ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის

0

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:


„2024 წლის 1-ლი იანვრიდან იზღუდება არასაქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც სხვადასხვა რეპროდუქციული მეთოდებით, ინ ვიტრო განაყოფიერება-სუროგაცია, ასევე ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებს მივმართავთ და ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას.

კანონპროექტი პარლამენტს გაეგზავნება მიმდინარე კვირაში…“


მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები.


გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.


პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხზე რეკლამის აკრძალვასაც.


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდა მნიშვნელოვანია მოხდეს დროულად, რადგან ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გვექნება მათი აღსრულების ოპერატიული მექანიზმები.


როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.


ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ქართულმა გუნდმა ისეთი მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, უცხოელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ…“

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


რა განსხვავებაა სხვადასხვა სააკრედიტაციო ორგანიზაციებს შორის?


„ჟენევაში არის ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს აკრედიტაციას, სერტიფიკატს აძლევს ყველა მაკრედიტებელ ორგანიზაციას მსოფლიოში. თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია ყოველ სამ წელში და დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც არის დანერგილი საავადმყოფოებისათვის.


ჩვენ საქართველოში დავნერგავთ დაახლოებით 23 სტანდარტს აკრედიტაციის პროცესში. ხარისხი უნდა იყოს მაღალი.


მიხარია, რომ ჩვენ ვართ ამ დიდი ოჯახის წევრი და საქართველოში ინერგება ასეთი დონის სტანდარტები“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი პაციენტებისათვის?


„პაციენტის კმაყოფილება უნდა იყოს გაუმჯობესებული. როდესაც პაციენტი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ საავადმყოფოში იღებს სერვისს, საერთაშორისო მაკრედიტებელი მთავარი ქვაკუთხედი არის პაციენტის კმაყოფილება და უსაფრთხოება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მას ხშირად მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა.


„რომელ საავადმყოფოებსაც ექნება აკრედიტაციის პროცესში ჩართვის სურვილი, შევთავაზებთ ჩვენს სერვისებს, შემდეგ საავადმყოფო გადაწყვეტს, რომელ სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან გაიაროს აკრედიტაცია.


ყოველ თვეში მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა, რათა გავაკონტროლო პროცესი, თუ რაიმე ხარვეზი იქნება, გამოვასწოროთ მყისიერად“ – განაცხადა გიოგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კარგი სამედიცინო დაწესებულებებია პროცესში ჩართული.


„აკრედიტაციის პროცესში ჩაერთო ბათუმში მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი“თავისი სამი პოლიკლინიკით, ასევე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ასევე სამშობიარო ჰერა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჟორდანიას ცენტრალური კლინიკა, კონსილიუმ მედულა, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ასევე ენმედიცი, პინეო…


აღნიშნულ საავადმყოფოებს ფაქტობრივად აქვთ პრეტენზია მაღალ ხარისხზე, მათ აქვთ პრეტენზია, რომ ჰქონდეთ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, რომ პაციენტები იყვნენ კმაყოფილები“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ასევე გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯნდაცვის სკოლის ხელმძღვანელი.


„აღნიშნული სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს აკადემიური პროცესი. ხორციელდება მეცნიერული კვლევა.


ჩემი ინიციატივაა, საქართველოში დავნერგოთ ყოველწლიური პაციენტის კმაყოფილების კვლევა. იმედია, ამ კვლევაში ბევრი თქვენგანი ჩაერთვება.


კვლევა დაიწყება 20 სექტემბერს და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ორთვიანი შუალედი იქნება. მსურს, რომ ეს კვლევა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ქალაქი თბილიში იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი.


„ჩვენ გამოვიყენეთ საუკეთესო მაგალითი, ავიღეთ ბაზისად კანადაში პაციენტის კმაყოფილების კვლევა, რომელიც ჩატარდა 2022 წელს.


კვლევა ჩატარდება ქართული რეალობიდან გამომდინარე, მოვარგეთ სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სისტემას. გამოვდივარ ინიციატივით, რომ პაციენტის კმაყოფილების კვლევა იყოს ყოველწიური.


