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ თმის გაშრობა მარტივი პროცესია, თუმცა სინამდვილეში არასწორი მიდგომა იწვევს თმის დაზიანებას, სიმშრალეს და სხვა პრობლემებს. სწორი ტექნიკა კი საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ თმის სილამაზე, მოცულობა და ბუნებრივი ბზინვარება.

თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორი ხერხები დაგეხმარებათ მიაღწიოთ სალონის ხარისხის შედეგს სახლში. მიუხედავად იმისა, გაქვთ სწორი, ტალღოვანი თუ კულული თმა, თითოეულ ტიპს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი ტექნიკა.

თმის გაშრობის მომზადება

თმის გაშრობამდე აუცილებელია სათანადო მომზადება. პირველ რიგში, აირჩიეთ თქვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი სტაილინგის საშუალებები – თერმო-დამცავი სპრეი, მუსი ან ქაფი. სველ თმას აქვს ჯერ ნესტიანობისას, დაყავით ის ნაწილებად: საქოჩრე, ზედა ნაწილი, კეფა და გვერდითი ნაწილები.

გაშრობას ყოველთვის იწყებთ კეფიდან, ვაკეთებთ პატარა-პატარა მონაკვეთებს თანმიმდევრობით. ჰაერის ნაკადს ყოველთვის ამოძრავებთ თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით – ეს ხელს უწყობს თმის ქერცლების გლუვად დალაგებას და ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებას. გაითვალისწინეთ, რომ ფენი არ უნდა გეჭიროთ 20 სანტიმეტრზე უფრო ახლოს თმასთან, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება.

- Advertisement -
Ad imageAd image

თმის ხარისხიანი დავარცხნა ფენით კულულებს უფრო ელასტიკურს ხდის და აფიქსირებს მათ. თუ წინასწარ შეარჩევთ ვარცხნილობის ვარიანტს, არ მოგიწევთ ძვირფასი დროის ხარჯვა ხელმეორედ თავის დასაბანად. როგორ მოვუაროთ დაუმორჩილებელ თმას – სტილისტების რჩევებით შეძლებთ უკეთესად დაგეგმოთ თმის მოვლის რუტინა.

ფენის ტემპერატურა და რეჟიმები

თუ ფენს მხოლოდ თმის გასასაშრობად იყენებთ, საჭიროა ყველაზე ძლიერი სიჩქარე, მაგრამ თუ თმის გასწორებაც გსურთ, აირჩიეთ ფენი სამი ფუნქციით. მაღალი ტემპერატურა გამოიყენება წინასწარ შესაშრობად, საშუალო ტემპერატურა – გასასწორებლად და ფორმის მისაცემად, ხოლო ცივი ჰაერი – დავარცხნილი თმის გასაგრილებლად და ფიქსაციისთვის.

READ  ჯანსაღი და ლამაზი კულულების საიდუმლო

ცივი ჰაერის რეჟიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ის კეტავს თმის ქერცლებს, აძლევს ბზინვარებას და აფიქსირებს მიღებულ ფორმას. ბევრი ქალი ამ რეჟიმს უგულებელყოფს, თუმცა სწორედ მასში არის გასაღები ხანგრძლივი ეფექტისთვის.

დიფუზორი – კულული და ტალღოვანი თმისთვის

ქიმიურად დახვეული ან ბუნებრივად კულული თმის გასასაშრობად გამოიყენება ფენი დიფუზიური საცმით. დიფუზორი არის სპეციალური საცმი, რომელიც აღჭურვილია მომრგვალებული “თითებით” სხვადასხვა სიგრძის. ის შეიძლება იყოს შესაბამისად აღჭურვილი იმისდა მიხედვით, თუ რა ეფექტს ესწრაფვით.

თმის ტიპის მიხედვით დიფუზორის არჩევა

მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმისთვის გამოიყენება დიფუზიური საცმი მოკლე “თითებით”. გრძელი და ხშირი თმისთვის უკეთესია გლუვი “თითებით” აღჭურვილი ვარიანტი. დიფუზორი ღრუიანი “თითებით” დაგეხმარებათ უფრო მოცულობითი ვარცხნილობის შექმნაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

დიფუზორიდან გამომავალი ჰაერის ნაკადი გამოდის დაშლილი, რაც საშუალებას აძლევს კულულებს შეინარჩუნონ ბუნებრივი ფორმა. ხვრელები საცმის “თითებში” განლაგებულია გვერდებზე, ამგვარად, ცხელი ჰაერი პირდაპირ არ მიემართება თავის კანს, რაც გამორიცხავს დამწვრობის რისკს. თუ საჭიროა თმის გასწორება, გამოიყენეთ საცმი-დიფუზორი დამვარცხნი მოქმედებით.

გრძელი თმის გაშრობის ტექნიკა

გრძელი, ხვეული თმის მოსაწესრიგებლად და მაქსიმალური მოცულობის მისაცემად, სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თქვენი თმის მდგომარეობის შესაბამისად. შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული – დიფუზორით.

ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს წევენ ქვევით. ეს ტექნიკა ეხმარება თმის ძირებს მოცულობის მიღებაში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს – სრულად გამოშრობილი თმის სტაილინგი გაცილებით რთულია.

მოცულობითი ვარცხნილობის შექმნა

სწორ თმას რომ მოუცლობა მივცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი და გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფრო მოსახერხებელია: ჯერ თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მივიწევთ მაღლა.

კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუ მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელის გულს. კულული მოაქციეთ ხელის გულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით. გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელის გულით. <a href="https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%93-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83

READ  Versace-ს კაბა "ოქროს ბურთზე" — სტილის გაკვეთილი ელენე პიტაშვილისგან

იხილეთ ასევე: ჩემს დაქალს უბრალოდ სჯერა, რომ მისი სიმდიდრე და კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია სილამაზის ასეთ მარტივ პროცედურასთან.

იხილეთ ასევე: მხოლოდ ორი პროცედურა და 100%-ით ჯანსაღი თმა

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). თმის გაშრობის სწორი ტექნიკა – ექსპერტული რჩევები. 20 ოქტომბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/tmis-gashrobis-teqnika/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის