სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ჩვენ ყველანი ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები – გიორგი ფხაკაძე

0

24/11/2020

„ჩვენ ყველანი, საქართველოს მოქალაქეები ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები. სიცრუეა, რომ ამბობენ, საავადმყოფოებში საწოლები არ არის. როგორ არ არის?!


საქართველოში იმაზე მეტი საწოლია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს კარები და თქვეს, რომ არ შევუშვებთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ამბობენ, რომ არ აქვთ რეანიმაციული საწოლები“, – ამ სიტყვებით ეხმაურება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში გეგმიური ოპერაციების 2021 წლის მარტამდე გადადების საკითხს.


ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას გეგმიური ოპერაციების გადადებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და კერძო კლინიკებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს.


„კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული იშოვონ. ბოდიში, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველაფერი არის კერძო. კერძო სექტორის ერთადერთი გამოსავალია მოხდეს ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია. ხალხი კვდება, არ მინდა ვიყო ემოციური, მაგრამ რაც ხდება, ყველანაირ ზღვარს სცდება.



ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გენერიზებული ეპიდემიაა. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, უკვე კატასტროფაში ვართ, რადგან კერძო კომპანიების მძევლები ვართ, რომლებმაც, პრაქტიკულად, ჩაკეტეს თავიანთი საავადმყოფოები, ლაბორატორიები, ყიდიან ტესტებს და ყიდიან თავიანთ საწოლებს. ეს არასწორი მიდგომაა,“- ამბობს ფხაკაძე.


მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა რეანიმაციული საწოლისა და სამედიცინო რესურსის გამოყენება:


„არ ვამბობ, რომ კერძო სექტორს რამე უნდა წავართვათ, პირიქით, როცა ეპიდემიაა, უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია და ეს საწოლები უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, მართვა უნდა გააგრძელონ კერძო კომპანიებმა.


როგორც კი ეპიდემია დასრულდება, დაუბრუნდებათ უკან. ეკონომისტებმა და იურისტებმა მოაგვარონ ამ საკითხის დალაგება ბუღალტრულად, მაგრამ ახლა ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა გამოვიყენოთ.


არ ვგულისხმობ, რომ ყველა კერძო კლინიკის რეანიმაცია სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა გადავიდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის კლინიკაში, ამბობს, რომ აქვს კოვიდი და ეუბნებიან – არ მიგიღებთ, წადი სხვა საავადმყოფოში, ეს არასწორი მიდგომაა.


როდესაც სახელმწიფოს უნდა გამოიყენოს რომელიღაც საავადმყოფოს რესურსი, კერძო საავადმყოფო პასუხობს: არა, არ შეგიშვებ, არ მინდა… რას ნიშნავს არ მინდა?! ესთეტიკური საავადმყოფოების საწოლებიც კი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე, აღარ არის ზოგად საკაცობრიო საკითხებზე საუბარი“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.


გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტლების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის:


„საქართველოში რამდენ ექსპერტს აუშენებია საველე ჰოსპიტალი? მე ამიშენებია, დაახლოებით, 7 საველე ჰოსპიტალი და ვიცი, ეს რაც არის. საქართველოში არანაირი საველე ჰოსპიტლები არ გვჭირდება.


ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. პორტალზე ოფიციალურად რეგისტრირებულია 415 საავადმყოფო“, – განმარტა ფხაკაძემ.


ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების საკითხს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ აზრს ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ინტერესი მხოლოდ ფულის შოვნაა:


„ვეთანხმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მიმდინარე პროცედურები გადაიდოს. რა თქმა უნდა, გეგმიური ოპერაციები უნდა გადაიდოს. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ამ აზრს ეწინააღმდეგებიან. ესენი არიან ფარმაკომპანიები, მომწოდებლები, კერძო კომპანიები, რომლებსაც ფულის გაკეთება უნდათ ამ ეპიდემიის დროს.


არ შეიძლება ხალხნო, მოითმინეთ სამი თვე და სამი თვის შემდეგ იზრუნეთ ფულის შოვნაზე. ახლა მიხედეთ ეპიდემიას და ნუ უჯანყდებით მინისტრს.


ბევრ რაღაცაში მინისტრს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომლის გაჟღერება, სხვათა შორის, დაგვიანებულია. ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს უკვე აპრიორია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში გეგმიური ოპერაციები და პროცედურები 2021 წლის პირველ მარტამდე გადაიდება.


მინისტრის განმარტებით, საწოლფონდის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს მან, ვისთვისაც ეს აუცილებელია.


„ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლებით, ექიმის მომსახურება ბინაზე და სასტუმროებში შეუძლია მიიღოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროება. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ინტენსიური სარეანიმაციო საწოლი ესაჭიროება, ადგილი გამოთავისუფლდება,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა 23 ნოემბერს კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადება არ ეხება შემდეგი ტიპის მომსახურებებს:


ონკოლოგიური ოპერაციები

კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება

სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/chven-kvelani-vart-kerdzo-saavadmkophoebis-mdzevlebi—giorgi-phkhakadze


ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს – გიორგი ფხაკაძე

0

29/12/2020

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს, იმ შემთხვევაში თუ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.


„მე გავიკეთებ ვაქცინას, მაშინ, როცა იქნება ამის საშუალება და რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ ლაივში.


ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მე ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს და მეორე, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და მესამე, უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური. ეს სამი კომპონენტი თუ იქნება, გიორგი ფხაკაძე ვაქცინას გაიკეთებს“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/vaktsina-unda-ikos-nebakophlobiti-dzalit-veravin-veraphers-gamaketebinebs—giorgi-phkhakadze


„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“

0

16/03/2021

ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ომი და ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები – სწორედ ამ ჭრილში განიხილავს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი ვაქცინაციის პროცესს.


გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს, მსოფლიო დონეზე გაიტანოს საკუთარი ვაქცინა, მაგრამ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.


„ჩინეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას, რუსეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას. ამ ვაქცინაციის პოლიტიკურ ომში რუსეთი ამბობს, რომ მსოფლიოს 34 ქვეყანაში მათი ვაქცინა არის რეგისტრირებული, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვუყუროთ თუნდაც ზიმბაბვეს, ინდოეთის ან ჩინეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას.


მე ვფიქრობ, საქართველო მიდის ევროკავშირისაკენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“,- აცხადებს ის.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/chven-unda-gavtsitvalistsinot-mkholod-evrokavshirisa-da-jandatsvis-msophlio-organizatsiis-rekomendatsiebi—giorgi-phkhakadze


„ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ – გიორგი ფხაკაძე

0

08/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ბავშვთა ვაქცინაციის საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.


„სავალდებულო ვაქცინა ვერცერთი ვერ იქნება, სანამ ის არ მიიღებს უმკაცრესი წამლის სააგენტოდან საბოლოო თანხმობას, როგორც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ამჯერად მსოფლიოში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელმაც მიიღო სრული ავტორიზაცია მხოლოდ 16 წლიდან.


12-დან 16 წლამდე არის გადაუდებელი მოხმარებისთვის. შესაბამისად – ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც არის გადაუდებელი მოხმარებისთვის, ის ვერ იქნება სავალდებულო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილებას, 12 წლიდან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი უწოდა.


„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის სწორი. პირველ რიგში, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და არიან დიდი რისკის ქვეშ, ისინი შესაძლოა, აიცრან, მათი მშობლების და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის და თანხმობის შედეგად“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


ჯანდაცვის ექსპერტმა, ასევე, არსებულ ეპიდსიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.


„ჩვენ ვართ ისევ იქ, სადაც ვიყავით 2 კვირის უკან. ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე არ არის დასტაბილურებული. ყველაზე დიდი შეცდომა ვაქცინაციის პროცესში არის, როცა იძახიან მოქალაქეს აქვს ვაქცინის არჩევის საშუალება. ეს არის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.


მოქალაქემ არ იცის, რომელი ვაქცინა არის კარგი და ცუდი. ყველა ვაქცინა, რომელიც ამ წუთისათვის არის საქართველოში, „ფაიზერის“ გარდა, ყველა არის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელსაც არ აქვს საბოლოო ავტორიზაცია გავლილი.


ასეთი ბევრი შეცდომების შედეგად, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი შენელდება საქართველოში და ალბათ, თვის ბოლოს დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვაქცინაციის ტემპი დავარდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწევთ აცრილთა 50 პროცენტსაც კი, რაც პრაქტიკულად, მძიმე და სავალალო იქნება ქვეყნისთვის“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/bavshvebs-romlebsats-akvt-janmrtelobis-problema-vaktsinatsia-unda-chautardet—giorgi-phkhakadze


მე, ერთმა ადამიანმა, უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის, ვიდრე ვაქცინაციის საბჭომ – გიორგი ფხაკაძე

0

31/10/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „ფაიზერით“/„მოდერნით“ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან, ვიდრე კოვიდგადატანილები.


