ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია“

0

„ლიბერალი“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე ჯანდაცვის ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა. გიორგი ფხაკაძე პროფესიით ექიმი-ქირურგია; ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დღესდღეობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს (IAP) წევრი.საუბრის დასაწყიში – მოკლედ თქვენ შესახებ და იმის შესახებაც, საქართველოსთან როგორ არის დაკავშირებული თქვენი პროფესიული საქმიანობა?

პირველ რიგში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ეს უკვე მაკავშირებს საქართველოსთან. ძალიან მაინტერესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებები და საქართველოში მისი განვითარება. ამ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ვმუშაობ;

მეორე – როგორც გენერალური მდივნის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი. თებერვალში ჩემი ინიციატივით საქართველოში, ამ საბჭოს სხვა წევრები ჩამოვიდნენ. ჩატარდა უმაღლესი დონის შეხვედრა. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში იყვნენ მაღალი დონის ექსპერტები და მრჩევლები, რომლებიც მაღალი დონის პოლიტიკურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს მსოფლიოში ჯანდაცვის სფერო.

მეც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ. შეხვედრა გაიმართა პარლამენტში. ჩვენ ბორდის წევრებს საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები გავაცანით.

საბჭოს, რომლის წევრიც თქვენ ხართ, ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის გაერო-ის 2016-2030 წლების სტრატეგიის განხორციელების პროცესს აკვირდება. რას გულისხმობ ეს სტრატეგია?

ეს არის სტრატეგია „20-30“. ჩვენი გუნდი ძირითადად სტრატეგიის მესამე ნაწილზე მუშაობს. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს სტრატეგია 17 თემას მოიცავს. ერთ-ერთია ჯანდაცვა. ჩვენ, როგორც უმაღლესი გუნდის წევრები, რჩევას ვაძლევთ გენერალურ მდივანს და ექვს დიდ სააგენტოს მსოფლიოში, რომლებიც ჯანდაცვის მიმართულებით გლობალურად 6 მილიარდის დაფინანსების ვალდებულებას იღებენ.

ეს არის გრძელვადიანი გეგმა/ხედვა. როგორც წესი, ჯანდაცვაში მცირე სტრატეგია 5-წლიანი, საშუალო – 15-წლიანი და გრძელი კი 30-წლიანია. როცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ჯანდაცვაში ერთწლიანი მოკლევადიანი სტრატეგია შეადგინეს, არ ვიცი, რას გულისხმობენ. ჯანდაცვაში მოკლევადიანი სტრატეგია შეიძლება იყოს 5-წლიანი, ასეა განათლებაშიც. ეს არის გლობალური სტრატეგია „2030“. მას აქვს 200-მდე ინდიკატორი და თითოეულ ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ ეს ინდიკატორები გააუმჯობესოს.

როგორ გამოიყურება საქართველო ამ ინდიკატორებთან მიმართებით?

პროგრესი გვაქვს ბევრი მიმართულებით. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვამ მოგვცა საშუალება, გლობალურად მოიცვას მოსახლეობა. ასევე სხვადასხვა სტრატეგიაა შექმნილი ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა განახორციელოს. თუმცა განხორციელებას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა. საქართველოში ძირითადი სიძნელეები ჯანდაცვის ხარისხს უკავშირდება. ჩვენ უნდა გვქონდეს რეალური ინფორმაცია, რა ხდება სფეროში. თუ არ ვიცი, რა ხდება, გამოდის, რომ არ ვიცით, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, მე ვსაუბრობ რეალურ სტატისტიკაზე.

რა ტიპის მონაცემებს გულისხმობთ? გვინდა გვქონდეს რეალური წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხთან მიმართებით.

ავიღოთ საქართველოში სიკვდილიანობის ციფრი. ეს დიდი ციფრია, მაგრამ დაუდგენელია გარდაცვალების მიზეზი. 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დაუდგენელია სიკვდილის მიზეზი, ეს ჯანდაცვისთვის დიდი პრობლემაა.

თუ არ გაქვს კარგი სტატისტიკა, შეიძლება ივარაუდო შენი გეგმები. მეცნიერებაში კი ვარაუდი არ შეიძლება. უნდა იცოდე, საით მიმართო ძალისხმევა. შეიძლება პრევენციაში დახარჯო ფული, მაგალითად, ბავშვებს ვასწავლოთ ხუთი სხვადასხვა ტიპის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღონ და 20 წელიწადში გვექნება ნაკლები ინსულტი, სიმსუქნე და დიაბეტი.

ერთ-ერთი მსხვილი პრობლემა, რომელიც ჯანდაცვაში გვაქვს, ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლება. თუ არ გაიარე გადამზადება, არ უნდა გქონდეს სამუშაოს გაგრძელების უფლება. მაღალი დონის ექიმის ამოცნობა ჩემთვის ძალიან მარტივია – რამდენი სტატია აქვს დაწერილი თავის სფეროში და რამდენ კვლევაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

როგორც ვიცი, ექიმის პროფესიონალიზმის შესაფასებლად ერთ-ერთი ინდიკატორი ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაც არის?

არა, ეს არის რაოდენობრივი და არა ხარისხობრივი მაჩვენებელი. აქ მოსახლეობა ცდება. თუ ექიმმა ჩაატარა 1000 ოპერაცია, არ ნიშნავს რომ კარგად ჩაატარა. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, მაგრამ ამასთან ერთად შენ ხარისხობრივი ინდიკატორიც უნდა გქონდეს. მედიცინა ყოველ წელს კი არა, ყოველდღე იცვლება.

თქვენ რამდენიმე მსხვილი პრობლემა დაასახელეთ: სტატისტიკა, რეალური სურათის არასათანადო ცოდნა, პრევენცია, სადაც თანხასაც ნაკლებს ვხარჯავთ, და უწყვეტი სამედიცინო განათლება.

თქვენ საუბრობდით ექიმების კონტინგენტის პროფესიონალიზმსა და გადამზადებაზე. ჩემი კითხვა უკავშირდება სამედიცინო განათლებას. როგორ აფასებთ საქართველოში სამედიცინო განათლების სისტემას?

ჩემი აზრით, ჯანდაცვის მიმართულებაზე სწავლა ინგლისურად უნდა იყოს. ყველა კვლევა და ლიტერატურა, რომელიც საჭიროა ამ სფეროში, ინგლისურ ენაზეა.

თუ ხარისხიანი სამედიცინო განათლება გვინდა, უნდა გადავიდეთ ინგლისურად სწავლებაზე. მოქმედ ექიმებსაც უნდა ვასწავლოთ ინგლისური.

რაც შეეხება სამედიცინო განათლებას, თანხვედრა ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ხშირად არის. ამ ორ სექტორს შორის ურთიერთობა ზედაპირულია. ზოგჯერ ბაზარი სამედიცინო სექტორზე წინ არის, ან პირიქით. მაგალითად, ტვლიდიანის სტუდენტები უფრო წინ არიან, ბაზარი მზად არ არის მათ მისაღებად. ამიტომაც ამ უნივერსიტეტის კურდასამთავრებულთა 70% ამერიკაში მიდის. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი.

ჯანდაცვის სისტემაში გვაქვს ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არის დაწესებულებების აკრედიტაცია.

მე ამ თემის ექსპერტი ვარ. ამ აკრედიტაციის სისტემის დანერგვაში სხვადასხვა ქვეყანას ვეხმარები.

რა ინდიკატორს უნდა დაეყრდნოს არასპეციალისტი ადამიანი, რომ განასხვავოს კარგი და ცუდი საავადმყოფო? – ამას სჭირდება ორგანო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ იქნება სახელმწიფო.

რამდენიმე მაგალითს გეტყვით: როცა ბერუთში ვმუშაობდი, გავეცანი ასეთ პროგრამას – პირველადი ჯანდაცვის სფეროს აკრედიტაცია.

ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ენდობოდა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაექირავებინა დამოუკიდებელი სააკრედიტაციო სააგენტო. ეს იყო ამერიკული სააგენტო. 500 პოლიკლინიკიდან აკრედიტაცია მიიღო 300-მა. ოღონდ ეს არ იყო სადამსჯელო ორგანო. ვინც ეს აკრედიტაცია ვერ მიიღო, მათ ეს სააგენტო ინდიკატორების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ეს იყო 5-წლიანი პროექტი. თან აკრედიტაციია სამუდამო არ გეგონოთ, რეაკრედიტაცია ყოველ 3 წელიწადში ხდება.

არაბულ ქვეყნებში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მოიწვიეს ორგანიზაცია „ჯოინთ ქომიშენი“, რომელმაც საავადმყოფოების აკრედიტაციის სისტემა გადაიბარა. შეთანხმების მიხედვით, ორგანიზაცია აკრედიტაციის პარალელურად ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი სააკრედიტაციო სააგენტოს ჩამოყალიბებაში უნდა დახმარებოდა.

მესამე მაგალითი – ამერიკაა. საავადმყოფო არ შეიძლება იყოს ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, თუ არ აქვს „ჯოინთ ქომიშენის“ აკრედიტაცია.

ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი ხასიათის ცვლილებები გაატარა – სამშობიაროები, რომელმაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტი, გამოეთიშნენ სახელმწიფო პროგრამას.

იცით თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ? ჰგავს თუ არა ეს აკრედიტაციის მცდელობას? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის?

როცა აკრედიტაციის სისტემა ყალიბდება, ყველა აქტორი უნდა დაჯდეს და შეთანხმდეს, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ამასთან ყველა პოლიტიკურ პარტიასთან უნდა იყოს კონსენსუსი. ჯანდაცვა მოკლევადიანი გადაწყვეტილებების სფერო არ არის. ერთი ექიმი, რომ კარგად გაზარდო 25 წელი გჭირდება. მე ვთვლი, რომ ეს არის კარგი პროცესი.

პროცესს რაც შეეხება, თუ გინდა, რომ ნდობა მოიპოვო, ინდიკატორები უნდა იყოს გამჭირვალე და მის ჩამოყალიბებაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველაზე კარგია, როცა მედიაციას საერთაშორისო ექსპერტი აკეთებს. მე, მაგალითად, სხვა ქვეყნებში ვაკეთებ ამას და რომ ვუყურებ, ძალიან მინდა, რომ მცირე კონტრიბუცია სხვადასხვა მცირე ნიშების გაუმჯობესებაში ქართულ ჯანდაცვაშიც შევიტანო.

ექიმების სერთიფიცირებაზე რას ფიქრობთ? იყო აქ ასეთი იდეაც. თუმცა სახელმწიფოს მიერ ამ პროცესის განხორციელებას ექსპერტთა ნაწილი, კორუფციასთან დაკავშირებული რისკების და არა მხოლოდ ამ რისკების გამო, ეჭვის თვალით უყურებს.

ახალი ბორბლის გამოგონება არ არის საჭირო. ავიღოთ ის, რაც არსებობს. როცა ჩვენ ექიმის კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყველა ქვეყანაში მიღებულია, სტანდარტი უნდა იყოს ცენტრალიზებული, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მინიმალური სტანდარტი. და როცა ვსაუბრობთ სამედიცინო დაწესებულებებზე, თავად საავადმყოფომ უნდა განსაზღვროს. მე კომუნიზმის არ მჯერა, ყველაფერი ცენტრალიზებული არ უნდა იყოს. სახელმწიფო უნდა იყოს სტანდარტების დამდგენი და ბაზარმა უნდა უყუროს ამ რეგულაციებს. როცა შენ რეგულაციები არ გაქვს, ბაზარი ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს ეკონომიისთვის.

სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში მხოლოდ სწავლების ინგლისურ ენაზე გადასვლა ახსენეთ …

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უწყვეტი განათლება უნდა იყო მთელი პროცესის ნაწილი. როცა ექიმი ხარ, სიკვდილამდე უნდა ისწავლო. სწავლებაში პაციენტზე ორიენტირებული განათლება უნდა იყოს. დღეს ზოგიერთი უნივერსიტეტი „სემააშკოს“ დროინდელი ჯანდაცვის სისტემის მიხედვით ასწავლის სტუდენტებს.

სად უნდა ისწავლოს რეზიდენტმა? უნდა ისწავლოს კლინიკაში, სადაც დილით იმართება კონსილიუმები. გამეცით პასუხი რამდენ საავადმყოფოში იმართება დილას 8 საათზე კონსილიუმი და მე საუბარს ამ შეკითხვით დავასრულებ.

კონსილიუმი არის შემთხვევების განხილვა. საქართველოში მეორე პრობლემაცაა – ჩვენ გვეშინია კრიტიკის. ვიღაცამ რომ გითხრას, რომ არასწორად უმკურნალეო, ვუპასუხებთ – ეს რა მაკადრეო. პროფესიული დისკუსია არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდო და შეცდომებზე ისწავლო ან სხვისგან ისწავლო.

ეფექტიანად ვერ ხერხდება დაავადებების პრევენცია, რაც საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენა პირველ და მეორე სტადიაზე დაბალია.

შეაფასეთ ქართული ჯანდაცვის სისტემა პრევენციის ნაწილში. რა უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფომ პრევენციას მეტი თანხა და ყურადღება დაუთმოს.

დღეს პრევენციაში ჩადებული 1$ 5 წელიწადში მოგებული 100 ლარია. პრევენციის გარეშე ფიზიკურად წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა დავინახოთ, სად გვეხარჯება რესურსი და სად გვჭირდება პრევენციაში მიზნობრივი ინტერვენცია.

თამბაქოს კანონს რომ მიიღებენ, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ არ ვართ ძლიერი და მდიდარი ქვეყანა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. პრევენციისთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტული პრობლემების მოგვარებისკენ უნდა მივმართოთ.

ზოგადად, ჯანდაცვაში რევოლუციები მიზანშეწონილი არ არის. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომელიც ევოლუციურად უნდა განვითარდეს თავისი შეცდომებითა და წარმატებებით. რადიკალური ცვლილებები მავნებელია.

რთულია გრძელვადიანი სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ზოგ ქვეყანაში ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ვინც არ უნდა მოსულიყო სათავეში, ამ სფეროში რაღაც მიმართულებები არ შეიცვლებოდა.

ჯანდაცვის რეფორმაში ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტია მოვა. ყველა გადაწყვეტილება ევოლუციისა და კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს – ამ ორ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 15 წელიწადში წინსვლა გვექნება.

წყარო

 

 

კანაფის ერთ-ერთი ნაერთი მეცნიერებმა სრულიად სხვა მცენარეში აღმოაჩინეს

0

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ბრაზილიაში გავრცელებულ ერთ ჩვეულებრივ მცენარეში მეცნიერებმა კანაბიდიოლი აღმოაჩინეს, კანაფში არსებული ნაერთი, რომელსაც CBD-ს უწოდებენ.


მკვლევართა ჯგუფმა CBD-ს მცენარე Trema micrantha-ს ნაყოფსა და ყვავილებში მიაგნო. ეს ბუჩქი ბრაზილიის უმეტეს ნაწილში იზრდება და ხშირად სარეველად მიიჩნევა.


CBD სულ უფრო ხშირად გამოიყენება ისეთ მდგომარეობათა სამკურნალოდ, როგორიც არის ეპილეფსია, ქრონიკული ტკივილი და მღელვარება. წარმოადგენს კანაფის ერთ-ერთ მთავარ აქტიურ ნაერთს. კანაფის მეორე მთავარი ნაერთია ტეტრაჰიდროკანაბინოილი — ნივთიერება, რომელიც მომხმარებლებს ამაღლებულ განწყობაზე აყენებს.


სამედიცინო მკურნალობაში ამ ნაერთის ეფექტიანობა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.


რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგის, როდრიგუ მოურა ნეტუს განცხადებით, ქიმიური ანალიზებით დადგინდა, რომ Trema micrantha შეიცავს CBD-ს, მაგრამ არა THC-ს, რაც CBD-ს ახალი, უხვი წყაროს შესაძლებლობას აჩენს, რომელსაც არ ექნება დაბრკოლებები კანონის და მარეგულირებლების მხრიდან.


„ეს გახლავთ კანაფის გამოყენების ლეგალური ალტერნატივა. მცენარე მთელ ბრაზილიაში იზრდება და ის კანაბიდიოლის მარტივი და იაფი წყარო იქნება“, — ამბობს იგი.


მისი განცხადებით, CBD მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ტაილანდში, მონათესავე მცენარეში.


ნეტუს კვლევა სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოუქვეყნებია და ამბობს, რომ კვლევის მასშტაბის გაზრდას გეგმავს, რათა გამოავლინოს მცენარე Trema micrantha-დან CBD-ს მოპოვების საუკეთესო მეთოდი და შეისწავლოს მისი ეფექტიანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად სამედიცინო კანაფით მკურნალობენ.


მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/kanafis-ert-erti-naerti-mecnierebma-sruliad-skhva-mcenareshi-aghmoachines-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0o7IQK7jMT2cT8FAKpWr-da2D1QNsbf34htribZadSfpsTusndZQmSWSI


რა გავლენა აქვს ოზონის შრეს დედამიწაზე, რა იქნებოდა მის გარეშე — ახალი კვლევა

0

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დედამიწის კლიმატის ევოლუცია მრავალ კომპონენტს მოიცავს. ახალი კვლევა აჩვენებს, რამდენად კრიტიკულია ოზონის შრე დედამიწის ზედაპირის ტემპერატურისთვის. ოზონის შრის გარეშე, ჩვენი პლანეტა 3,5 კელვინით უფრო ცივი იქნებოდა.


დედამიწის საერთო საშუალო ტემპერატურის სტაბილიზებასა და დადგომაში მრავალი უკუკავშირი და იძულებითი მექანიზმია ჩართული.


ყველაზე მარტივ სურათში, ჩვენ მზისგან რადიაციას ვიღებთ. ამ რადიაციის გარკვეულ ნაწილს ატმოსფეროს ზედა ნაწილი ირეკლავს, დანარჩენი კი ქვემოთ მოდის. მის ნაწილს ჰაერი და მიწა შთანთქავს.


დანარჩენ რადიაციას დედამიწის ზედაპირი აირეკლავს. მისი უდიდესი ნაწილი უკან, კოსმოსში გარბის, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილს ხელახლა შთანთქავს ატმოსფერო და წარმოქმნის სათბურის ეფექტს, რაც პლანეტის ზედაპირს ათბობს; ამის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.



თუმცა, ასეთი სურათი ზედმეტად მარტივია. რეალობაში, ჩვენი ტემპერატურა და კლიმატი დამოკიდებულია ყველაფერზე, ატმოსფეროში სხვადასხვა მოლეკულის რაოდენობით დაწყებული, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულირების სისტემებით დამთავრებული.


მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული ოზონის შრე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის ულტრაიისფერი რადიაციის დასაბლოკად, დედამიწის კლიმატის შემსწავლელ კლიმატურ მოდელთა უმეტესობა ოზონის როლს უგულებელყოფდა.


თუმცა, ახალ კვლევაში მეცნიერებმა ოზონის შრის გავლენა შეისწავლეს.


ოზონის შრე დედამიწას ყოველთვის არ ჰქონდა. სიცოცხლის აღმოცენებამდე, ჩვენს ატმოსფეროში ოზონი თითქმის არ იყო. ოზონის მინიმალური შრის წარმოსაქმნელად, დედამიწას მილიარდობით წელიწადი დასჭირდა.



მხოლოდ შედარებით ბოლო პერიოდში მოხდა მისი სტაბილიზება და იმ სისქის მიღწევა, რაც დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში საკმაო ოდენობით არსებული მოლეკულური ჟანგბადი კლიმატში მცირე როლს ასრულებს, ამას ვერ ვიტყვით ოზონზე.


ოზონის შრის გავლენის შესასწავლად, მკვლევრებმა დედამიწის კლიმატის სიმულაციათა კრებული გამოიყენეს. ატმოსფეროს ზედა ნაწილში მათ ოზონის რაოდენობა შეცვალეს და დედამიწის ტემპერატურას წონასწორობის (ეკვილიბრუმი) მიღწევის საშუალება მისცეს.


აღმოჩნდა, რომ ოზონის არსებობას პლანეტის ზედაპირის ტემპერატურაზე გათბობის ეფექტი აქვს და მას საშუალოდ დაახლოებით 3,5 კელვინით ზრდის. ოზონის შრე რომ გაქრეს, ამას ჩვენს კლიმატზე კატასტროფული გავლენა ექნება.


ოზონის არარსებობის ძირითადი ეფექტი იქნებოდა ზედა სტრატოსფეროს გაციება. ცივი აირი ბევრ ტენს ვერ იჭერს და შესაბამისად, სტრატოსფერო მშრალი გახდება.


წყლის ორთქლი მნიშვნელოვანი სათბურის აირია და მის გარეშე, დედამიწის მთლიანი სათბურის ეფექტი შემცირდება.


დედამიწის ტემპერატურის ცვლილების გარდა, ოზონის არარსებობას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს ზოგად კლიმატზეც.


ოზონის არარსებობა და ამის გამო სტრატოსფეროს გაციება ასევე გამოიწვევს ატმოსფეროს ამ შრის დესტაბილიზაციას, რაც ხელს შეუშლის ღრუბლების წარმოქმნას. შედეგად, ღრუბლები მხოლოდ დედამიწის დაბალ და მაღალ განედებზე გამოჩნდება.


ამას გარდა, ზოგიერთი ჭავლური ნაკადი ეკვატორთან გაძლიერდება, პოლუსების სიახლოვეს კი შესუსტდება. ამას დრამატული შედეგები ექნება ამინდის სეზონურ მახასიათებლებზე ყველა განედზე.


დედამიწის ატმოსფერო მდიდარი, კომპლექსური სისტემაა; ეს კვლევა აჩვენებს, რომ ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.


მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/ra-gavlena-aqvs-dedamiwaze-ozonis-shres-ra-iqneboda-mis-gareshe-akhali-kvleva-1tvmecniereba/?fbclid=IwAR1CxEzKTdBKtM8Os-Ys3gppZjRWfF9Amd_84LaVhpunCvv346ja1XgoFnk


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება

0

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536₾, პარამედიკოსის – 2184₾, მოტომედიკოსის – 2184₾, უმცროსი ექიმის – 1800₾, ექთნის- 1664₾, მძღოლის – 1520₾, დისპეტჩერის – 1392₾, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648₾, ცვლის უფროსის – 2560₾, ცვლის უფროსის მოადგილის -2128₾, ოპერატორის -1024₾ .

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს“

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები უფრო საშიშია ვაქცინირებული ადამიანებისთვის?

0

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემია ოფიციალურად დასრულდა 2023 წლის მაისში, დაავადება კვლავ საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას. ამრიგად, მსოფლიოში ამჟამად გავრცელებულია კორონავირუსის EG.5-ის ახალი ვარიანტი „ერისი“, ხოლო ვარიანტი BA.2.86 „Pirola“ მუტაციების დიდი რაოდენობის გამო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


მაგრამ სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვარიანტი EG.5 საერთოდ არ არსებობს და მედია მხოლოდ პანიკას იწვევს. და ისიც, რომ BA.2.86 უფრო საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე აცრილი არიან.


მიუხედავად ვაქცინაციისა და ბუნებრივი ინფექციის გზით მოსახლეობის იმუნიტეტის განვითარებისა, ასევე სწრაფი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისა, კორონავირუსი აგრძელებს მიმოქცევას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ის აგრძელებს ადამიანების მკვლელობას და მუდმივად იცვლება, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ხელმძღვანელმა, ადჰანომ გებრეიესუსმა. მიუხედავად იმისა, რომ Covid-ის მძიმე ან ფატალური ფორმების განვითარების რისკი, მისი თქმით, დღეს გაცილებით დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ.


კორონავირუსის ვარიანტი EG.5 პირველად 2023 წლის თებერვალში აღმოაჩინეს და 1 სექტემბრის მდგომარეობით ის უკვე 57 ქვეყანაში იყო აღმოჩენილი. საერთო ჯამში, ჯანმო-მ ახლა შეიყვანა კორონავირუსის შვიდი ვარიანტი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, სიაში – „მონიტორინგის ქვეშ მყოფი ვარიანტები“ და სამი – „საინტერესო ვარიანტების“ სიაში. თავდაპირველად EG.5 მოხვდა პირველ სიაში, მაგრამ მისი სწრაფი გავრცელების გამო მეორეში გადავიდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გლობალურად შეინიშნება EG.5-ის პროპორციის სტაბილური ზრდა ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით. უცხოური მედიის ცნობით, ეს შეიძლება აიხსნას მუტაციით, რომელიც საშუალებას აძლევს EG.5-ს თავი აარიდოს ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება ვირუსისა და ვაქცინის ადრინდელი ვარიანტების საპასუხოდ.


თუმცა, EG.5-ის მიერ გლობალური პოპულაციისთვის გამოწვეული რისკი დაბალია, ისევე როგორც სხვა ამჟამად მოცირკულირე VOI ვარიანტების მსგავსად. თუმცა, მისი გავრცელებისა და იმუნიტეტის დაძლევის უნარის გამო, EG.5 შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა და გახდეს დომინანტი ზოგიერთ ქვეყანაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში, აღნიშნავს ჯანმო.


EG.5 ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მასთან დაკავშირებული COVID-19-ით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების რისკები კვლავ არსებობს. დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც კორონავირუსის წინა ვარიანტებისთვის: ხველა, სურდო, ცხელება, ყელის ტკივილი და გულმკერდის შებოჭილობა.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრე ვაქცინირებული ადამიანები, სავარაუდოდ, უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ BA.2.86 „Pirola“ სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდა აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.


მოხსენებაში რეალურად იგულისხმება ის, რომ BA.2.86 ითვლება, რომ უფრო შეუძლია, ვიდრე სხვა კორონავირუსული ვარიანტები გამოიწვიოს COVID-19 მათში, ვისაც ადრე ჰქონდა ეს დაავადება ან იყო ვაქცინირებული. ეს გამოწვეულია მუტაციების დიდი რაოდენობით. ისინი საშუალებას აძლევს BA.2.86-ს თავი აარიდოს ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმმა წარმოქმნა ვირუსის ან ვაქცინის ადრინდელი ვარიანტების საპასუხოდ. თუმცა, ამერიკულმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ BA.2.86-ის ნიმუშები ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ამიტომ ნაადრევია საუბარი მის გავლენაზე იმუნიტეტზე.


მოგვიანებით, CDC-მ განმარტა, რომ ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნება ვაქცინაციის ან ავადმყოფობის დროს, სხეულის იმუნური სისტემის მხოლოდ ნაწილია და მის სხვა ნაწილებს ვირუსის ევოლუცია ნაკლებად აზარალებს. ასე რომ, სავარაუდოა, რომ მათი აქტივობა BA.2.86-ის მიმართ არ შემცირდება. საერთო ჯამში, ანტისხეულების არსებობა SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტების მიმართ ვაქცინაციის, წინა ინფექციის ან ორივეს შემდეგ, სავარაუდოდ იცავს მძიმე დაავადებისგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ახალმა ვარიანტმა.


კორონავირუსის ვარიანტი EG.5 არსებობს და ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ისევე როგორც BA.2.86, რომლის ზემოქმედება კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ იმუნიტეტზე ჯერ კიდევ შესასწავლია.


ჯანმო კვლავ თვლის COVID-19-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ და მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ მეთვალყურეობა და ინფორმაციის გაზიარება ახალი კორონავირუსის შტამების გავრცელებით გამოწვეული რისკის შესაფასებლად.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.primetime.ge/news/jandacva/martalia-tu-ara-rom-koronavirusis-akhali-shtamebi-ufro-sashishia-vaqtsinirebuli-adamianebistvis


ფიზიკოსთა პროგნოზით, კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა შეიძლება სრულ ქაოსში შევიდეს

0

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დედამიწის სისტემაზე ადამიანთა აქტივობის ზემოქმედებამ შეიძლება არაპროგნოზირებად ქაოსამდე მიგვიყვანოს, საიდან გამოსვლაც შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ ფიზიკოსთა ახალი გამოთვლები მიუთითებს.


ზეგამტარობის მოდელირებისთვის შექმნილი თეორიის გამოყენებით, პორტუს უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფმა აჩვენა, რომ გარკვეული წერტილის შემდეგ, დედამიწის კლიმატის წონასწორობის აღდგენას ვეღარ შევძლებთ.


ადამიანის აქტივობის გარკვეულმა რაოდენობამ, დედამიწა შეიძლება ერთ დიდ სათბურად აქციოს, საიდან გამოსვლაც შეუძლებელი იქნება.


კლიმატის ცვლილების შედეგები კარგად არის ცნობილი (გვალვები, სითბური ტალღები, ექსტრემალური ფენომენები და ა. შ.). თუკი დედამიწის სისტემა ქაოსური ქცევის რეგიონში შევა, პრობლემის როგორღაც გამოსწორების ყველანაირი იმედი გაქრება“, — ამბობს ფიზიკოსი ორფეუ ბერტოლამი.


უკვე რამდენიმე წელია, ამინდის ექსტრემალური მოვლენები უფრო რეგულარულად ხდება. გიზგიზებს ტყის ხანძრები, მძვინვარებს შტორმები, ტემპერატურა ახალ რეკორდებს იპყრობს. კლიმატური მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ ეს ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვის, ტყის ჩეხვისა და სოფლის მეურნეობის ზრდის.


ამის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ დაიწყო ახალი გეოლოგიური ეპოქა: ანთროპოცენი — ხანა, რომელშიც ადამიანის საქმიანობამ მნიშვნელოვანი და გამოხატული გავლენა იქონია დედამიწის მთელ სისტემაზე, რომელიც შედგება გეოსფეროს, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროსგან.


ანთროპოცენი ჰოლოცენს უნდა მიჰყოლოდა, რომელიც დაახლოებით 11 700 წლის წინ დაიწყო



ფაზის გადასვლები ძალიან ხშირია. ეს ტერმინი აღნიშნავს, როგორ იცვლება მასალა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მყარი სითხედ დნება, სითხე კი აირად გარდაიქმნება. ლითონი ნორმალური მდგომარეობიდან ზეგამტარ მდგომარეობაში გადადის. თითოეულ მათგანს აქვს გარდამტეხი წერტილი, რომელზეც წონასწორობის მდგომარეობა ღრმა გადასვლას განიცდის სხვა მდგომარეობაში.


დედამიწის სისტემა მატერია არ არის, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ფაზური გადასვლის მოდელი შეიძლება გარკვეული წარმატებით გამოვიყენოთ კლიმატის ცვლილებების პროგნოზირებისთვის. ბერნარდინიმ და მისმა კოლეგებმა გინზბურგ-ლანდაუს თეორია გამოიყენეს, რომელიც ზეგამტარობის მოდელირებისთვის არის შექმნილი და ის ანთროპოცენს მოარგეს ტემპერატურის მიხედვით, ჰოლოცენის წონასწორობის წერტილიდან დაწყებული.


ახლა ადამიანის გავლენა შეზღუდულია. დედამიწას აქვს საცხოვრებელი სივრცის შეზღუდული რაოდენობა, რესურსების შეზღუდული რაოდენობა და შეზღუდულია ჩვენ მიერ მათი გამოყენების მაჩვენებელიც. ამ მაქსიმალური ტევადობის გათვალისწინებით, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ანთროპოცენის ფაზური გადასვლის შესაძლო შედეგები ლოგისტიკური რუკის გამოყენებით აღეწერათ; ეს გახლავთ ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება შევისწავლოთ, რამდენად კომპლექსური შედეგები და თუნდაც ქაოსი შეიძლება განვითარდეს ამ მარტივი წერტილიდან.


როგორც მათმა შედეგებმა აჩვენა, სულაც არ მივემართებით გარკვეული კლიმატური აპოკალიფსისკენ. შეიძლება მივუყვებოდეთ საკმაოდ რეგულარულ და პროგნოზირებად ტრაექტორიას, რომლის სასრული წერტილიც არის კლიმატის სტაბილიზაცია იმაზე მაღალ საშუალო ტემპერატურულ წერტილზე, რომელიც დღეს გვაქვს. ეს კი მაინც არაა კარგი, თუ გავითვალისწინებთ იმ სასიკვდილო ეფექტებს, რასაც უკვე ვხედავთ ადამიანებსა და სხვა ცხოველებზე.


