ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

0

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ოთხივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, თუმცა შუამდგომლობით 1 ბრალდებულისთვის 15 000-ლარიანი გირაო იყო გათვალისწინებული, დანარჩენ სამზე კი 10 000-ლარიანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5 ათასი ლარით ნაკლები გირაო შეეფარდათ.


საქმე ეხება კოვიდპანდემიის პერიოდში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (220 ათას ლარზე მეტი) მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. გამოძიება პროკურატურამ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის საფუძველზე დაყრდნობით დაიწყო. ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა მიიღო და აღნიშნულით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

თავის მხრივ, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კერძოდ, აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა.

“მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი”,- განაცხადა არჩვაძემ.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს

0

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე ფესტვენიძემ გადაცემაში “მოამბე” ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით ისუბრა:


„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.


სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვი მიიღებს.


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია:


თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.


პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.“



ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა…

0

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.


იმის გაგება, თუ რა ითვლება ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობად, შეიძლება რთული იყოს. ვნახოთ, როგორ მოქმედებს გრძნობები, ფიქრები და ქცევები ფსიქიკაზე და როგორ ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა ამ მხრივ პრობლემები.

რა განსხვავებაა ფსიქიკურ პრობლემებსა და აშლილობას შორის? ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა გამოცნობა ძალიან რთულდება. მაგალითად, თუ საჯაროდ სიტყვით გამოსვლის გეშინიათ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფსიქიკურად გაწონასწორებული არ ხართ?

ხანდახან ძალიან რთულია გაარჩიო ფსიქიკური პრობლემა ფსიქიკური დაავადებისგან, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარტივი ტესტი, რომელიც დაგვადგენინებს გაქვთ თუ არა ყველაფერი მწყობრში.

ფსიქიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს:

ქცევაზე: აკვიატებული ხელის დაბანა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება.


გრძნობები: ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემები ხდება ღრმა მწუხარების, ეიფორიისა და სიბრაზის მიზეზი.

ფიქრებზე: დელუზიები – შეხედულებები, რომლებიც უცვლელია მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებისა. თვითმკვლელობისკენ მიმართული ფიქრებიც ზემოაღნიშნულის სიმპტომია.

როგორ ხდება ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტიკა?


დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფსიქიატრთან ერთად სიმპტომების შეფასება, მათ შორის: როდის გაჩნდა პირველი ნიშნები, რამ და როგორ მოახდინა გავლენა თქვენს ცხოვრებაზე.

ფსიქიატრმა უნდა გაიგოს ინფორმაცია შემდეგზე:

თქვენი აღქმები: თუ როგორ მოქმედებს თქვენი ნიშნები და სიმპტოპმები თქვენს დღიურ აქტივობაზე. მაგალითად, თქვენ შეიძლება გაიაზროთ, რომ აქტივობები, რომლებსაც ამ დრომდე აკეთებდით, სრულებითაც არ მოგწონთ. ამის გამო შეიძლება იგრძნოთ თავი ცუდად, უიმედოდ და უენერგიოდ.

თუ თქვენს სევდიან განწყობას სპეციფიკური მიზეზი აქვს, ვთქვათ, განშორება, ცხადია ეს გრძნობა ბუნებრივი და დროებითი რეაქციაა. თუმცა, თუ გახასიათებთ მწვავე სიმპტომები, რომლებიც უმიზეზოდ გაჩნდა და არ ცხრება, შეიძლება დეპრესიის მსხვერპლი იყოთ.

სხვების აღქმები: მხოლოდ საკუთარი შეხედულებები არ გაძლევთ თქვენი ქცევის სრულყოფილ სურათს. თქვენს გრძნობებზე, ქცევებსა და შეხედულებებზე, რა თქმა უნდა, გარშემომყოფთა აზრებიც მოქმედებს და მათი დახმარებითვე შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა.

მაგალითად, თუ თქვენ გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ თქვენი განწყობის ცვალებადობა უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა ტემპისა და მდგომარეობის ბრალია. თქვენი ფიქრები და მოქმედებები კი, შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს.

როდის არის საჭირო შეფასება ან მკურნალობა?


თითოეულ ფსიქიკურ მდგომარეობას აქვს თავისი ნიშნები და სიმპტომები. ზოგადად, ამ პრობლემის გადასაჭრელად პროფესიონალების ჩარევა მაშინ ხდება საჭირო როცა:

  • გრძნობთ პიროვნულ ცვლილებას ან ცვლილებას ძილსა და კვებაში

  • ვერ უმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს

  • გაწუხებთ უცნაური ფიქრები

  • გაძლიერებული მღელვარება

  • ხანგრძლივი დეპრესია და აპათია

  • ფიქრები თვითმკვლელობაზე

  • გაძლიერებული განწყობის ცვალებადობა და ბრაზი, მტრობა ან ძალადობრივი საქციელი


ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ პრობლემებს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ფსიქიკური პრობლემები ბუნებრივი, ცხოვრებისეული მოვლენაა. თუ თქვენ მსგავს სიმპტომებს აწყდებით ცხოვრებაში, არ შეიკავოთ თავი მკურნალობისგან.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ოჯახის ექიმთან ან მიმართეთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს საჭიროების შესაბამისად. შერჩეული მკურნალობითა და დახმარებით სწორად აღმოაჩენთ თქვენს პრობლემას და შეარჩევთ ისეთ მკურნალობის მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფ რეაბილიტაციაში.

წყარო: http://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/mental-health/art-20044098?pg=1

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“

0

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს:


„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება“


მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება.


ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.


„დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და ადამიანებზეც გადადის.


შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს. ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება. მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.


„დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


„ვიცი, რომ დამესევა ეხლა ყველა, ამის მთქმელი არავინ არ/ვერ არის…“

0

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე SARS-CoV-2 EG.5 შტამის შესახებ საუბრობს.


„ვიცი, რომ დამესევა ეხლა ყველა…


პანიკის საფუძველი არ არის (ჯერჯერობით).


ამის მთქმელი არავინ არ/ვერ არის (არა მარტო საქართველოში)…


SARS-CoV-2 EG.5 შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მსიფლიოში.


როგორ მქონდა იმედი (არსებული კვლევების მონაცემების საფუძველზე), რომ ნოემბრამდე ამ საკითხზე არ მომიწევდა საუბარი…


ახალი შტამი უკვე თითქმის ყველა კონტინენტზეა და ბევრი ქვაყანა, როგორიცაა ამერიკა, ჩინეთი, ავსტრალია, მალტა, იაპონია და სხვები დააფიქსირეს ელვისებრივ გავრცელება და ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილიანობის გაზრდა ინტენსიურ განყოფილებებში.


სწორი ინფორმაცია არის იარაღი და ის უნდა იქნას გამოყენებული ადექვატურად. პანიკის საფუძვეკი არ არის


დამატებითი ინფორმაცია იხიკეთ აქ:


ჯანმრთელობის მსიფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა SARS-CoV-2 EG.5 შტამი მონიტორინგის ახალ ვარიანტად.


ახალი ვარიანტი, როგორც ჩანს, განვითარდა XBB.1.9.2-დან, ერთი დამატებითი მწვერვალის მუტაციით (F456L). მცირეა ბიოლოგიური და იმუნოლოგიური ინფორმაცია ამ ვარიანტის შესახებ, ან ინფორმაცია მის უნარზე, თავი დააღწიოს იმუნიტეტს, უფრო სწრაფად გამრავლდეს ან გამოიწვიოს შემდგომი პათოგენეზი. თუმცა, ზოგიერთმა მკვლევარმა აჩვენა შეშფოთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების ბოლო ტალღა იაპონიაში. CDC-ის ბოლო განახლებით, EG.5 უკვე იმყოფება აშშ-ში ახალი ვირუსების 11.4%-ში (შეფასებით) და შედარებით სწრაფად იზრდება.


ეს ვარისნტი ასევე დააფიქსირეს ჩინეთში..“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


W.H.O. has declared the SARS-CoV-2 EG.5 strain as a new variant to monitor. The new variant appears to be evolved from XBB.1.9.2, with one extra spike mutation (F456L). There is little biological and immunological information on this variant, or information on its ability to escape immunity, propagate faster, or cause further pathogenesis. However, some researchers have shown concerns that may be fueling the recent wave of cases in Japan. In the last update by CDC, EG.5 is already present in the U.S. in 11.4% (estimate) of the new viruses, and is growing relatively fast.


ჯანმო ურჩევს მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, ატარონ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში, მიიღონ გამაძლიერებლები, როდესაც რეკომენდირებულია, და უზრუნველყონ ადექვატური ვენტილაცია შენობაში.



#covid19 #health #globalhealth #publichealth #medicine #WHO #CDC #drpkhakadze
https://www.cidrap.umn.edu/…/who-adds-omicron-eg5-variant…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

საუკეთესო კლინიკებია – მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი…

0

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში “ქრონიკა” ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით ისუბრა:


„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.“


მისი თქმით, ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში, შეძლებს მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს.


„შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში საუკეთესო კლინიკებია. საქართველოში საწყისი დიაგნოსტირების შემდგომ მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი.’


აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, პროცესი ორმხრივია – ერთის მხრივ სამინისტრო და მეორეს მხრივ მწარმოებელი, ყოველდღიურ რეჟიმში აზუსტებს ხელშეკრულების პირობებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

განცხადებების მიღება დაიწყო – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან…

0

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:


ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.


პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:


• შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს)


• ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი


• ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)


• არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)


პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავ

0

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.


„საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე.“


რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

“აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­ეგ­ზავ­ნა.


“გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის­თვის, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დამ­ყო­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლულ იქნა 3 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბულ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი.


საბ­ჭო­ზე და­ით­ქვა სა­ვა­რა­უ­დო ვადა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის (15-20 ივ­ლი­სი). პრო­ტო­კო­ლის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მ.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს 19 ივ­ლისს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამა­ვე დღეს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წე­რი­ლო­ბით, მი­ე­წო­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის – მშობ­ლებს.


გარ­და ამი­სა, მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგე­ბელ თა­ნამ­შრო­მელ­თან, პრო­ტო­კო­ლის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი და შუქ­დე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ.


სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ “გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა – ამ­დე­ნად, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.


საბ­ჭოს წევ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რის შემ­დეგ, პრო­ტო­კო­ლი დამ­ტკიც­დე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კომ­პა­ნია “ბი­ო­მა­რინ­თან”, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით.


სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.


სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ყვე­ლა ჩარ­თულ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.


ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 19 ივ­ლისს, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან, ამა­ვე დღეს გაგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:


“საბ­ჭოს პა­ტივ­ცე­მუ­ლო წევ­რე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით!


წარ­მო­გიდ­გენთ 2023 წლის 03 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:


პრო­ტო­კო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, 2023 წლის 19 ივ­ლისს, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი “აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და ჰი­პო­ქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მარ­თვა 0-18 წლის ასაკ­ში’’ კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი (პრო­ტო­კო­ლი);


პრო­ტო­კო­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს. პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს ეთხო­ვა მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 2023 წლის 24 ივ­ლი­სის დღის ბო­ლომ­დე;


გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნია ბი­ო­მა­რინ­თან.


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღს გაც­ნო­ბებთ და­მა­ტე­ბით.


და­ნარ­თი სა­ხით გიგ­ზავ­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 2023 წლის 03 ივ­ლი­სის შეხ­ვედ­რის ოქმს“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი…

0

22/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

Giorgi Pkhakadze

 

Accreditation Canada representative office in Georgia


მედცენტრი / MedCenter


ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group


Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი


Innova Invitro/ინოვა ინვიტრო


პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem


Innova Medical Center


Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა


HERA 2011


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital


ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+


ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

 

ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic


ჟორდანიას კლინიკა /Zhordania Clinic


საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი / Family Medicine Center


SoloMed • Керцентр


#accreditationge #drpkhakadze #Georgia #AccreditationCanada #accreditation
გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94


მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

 

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

„საქართველოს მთავრობამ მომისმინა. შედეგიც გვაქვს. ეს იყო დაუჯერებელი…“

0

22/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მოუსმინა.

„საქართველოს მთავრობამ მომისმინა.


შედეგიც გვაქვს.


ჩემი ღია წერილიდან, თითქმის ყველა პუნქტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ.


დასკვნა: არ არის აუცილებელი, რომ იყო პოლიტიკოსი, რათა შენი იდეები “გაიტანო”. მთავარია, არ უნდა გაჩერდე!


კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ბრძოლას აზრი აქვს მიზნის მისაღწევად,


აუცილებელი არ არის მიტინგები და ძალადობა. უნდა იყო არგუმენტირებული, დაუღალავად უნდა ისაუბრო ამ საკითხზე ყველა დონეზე და ყველა პლათფორმაზე. უნდა გააგებინო მარტივ ენაზე ყველა მსმენელს (ზოგჯერ ემოციურიც უნდა იყო და ზოგჯერ უკმაყოფილებაც უნდა გამოხატო) მაგრამ მთავარია შედეგი.


2023 წლის 22 ივლისს, სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია დაუჯერებელი იყო. ეს უკვე რეალობაა, დიახ, 2022 წლის 22 ივლისს ეს იყო დაუჯერებელი რამ,


მადლობა ყველას, მადლობა „ბებო მაროს“ ხულოდან (ჩემი ყველაზე აქტიური მსმენელი), მადლობა საინფორმაციო სააგენტოებს, მადლობა სახელმწიფო მოხელეებსა და მადლობა თქვენ!


საქართველო უნდა ავაშენოთ ერთად“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. #drpkhakadze #accreditationge



2022 წლის 22 ივლისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აკრედიტაციის შესახებ საუბრობდა:


„ვინაიდან 2021 წლის 18 ოქტომბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღე, ვაქვეყნებ საჯაროდ ჯანდაცვის სამინისტროსადმი 8 თვის წინ მიწერილ წერილს.


ველოდები პასუხს.


როცა საქართველოში ვინმე საუბრობს ჯანდაცვის სფეროში ხარისხის კონტროლზე ან/და ჯანდაცვაში დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულებაზე, შევახსენებ ყველას, რომ საქართველოში ამ სფეროში, სამწუხაროდ ერთადერთი საერთაშორისო დონის, არაკორუმპირებული ექსპერტი ვარ, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს არა მარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ საქართველოშიც


თავიდან ნუ გამოიგონებთ უკვე გამოგონებულ ველოსიპედს ამ ბოლო დროს რაც მესმის ამაში არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის ნიშნებია


#drpkhakadze საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ჯანმრთელობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის • ფორმულა ჯანმრთელობა/ექიმები ჯანმრთელობა /ექიმები საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია (ოფიციალური ჯგუფი) საქართველოს ჯანდაცვა, მედიცინა და რეალობა ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული ჯანდაცვა ჯანდაცვა ( Health Care) Primary Health Care პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო Giorgi Pkhakadze
——
——
2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accréditation Sans Frontières-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედება და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება.


”საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში (www.accredition.ge) უკვე არსებული გამოცდილება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში (ამჟამად 4-მა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია – https://www.accreditation.ge/programs) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (ამჟამად 7 საკრედიტო პროგრამის შესახებ – https://www.accreditation.ge/cmeapproved).


აღნიშნული საკითხები სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების არსებული ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:


გიორგი ფხაკაძე – ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი;
ზაალ კაპანაძე-სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი;


კახაბერ შალიკაძე – სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;


თინათინ ხარძიანი – ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
სოსო ფილიევი – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;


ნიკოლოზ კობახიძე – სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;


თეა ბაქრაძე – სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;


ანზორ ჭავჭავაძე – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კონსულტანტი.


აღნიშნული შეხვედრაზე მიღებულ იქნა პირველადი კონსესუსი, თუ რა ფარგლებში ითანამშრომლებენ მომავალში ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ტექნიკური შეხვედრის მოწყობისთვის. როგორც იქნა გაჟღერებული შეხვედრაზე, ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უკვე მიმდინარე რეფორმას.


კონკრეტული წინადადება:


პირველი მიმართულება ეხება საქართველოს დამოუკიდებელი აკრედიტაციის ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელ აკრედიტაციას. ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა საპილოტე პროექტი “საქართველის აკრედიტაციის ინიციატივა”, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 40-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა და უკვე 4-მა დაწესებულებამ მიიღო ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, საბაზისო აკრედიტაცია.


ამ პროექტმა გვაჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია არის მოთხოვნადი და ამ მიმართულებით ქართულ სამედიცინო ბაზარზე არის მზაობა. აღნიშნულმა პროექტმა ასევე აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი (ძლიერი, მაგალითად Joint Commission) მოთხოვნები შესაძლოა, ნეგატიურად იქნას მიღებული სექტორის მიერ. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეტაპობრივად მზარდი სტანდარტების დანერგვის შესახებ (ყოველწლიურად სტანდარტების გაფართოება და გაძლიერება). ვინაიდან სტაციონარულ სექტორში უკვე არის გარკვეული პროგრესი (ნეონატალური სერვისების და სტანდარტების რეფორმა), ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” მოხარული იქნება, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ ეტაპზე საქართველოს ამბულატორიული სექტორის აკრედიტაციაში და ამით ხელი შეუწყოს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ამ პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გთხოვთ, განიხილოთ შესაძლო თანამშრომლობა საქართველის ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაციას – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, შორის. ეს თანამშრომლობა შესაძლოა იქნას ასახული ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ძირითადი 2 მიმართულება. ეს მიმართულებები: 1.სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის ხელშეწყობა; 2. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ხელშეწყობა.


ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ სურვილს გამოთქვამს, გააგრძელოს ამბულატორიული დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. კერძოდ:


1/ საქართველოს ამბულატორიული დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტის დანერგვა (“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ვერსია GEO2021.1 არის ბაზისური) და მისი ყოველწლიური გადახედვა.


2/ ახალი სტანდარტის მიღებამდე საინფორმაციო ტექნიკური შეხვედრების მოწყობა ყველა დაინტერესებულ პირთან/ორგანიზაციასთან (შესაბამისი სახელმწიფო უწყებები/ორგსნიზაციები, კერძო სექტორი, აკადემიური დაწესებულებები, პაციენტების უფლებადამცველი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და სხვები).


3/ ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს მიეცემათ საშუალება, შეიტანონ დამატებითი კორექტივები/ რეკომენდაციები აკრედიტაციის სტანდარტის საბოლოო ვარიანტში.


4/ საქართველოში არსებული ამბულატორიული დაწესებულებებისთვის აკრედიტაცია არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი და უფასო.


5/ აკრედიტაციის ვალიდურობა არის 2 წელი და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


6/ აკრედიტაციის პროცესი არის 7 საფეხურიანი და არის სამ ძირითად პრინციპზე აგებული: გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. პროცესი ასევე ითვალისწინებს დაწესებულების მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 შემოწმებას/კონტროლს.


7/ ყველა აკრედიტირებული ორგანიზაციის შესახებ (აკრედიტირებული/არააკრედიტებული) ინფორმაცია საჯაროა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იქნებიან ინფორმირებულნი ინფორმაციის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.


8/ წელიწადში ერთხელ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” და ჯანდაცვის სამინისტრო გამართავენ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” წარადგენს წლიურ ანგარიშს და სამინისტროს მომდევნო წლის გეგმებს გაუზიარებს.


9/ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ასევე მზად იქნება, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაციის საკითხებზე გაუწიოს შესაბამისი ტექნიკურ დახმარება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან.


მეორე პროექტი ეხება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაფართოებას და ხელმისაწვდომობას. არსებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა არის საკმაოდ ბიუროკრატიული და საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების გაფართოებას ხელს უშლის. საქართველოს აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, პირველი სტანდარტი არის სამედიცინო დაწესებულების ექიმებისთვის წელიწადში 50 უსგ (უწყვეტი სამედიცინო განათლების) ქულა, ხოლო ექთნებისთვის – 25 უსგ ქულა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სისტემა არ უწყობს ხელს, რომ უსგ ქულები იყოს უფრო ხელმისაწვდომი ექიმებისთვის და ექთნებისათვის. ამ გამოწვევის საპასუხოდ ორგანიზაციამ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ჩამოაყალიბა უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტი (Continuous Medical Education Committee-CMEC),


რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა. ჩვენი ექსპერტებისა და მრჩეველთა ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა სპეციალიზაციის ქართველი ექიმებით (https://www.accreditation.ge/cme). უსგ კრედიტების მინიჭების პროცესი მარტივია და მოთხოვნები ნაკლებ ბიუროკრატიულია, მაგრამ ინარჩუნებს საერთაშორისო დონის ხარისხის სტანდარტს.


ჩვენ ვთვლით, რომ უსგ კრედიტების გაცემის პროცესი უნდა იყოს უფრო დეცენტრალიზებული და ხელმისაწვდომი. ჩვენმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება, უსგ ქულების გაცემა იყოს ყველა საგანმანათლებლო აქტივობისთვის (ლექცია, ვორქშოფი, სემინარი, კონფერენცია და ა.შ) და დასამტკიცებელი დოკუმენტის განხილვა ხდებოდეს კომიტეტის წევრების (მინიმუმ სამი წევრი) მიერ. ასე ჩვენ მოგვეცემა მულტიპროფილური განცხადებების მიიღების საშუალება. უსგ კრედიტ ქულათა სისტემა დამყარებულია საათობრივ ბაზისზე, კერძოდ, ღონისძიებაზე გატარებულ ყოველ 1 საათში (მარტო სწავლების კომპონენტი), დამსწრე მიიღებს 1 კრედიტ ქულას (სარეკლამო/პროდუქტის პრომოცია არ ითვლება კრედიტ ქულად). კრედიტ ქულა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე/ორგანიზატორი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების/რეგისტრაციის ხელმოწერილ დოკუმენტს, შევსებულ პრე ტესტს და შევსებულ პოსტ ტესტ 76% დადებითი პასუხით.


ყველა აღიარებული უსგ ღონისძიებაზე არის საჯაროდ გამოქვეყნებული (https://www.accreditation.ge/cmeapproved), ყველა მონაწილეს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური კოდი და გაიცემა სტანდარტული სერტიფიკატი QR კოდით, ხოლო ამის შესახებ მონაცემები ირის საჯარო (https://www.accreditation.ge/certificate).


ორგანიზაციას “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” აქვს სურვილი, გააგრძელოს მუშაობა საქართველის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთნ, რათა ქვეყანაში გააუმჯობესოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა და ხარისხი, გახდეს ის უფრო ხელმისაწვდომი კერძოდ:


1/ გააფართოვოს ორგანიზაციის -“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტის დაფარვის არეალი საქართველოში და მოიცვას ყველა სამედიცინო სფერო, გარდა ნეონატალური და პედიატრიული სექტორებისა. სხვა სფეროების შეზღუდვა შესაძლებელია სამინისტროს მხრიდან წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.


2/ ყველა აკრედიტირებული პროგრამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იქნებიან ინფორმირებულნი 10 სამუშაო დღეში.


3/ წელიწადში ერთხელ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” და ჯანდაცვის სამინისტრო გამართავენ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” წარადგენს წლიურ ანგარიშს და სამინისტროს მომდევნო წლის გეგმებს გაუზიარებს.


4/ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ასევე მზად არის, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გაუწიოს შესაბამის ტექნიკური დახმარება უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხებში ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან.


გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი წინადადება, რათა გაფორმდეს ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი და ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაციას – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, შორის ზემოთ ჩამოთვლილი ორ მიმართულებაში.


ჩვენ მოხარული ვიქნებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და მზად ვართ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი კომპეტენცია ფარგლებში ტექნიკური დახმარება გავუწიოთ.


პატივისცემით,


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
President, Accréditation Sans Frontières
32, Boulevard de Rochechouart, 75018 Paris – France
Tél : + 33 (0) 753902263 |Viber,WhatsApp, Signal: +995 577416314
www.france-asf.fr | info@accreditation.ge

www.accreditation.ge Accreditation Georgia Initiative, joint project of the Public Health Institute of Georgia and Accréditation Sans Frontières“



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.