როგორც ექსპერტი წერს, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა და მას დიდი ხანი ელოდნენ მსოფლიოში.


„საბოლოოდ კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა, კარგად წაიკითხეთ ბმულები).


იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, უნდა დაუჯეროთ. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი არასწორი კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან.


გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს. ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ეს არის სიმართლე.


ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარი გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი.


საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფერო.


საქართველოს ვაქცინაციის საბჭო – მაპატიეთ, მაგრამ, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი – მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელმა საბჭომ… ეს არის ფაქტი. მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.


ბოდიში კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. სასწორზე ადამიანთა სიცოცხლეები დევს! მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ და მოსახლეობას მივაწვდი საჭირო ინფორმაციას. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/me-ertma-adamianma-uphro-bevri-gavakete-sakartvelostvis-vidre-vaktsinatsiis-sabchom—giorgi-phkhakadze


„საქართველოში ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა დაინერგოს, რაც შეიძლება მალე“ – გიორგი ფხაკაძე

0

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში უკრაინაში გამოვლენილი ყალბი კოვიდსერტიფიკატების გამოვლენის შესახებ წერს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა დანერგოს.

„უკრაინაში 210,000 ყალბი კოვიდ ვაქცინაციის საბუთის საქმე გასაჯაროვდა. რუსეთში არა ნაკლები პრობლემაა…


ის, რომ ვაქცინა პირველ რიგში შენ გიცავს ვირუსისგან ეს არის მთავარი, საბუთი მეორეხარისხოვანია.


ამ ხალხის ტვინში ჩამახედა (ტვინი აშკარად არ ააქვთ) თუ რას ფიქრობდნენ როცა ყიდულობდნენ ამ საბუთებს? და ვინც ეს საბუთები გაყიდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.


ელექტრონული ჯანდაცვის ალტერნატივა არ არსებობს. ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა იყოს დანერგილი საქართველოში რაც შეიძლება მალე… თუ სახელმწიფო ამას ვერ იზამს მაშინ ალტერნატიული გზა უნდა მოვძებნოთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


კოვიდსტასტიკა


02 მაისის მონაცემები


ინფიცირებული 1655221

აქტიური 1117

სტაციონარში მყოფი 287

გამოჯანმრთელებული 1637293

გარდაცვლილი 168



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/sakartveloshi-elektronuli-kovidstatusi-unda-dainergos-rats-sheidzleba-male—giorgi-phkhakadze


განცხადება COVID-19 ვაქცინების ანტიგენური შემადგენლობის შესახებ- SARS-CoV-2-ის ევოლუციის გავლენა

0

19/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი COVID-19 ვაქცინის შემადგენლობის შესახებ (TAG-CO-VAC) რეკომენდაციას უწევს, რომ #ვაქცინის მწარმოებლებმა ჩამოაგდონ წინაპრების #SARSCoV2 შტამი და გადაერთონ მონოვალენტურ (ერთშტამიან) ვაქცინაზე, რომელიც შეიცავს #XBB1 შთამომავლების შთამომავლობას, როგორიცაა #XBB15.


TAG-CO-VAC ასევე თქვა, რომ მიმდინარე ვაქცინები აგრძელებენ არსებით დაცვას მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან, მაგრამ საჭიროა ახალი ფორმულირებები სიმპტომური დაავადებისგან დასაცავად.


მათ აღნიშნეს, რომ #XBB შთამომავალი შთამომავლები, მათ შორის XBB.1.5 და XBB.1.16, არის ძლიერ იმუნიტეტის აცილება, XBB.1.5 არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც აქვს იმუნური გაქცევის ყველაზე მაღალი სიდიდის მქონე #ანტისხეულების განეიტრალება.


თუმცა, მათ აღიარეს, რომ ვაქცინის ეფექტურობის (VE) შეფასებები მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ შეზღუდულია, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა VE BA.5-ის მსგავსი და სხვები აჩვენებდნენ შემცირებულ VE-ს XBB.1 ხაზის მიმართ.


TAG-CO-VAC-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ XBB.1 საგვარეულო ვირუსები კვლავ დომინირებენ, COVID-ის ახალი ფორმულირებების მიზანი უნდა იყოს XBB-ს შთამომავალი შთამომავლების განეიტრალება.


