ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი“კოვიდგადატანილი ადამიანები მეორედაც დაინფიცირდნენ, მესამედაც და მეოთხედაც და დაიღუპნენ კიდეც”

“კოვიდგადატანილი ადამიანები მეორედაც დაინფიცირდნენ, მესამედაც და მეოთხედაც და დაიღუპნენ კიდეც”

21/09/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:


– პირდაპირ ვიკითხავ, სწორია, თუ არა მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილს უკეთესი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე აცრილს?


– მე არ ვიცი, ეს ფორმულირება რას გულისხმობს, მე ვიცი ის, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები მეორედაც დაინფიცირდნენ, მესამედაც და მეოთხედაც და დაიღუპნენ კიდეც. ვიცი ასევე ისიც, რომ ბრიტანეთში 98,8 პროცენტი გარდაცვლილთა არ იყო აცრილი.


– კიდევ ერთი ექიმი იმასაც წერს, რომ ერთ-ერთი ახალი კვლევის მიხედვით, ფაიზერის დოზებს შორის 28 დღეზე მეტი ინტერვალით, უკეთ მოხდა ანტისხეულების გამომუშავება. მე რატომ ავიცერი, აბა, 28-ე დღეს? რატომ არ იცვლება, მაშინ აცრის პროტოკოლი? და საერთოდ, ახლა იმას გვეუბნებიან ამით, რომ ვინც 28 დღეში აიცრა მეორე დოზით, იმას ისეთი კარგი იმუნიტეტი აღარ ექნება?


– ასეთი კველევები ათასობით ტარდება და ჩატარდება, კი, ითქვა, ერთ-ერთი კვლევით, რომ 3 თვის ინტერვალით, უკეთესში შედეგს შეიძლება მივაღწიოთო, მაგრამ რას ამბობს მწარმოებელი? მწარმოებელი გვეუბნება, რომ მეორე დოზა უნდა გავიკეთოთ 21-28 დღეს, მივყვეთ მწარმოებლის რჩევას, თორემ, ასეთი ექსპერიმენტები და კვლევები კიდევ უამრავი ჩატარდება.


ჩვენ კიდევ კარგა ხანს გვექნება კოვიდი, იქნება ახალი მუტაციები, იქნება ახალი ვაქცინები, ახალი წამლები, კაი ხანს იქნება კოვიდი ჩვენ გვერდით და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, ისე, როგორც ცხოვრობს და მართავს ევროპა, თუ ისე, როგორც საქართველოს რეალობაა დღეს, როცა დღეში 50-მდე ადამიანი გვეღუპება. ყოველ 5 თვეში იქნება აფეთქება, ესეც ცნობილი ფაქტი იყო, სამწუხაროდ, მეოთხე აფეთქება არა და არ დასრულდა და რატომ? – პასუხია არჩევნები.


ისიც ცნობილია, რომ მეხუთე აფეთქებაც აუცილებლად გვექნება. ვაქცინაციით, პირბადის (და მოდით ვთქვათ, ჩვენ უკვე გაქვს ქვეყანაში ფხაკაძის სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად), დისტანციის დაცვით, ჰიგიენით შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად უსაფრთხოდ და დარჩეს კოვიდი, როგორც სეზონური გრიპი. ჯერჯერობით, საქართველო ამას ვერ ახერხებს. სიმართლე ისაა, რომ ხალხი არჩევნებს შევწირეთ!


დამნაშავეა ყველა, მათ შორის ოპოზიციაც, ყველა პარტიაა დამნაშავე, ვინც არჩევნებში იღებს ახლა მონაწილეობას და დადგება დრო, მათ ამისათვის პასუხისგება მოუწევთ. თავიდან, როცა ვთქვი, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, თითქოს ცოტა ხნით ამყვა ოპოზიციური პარტიები, ომბუდსმენიც გამოვიდა არჩევნების გადადების მოთხოვნით, მერე რა მოხდა? მმართველმა პარტიამ თქვა, არაო – და ოკ! მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვიცი პოლიტიკა, მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და ვიცი, რომ ჯანდაცვის კუთხით, დამღუპველია ქვეყნისთვის ახლა არჩევნები და წინასაარჩევნო აქტიურობა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ovidgadatanili-adamianebi-meoredats-dainphitsirdnen-mesamedats-da-meothkhedats-da-daighupnen-kidets-giorgi-phkhakadze/


მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.