ქართულმა გუნდმა ისეთი მაღალი მაჩვენებელი აჩვენა ტრენინგების პროცესში, რომ უცხოელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ, ისინი არ ელოდნენ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. ხუმრობით ვთქვი კიდეც, – ფხაკაძე რომ მოკიდებს საქმეს ხელს, რა გგონიათ, – ვხუმრობ?! მე როდესაც ვამბობ, რომ იქნება საუკეთესო, იქნება საუკეთესო!


საქართველოში, ქალაქი თბილისი იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი. თბილისის ოფისი იქნება რეგიონალური ოფისი და ჩვენ დავდებთ კონკრეტულ შედეგებს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

აკრედიტაციის პროცესი საქართველოში – კარგი სიახლეები

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


„ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესში.


მოხარული ვარ, რომ აკრედიტაცია კანადა, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში დაიწყო აკრედიტაციის პროცესი ასე მასშტაბური კუთხით და რაც მთავარია,ძალიან ხარისხიანად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მომზადების პროცესი, რომელიც არც ისე იოლი იყო.


„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, ვაკანსია შევთავაზეთ იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ და აინტერესებდათ აკრედიტაციის პროცესში ჩართულიყვნენ.


ათეულმა ადამიანმა გამოგზავნა CV. საბოლოო ჯამში, საქართველოში აკრედიტაცია კანადას 12-კაციანი ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც საავადმყოფოებს აკრედიტაციის პროცესში ეხმარება.


პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. 12-კაციანი გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ, გადიან ურთულეს ტრენინგებს.


ქართველებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს.


აკრედიტაცია კანადას სტანდარტი და სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის. აკრედიტაცია კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო ნიშნავს, რომ ის საავადმყოფო არის ისეთი დონის, როგორც ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კანადაში და ა.შ.


ჩვენ ვეხმარებით საავადმყოფოებს, როგორ გადალახონ სირთულეები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უკვე მომზადების პროცესში ვართ.


იმ კვირიდან უკვე ვიწყებთ მუშაობას, უშუალოდ საავადმყოფოების ჩართულობა დაიწყება.


ივლისის თვეში ჩატარდება დიდი ტრენინგები, საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. აკრედიტებულ 13 დაწესებულებასთან ჩავატარებთ ტრენინგებს.


მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, არსებობს პორტალი, რომელიც გვეხმარება მართვაში, მაქსიმალურად ყველაფერი არის ელექტრონული.


მიხარია, რომ მე ვარ ამ პროცესის მონაწილე. შემეძლო, უარი მეთქვა, რადგანაც ვმუშაობ ჟენევაში, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, ამ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული.


აკრედიტაციაში ჩართული ქართული გუნდი ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობს. ყველა დაინახავთ შედეგს. ყველაფერი კეთდება უმაღლესი ხარისხით. ჩვენ ვთარგმნეთ მთელი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.


სამწუხაროდ, რთულია, საქართველოში პროცესების მართვა უცხო ენაზე.


ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც არიან საავადმყოფოები, ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა არის ქართულ ენაზე, რათა საავადმყოფოები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.


აკრედიტაციის პროცესი არის ძალიან რთული. საავადმყოფო თუ ვერ გააკეთებს საქმეს, „ფულით აკრედიტაცია კანადას სერტიფიკატი არ გაიცემა“, რადგანაც ეს არის საერთაშორისო სერტიფიკატი, შესაბამისად თითოეული საავადმყოფოს შეფასება ხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამას ჭირდება დიდი მომზადება და დიდი ჩართულობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია – დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი…“

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ პნევმონიის ვაქცინების ფასმა მსოფლიოში დრამატულად დაიწია და ხარისხმა აიწია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი.


პნევმონიის ვაქცინების ფასმა მსოფლიოში დრამატულად დაიწია და ხარისხმა აიწია (არაფერს გაგონებთ?!)


2019 წლიდან ვარ გავის პნევმოკოკური კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტი (კომიტეტის შემადგენლობაში სულ 8 ადამიანია).


დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია.


2021 წლიდან პნევმოკოკური კომიტეტის გარდა ასევე ვარ გავის დამოუკიდებელი ექსპერტი და ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამების დამტკიცებაში ვიღებ მონაწილეობას


მეტი რა გითხრათ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


https://www.gavi.org/…/pneumonia-vaccine-price-drops…
https://www.gavi.org/…/2021/2020-PCV-AMC-Annual-Report.pdf
https://www.gavi.org/…/IRC-Reviewers-Bios-April-2021.pdf

#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების და

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში შეუზღუდავი კონტროლის მორიგი მცდელობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.


კანონპროექტი, რომლის მიღებაც კენჭისყრიდან 2020 წლის ივლისიდან მოიხსნა, კვლავ პარლამენტის დღის წესრიგს უბრუნდება.


ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


რით ხსნის სამინისტრო დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების საჭიროებას და რა პასუხი აქვთ ამაზე კლინიკებს და ფარმაცევტულ სექტორს?


ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა:


„კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს ეძლევა მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, შეიძლება, რამდენიმე დღეს მოითხოვდეს, ვიდრე რეგულირების სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა საჩივარზე რეაგირებისთვის შევიდეს კლინიკაში, ამ კანონპროექტის თანახმად გათვალისწინებული არ არის მსგავსი პრეცედენტი, არსებობს ჩვენივე სისტემაში შრომის ინსპექტორის ოპერირებასთან მიმართებაში, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და მთელი რიგი სხვა უწყებები არიან აღჭურვილი ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რადგან საქმე ეხება პაციენტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს…“


“რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება”,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.


მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.


„რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვაა.დღეს,როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს. ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება.


ამ დრომდე , არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში, კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას.


ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ , რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს.


როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მანდატი ყველა იმ კლინიკაზე გავრცელდება, რომელსაც სააგენტომ საქმიანობის ნებართვა მიანიჭა.


„რეგულირების სააგენტოს მანდატი ვრცელდება ყველა კლინიკაზე, რომელსაც მან მიანიჭა ნებართვა საქმიანობის ან მიანიჭა ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის. ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას.


ჩვენ გვაქვს ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რომელიც თანაბრად ეხება ყველას, შესაბამისად ცვლილებებიც შეეხება ყველას“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.


„სალიცენზიო პირობები, ბუნებრივია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.


თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი რამდენიმე ბერკეტს ითვალისწინებს. მისი განცხადებით, დღეს მოქმედი ჯარიმები მინიმალური ოდენობისაა და პრევენციული ძალა არ აქვს.


აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ან ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესებასა და პაციენტისთვის უკეთესი, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართოს, ზოგჯერ, კლინიკას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.


„დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა თქმა უნდა, ისევ რჩება. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი, შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯარიმები, რომელიც ახლა დაწესდა, თითქმის, გაორმაგებული ოდენობისაა. ახალი კანონპროექტით, ასევე, დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი და არ რჩება ღია სივრცე, რომ შემფასებელს ან გადაწყვეტილების მიმღებს, გარკვეული ვარირების საშუალება ჰქონდეს.


„უფრო კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონპროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო…

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ 2021 წლის 10 ივნისიდან საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კრედიტ ქულების სისტემა

„უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები საქართველოში


2021 წლის 10 ივნისიდან, საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კრედიტ ქულების სისტემა


ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” Accréditation Sans Frontières (ASF) –ის ერთ-ერთი რგოლი წარმოდგენილია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტით, (Continuous Medical Education Committee (CMEC) რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა.


ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფის და ა.შ. დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.


ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ტრენერების, სპიკერების და ზოგადად, სამედიცინო აქტივობების ორგანიზატორებისათვის, ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია იყოს აქტიური მსმენელი და მოიპოვოს ACFCME-ს ქულები“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
www.accreditation.ge/cme


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
Email: cme@accreditation.ge
Giorgi Pkhakadze Tamuna Goderidze Accréditation Sans Frontières

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

უპრეცედენტო მემორანდუმს ხელი ციფრულად, საქართველოში არდის სამედიცინო დაზღვევის…

0

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ არდი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES – თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა



„უძლიერესი გუნდი

პროგრესული გუნდი

არდი არის პირველი სადაზღვეო კომპანია საქართველოში, რომელიც პაციენტის კმაყოფილება სიტყვიდან საქმით აჩვენა“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia არდი • ARDI


არდის მორიგი საერთაშორისო სიახლე!
Another international news from ARDI Insurance!
For English, please scroll down

არდი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES – თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რითიც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების მიმართულებით.


მემორანდუმის ფარგლებში, არდის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების მომსახურე ყველა ოჯახის ექიმი, ჩაერთვება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში, ხოლო პრიორიტეტული პროვაიდერი კლინიკებისთვის კი არდისთან თანამშრომლობის ერთ-ერთი პირობა იქნება ხარისხის აკრედიტაცია, რომელსაც გაივლიან სრულიად უფასოდ ამ მემორანდუმის საფუძველზე და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიიღებენ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატს.


უპრეცედენტო მემორანდუმს ხელი ციფრულად, საქართველოში არდის სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა – ეკა ერგემლიძემ, ხოლო საფრანგეთში, ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRE-ს პრეზიდენტმა – გიორგი ფხაკაძემ მოაწერეს.


***********************************************
ARDI has become the first Georgian insurance company which signed a Memorandum of Understanding with the International Organization for Healthcare quality accreditation of France – ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES. This is another step from ARDI towards the development of particularly high-quality health insurance services in Georgia.


Under this memorandum, all family doctors serving beneficiaries of ARDI, will be involved in the continuing medical education program. For the provider clinics, with priority status, one of the conditions for further cooperation with ARDI will be quality accreditation, which will be completely free of charge, based on this memorandum and in case of a positive evaluation, clinics will receive an international certificate of quality.


The memorandum was unprecedented as it was formed between two countries digitally: signed by ARDI Medical Insurance Director Eka Ergemlidze in Georgia and by Giorgi Pkhakadze, President of ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRE in France.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ჩვენ უკვე ვართ აკრედიტაცია კანადას ვებგვერდზე“

0
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ აკრედიტაცია კანადას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში უკვე არის აკრედიტაცია კანადას ვებგვერდზე.

„აკრედიტაცია კანადას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, –
ჩვენ უკვე ვართ აკრედიტაცია კანადას ვებგვერდზე,
სამწუხაროდ, საქართველოში უკვე გაჩნდნენ “შუამავლები”… – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

აკრედიტაცია კანადას ოფიციალური წარმომადგენელი არის მითითებული ოფიციალურ ვებ გვერდზე:
https://accreditation.ca/international-partners/

გთხოვთ, აკრედიტაცია კანადას ნებისმიერ საკითხზე გამოგზავნოთ წერილი

აქ:

info@accreditation.ge

ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი ამ პოსტის ქვეშ.
Accreditation Canada representative office in Georgia Giorgi Pkhakadze #accreditationge #drpkhakadze

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა…

0

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.


რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.


ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.


კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.


ჩვენი ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.


კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება

  • ინსემინაცია

  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

  • ნეიროენდოკრინოლოგია

  • კონსერვატიული გინეკოლოგია

  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა

  • კონტრაცეპცია


ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით.

მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.



ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/accreditation-canada-ac-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი…

0

09/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.


ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.


ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.


კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი.


კლინიკაში გაერთიანდნენ ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები.


2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.


ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. კლინიკის სპეციალისტები, IVI-სთან თანამშრომლობით გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.


ინოვა ინვიტროს ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: ინვიტრო განაყოფიერება, ბარიატრიული ქირურგია, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, ინსემინაცია, კონტრაცეფცია, რევმატოლოგია, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, რეპროდუქტოლოგია, დონაცია-სუროგაციის პროგრამები, გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია, სხივური დიაგნოსტიკა, ნევროლოგია, ნეიროენდოკრინოლოგია.

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/accreditation-canada-ac-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.