XBB.1.5, მაგალითად, მაგრამ თქვეს, რომ XBB.1.16 შეიძლება იყოს ალტერნატივა, რადგან გენეტიკური და ანტიგენური განსხვავებები ამ ორს შორის ძალიან მცირეა.


TAG-CO-VAC-ს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა მონოვალენტურ ვაქცინაზე გადასვლის რეკომენდაციისთვის, მათ შორის, იმის გამო, რომ ინდექსის ვირუსი აღარ ცირკულირებს ადამიანებში, ის იწვევს – საუკეთესო შემთხვევაში – ანტისხეულების ძალიან დაბალ დონეს მიმდინარე შტამების მიმართ, ამცირებს კონცენტრაციას. შეიძლება, ამან გამოიწვიოს იმუნური ანაბეჭდი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

„დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის…

0

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ისინი რუსული ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან.


მისი თქმით, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ.


„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.


საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.


ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.


საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.


ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/droa-shesabamisma-samsakhurebma-sheistsavlon-kartveli-antivakserebis-sinamdvileshi-ki-rusetis-agentebis-sakmianoba—giorgi-phkhakadze


„დედას არ უნდა აკვდებოდეს შვილი ხელში – სამედიცინო შემთხვევა დაგვიანებულად ითვლება, როცა უკვე…“

0

19/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„სამედიცინო შემთხვევა დაგვიანებულად ითვლება, როცა უკვე შეუქცევადი ან საკმაოდ მძიმედ სამართავი გართულებები უვითარდება პაციენტს.“ ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:


პაციენტისმხრივი,


ექიმის/სამედიცინო დახმარების მხრივი და


დაავადების თავისებურებით გამოწვეული.


1. პაციენტისმხრივ მიზეზებში მათ მიერ ექიმთან დაგვიანებით მიმართვა იგულისხება, რასაც თავის მხრივ განაპირობებს: ა) სამედ. კულტურის დაბალი დონე- პრევენციის უგულვებელყოფა, სიმპტომების არცოდნა, მათი არადროული ამოცნობა და უყურადღებობა პაციენტის მხრიდან ბ) ამოცნობის მიუხედავად, შესაძლო რისკების და გართულებების არცოდნა, თვითმკურნალობა და თვითნებური გადაწყვეტილებები გ) მედიცინისადმი ან კონკრეტული ექიმისადმი/ დაწესებულებისადმი უნდობლობა


2. ექიმისმხრივ/ ჯანდაცვით ფაქტორში მოაზრება: ა) პერსონალური ფაქტორი – ექიმის მიერ დიაგნოზის და მკურნალობის ეტაპზე დაშვებული შეცდომა ან დაუდევრობა ბ)ინსტიტუციური საკადრო და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა პაც ის საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე დაწესებულებაში (დიაგნოზირების და/ან მკურნალობის პირობებისა და საშუალებების არქონა) გ)ჯანდაცვითი პოლიტიკის დონეზე – კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის, აქტუალური დარგობრივი დეპარტამენტების არაადეკვატური გადანაწილება მოსახლეობაზე გათვლით, სამედ. სერვისებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის არქონა, საყოველთაოდ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა, რეფერალის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფის სისტემის საორგანიზაციო და ტექნიკური გაუმართაობა


3. იშვიათად- თავად დაავადების ელვისებრი, არატიპიური ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მიმდინარეობა, რაშიც პაციენტის და სამედიცინო თუნდაც იდეალური ფაქტორები სამწუხაროდ დიდ გავლენას არ ახდენს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, მეორადი ინფექციით, თუ სხვა მიზეზით დამძიმებული ჩუტყვავილას მქონე ბავშვის კლინიკაში შემოყვანისას რეანიმაციას მინიმუმ ერთი ბოქსირებულ პალატა უნდა გააჩნდეს.


“ბატონების მოოხებით” რომ არ შეიძლება ბავშვთა ინფექციების მკურნალობა დღეს, მხოლოდ მეზობლების “მაღალაკადემიური” რჩევებისა და მეთვალყურეობის ქვეშ, და ამასთან დაკავშირებული რიტუალების კულტურულ მემკვიდრეობად დაუფიქრებლად გამოცხადებაც, ეს ერთია.


ჩუტყვავილის აცრა რომ კალენდარში არ შედის და, ამიტომ, მეტი განსწავლა და ყურადღებაა საჭირო პჯდ სპეციალისტის მხრიდან, მაგრამ ამაზე საერთოდ არავინ მუშაობს, ეს მეორე.


