ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა

0

30/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს.


ზურაბ აზარაშვილი დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე ანგარიში გააცნო.


ზურაბ აზარაშვილი სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.


“2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას – მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას.


წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან 10 წლის თავზე, ჩვენ, შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება.


კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.


შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია,” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო…

0

30/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა “კურიერი პიესში” ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


მისი თქმით, უწყებამ ნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.


“გამოწვევები დღესაც საკმაოდ გვაქვს. მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სამედიცინო ხარისხთან დაკავშირებული და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაწყებული როგორც კლინიკების აკრედიტაციის კუთხით, ასევე კლინიკებში ინფექციის კონტროლის კუთხით.


ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ერთად წინა წელს დავიწყეთ და დღესაც აქტიურად გრძელდება – უკვე 100-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ ჩვენი მონიტორინგის თანამშრომლები, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით ხდება შემოწმება და ამას აქვს სისტემური ხასიათი. მრავალმა ქვეყანამ, ჩემდა გასაკვირად, უკვე აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ მოვადუნოთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ.


ასევე, 2025 წლიდან, საერთაშორისო აკრედიტაცია შემოგვაქვს და ყველა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკა ვალდებული იქნება ჩამოთვლილი სტანდარტებიდან ერთ-ერთი მაინც დააკმაყოფილოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის უფლება.


ასევე, დიდი გამოწვევაა გადახდების კუთხით, ანაზღაურების კუთხით და სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ ჩვენ დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების ჯგუფები შემოვიტანეთ და დღეს რამდენიმე თვის თავზე შეგვიძლია საკმაოდ წარმატებული პროექტი დავარქვათ ამას,” – განაცხადა ჯაბდაცვის მინისტრმა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება“

0

18/06/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

“ჯანდაცვის ასოციაციის” წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება.


წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა “იმედის” ეთერში აღნიშნულ კლინიკებს უპასუხა, რომ მათი ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება და დასძინა, რომ სამინისტრო DRG-სისტემის შემოღებაზე უკვე მუშაობს, რაც მისი მოსაზრებით, სამართლიანი სატარიფო სისტემაა.

“ტარიფები შეიძლება გადასახედი იყოს, მაგრამ ამისათვის მყარი არგუმენტაცია გვჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ თანხები, რომლებიც ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე იხარჯება ადეკვატური და სამართლიანია.


ამ ტარიფის მიხედვით ესა თუ ის კლინიკა ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტის მომსახურების ხარისხზე შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი დავგეგმეთ და ახლაც სამედიცინო კლინიკებთან და სხვადასხვა ქსელებთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.


ჩემს მოადგილეებს ამ თემებზე სრული დელეგირება აქვთ და ისინი მათთან ერთად ცდილობენ შემოიტანონ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა, რომელიც DRG-სისტემის სახელწოდებითაა ცნობილი.

პარალელურად, ჩვენ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო, როგორც მომსახურების, ასევე ხარისხთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვას ვგეგმავთ. როცა ხარისხთან დაკავშირებული და ტარიფის გადახედვის პირობა შესრულდება ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ეწევათ და ანაზღაურებაც ადეკვატურია”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში…“

0

29/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:


„სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება – სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები“.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.


მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.


„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში.


არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში – დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე.


სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ. სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს.


ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სევრისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.


ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

0

09/05/2023

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.


აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.


„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.


„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა.


დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.


მისივე თქმით, „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/sameditsino-datsesebulebebis-akreditatsiis-protsesi-daitsyo


შესაძლოა, უნაყოფობა გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისადა მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის…

0

29/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ, უნაყოფობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისა და მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.

„ივნისი არის მსოფლიოში უნაყოფობის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე.


შესაძლოა, უნაყოფობა გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისადა მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.


უნაყოფობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევა.


