ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორია მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები

როგორია მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები

ქიმიური მზისგან დამცავი

ქიმიური მზისგან დამცავი იწოვება კანში, ფილტრავს მზის სხივებს, გარდაქმნის და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. აღნიშნული ფორმულით შედგენილი მზისგან დამცავების ტექსტურა თხელია, გაცხიმოვნების გარეშე ატენიანებს კანს. ჩამოთვლილი მახასიათებლის გამო, როგორც წესი, ქიმიურ SPF-ს სახის დამატენიანებლებში ვხვდებით-ხოლმე. 

ქიმიური მზისგან დამცავი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი. 

მინერალური მზისგან დამცავი

მინერალური, იგივე ფიზიკური მზისგან დამცავი, დაფუძნებულია ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი.

აღნიშნული ფილტრები ქმნის ბარიერს. შესაბამისად, მზის სხივები აირეკლება და  ვეღარ აღწევს კანში. ამგვარ ფილტრებს ძირითადად, ტანის დამცავ საშუალებებში იყენებენ, რადგან რიგ შემთხვევებში ტოვებს ცხიმიან კვალსა და თეთრ ლაქებს, თუმცა, ფიზიკურის მსგავსად, ეფექტურად გვიცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  სრულად ვაქცინირებულ ორსულებში Covid-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები