ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

„შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები…“

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველოში, ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა.


უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე, ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები. განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა.


„პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა, პანდემიამდელ პერიოდში, ტუბერკულოზის პროგრამაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო COVID-19-ის ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბებას და ეფექტური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას.


მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოში პროგრამა უწყვეტად გაგრძელდა, რათა პაციენტებს ჰქონოდათ უწყვეტი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე.


აშშ-ს მთავრობის, „გლობალური ფონდის“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზის“ მხარდაჭერით, საქართველომ, დანერგა და გააფართოვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, ტუბერკულოზის აღმოსაფხვრელად. ქვეყანამ, სწრაფად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, გააუმჯობესა ტუბერკულოზის კვლევის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო მდგრადი დაფინანსება და დანერგა ძლიერი პროგრამა, სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


აღნიშნული ინტერვენციების შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, არამედ სისხლით, კანზე შეხებით…


„იცოდი, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ნაწილის გადაცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, არამედ სისხლით, კანზე შეხებით, ინფიცირებულის ნივთების გამოყენებით ან მასთან საერთო ჰიგიენური საშუალებების მოხმარებით?


ასევე, ინფიცირებულ დედას შეუძლია დაავადოს ნაყოფი მუცლად ყოფნისას ან მშობიარობის პროცესში


გაითვალისწინე, რომ სგგდ ან სგგი შესაძლებელია მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ


სგგდს შორის ყველაზე გავრცელებულია ძირითადად, 8 პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებები


4 მათგანი სრულად განკურნებადია: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი

დარჩენილი 4 დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა ექვემდებარება მართვას. ეს ვირუსული დაავადებებია: B ჰეპატიტი, ჰერპესი (HSV), HIV, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)


სგგდს ეფექტური თავდაცვის საშუალებად კვლავ რჩება ბარიერული კონტრაცეპტივის გამოყენება და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა


აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებაც, რათა ინფორმირებული იყო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დაიცვა შენი პარტნიორი“ – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

როგორ აზიანებს ჩვენს ორგანიზმს უძილობა…

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კარგი ძილი არის ჯანმრთელობის საწინდარი…


„დაიძინეთ


კარგი ძილი არის თქვენი ჯანმრთელობის საწინდარი


ლანცეტში დაბეჭდილმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ აზიანებს ჩვენს ორგანიზმს უძილობა.


ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


“A wake-up call to all about the importance of good sleep.”
New 4-part Series on sleep and sleep disorders examines the anthropology of sleep and cutting-edge evidence on the most common presentations of sleep disruption.
Explore this fascinating collection of papers: hubs.li/Q01mLvhk0
Figure: The human circadian timekeeping system
24/09/2022 #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #Giorgipkhakadze #accreditationge #geneve #switzerland Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ზუსტად ერთი წლის წინ ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს…“

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ აფრთხილებდა მის კოლეგებს…


„ზუსტად ერთი წლის წინ ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს (საქართველოს ჩათვლით), რომ ცუდი ტენდეცია მიდის კოვიდ ვაქცინების ხელმისაწვდომობის ირვგლივ.


სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა (კიდევ ერთხელ). სამწუხარიდ კოვიდ ვაქცინები დღეს (24/09/2023) არის ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისთვის.


ღარიბი ქვეყნები კი “ჯოგური” იმუნიტეტით ანუ რეანიმაციების და აფთიაქების “ბიუჯეტებს” აავსებენ. ეს არის სამწუხარო რეალობა.


ჯანმრთელობას გისურვებთ… “ – წერს გიორგი ფხაკაძე.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2022 წლის 24 სექტემბერს წერდა:


„დაწყნარდით… საქართველოში საჭირო კოვიდ ვაქცინა არ არის და, სავარაუდოდ, არც კი იქნება ….


ღარიბი/ღატაკი ქვეყნები ”ჯოგური” იმუნიტეტით გადაიტანენ ნოემბრის კოვიდ ტალღას…. ანუ თქვენი მთავრობა გიყურებთ თქვენ, როგორც ჯოგსკიდევ ვერ მიხვდით?!