ამასთან, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გულისხმობს:


ვარჯიშს,


დაბალანსებულ დიეტას,


მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება,


სტრესის მართვა და რა თქმა უნდა,


ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ივნისი არის მთელ მსოფლიოში უნაყოფობის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე. მისი მიზანია საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება უნაყოფობის გამომწვევი პრობლემების შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, წყვილებმა დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ საკითხზე.


უშვილობა გულისხმობს წყვილის რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის ფონზე ერთი წლის განმავლობაში ორსულობის არარსებობას. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისა და მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.


ქალებში უშვილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;


ასაკი;


ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევები;


ენდომეტრიოზი;


ფალოპის მილის დაავადება;


პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;


სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;


საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება;


საკვერცხეების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითება და შემცირებული ოვარიული რეზერვი;


ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: დიაბეტი, ჰიპერტენზია, ასთმა და ა.შ.


ცხოვრების არაჯანსაღი წესი: თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება…


მამაკაცებში უნაყოფობა კი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:


ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევები;


ასაკი;


სპერმოგრამის დარღვევები: სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება (ასთენოზოოსპერმია), სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება (ოლიგოზოოსპერმია), სპერმატოზოიდების მორფოლოგიის დარღვევა ანომალური ფორმების არსებობით (ტერატოზოოსპერმია), სათესლე სითხის მომატებული სიბლანტე, რაც იწვევს სპერმატოზოიდების მოძრაობის შეფერხებას (სპერმის ჰიპერვისკოზურობა);


სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია;


სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;


ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება);


ანტისხეულები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ანადგურებენ;


ტესტოსტერონის დაბალი დონე;


ეაკულაციის პრობლემები;

ცხოვრების არაჯანსაღი წესი: თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება…


უნაყოფობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გულისხმობს: ვარჯიშს, დაბალანსებულ დიეტას, მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება, სტრესის მართვა და რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ეს სერვისები იყო უკონტროლო – კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები…

0

28/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:


„სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება – სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები“.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.


„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში.


არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში – დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს.


ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სერვისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.


ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

საინტერესო და პოზიტიული ამბები – კაცობრიობას ექნება ძლიერი იარაღი

0

28/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჩიკუნგუნია არის კოღოებით გადამდები დაავადება.


„საინტერესო და პოზიტიული ამბები. ჩიკუნგუნია არის კოღოებით გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჩიკუნგუნიას ვირუსით და ამ ვირუსის წინააღმდეგ ახლო მომავალში კაცობრიობას ექნება ძლიერი იარაღი!


ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი – ხშირად დასუსტებული.


კვლევებმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს კოღოების გავრცელებას, რომლებიც ატარებენ CHIKV-ს მსოფლიოს ახალ ადგილებში“, ამბობს კატრინ დუბისშარი, პირველი ფაზის 3 ცდის თანაავტორი, რომელიც იკვლევს ჩიკუნგუნიას ვაქცინის კანდიდატს.


„შეიძლება, ეს იყოს პირველი ჩიკუნგუნიას ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია ენდემურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე ენდემური ტერიტორიების მოგზაურობისთვის ან მოახლოებული ეპიდემიის რისკის ქვეშ მყოფი მოგზაურებისთვის“, – ამბობს წამყვანი ავტორი მარტინა შნაიდერი.


„ჩიკუნგუნიას ვაქცინის კანდიდატის პირველი ფაზის 3 ცდა აღმოაჩენს, რომ ის, ზოგადად, უსაფრთხოა და იწვევს იმუნურ პასუხს“

“First phase 3 trial of a chikungunya vaccine candidate finds it is generally safe and provokes an immune response”


Chikungunya is a mosquito-borne disease caused by the chikungunya virus (CHIKV) endemic in some regions of Africa, Asia, and the Americas. Symptoms include headaches, fatigue, nausea, and severe muscle and joint pain—often debilitating.


Currently, there are no approved vaccines to prevent the disease caused by CHIKV infection, nor are there effective antiviral treatments.


This problem is magnified by the fact that “studies have shown climate change is driving the spread of the mosquitos that carry CHIKV into new areas of the world,” says Katrin Dubischar, co-author of the first phase 3 trial investigating a chikungunya vaccine candidate.


The study findings suggest that the vaccine, VLA1553, was generally well tolerated by a cohort of healthy US adults and produced an immune response in 99% (263/266) of participants. Further research among different populations is necessary and ongoing.


“This could be the first chikungunya vaccine available for people living in endemic regions, as well as for travellers to endemic areas or areas at risk for an upcoming outbreak,” states lead author Martina Schneider.


Read the study in full hubs.li/Q01TtgT20
Image credit: Kateryna Kon/Science Photo Library


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


როცა მე გაფრთხილებდით, ხუმრობდით, COVID ხანგრძლივ ზიანს აყენებს მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს

0

28/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს: COVID ხანგრძლივ ზიანს აყენებს მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს.


„მამაკაცები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან თუნდაც მსუბუქი COVID შემთხვევებით, განიცდიან სპერმის ხარისხის ხანგრძლივ დაქვეითებას“ – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე ამის შესახებ წლების წინ აფრთხილებდა მოსახლეობას.


„გაფრთხილებდით? გაფრთხილებდით! როცა მე გაფრთხილებდით, ხუმრობდით,


და ვინ აღმოჩნდა მართალი?!


COVID ხანგრძლივ ზიანს აყენებს მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს,


ეს არის ფაქტი“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Men experience a long-term drop in semen quality after COVID infection – even if the infection was mild


Men recently infected with #COVID19 have decreased #sperm counts for more than 3 months following even mild #SARSCoV2 infections, and the sperm they produce is less able to swim, according to new findings presented at the annual meeting of the European Society of Human Reproduction and Embryology (ESHRE) in #Denmark. Men produce new sperm every 2 or 3 months, and the findings are based on semen analyses taken after 100 days, suggesting #COVID does long-term damage to the male #reproductive tract.


https://lnkd.in/eQZQ9dd9
https://www.earth.com/…/men-infected-with-even-mild-covid…/
https://www.cidrap.umn.edu/…/study-sperm-counts-decline…
https://kdhnews.com/…/article_925e5ab0-d4ea-56dc-b877…
https://www.techexplorist.com/covid-infection-semen…/63012/
https://www.walesonline.co.uk/…/covid-reduces-quality-mens…
https://medicalxpress.com/…/2023-06-men-long-term-semen…

კვლევაში 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ესპანეთის ექვსი რეპროდუქციული კლინიკიდან 45 მამაკაცი მონაწილეობდა.


კვლევის ყველა მონაწილე მსუბუქად მიმდინარე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი ნიმუშებიდან კი აღმოჩნდა, რომ მათი სპერმის უჯრედები ნაკლებად აქტიური იყო.


ასევე, დადგინდა, რომ სპერმის ხარისხი ინფექციიდან 100 დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა.


„ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება დასჭირდეს სპერმის ხარისხის აღდგენას და შესაძლოა, კოვიდმა მუდმივი ზიანი მიაყენა იმ მამაკაცებსაც კი, რომლებსაც COVID 19 მსუბუქი მიმდინარეობით ჰქონდათ“, – აღნიშნა UR International Group-ის სამეცნიერო მრჩეველმა, რომელიც მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

სუროგაცია უანგაროდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის…

0

27/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.


ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.


საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.


ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის და სხვა რეპორუქციული სამედიცინო სერვისების (რომლებიც კანონპროექტშია ჩამოთვლილი) ბენეფიციარები მხოლოდ 55 წლამდე პირები შეიძლება იყვნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონით იკრძალება პროცედურები, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება.

კანონპროექტი განსაზღვრავს სხვადასხვა პროცედურის ჩატარების წესს, ასევე იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ:

მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია (შემდგომ – მდრ) – რეპროდუქცია, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ინტერვენციების, პროცედურების, ქირურგიული ჩარევებისა და ტექნოლოგიების საშუალებით, ორსულობის მიღების მიზნით. ეს მოიცავს ოვულაციის ინდუქციას, საკვერცხეების სტიმულაციას, ოვულაციის გამოწვევას, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ყველა პროცედურას, საშვილოსნოს გადანერგვას და საშვილოსნოს შიდა, ინტრაცერვიკალურ და ინტრავაგინალურ ინსემინაციას ქმრის/პარტნიორის ან დონორის სპერმით;

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (შემდგომ – დრტ) – ყველა ჩარევა, რომელიც მოიცავს ადამიანის კვერცხუჯრედებისა და სპერმის ან ემბრიონების ინ ვიტრო (ორგანიზმის გარეთ) დამუშავებას რეპროდუქციის მიზნით.


ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF) და ემბრიონის გადატანას (ET), კვერცხუჯრედების ასპირაციას/ექსტრაქციას საკვერცხეებიდან, სტანდარტულ ინსემინაციას, სპერმის ინტრაციტოპლაზმურ ინექციას (ICSI), ემბრიონის ბიოფსიას, პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას (PGT), ემბრიონის გარსის ხელოვნურ დარღვევას (Assited Hatching), სპერმის ასპირაციას/ექსტრაქციას მამაკაცის სათესლე ჯირკვლიდან და დანამატიდან, გამეტების/სასქესო უჯრედების, ემბრიონებისა და ქსოვილების კრიოპრეზერვაციას და საცავში შენახვას, სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონების დონაციას, გესტაციური სუროგაციას, გამეტებისა და ემბრიონების გაყინვას, კვერცხუჯრედის ორგანიზმის გარეთ მომწიფებას (IVM), სასქესო უჯრედის ფალოპის მილებში გადატანას (GIFT), განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ფალოპის მილში გადატანას. დრტ არ მოიცავს დამხმარე ინსემინაციას ქალის ქმრის/პარტნიორის ან დონორის სპერმის გამოყენებით;

ინსემინაცია – საშვილოსნოსშიდა, ინტრაცერვიკალური და ინტრავაგინალური განაყოფიერების პროცედურა, რომლის დროსაც ქმრის/პარტნიორის ან დონორის ლაბორატორიულად დამუშავებული სპერმა თავსდება საშვილოსნოში/საშვილოსნოს ყელში/საშოს ღრუში, ორსულობის მცდელობის მიზნით;

სუროგაცია – დრტ-ის გამოყენებით, დონორების ან ბენეფიციარების რეპროდუქციული უჯრედების განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის გესტაციური სუროგატის საშვილოსნოში გადატანა, ორსულობა და ბავშვის გაჩენა;

დონორი – ადამიანის რეპროდუქციული უჯრედების ან ქსოვილის ან ემბრიონის წყარო. დონორად არ მიიჩნევა ის ქალი ან მამაკაცი, რომელიც გასცემს რეპროდუქციულ უჯრედებს, რათა ისინი გამოყენებულნი იქნენ მდრ-ის პროცესში მისივე გამრავლების მიზნით;

დონაცია – ადამიანის ქსოვილების, უჯრედების ან ემბრიონების გაცემა მდრ-თან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით;

მდრ-თან დაკავშირებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:

1. მდრ-თან დაკავშირებული მომსახურება უშვილობის მკურნალობის მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ან სამოქალაქო ქორწინებაში არმყოფი წყვილებისთვის, მარტოხელა ქალებისა და მარტოხელა მამაკაცებისათვის, რომელთაც სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლის მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულებას.

2. მდრ-ის მომსახურება, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალების ან მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უნაყოფობის დიაგნოზი, თუმცა მათ მიერ რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან რისკის შემცველია ორსულობის ან მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობისთვის ანდა არსებობს ნაყოფისთვის/შთამომავლობისთვის გენეტიკური ან ინფექციური დაავადების გადაცემის საფრთხე და რომელთაც, სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლების მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირების გარდა, მდრ-ის მომსახურება საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენების საშუალებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელთაც გადადეს საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენება რეპროდუქციული ფუნქციის სამედიცინო მიზეზით შესაძლო შემცირების ან დაკარგვის გამო ან ოჯახის დაგეგმვის მიზეზით.

