ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი...

იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

გინგკო ბილობას სამშობლო იაპონიაა. ეს ხემცენარე, რომლის ტოტებსაც იაპონურ მარაოსავით გადაშლილი ფოთლები ამშვენებს და გარგარისოდენა ვერცხლისფერი ნაყოფით არის დახუნძლული, პირველად იაპონიაში, ჰოლანდიის საელჩოში მოღვაწე ექიმმა, გვარად კემფერმა შეამჩნია.

სწორედ მან დაიწყო გინგკო ბილობას მეცნიერული შესწავლა და მედიცინაში მის გამოყენებას დაუდო საფუძველი. სახელიც კემფერმა დაარქვა – “გინგკო ბილობა” იაპონურ ენაზე “ვერცხლისფერ ნაყოფს” ნიშნავს.

XVIII საუკუნეში გინგკო ბილობამ ევროპაში შეაღწია, 50 წლის შემდეგ კი ამერიკაში, თუმცა თავდაპირველად მცირედი გაუგებრობა გამოიწვია. საქმე ის არის, რომ გინგკო ბილობა ორსქესიანი მცენარეა ანუ არსებობს მისი მამრობითი და მდედრობითი ვარიანტები. როდესაც ბაღში ორივე სქესის მცენარე ხარობს, გამრავლება იოლად ხორციელდება, მაგრამ ევროპელებმა მდედრობით ნერგებს რატომღაც საფრანგეთში უკრეს თავი, ხოლო მამრობითს – ინგლისში.

შედეგად მცენარემ გამრავლება შეწყვიტა. როგორც კი სელექციონერები ამას მიხვდნენ, “პაემნის ადგილი” მოამზადეს და მონატრებული ხეები დააწყვილეს.
ასეთივე გაუგებრობა მოხდა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა სქესის ნერგები სხვადასხვა ქალაქში აღმოჩნდა, თუმცა გამჭრიახმა გერმანელებმა შეცდომა მალე გამოასწორეს. ამ გაუგებრობის გარკვევაში იყვნენ, როდესაც გოეთემ პირველად ნახა გინგკო და მოიხიბლა.

ლექსიც კი მიუძღვნა, სახელად “გინგკო ბილობა”, და ხოტბა შეასხა მცენარის ფოთლებს, რომელთა ფორმაშიც მოსიყვარულე სულების ერთიანობის სიმბოლო ამოიცნო. როგორც ჩანს, მისმა თანამემამულეებმა ამიტომაც შეარქვეს გინგკოს “გოეთეს ხე”.

გინგკო ბილობა მრავალმხრივ სამკურნალო თვისებებს ავლენს. უმთავრესად ქსოვილების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა:
. ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის დონეს;
. ხელს უშლის თრომბების გაჩენას;
. ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს;
. ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას;
. არეგულირებს სისხლის წნევას;
. ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში.
გინგკო ბილობას ექსტრაქტი ძალზე ეფექტურია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მხედველობის, სმენის გასაუმჯობესებლად, ძალების მოსაკრებად.
გინგკო ბილობას ექსტრაქტის ეფექტს მიღების მეშვიდე-მეათე დღეს შეიგრძნობთ. მკურნალობის სტანდარტული კურსი ერთ თვემდე გრძელდება, მაგრამ ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად რამდენიმეთვიანი კურსის ჩატარება მოგიწევთ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები