ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ COVID-19-ის შემდგომი მდგომარეობა ინფექციის თავიდან ასაცილებლად…

0

10/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შესაძლებელია თავიდან აიცილოთ COVID-19-ის შემდგომი მდგომარეობა ინფექციის თავიდან ასაცილებლად.


„თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ COVID-19-ის შემდგომი მდგომარეობა ინფექციის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებით:


ჩაიტარეთ აცრა (მაგრამ სადაა…) და იყავით ინფორმირებული გამაძლიერებელი დოზების შესახებ


მოერიდეთ ხალხმრავალ და ცუდად ვენტილირებადი ადგილებს


შეძლებისდაგვარად დაიცავით ფიზიკური დისტანცია


გაიკეთეთ ნიღაბი ხალხმრავალ და ცუდად ვენტილირებადი ადგილებში ყოფნისას


რეგულარულად გაიწმინდეთ ხელები“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia World Health Organization (WHO) დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო


You can prevent post COVID-19 condition by taking measures to prevent the infection:
get vaccinated and stay up to date with booster doses
avoid crowded and poorly ventilated places
maintain physical distancing whenever possible
wear a mask when in crowded and poorly ventilated areas
clean your hands regularly




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურმა ივლისი დედამიწაზე 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ

0

10/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურმა, „კოპერნიკმა“ მიმდინარე წლის ივლისი დედამიწაზე 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დაასახელა.


ევროკავშირის კლიმატური სააგენტოს მონაცემებით, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა გასულ თვეში 16.95 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მაჩვენებელს – 16.63 გრადუს ცელსიუსს აღემატება.


ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურის ცნობით, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა აგრძელებდა მატებას და ივლისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.


ივლისში, სატელიტური დაკვირვებების დაწყების შემდეგ, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ზონამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს – კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და

0

10/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, – ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.


სტატიის ავტორი ელიზაბეტ ვიზი აღნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, ოკეანეებში წყალი ცხელდება, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ ამ პროცესებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.


სტატიაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გლობალური ამინდის სისტემა, რომლებზეც მეცნიერები შარშანაც ღელავდნენ, წელს მზარდი მოწყვლადობის ნიშნებს აჩვენებს.


კერძოდ, ანტარქტიკაზე წყლის ყინული რეკორდულად დაბალ დონეზეა, ტყის ხანძრები კანადაში ჰაერს აბინძურებს, ოკეანეებში წყლის რეკორდული ტემპერატურა კი მარჯნებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ატლანტის ოკეანის დინებები შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად დაიმსხვრეს, რაც ამინდისა და კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოიწვევს.


სტატიაში ასევე მოყვანილია 5 გარდამტეხი მოვლენა, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდეს:


1. მყინვარების დნობამ შესაძლოა ოკეანეები გადატვირთოს;


2. ატლანტის ოკეანეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დინებები შესაძლოა გაჩერდეს და შეცვალოს კლიმატი აშშ-სა და ევროპაში;


3. ამაზონის ტროპიკული ტყეები შესაძლოა გაუჩინარდეს;


​4. ტყის ხანძრები ალასკასა და კანადაში ტყეებს საძოვარ მიწად გადააქცევს;


5. ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მარჯნის რიფები „მოხარშოს“.


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროგნოზი არა დანებებისკენ, არამედ ქმედებისკენ მოწოდებაა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„უმაგრესი ამბავია – ეს არის ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება“

0

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ეს არის ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება.


„უმაგრესი ამბავია


ეს არის ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება.


ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება


ამას ასევე დაემატება გაუმჯობესებული ხარისხიანი აკრედიტირებული საავადმყოფოები 2025 წლისთვის…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

SYSSA-ს “VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე – პრევენციული მედიცინა”

0

17/12/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2016 წლის 16 დეკემბერს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით მედიქლაბჯორჯია-ში ჩატარდა “VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე – პრევენციული მედიცინა”.


კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის(თსსუ) სტუდენტები და სპეციალური სტუმარი, პროფესორი ნანა ცხაკაია. სესია გახსნა პროფ. ნია ბრეგვაძე-თაბაგარმა, რომლის შემდგომაც ბ-მა გიორგი გოცაძემ, MediclubGeorgia-ს სამედიცინო დირექტორმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და MediclubGeorgia-ს სტიპენდიით დააჯილდოვა დტსუს VIკურსის სტუდენტი, გიორგი საბახტარიშვილი.


დაჯილდოვების შემდგომ, პროფესორმა სერგო თაბაგარმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და დტსუს IV კურსის სტუდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი, დააჯილდოვა წლის სტუდენტის ჯილდოთი. დტსუ-ს სტიპენდია გადაეცათ დტსუ-ს სტუდენტებს: დინა ადელ ეშაკ ნაზირ, ანა სინაურიძე, ავთანდილ ქოჩიაშვილი, თამარ რატიშვილი და ნინო ღუდუშაური.


დაჯილდოვების შემდგომ, სტუდენტებმა გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას მათი გამოცდილებები საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის: Ernst Klenk Symposium 2017, iMed Conference 9.0, Neuroscience 2017. სიტყვით გამოვიდა ასევე SYSSA-ს პრეზიდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი. სესია შედგებოდა ზეპირი მოხსენებებისაგან, თემაზე „პრევენციული მედიცინა“ და სპეციალური მოხსენებებისგან AIVA-ს მოწვეული სტუმრებისა და პროფესორ ნანა ცხაკაიას მიერ. სამეცნიერო სესიის დასრულებისას პროფესორმა სერგო თაბაგარმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები.


სერტიფიკატები ასევე გადაეცათ SYSSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=110&lang=2


გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო…

0

14/11/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთში, ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო შეხვედრაზე.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტთა ჯგუფმა (IAP) 28 ოქტომბერს ნიუ დელიში სიმპოზიუმი მოიწვია დამსწრეთათვის აღნიშნული ჯგუფის მოზარდთა მიმართ ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულების 2017 წლის ანგარიშისა და ჯგუფის მიღწევებისა და რეკომენდაციების გასაცნობად.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიზიტის განმავლობაში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის კურსდამთავრებულს ექიმ მოჰამედ შიიდსაც ეწვია წმინდა სტეფენის ჰოსპიტალში.


ჰოსპიტალში ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ჯონ პუნოსეს, რესპირატორული მედიცინის ხელმძღვანელს – ექიმ შამიმ ახტარს, დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ნიდი სარმას, ENT დეპარტამენტის კონსულტანტს – ექიმ პანკაჯს, მედიცინის დეპარტამენტის მთავარ კონსულტანტს – ექიმ ლეიამი კასერს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარ ექიმს – რაჯენდერს. ამასთანავე პროფ. გიორგი ფხაკაძეს შემაჯამებელი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულების რეზიდენტურის სტუდენტებთან (ქირურგიის, დერმატოლოგიის და სხვ. მიმართულებებით).

პროფ. გიორგი ფხაკაძემ სხვადასხვა დეპარტამენტები მოინახულა ჰოსპიტალში. აღნიშნული ჰოსპიტალი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კერძო კლინიკაა ნიუ დელიში. ის 1885 წელს დაარსდა, 600-მდე პაციენტს იტევს და მათ სთავაზობს მრავალი მიმართულებით მკურნალობის შესაძლებლობას.

გარდა სამკურნალო დეპარტამენტებისა, ჰოსპიტალი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს ტრენინგ პროგრამებს სხვადასხვა სპეციალობებში. მათ ასევე აქვთ ეროვნული საბჭოს გამოცდებთან აფილირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საკონსულოს მიერ.

ინდოეთში ყოველწლიურად მრავალი ახალგაზრდა პრეტენდენტი გადის ტრენინგს ზოგადი საექთნო კურსისა და მეანობის მიმართულებით.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ლაბორატორიით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან გადაუდებელ დახმარებას.

პროფ. გიორგი ფხაკაძე მოხარულია დტსუ-ს კურსდამთავრებულთან შეხვედრით და წარმატებას უსურვებს მას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=106&lang=2


„შემდეგი იქნება უკრაინა“, პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”…

0

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ.


„შემდეგი იქნება უკრაინა”, ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი… და მერე ბრიუსელშიც ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ეს ზღაპარია”, “ნუ აზვიადებ”…


2022 წლის თებერვალში ვთქვი “დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი”, მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ნუ აზვიადებ”… ჩემი პასუხი იყო მარტივი: “იქნება შიმშილი”, იქნება ახალი პანდემიები”, “იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა”, “იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები”, ”იქნება ქაოსი და არეულობა”…


სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა…


რა ვქნათ?!


2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთარა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა


არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტოსაქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება


ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში


არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია


დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია


და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია


ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე


საქართველო გაიმარჯვებს!“


2022 წლის 8 აგვისტო.



რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.


აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს კი ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.


რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობასა და სიკვდილიანობას…“

0

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობასა და სიკვდილიანობას.


„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მთლიანად არ აფერხებს ინფექციას, ეს ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობასა და სიკვდილიანობას ციტოკინებისა და ქიმიოკინების დონის მნიშვნელოვანი შემცირებით, რომლებიც დაკავშირებულია მძიმე ინფექციის მაღალ რისკთან. #COVID19


დაიახ ვაქცინები მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელიბა გადაარჩინეს“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


“While vaccinations don’t entirely prevent infection, this study demonstrates that vaccination significantly reduces morbidity and mortality by significantly reducing elevated levels of cytokines and chemokines that are correlated with a higher risk of severe infection.” #covid19


https://www.eurekalert.org/news-releases/997238



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძის ბიოგრაფიის უცნობი გვერდები…

0

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმის, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის ბიოგრაფიის უცნობი გვერდები…


„ჩემი ბიოგრაფიის უცნობი გვერდები


გლობალურ ჯანდაცვაში 2006 წლიდან ვარ, როდესაც დავიწყე საქმიანობა ჯანმრთელობის მსიფლიო ორგანიზაციაში ჟენევაში.


ჩემთვის პატივია, რომ 2013 წლიდან ვარ აქტიურად ჩართული გავის (GAVI) საქმიანობაში და ამით გლობალურ ჯანდაცვაში და განსაკუთრებით ვაქცინების კუთხით ბევრი რამ მაქვს გაკეთებული გლობალურ დონეზე.


2013 პირველად მიმიწვიეს მრჩევლად:

https://www.gavi.org/…/Final%20report%20for%20IRC%20Nov… (გვერდი 54) და არაერთი ქვეყნის ეროვნული ვაქცინაციის გეგმა შევაფასე.


2019 წლიდან ვარ პნევმოკოკული გლობალური საბჯოს (მეცნიერული) წევრი https://www.gavi.org/…/Final%20report%20for%20IRC%20Nov… (გვერდი 47)
2020 წლიდან დღემდე ვარ დამოუკიდებელი შეფასების ექსპერტი. https://www.gavi.org/…/supp…/IRC-Reviewers-Bios-Jan-2023.pdf (გვერდი 78)


ჯანმრთელობას გისურვევთ. “


#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia Gavi, the Vaccine Alliance World Health Organization (WHO) World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia David Tvildiani Medical University დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საკმაოდ საინტერესო კონფერენცია/შეხვედრა იყო ჯანდაცვაზე …“

0

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„2017 წელი, ლონდონი #london #uk


მაშინ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთა საბჯოს წევრი ვიყავი #UnitedNations


საკმაოდ საინტერესო კონფერენცია/შეხვედრა იყო ჯანდაცვაზე … #Jeffries


გლობალური ჯანდაცვის დაფინანსება, და ყველა მსხვილი გლობალური დამფინანსებლები… “



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.