4. არასრულწლოვნებს, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო რეპროდუქციული ფუნქციის შემცირების ან დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, უფლება აქვთ, შეინარჩუნონ და შეინახონ რეპროდუქციული უჯრედები ან ქსოვილი შემდგომი გამოყენებისთვის.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებად მიიჩნევა მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულების ან მდრ-ის განმახორციელებელი ბანკის მიერ რეპროდუქციული უჯრედების, ემბრიონების შექმნასთან, დამუშავებასთან, გაყინვასთან, შენახვასა და მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურებები. მდრ-თან დაკავშირებული მომსახურების მიღებისთვის სამედიცინო ჩვენებები და უკუჩვენებები დგინდება მინისტრის ბრძანებით და განისაზღვრება შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმის მიერ.

დონაციის სახეები:

დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა

1. დონაცია, დონორის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება იყოს ანონიმური ან ღია (არაანონიმური). ამასთანავე, დონაცია, დონორისა და პოტენციური მშობლების გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება იყოს პირდაპირი.

2. მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობები ეფუძნება ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმს და სოლიდარობას დონორსა და რეციპიენტს შორის (რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილების და ემბრიონების დონორების ჩათვლით).

3. ბანკი საქმიანობს არაკომერციულ საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმით.

ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვა:

1. აკრძალულია ფინანსური მოგების ან სხვა სახის მატერიალური სარგებლის მიღება ან შეთავაზება/მიცემა რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონის დონაციის სანაცვლოდ. რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონების დონორები არ უნდა იღებდნენ რაიმე სახის ფინანსურ მოგებას ან სხვა სახის მატერიალურ სარგებელს დონაციის ან სუროგაციის სანაცვლოდ.

2. აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედებით/ქსოვილებით ან ემბრიონებით ვაჭრობა, აგრეთვე, მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში იმ რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების გამოყენება, რომლებიც მიღებულია ვაჭრობის შედეგად.

3. თუ მდრ-ის პროცედურებში მონაწილე პერსონალს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ რეპროდუქციული უჯრედები ან ემბრიონები მიღებულია (მოპოვებულია) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით, ის ვალდებულია, შეაჩეროს მდრ-ის პროცედურა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპეტენტურ უწყებას.

4. ფინანსური მოგებად ან სხვა სახის მატერიალურ სარგებლად არ ჩაითვლება:


ა) დონორების კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის, პროცედურებთან დაკავშირებული დისკომფორტის და ნებისმიერი სხვა სახის გამართლებული ხარჯების გამო, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების დონაციით ან მათთან დაკავშირებულ სამედიცინო გამოკვლევებთან (ტრანსპორტირება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კვების საფასური და ა.შ.);


ბ) კომპენსაცია, მდრ-ის პროცედურებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში;


გ) დონაციასთან დაკავშირებით გაწეული, აუცილებელი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასური;


დ) საფასური ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, მდრ-სთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისთვის;


ე) ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა კომპენსაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულება პასუხისმგებელია, რომ დონორის ყველა სამედიცინო ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება ან უკავშირდება დონაციის პროცესს ან გესტაციური სუროგატის მომსახურებას, იქნება დაფარული.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის/საფასურის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გესტაციური სუროგატის შერჩევა, ტესტირება და შეფასება

1. მდრ-ის განმახორციელებელმა დაწესებულებამ მდრ-თან დაკავშირებულ საქმიანობებში გესტაციური სუროგატის ჩართვამდე უნდა განახორციელოს გესტაციური სუროგატის შერჩევა, ტესტირება და შეფასება.

2. გესტაციური სუროგატი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) იყოს არანაკლებ 20 წლის;


ბ) გაჩენილი ჰყავდეს არანაკლებ 1 ბავშვი;


გ) გავლილი ჰქონდეს სამედიცინო შეფასება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;


დ) გავლილი ჰქონდეს ფსიქოლოგის შეფასება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;


ე) გავლილი ჰქონდეს იურიდიული კონსულტაცია შესაბამის კვალიფიციურ პირთან ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით,”- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონი ძალაში შედის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.