თუმცა, უფრო ექსტრემალურ დასასრულში, დედამიწას გაჩანაგება ემუქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის სისტემა ქაოსურ ქცევაში გადადის — ექსტრემალური სეზონური რყევები და ამინდები — რაც გამორიცხავს სისტემის მომავალი ქცევის პროგნოზირებას და შეუძლებელს ხდის მის შერბილებას. ანუ, სტაბილური კლიმატის დაბრუნება უკიდურესად რთული იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არა.


„ადამიანის საქმიანობის მრავალ კომპონენტად დაყოფით, შევისწავლეთ შემთხვევა, რომლიდანაც მხოლოდ ორი კომპონენტი მიუყვება ლოგისტიკურ რუკებს და ერთმანეთთან ურთიერთქმედებს“, — წერენ მკვლევრები.


მათი განცხადებით, ამ მარტივ შემთხვევაშიც კი, დედამიწის სისტემის წონასწორობის წერტილებში ქაოსური ქცევა გამოჩნდა.


ასეთი შედეგი გარდაუვალი არ არის, რაც ნამდვილად გარკვეული შვებაა. თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, საჭიროა, ეს რეალური შესაძლებლობა მხედველობაში მივიღოთ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დედამიწის სისტემების მართვის სტრატეგიების შესამუშავებლად.



კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.


მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/fizikosta-prognozit-klimatis-cvlilebis-gamo-dedamiwa-sheidzleba-srul-qaosshi-shevides-1tvmecniereba/?fbclid=IwAR1J2JSm2CsbjrYkGI8d8BRQ1k-5DrzAGokWn9qbvY59JrHznjlC9pflm20


რა მოხდება მსოფლიოში, ადამიანები რომ უცბად გაქრნენ

0

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გიფიქრიათ ოდესმე, როგორი იქნებოდა მსოფლიო, უცბად ყველა რომ გავქრეთ?


რა მოუვა ჩვენს ნივთებს? რა დაემართება ჩვენს სახლებს, სკოლებს, უბნებს, ქალაქებს?


ვინ გამოკვებავს ძაღლებს? ვინ გათიბავს ბალახს? მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სცენარს ხშირად ნახავთ ფილმებში, სატელევიზიო შოუებსა და წიგნებში, კაცობრიობის დასასრულის წარმოდგენა მაინც უცნაური რამ არის.


ამ საკითხთან დაკავშირებით, აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის ასოცირებული პროფესორი კარლტონ ბასმაჯიანი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. სტატია ამ წერილზე დაყრდნობით მოვამზადეთ.

ზედმეტი სიჩუმე


თუ მსოფლიოში ადამიანები გაქრებიან და დედამიწაზე ერთი წლის შემდეგ დაბრუნდებით, რათა ნახოთ, რა ხდება, პირველ ცვლილებას თქვენი ყურები შენიშნავს და არა თვალები.


მსოფლიო დადუმებული იქნება. მიხვდებით, რამდენ ხმაურს წარმოქმნიან ადამიანები. ხმაურიანია შენობები, მანქანები, ცა. შეწყდება ყველა ეს ხმაური.


შენიშნავ ამინდს. ადამიანების გარეშე ერთი წლის შემდეგ, ცა უფრო ცისფერი გახდება, ჰაერი გამჭვირვალე. ქარი და წვიმა დედამიწის ზედაპირს გაასუფთავებს; გაქრება ადამიანების წარმოქმნილი ყოველგვარი სმოგი და მტვერი.

ტკბილი სახლი


წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ერთი წელი არავინ ყოფილა.


შედით შიგნით, მაგრამ იმედია, არ გწყურიათ, რადგან ონკანიდან წყალი აღარ მოედინება. წყლის სისტემები მუდმივად ტუმბვას საჭიროებს და შესაბამისად, თუ წყალმომარაგების სისტემაში აღარავინ მუშაობს, სახლებში წყალიც აღარ იქნება.


თუმცა, წყალი, რომელიც მილებში იყო, როცა ყველა გაქრა, პირველი ზამთრის დადგომისას კვლავ იქ იქნება. ყინვისას ის გაიყინებოდა და მილებსაც დახეთქავდა.


არ იქნება ელექტროენერგია. ელექტროსადგურები მუშაობას შეწყვეტდნენ, რადგან აღარავინ იქნებოდა მათი მომვლელი და მომმარაგებელი. ამიტომ, თქვენს სახლში ებნელება, არ იქნება სინათლე, ტელევიზორი, ტელეფონები ან კომპიუტერები.


სახლში ბევრი მტვერი იქნება. სინამდვილეში, მტვერი ჰაერში მუდამ არის, მაგრამ ჰაერის კონდიცირების სისტემებისა და გამათბობლების გამო, ხშირად ვერ ვამჩნევთ. როდესაც ოთახებში შეხვალთ, მოძრაობისას იქაურობა ამტვერდება, მაგრამ მალე კვლავ ზედაპირებზე დაილექება.


ეზოში დიდი ბალახი იქნება, იქამდე გაზრდილი, ვიდრე ამის საშუალებას ბუნება აძლევს. ყველგან შენიშნავთ ახალ ბალახს, რომელიც იქამდე ეზოში არასოდეს გინახავთ.

ამოსული იქნება ხიდან ჩამოცვენილი თესლებიც, რადგან იქ არავინ იყო, რომ ისინი მოეგლიჯა.


გარშემო ძალიან ბევრ მწერს შენიშნავთ. გახსოვდეთ, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მწერების მოსაშორებლად. ჰაერსა და მიწაზე ასხამენ სპეციალურ სპრეებს. ფანჯრებში ბადეებს აბამენ. თუ ესეც არ შველის, დასდევენ და სრესენ.


თუ ადამიანები ამ ყველაფერს შეწყვეტენ, მწერები დაბრუნდებიან და სრულიად თავისუფლად ინავარდებენ სადაც სურთ.

ქუჩები

თქვენს უბანში მრავალი სხვადასხვა არსება ისეირნებს.


ჯერ პატარები გამოჩნდებიან: თაგვები, ვირთხები, ენოტები, მელიები და ა. შ.


შემდეგ მოვლენ დიდი ცხოველები — მგლები, ირმები, დათვები. ოღონდ არა პირველივე წელს, თანდათან.


ნათურების გარეშე, დაბრუნდება ბუნებრივი რიტმი. სინათლის ერთადერთი წყარო მზე, მთვარე და ვარსკვლავები იქნება. ღამის ცხოველები თავს ზედმეტად კარგად იგრძნობენ.

ხშირად გაჩნდება ხანძარი. ხეებზე, მინდვრებში ან შენობებზე მეხის დაცემამ შეიძლება ცეცხლი გააჩინოს. ჩამქრობი არავინ იქნება და ცეცხლი იქამდე იქნება, ვიდრე ყველაფერს გადაბუგავს.

ქალაქის გარშემო


სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ბეტონი — გზები, ხიდები და შენობები დაახლოებით იმავენაირი იქნება.


ათი წლის შემდეგ მათ ნაპრალები გაუჩნდება, რომლებშიც პატარა მცენარეები ამოვა. თანდათანობით გზები ისე დასკდება, რომ დამსხვრეულ მინას დაემსგავსება, ხეებიც კი ამოვა.


თანდათან დაჟანგდება ლითონის ბოძების მქონე ხიდები. დაჟანგდება მათი დამჭერი ჭანჭიკები და სხივებიც. თუმცა, საუკუნეებს გაუძლებს ბეტონის დიდი ხიდები, სახელმწიფოთშორისი ბეტონის ავტომაგისტრალები.


დაიშლება მდინარეებზე აგებული კაშხლები და დამბები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ბუნებას დაუბრუნდება. გაქრობას დაიწყებს მცენარეები, რომლებსაც ვჭამთ. აღარსად იქნება ამდენი სიმინდი, კარტოფილი ან პომიდორი.


ფერმის ცხოველები მტაცებლების მარტივ მსხვერპლად იქცევიან. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს? კატები გაგარეულდებიან, ბევრი მათგანი დიდ ცხოველთა მსხვერპლი გახდება. ვერ გადარჩება ძაღლების უდიდესი ნაწილი.

ძველი რომის მსგავსი


ათასი წლის შემდეგ, სამყარო, რომელიც თქვენ გახსოვთ, ბუნდოვნად, მაგრამ ჯერ კიდევ ამოცნობადი იქნება. ზოგიერთი რამ შემორჩება. ეს იმ მასალის ხარისხზეა დამოკიდებული, რისგანაც ისინია დამზადებული, ასევე კლიმატზე ან უბრალოდ იღბალზე.


კორპუსები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები კვლავ იდგება დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლოდ. რომის იმპერია 1500 წელიწადზე დიდი ხნის წინ დაეცა, მაგრამ მათ ზოგიერთ ნაშთს დღემდე ვხედავთ.


სხვა თუ არაფერი, ადამიანების უცაბედად გაქრობა გამოაჩენდა, როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწას.


ასევე გამოჩნდებოდა, რომ მსოფლიო, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ გარეშე ვერ იარსებებდა და ვერც ჩვენ გადავრჩებით, თუ მას არ გავუფრთხილდით.
შესანარჩუნებლად, ცივილიზაცია, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, მუდმივ მოვლას მოითხოვს.


მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/ra-mokhdeba-msoflioshi-adamianebi-rom-ucbad-gaqrnen-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3XgzhaBUjdk81TTwXHQQ–5exhhwZpn9ovoTWvxyVpD1TexWH65f1KFy4


„აკრედიტაცია კანადა ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს საქართველოში“

0

14/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„გაიგეთ აკრედიტაციის სტანდარტები და ორგანიზაცია ნამდვილად თუ არის საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადა“ არის გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს – „ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრი და მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, ბოლო განახლება 2022-2026.


ამის გადამოწმება მარტივია. შედით ბმულზე:


https://ieea.ch/our-programmes/accreditation-programmes.html დაინახავთ მსოფლიო რუკას. რუკის ქვემოთ არის 3 ველი «Country» «Survey Type» «Search Organisation»


ველი «County» აკრიბეთ: Canada


ველი «Survey Type» მიუთითეთ: Accredited Organisation


და დააჯირეთ “ძებნა”


ქვემოთ დაინახავთ: «CURRENT AWARD HOLDERS»


პირველი ორგანიზაცია სიაში არის «Accreditation Canada»


ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რომრლი ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტები არის აღიარებული SQua/ISQuaIEEA მიერ. ამის გადამოწმება მარტივია. შედით ბმულზე:


https://ieea.ch/our-programmes/accreditation-programmes.html დაინახავთ მსოფლიო რუკას. რუკის ქვემოთ არის 3 ველი «Country» «Survey Type» «Search Organisation»


ველი «County» აკრიბეთ: Canada


ველი «Survey Type» მიუთითეთ: « Accredited Standards »


და დააჯირეთ “ძებნა”


ქვემოთ დაინახავთ: «CURRENT AWARD HOLDERS»


მე 5-თე ორგანიზაცია სიაში არის «Health Standards Organisation» ეს ორგანიზაცია არის Accreditation Canada-ს ნაწილი და ლინკიც არის მითითებული.


ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აკრედიტაციის შემფასებლების ტრეინინგი არის აღიარებული SQua/ISQuaIEEA მიერ. ამის გადამოწმება მარტივია. შედით ბმულზე:


https://ieea.ch/our-programmes/accreditation-programmes.html დაინახავთ მსოფლიო რუკას. რუკის ქვემოთ არის 3 ველი «Country» «Survey Type» «Search Organisation»


ველი «County» აკრიბეთ: Canada


ველი «Survey Type» მიუთითეთ: Accredited Surveyor Training Programme


და დააჯირეთ “ძებნა”


ქვემოთ დაინახავთ: « CURRENT AWARD HOLDERS »


ერთადერთი ორგანიზაცია სიაში არის «Accreditation Canada»


აკრედიტაცია კანადა მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას – „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ (ბრძანება №4/ნ 2023 წლის 26 იანვარი), და მზად არის ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებს ამ პროცესში.


ზემოთ ხსენებული ბრძანების 1-ლი მუხლის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.


ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „აკრედიტაცია კანადამ“ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც არის დაკომპლექტებული უმაღლესი გამოცდილების ქართველი ექსპერტებით, რომლებიც არიან მომზადებულნი „აკრედიტაცია კანადას“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი მაქსიმალურად შეამცირებს აკრედიტაციისათვის მოსამზადებელ დროს (ყველა კომუნიკაცია არის ქართულ ენაზე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაცემული არის მაქსიმუმ 24 საათში, ქართულენოვანი ქოლ-ცენტრი, ოფისები (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში), პირადი მრჩეველი მიმაგრებული თითოეულ დაწესებულებას, რეგულარული შეხვედრები ყოვრლუ კვირა 3 საათი უშუალოდ დაწესებულებაში), რათა საავადმყოფოებმა შეძლონ გაიარონ აკრედიტაცია 2025 წლის 1 იანვრამდე.


აკრედიტაცია კანადა ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს საქართველოში“










საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ“

0

14/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 14 სექტემბერს გვაფრთხილდება “გრძელი კოვიდის” შესახებ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„14/09/2021


პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ.


სამწუხაროდ, მოსახლეობა ცრუ მეცნიერებებს და შარლატან/კლოუნებს აყვა და შედეგსაც ვხედავთ.


გრძელი კოვი და პოსტ კოვიდი უკვე გახდა ცალკე “სპეციალიზაცია” და პოსტ კოვიდური კლინიკების მომრავლება ამის დასტურია.


მოუსმინეთ და დაიჯერეთ დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს (ვიღაცისტები, თავად იცით ვინ არიან)“




„შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – ნახეთ რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

ლინკი:

https://old.primetime.ge/sheidzleba-mteli-tskhovreba-dagtanjot-nakhet-ras-ambobs-giorgi-fkhakadze/?fbclid=IwAR1SeAopV58E8aSJqDF3Od1mwppmP0zKLFT9a9oFGBQwax8ZNVX9jQDtmdE




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად გარდაქმნეს, რამაც თაგვებში დიაბეტი

0

13/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მეცნიერებმა ადამიანის კუჭის უჯრედები გადააკეთეს ქსოვილად, რომელიც სისხლში შაქრის მომატების საპასუხოდ ინსულინს გამოიმუშავებს; მიღწევა აჩენს იმედს, რომ პირველი ტიპის დიაბეტის მართვის ეფექტიან გზას მივაგნებთ.


ექსპერიმენტმა, რომელიც აშშ-ის უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრებმა ჩაატარეს, ცხადყო, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედთა (GINS) ტრანსპლანტატებმა თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს.


ჩვეულებრივ, პანკრეასის ბეტა უჯრედები ჰორმონ ინსულინს სისხლში შაქრის დონის მატების საპასუხოდ გამოყოფენ. დიაბეტის მქონე ადამიანებში, ეს ქსოვილები დაზიანებული ან მკვდარია და შესაბამისად, მოშლილია მათ მიერ უჯრედებში გლუკოზის საწვავად გადატანის უნარი.


მიუხედავად იმისა, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედები ბეტა უჯრედები არ არის, შეუძლიათ მათი ფუნქციის მიბაძვა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უხვად არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც სხვა მრავალი ტიპის უჯრედებად შეიძლება გარდაიქმნას. თანაც, ისინი სწრაფად მრავლდებიან. მთავარი იმედი ის არის, რომ დიაბეტის მქონეებში, ნაწლავის ღეროვანი უჯრედების კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად გარდაქმნამ უნდა შეამციროს ორგანიზმის მიერ მათი უკუგდების რისკი.


„კუჭი ჰორმონების გამომყოფ საკუთარ უჯრედებს გამოიმუშავებს, კუჭის და პანკრეასის უჯრედები განვითარების ემბრიონული ეტაპის მომიჯნავეა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ღეროვანი უჯრედები ასე ადვილად გარდაიქმნას ბეტას მსგავს ინსულინის გამომყოფ უჯრედებად“, — ამბობს უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის რეგენერაციული მედიცინის ასოცირებული პროფესორი ჯო ჟუ.


ამის მიღწევას მეცნიერები უკვე მრავალი წელია ცდილობენ, მაგრამ რეალურ წარმატებას ვერ აღწევდნენ. ამ კვლევაში, კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად ტრანსფორმაციის გამოსაწვევად, მეცნიერთა ჯგუფმა უჯრედებში კონკრეტული თანმიმდევრობით გაააქტიურა ის სამი კონკრეტული ცილა, რომლებიც გენების ექსპრესიას აკონტროლებენ.


გადაპროგრამების პროცესი მაღალეფექტიანია. როდესაც უჯრედები მცირე გროვებად, ორგანოიდებად გაიზარდნენ, გლუკოზისადმი მგრძნობელობა აჩვენეს. ამის შემდეგ, მათ თაგვებში ხანგრძლივი ეფექტები აჩვენეს დიაბეტზე.


მკვლევართა განცხადებით, კუჭის უჯრედებიდან კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების (GINS) წარმოება განსაკუთრებით რთული პროცესი არ არის. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დღე და როგორც ტესტებმა აჩვენა, ახალი ორგანოიდები გადანერგვის შემდეგ მრავალ თვეს ძლებს.


„კუჭის ინსულინის გამომყოფმა ორგანოიდებმა გლუკოზისადმი მგრძნობელობა ინდუქციიდან ათი დღის შემდეგაც აჩვენა. ვიდრე თვალს ვადევნებდით (6 თვე) ისინი სტაბილურობას ინარჩუნებდნენ, გამოყოფდნენ ადამიანის ინსულინს და თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს“, — წერენ მკვლევრები.


ჰორმონი ინსულინი გადამწყვეტ როლს ასრულებს სისხლში შაქრის რეგულირებაში. საკმარისი ოდენობის გარეშე, ჩნდება ჯანმრთელობის გართულების მრავალი რისკი. დიაბეტი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს და გლუკოზის დონის საკონტროლებლად, ისინი ინსულინის ინიექციებს იყენებენ.


ახალი მიდგომა ჯერ ძლიერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან სხეულს ინსულინის კვლავ უფრო ბუნებრივად მართვის საშუალება მისცა. მკვლევრები ხაზს უსვამენ რამდენიმე სხვაობას ადამიანისა და თაგვის კუჭის უჯრედებს შორის, რომლებსაც სამომავლო კვლევებში გადაჭრა სჭირდება; ამას გარდა, საჭიროა კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების ისე დამზადება, რომ ისინი ნაკლებად მოწყვლადნი იყვნენ იმუნური სისტემის მხრიდან თავდასხმისადმი.


თუმცა, პირველადი ნიშნები იმედისმომცემია. დიაბეტთან ბრძოლას მეცნიერები სხვადასხვა გზით, აქტიურად აწარმოებენ.


კვლევა Nature Cell Biology-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია news.weill.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/mecnierebma-gherovani-ujredebi-insulinis-mwarmoebel-ujredebad-gardaqmnes-ramac-tagvebshi-diabeti-gankurna-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0UGbX7MHMvNb2f2YTZ6LTj9jHKD6LWlPqRM8dUbvqV_TfqaeAbgm8YvrI


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.