მეორადი ინფექციით, თუ სხვა მიზეზით დამძიმებული ჩუტყვავილას მქონე ბავშვის კლინიკაში შემოყვანისას რეანიმაციას მინიმუმ ერთი ბოქსირებულ პალატა რომ უნდა გააჩნდეს და ამის გარეშე კლინიკის ლიცენზია არ გაიცემა, ზოგადად, ეს მესამე.


ყურებზე რომ უნდა დადგეს ექიმიც, მენეჯერიც, კატასტროფის სამსახურიც, პოლიციაც და სამინისტროც, როცა ასეთ ბავშვს შემოიყვანს მშობელი და სასწრაფო რეფერალს გადაწყვეტს კლინიკა ან თუნდაც პაციენტი თავად, ეს მეოთხე.


მოკლედ, რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში, სამწუხაროა, უკვე კარგა ხანია, პროფესიულ პრობლემებზე წერა ამ სივრცეში გვიწევს, მაგრამ რაკი ვწერთ, გავიაზროთ, გვაქვს თუ არა ქვეყანაში:


ჯანმრთელობითი განათლების სახელმწიფო სტრატეგია,


სამედიცინო კადრების პერიოდული გადამზადება და ატესტირება,


სამედიცინო დაწესებულების ტიპისა და დონის მიხედვით აუცილებელი სერვისები და
შესაბამისი მომსახურება,


ხორციელდება თუ არა ნებართვის გაცემის შემდეგ ამ სერვისების გეგმიური და მოულოდნელი კონტროლი,


არსებობს თუ არა პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო ალიანსთან შესაბამისობაში მოქმედი მსგავსი კომიტეტი სათანადო ფუნქციებით


არის თუ არა სამედიცინო შეცდომების რეგისტრი


არსებობს თუ არა რეგიონებში რუტინული სამედიცინო მომსახურების მიღებისა და გადაუდებელი მდგომარეობების ხარისხიანი მართვის პირობები??


დიდი დრო არ გასულა, რაც სამშობიაროდ ერთი ქალაქიდან მეორეში მიჰყავდა ქალები, რაკი ეს უფრო ხარჯთეფექტური იყო და ბევრგან დღესაც ასეა – არ არის სერვისები, რომელთა გამართვა ფინანსურად გაუმართლებელია!!


გასაგებია, მაგრამ, მინიმუმ გადაუდებელს და კრიტიკულს ეს არ უნდა ეხებოდეს, ეს ერთი და, თუ ასეა აწყობილი, პაც-ის სასწრაფო ტრანსპორტირება რეანიმობოლით საათივით უნდა იყოს მაშინ აწყობილი!! დედას არ უნდა აკვდებოდეს შვილი ხელში, წერტილი.


ადაპტირებულია ჩემი კოლეგის: Ekaterine Sanikidze


Giorgi Pkhakadze და სხვები“ – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

„დროულად დამიჯერეთ ხოლმე, იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ“ – გიორგი ფხაკაძე

0

09/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იმუნიზაციის საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება.


მისი თქმით, სხვა რეკომენდაციებსაც თუ არ გაითვალისწინებენ, დროსა და სიცოცხლეებს დავკარგავთ.


„ბავშვების აცრა 12-16 წლამდე დაუშვა საქართველომ ფაიზერის ვაქცინით (მალე 5-დან 11 წლამდე იქნება, მაგრამ ჯერ ამაზეც უნდა “ითათბირონ”) ისე, ჯერ პენსიონერები აგვეცრა, კარგი იქნებოდა.


სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება.


სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…


სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ, დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…


დროულად დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო, საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება, ოღონდ დაგვიანებით. იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ, სამწუხაროდ.

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:


ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ, ის რაც გამო აცხადებს მინიმუმ 50% შესაცვლელი/გადასაკეთებელია).


გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Moderna) ისე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.


სამედიცინო პირბადის სავალდებულო გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში.


სოციალური დისტანცია უნდა იქნეს დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს გადასული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)


არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა. ყველაფერი ჩვენს ხელშია.


აიცერით ფაიზერის ვაქცინით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება)“, – წერს გიორგი ფხაკაძე



კოვიდსტასტიკა


02 მაისის მონაცემები


ინფიცირებული 1655221

აქტიური 1117

სტაციონარში მყოფი 287

გამოჯანმრთელებული1637293

გარდაცვლილი 16811


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/droulad-damijeret-kholme-ik-sadats-bolomde-ar-mijereben-kvelgan-tskhviri-tsavitekhet-giorgi-phkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.