ჩემზე ტყუილად ბრაზდებით, ვინც “გაგაჯოგათ”, მათზე უნდა იყოთ გაბრაზებული


24/09/2022 “



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„დამიჯერეთ, დღესაც საჭირო ინფორმაცია არის…“

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„დამიჯერეთ, დღესაც საჭირო ინფორმაცია არის…“


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 25 სექტემბერს წერდა:


„ეს ინფორმაცია არა ექიმებისთვის


შეარჩიე სწორი პირბადე – სამედიცინო პირბადე


ვაქცინის შერჩევა მიანდე შენს მკურნალ ექიმს (ფაიზერი და მოდერნა რომ ყველაზე ეფექტურია, ეს ისედაც იცით )


საქართველოში ყველა კოვიდ ვაქცინა უსაფრთხოა“


#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #Giorgipkhakadze Giorgi Pkhakadze 25/08/2021 #geneve #switzerland


So what else can we do to REDUCE our RISK of getting #COVID? Be choosy! NOT with the #vaccines because ALL #COVIDvaccines approved by National Regulatory Agencies with World Health Organization (WHO) EUL are safe & very effective in preventing serious consequences of #COVID19.


BE CHOOSY WITH MASKS! Stay safe!



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გაიმართა შეხვედრა ბატონ გიორგი ფხაკაძესთან

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

20 სექტემბერს 21:00 საათზე გაიმართა შეხვედრა ბატონ გიორგი ფხაკაძესთან


ბატონი გიორგი გახლავთ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.


მედიცინის დოქტორი.


პროფესორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.


სასაუბრო თემა: COVID-19 აცრაზე.


შეხვედრა გაიმართა პლატფორმა Zoom-ის საშუალებით


კომიტეტის თავმჯდომარე-ლანა ჩილიჯიანი


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-მარიამ ქადაგიძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სამწუხარო ფაქტი!..“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

0

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

“✅დაწყნარდით… საქართველოში საჭირო კოვიდ ვაქცინა არ არის და, სავარაუდოდ, არც კი იქნება ….

✅ღარიბი/ღატაკი ქვეყნები ”ჯოგური” იმუნიტეტით გადაიტანენ ნოემბრის კოვიდ ტალღას…. ანუ თქვენი მთავრობა გიყურებთ თქვენ, როგორც ჯოგს❗️კიდევ ვერ მიხვდით?!

✅ჩემზე ტყუილად ბრაზდებით, ვინც “გაგაჯოგათ”, მათზე უნდა იყოთ გაბრაზებული❗️


სამწუხარო ფაქტი!”-წერს, გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://exclusivetv.ge/news/socmedia/datsynardit-saqartveloshi-sachiro-kovid-vaqtsina-ar-aris-da-savaraudod-arts-ki-iqneba-giorgi-fkhakadze?fbclid=IwAR3he3yIF2XuRkP-rVYRbZaDciel7pDK9SKVv4QSCR4hSNqF9Arph955cVY




21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

0

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.


ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოგნიტური და ქცევითი ფუნქციის დარღვევა.


ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას


მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე სპეციალისტთან დროული კონსულტაცია


#WorldAlzheimersDay #ვივომედიქალჯგუფი #drpkhakadze #accreditationge #ვივომედიქალჯგუფი #გიორგიფხაკაძე #giorgipkhakadze @drpkhakadze @accreditation.ge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა აღმოცენდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს.


რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.


ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას.


ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ხასიათდება: კლინიკურად: – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად – ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით.


დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ – თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით რაც საბოლოოდ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე. მისი სიმპტომები გამოიხატება სიტყვების მოძებნისა და სხვა ადამიანების მეტყველების გაგების გაძნელებაში.


გუნება-განწყობილებისა და პიროვნული თვისებების ცვლილებებში. მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰeიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი.


ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს. აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს – ნივთიერებას, რომელიც ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.


ალცჰეიმერის დაავადება იწვევს ტვინის სხვადასხვა ფუნქციის გაქრობას. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები. იკარგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ცნობის, აზროვნების, ურთიერთობის უნარი და მას მუდმივი მეთვალყურეობა ესჭიოება. დაავადება თავს მოხუცებულობის ასაკში იჩენს თავს (სადღეისოდ ალცჰეიმერის ათვლის წერტილი 55 წელია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც)




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება…

0

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?


პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.


მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.


2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.


კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” ჯგუფის ხელმძღავენლობა ამბობს, რომ სტანდარტების ანალიზი და შესაბამისობის ფაზა დასრულებულია. ოქტომბრიდან განხორციელების ეტაპი იწყება.


ჰოლდინგში ფიქრობენ, რომ აკრედიტაციის დასრულებას ერთ წელიწადში შეძლებენ.


ჯგუფის ბიზნეს პროცესების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა მეზურნიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ხდება უფრო მაღალხარისხიანი, უფრო პაციენტზე კონცეტრული.


„სისტემების შექმნის კუთხით ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით, ის აუცილებელი და საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რასაც სტანდარტი გვთხოვს. პაციენტი გაუმჯობესებას იგრძნობს როგორც კლნიკური თვალსაზრისით, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით.


ორგანიზაცია ხდება უფრო მაღალხარისხიანი, უფრო პაციენტზე კონცეტრული“, – აღნიშნა ირინა მეზურნიშვილმა.


საერთაშორისო აკრედიტაცია ქვეყანაში კლინიკების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვთ. მათ შორის არის გაგუას საავადმყოფო, რომელმაც წელს სერტიფიკატი უკვე მეორედ აიღო.


მენეჯმეტი ამბობს, რომ ხუთი სტანდარტი, რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანლობენ, როგორც პაციენტთა უსაფრთხოების, ასევე კლინიკის გამართული ფუნქციონირების ერთგვარი გარანტია.


„აკვირდებიან და უყურებენ პროცესებს, როგორ ვითარდება კლინიკა, როგორ აუმჯობესებს მის ხარისხს და როგორ პოულობს იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება იყოს მუშაობის პროცესში. შესაბამისად, რაიმე მკცარი განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელიც 1-2 წლის ვადაში შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს დაწესებულებამ, არა მგონია, იყოს.


ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ჩვენი კლინიკის ფუნქციონირება ევროპულ სტანდარტებს და ახალ რელსებზე გადავედით, იქიდან გამომდინარე, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, არის მუდმივი, განახლების, განვითარების გზა“ – აცხადებენ კლინიკაში.


ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.


აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სარგებლობის აუცილებელი პირობა ხდება.


უწყებაში ამბობენ, რომ ამისთვის მზადება დაწყებულია სახელმწიფო კლინიკებშიც


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კლინიკების ის ნაწილი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, მიმზიდველი გახდება მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებისთვისაც


„მთავარი მოლოდინი ისევ და ისევ არის ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმუნებულება იმისა, რომ ეს კლინიკა არის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და იქ გაწეული სამედიცინო სევრისი ნამდვილად არის შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციებთან როგორც კლინიკური პრაქტიკით, ასევე მენეჯმენტისა და მთელი რიგი სხვა პროცესების კუთხით და მეორეც, საქართველოში კლინიკების ის ნაწილი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, რა თქმა უნდა, უკვე მიმზიდველი გახდება მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებისთვისაც და მოსალოდნელია, რომ ამან ხელი შეუწყოს სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეუძლიათ. აკრედიტაციის ჩაბარების ბოლო ვადა 2025 წლის 1-ელი იანვარით განისაზღვრა.





საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-2




მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

პანდემიის გავლენა, პრევენცია და სამომავლო გეგმები…

0

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს. პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.


სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


„პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა, მრავალსექტორული რეაგირების საჭიროება. COVID-19-მა იმოქმედა არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ – ეკონომიკაზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მან შეგვახსენა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს, შეამსუბუქოს პანდემიის გამოწვევების მთელი სპექტრი. ეფექტური რეაგირებისთვის, ჩვენ, ყველა სექტორში ერთად უნდა ვიმუშაოთ.


პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შესაბამისი ინვესტიციები, რათა მომავალში, ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, მსოფლიო, უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენ, პრიორიტეტად დავისახეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება; დავაარსეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები, მათ შორის – რეგიონულ დონეზე. მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.