ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"იოგას ვადარებ სკულპტორს, რომელსაც ნელ-ნელა გამოჰყავს სხეულის ლამაზი ფორმები" - ინტერვიუ კუნდალინ...

“იოგას ვადარებ სკულპტორს, რომელსაც ნელ-ნელა გამოჰყავს სხეულის ლამაზი ფორმები” – ინტერვიუ კუნდალინ იოგას ინსტრუქტორთან

სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრება სიხარულით, სიყვარულითა და სიუხვით სავსეა..  სამყარო ხარ თავად შენ – ინტერვიუ კუნდალინ იოგას ინსტრუქტორ მარინა არჯან ბაქტი კაურთან…

იოგა საშუალებას გაძლევთ თავიდან არღმოაჩინოთ ცხოვრების სრულყოფილება…

_ გვიამბეთ თქვენ შესახებ…
– მოგესალმებით, მე ვარ მარინა კვატაია არჯან ბაქტი კაურ, კუნდალინი იოგას მასწავლებელი, კლინიკური ფსიქოლოგი, ლაივ ქოუჩინგის ექსპერტი, მასაჟისტ თერაპევტი, რეიკის მეორე საფეხურის ოსტატი… უბრალოდ, ბედნიერი ქალი, მეუღლე და დედა. 26 წელია, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ბელგიაში…
მოგვიყევით რა არის კუნდალინ იოგა..?
– კუნდალინი იოგა 70-იან წლებში, დასავლეთში იოგი ბაჯანმა, კუნდალინი იოგის ოსტატმა შემოიტანა და მისი იდეა იყო, გაეზარდა რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი და რა თქმა უნდა, ის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა გარშემომყოფებისათვის. კუნდალინი იოგა არის იოგის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან კარგად ჩნდება თანამედროვეობაში. დღეში სამი , თერთმეტი , თხუთმეტი წუთი კუნდალინი იოგა საკმარისია იმისათვის, რომ კარგი განწყობა შეიქმნა, გათავისუფლდე სტრესისაგან, დაჭიმულობისა და ტკივილებისაგან. ეს არის დინამიური სავარჯიშოები და სწორედ ეს გვაძლევს შედეგს – სწრაფად იღვიძებს ენერგია და ამ ენერგიის მიმართვა შეგვიძლია იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
_ რა არის თქვენი მიზანი..?
– ჩემი მიზანია, კუნდალინი იოგას საშუალებით, და არა მარტო… რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივწვდე და დავანახო, რომ ცხოვრება სულაც არაა ერთფეროვანი ან მოსაწყენი… რომ რეალობა ნეიტრალურია და მას ფერებს, მიზანს ჩვენ ვაძლევთ…
_ რა არის მანტრის დანიშნულება..?
-მანტრის დანიშნულებაა, გარკვეულ ტალღაზე მიიყვანოს ადამიანი. იმისათვის რომ ჩვენ გავაკეთოთ იოგა,  მედიტაცია, ჩვენს სხეულს სჭირდება განწყობა და სწორედ მანტრის საშუალებით ვქმნით ამ განწყობას. როდესაც მანტრას ვგალობთ, ამ დროს ჩვენი სხეული როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი, ისე ხდება მომართული, რათა შემდეგი ნაბიჯები გააკეთოს იოგას ან მედიტაციის სახით… სხვანაირად რომ ვთქვათ, მანტრა არის საშუალება, რომ იოგას უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს…
_ არის ასეთი გამინათქვამი – შენ ხარ ის, რასაც ჭამ. რამდენად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე კვება..?

READ  როდის მიგვაქვს ეჭვი ჭიებზე (ნაწლავის პარაზიტებზე)?

-კვება ძალიან მოქმედებს და მას დიდი გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე… ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს, ტკბილეულს იღებენ, სხეულში აღგზნებადობა იმატებს და შემდეგ ორგანიზმი არის დაჭიმული… შესაბამისად, ადამიანის ფიქრებიც არის ნეგატიური და ნეგატიურისკენ მიმართული. თეთრი პური, ფუნთუშეული და ა.შ – ამ პროდუქტებს აქვს ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა… გვეცლება ენერგია ორგანიზმი ვერ ახდენს ენერგიის აღდგენას და სხეული არის მუდმივად დაღლილი… ამის ფონზე მოდის უარყოფითი ფიქრები, ამ დროს მენტალური ჯანმრთელობა არ არის წესრიგში და ეს არის ,,მოჯადოებული წრე”, სანამ არ შეწყვეტთ ამ ყოველივეს..

_ თქვენი აზრით ჯანმრთელობის და სილამაზის ბალანსი როგორ უნდა ვიპოვოთ…?
– სილამაზე ეს არის ფართო ცნება… მიმაჩნია, რომ სილამაზე არის ის, რაც შენს შიგნით არის… თუკი შინაგანი ჰორმონალური სისტემა მოწესრიგებულია… თუ კი სხეული ჯანმრთელია..  ასევე მენტალური მდგომარეობა ჯანმრთელია – ამ დროს ადამიანი იმდენად დადებით და სუფთა ენერგიას ასხივებს, ლამაზია… ამაზე უკეთესი ბალანსი არ არსებობს!
_რა არის მედიტაცია..?
– როდესაც შენ რაიმეთი ხარ დაკავებული იმდენად, რომ პროცესში ხარ ჩართული… ჩვენ ხშირად იოგები ვამბობთ, რომ მედიტაცია ეს არის საგანთან, სიტუაციასთან გაერთიანება და ამ დროს მთლიანად ხარ ჩართული პროცესში.

ეს არის მომენტში ყოფნა – ამის შედეგად გონება არ არის დესტრუქციულ აზრებზე მიმართული და შესაბამისად, ადამიანს ემატება ენერგია, აქვს მეტი ფოკუსი. ერთი სიტყვით რომ ვთქვა მედიტაცია არის პროცესში ყოფნა აქ და ამჟამად.

_ შესაძლებელია ,, წონაში კლება” იოგით…?

– რა თქმა უნდა… წონაში კლება სავსებით შესაძლებელია იოგის საშუალებით და რატომ, როცა ჩვენ ვიწყებთ იოგას, ამ შემთხვევაში კუნდალინი იოგა აწესრიგებს ჰორმონებს, შედეგად იწყება სხეულის გაჯანსაღების პროცესი და პირველ რიგში სხეული იშორებს ზედმეტ კილოგრამებს. უბრუნდები შენს ჯანსაღ წონას… გარდა ამისა, იოგას ვადარებ სკულპტორს, რომელსაც ნელ-ნელა გამოჰყავს სხეულის ლამაზი ფორმები. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება დისციპლინა და ყოველდღიური ვარჯიში.
_თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…

READ  5 რჩევა - რომელიც ფეხსაცმლის შერჩევისას გამოგადგებათ

– ეს არის ჩემი იოგას ცენტრის გახსნა, რომელიც უკვე მარტის ბოლოს ბელგიაშიც იგეგმება… ყოველივე ამას ჩემს სოციალურ გვერდზეც დავაანონსებ და შემდეგ უკვე მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს იოგას საშუალებით მივაწვდინო ხმა და დავანახო რა ლამაზია ყოველდღიურობა და რაც მთავარია შენი რეალობის შექმნა შენ თვითონ შეგიძლია…

ავტორი: თეონა შაინიძე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები