ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -
Google search engine

“თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა ხალხის დაღლა რუსეთის ინტერესებშია – როგორც კი…

0

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


კიდევ ერთი რამ, რაზეც ასევე უნდა იფიქროს საზოგადოებამ და რაზეც არც ოპოზიცია, არც პოზიცია და არავინ საუბრობს:


რუსეთი და ჩინეთი უზარმაზარი გავლენების მოხდენას ცდილობენ მსოფლიოზე, სწორედ ანტივაქსერებით. რუსეთს ახლა აწყობს, რომ სახელმწიფოები პანდემიური პრობლემებით დაკავდეს და ანტივაქსერებზე იყოს მობილიზებული. რა უნდა ამ კამპანიის წარმოებას? ერთი მილიონი რომ გამოჰყოს რუსეთმა ერთი ქვეყნისთვის და იმ ქვეყანაში ყველა მედიას გადაუხადოს 5-10 ათასი დოლარი და წერონ სტატიები და აკეთონ სიუჟეტები – ამის გაკეთება რთულია?

როცა ემზადება საომრად და სჭირდება, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სხვა პრობლემებით დააკავოს, მილიონი დოლარის გამოყოფა რაღა გახდება რუსეთისთვის? ცალკე გამოსაყოფია ჯგუფები და გვერდები სოციალურ ქსელში…

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ახლა ამაზე საუბრით იყოს დაკავებული, ლაპარაკობენ ყველაფერზე ამის გარდა. თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა დაგვანებეთ თავი. დაიღალა ხალხი და ხალხის დაღლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.


ხვალ რომ რუსთაველზე რუსი დადგეს, შესაძლოა, ხალხი აღარ გამოვიდეს გარეთ, იმიტომ რომ ისინი უკვე ძალიან გადაიღალნენ…

ამ გადაღლამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. უმძიმესი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა და პარალელურად, სწორედ ახლა შეგვიძლია, ეს მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ.

რუსეთი გეგმავს უკრაინასთან ომის დაწყებას, მობილიზებული აქვს მთელი სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან. ვინმე საუბრობს იმაზე, საქართველო რას აპირებს ამ მდგომარებაში? ახლა რეალურად გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების დრო. როგორც კი რუსეთი ომს დაიწყებს უკრაინასთან, ჩვენ უნდა შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში.

ამაზე უნდა საუბრობდნენ ახლა პოლიტიკოსები, ამ შანსის გამოყენებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. რუსეთი თითქმის მთელ სამხედრო ძალებს გადაისვრის უკრაინისკენ და როგორც კი შევა უკრაინაში, ჩვენ უნდა შევიდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამით უკრაინასაც დავეხმარებით თავისთავად და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-revolutsiis-gaketheba-gindath-gaaketheth-thu-arada-khalkhis-daghla-rusethis-interesebshia-rogorts-ki-rusethi-oms-daitsqhebs-ukrainasthan-chven-unda-shevideth-sokhumsa-da-tskhinvalshi-giorgi-phkhak/



“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის, არსებობს ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს

0

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


მე ვეწინააღმდეგები ლოქდაუნს. ლოქდაუნი საჭიროა იმისათვის, რომ შეიარაღდე პანდემიის წინააღმდეგ და მოემზადო. ამდენი ლოქდაუნი გვქონდა და რა ვისწავლეთ?


ვისწავლეთ მხოლოდ ის, რომ ვერაფერი ვისწავლეთ. შესაძლოა დღეში 100 და მეტი ადამიანი თუ გარდაიცვალა, მერე მივიდნენ ლოქდაუნის შემოღების გადაწვეტილებამდე, მაგრამ ხომ ისიც ფაქტია, რომ არ გაამართლა ამ ლოქდაუნმა?


ყველაფერი ჩაკეტილი როცა იყო ხალხისთვის, არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც ყველგან დადიოდნენ და ქეიფობდნენ კიდეც. მერე ხალხმა იკითხა, როგორ, ჩემთვის არ შეიძლება და მისთვის შეიძლება? უკურეაქცია გამოიწვია ამან. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი.


სწორედ ამიტომ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის. მეტიც, არსებობს იმის ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მიზეზების გამო… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლოქდაუნი არ იყოს.


მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით ახალ შტამს. პირველი ტალღიდან მოყოლებული დღემდე, მეხუთე ტალღაა და ჩვენ ისევ იგივე ხალხი და იგივე ექსპერტები გვასწავლიან ჭკუას. ერთი ფხაკაძე გამოდის და აფრთხილებს ხალხს, ამბობს სიმართლეს. დამასევენ მერე ტროლებს და კვატებს…


ვიტყვი რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე (სამედიცინო კუთხით) რამეს და ახლა ისინი დამასევენ ტროლებს და მერე რა? რა არის შედეგი? შედეგი არის ის, რომ დღეში იღუპება 80 ადამიანი. არ მაინტერესებს არც ოპოზიცია და არც პოზიცია, მე მაინტრესებს, რატომ გვეღუპება დღეში 80 ადამიანი? ამაზე გამეცით პასუხი! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეში 80 ადამიანი გვეღუპება?


მე გეტყვით ვინ არის პასუხიმსგებელი – ყველა, ვინც დღეს პარლამენტშია, ყველა ვინც საკრებულოში შევიდა ახლა, ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც, რადგან არც ერთმა არაფერი გააკეთა, თითი არ გაანძრია პანდემიასთან საბრძოლველად და საზოგადოების გაყოფას, გახლეჩას შეუწყვეს ხელი.


ჩვენ დღეს გვყავს ორი მტერი, კოვიდი და რუსეთის საოკუპაციო ძალები. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მოქალაქე უნდა ხვდებოდეს ამას. ყველა უნდა იყოს ამ ორი მტრის წინააღმდეგ ერთიანი. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, კოვიდმაც და რუსეთის საოკუპაციო ძალებმაც ამ ომში მოგვიგეს, ყოველ შემთხვევაში, ჟენევიდან ასე ჩანს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kategoriuli-tsinaaghmdegi-var-loqdaunis-arsebobs-etchvi-rom-loqdauni-shesadzlebelia-gamoqhenebul-iqnes-skhva-mizezebis-gamo-giorgi-phkhakadze/


“თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ეს 8 პუნქტი უნდა შევასრულოთ” – გიორგი ფხაკაძე

0

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

რა უნდა გავაკეთოთ?

ისევ საზეპირო:

პირველი – ყველანი უნდა ავიცრათ ფაიზერით ან მოდერნათი. ერთ რამეს გეტყვით კიდევ, დააკვირდით ცნობილი ექიმები, რომლებიც ტელევიზიებით გამოდიან, მეტწილად რა ვაქცინით აცრიან აცრილები? ფაიზერით ხომ არა? ეს ირიბად და პირდაპირაც არ გვეუბნება პასუხს?


მეორე – სამედიცინო პირბადე. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ვაქცინაციის ეფექტურობა იწყება თვენახევრის შემდეგ და სამედიცინო პირბადე გვიცავს გაკეთების წამიდან.


მესამე – ეს არის დისტანცია, ვეცადოთ, სადაც შესაძლებელია, დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია, თუმცა, სადაც ამას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად უნდა დავიცვათ 1-მეტრიანი დისტანცია.


მეოთხე – ხელების ხშირი დაბანა, პირადი ჰიგიენა.


მეხუთე – შენობების, სახლების, სკოლების ხშირი განიავება, 15 წუთით მაინც, რათა მოხდეს ჰაერის ცვლილება და გასუფთავება.


მეექვსე – სწორი საინფორმაციო კამპანია, იმისათვის რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა ეფექტის მომტანია ვაქცინა.


მეშვიდე – ნამდვილი კოვიდპასპორტი და არა ეს ქართულ-ჯიგრულ პონტში გაკეთებული ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც არ არის მეცნიერებაზე დაფუძნებული. როგორი უნდა იყოს ნამდვილი კოვიდპასპორტი და რაში გვჭირდება?


აპლიკაცია როგორც კი დააფიქსირებს, რომ კოვიდი დადასტურდა, იგი გიჩვენებს, რომ მინიმუმ 10 დღიანი კარანტინია საჭირო (იდეალურია 14 დღე კარანტინისთვის, მაგრამ მინიმუმი ზღვარი 10 დღეა), გარდა ამისა, ეს აპლიკაცია უნდა აფრთხილებდეს თქვენ კონაქტებს. შვეიცარიაში და საფრანგეთში, სწორედ პროგრამის დახმარებით ხდება კონტაქტების დადგენა, საქართველომ კი, ბოლო წელია საერთოდ შეაჩერა კონტაქტების დადგენა და კლასტერების მოძიება, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების შესაწყვეტად.


ჩვენთან რეალურად ხდება ის, რომ ინფიცირებულები ღიად დასეირნობენ ქუჩებში და მაღაზიებში, ასეთი ქმედება დანაშაულია და დასჯადი უნდა იყოს. მავნებელია, ვინც ასე იქცევა.


მერვე – ტესტები – ანტიგენ ტესტები არის სისულელე და პისიარ ტესტებს ვალიდობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ 24 საათი. ამერიკაში რომ ჩახვიდეთ, აცრილიც რომ იყოთ, პისიარ ტესტის ვალიდობა განისაზღვრება მხოლოდ 24 საათით.


თუ გვინდა გადავრჩეთ, აი, ეს უნდა გავაკეთოთ და რაც შეიძლება სწრაფად. გისურვებთ ჯანმრთელობას.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-gvinda-rom-gadavrcheth-es-8-punqti-unda-shevasruloth-giorgi-phkhakadze/




„ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ – გიორგი ფხაკაძე

0

12/10/2022

„მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ინდიკატორი, დაგემართება თუ არა კორონავირუსი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, რადგან ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.


„დეკემბერი არის საშინელი და პრაქტიკულად, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ვირუსი. ომიკრონი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის. უნდა ვიყოთ პრაგმატულები და მივხედოთ ჩვენს თავს. უნდა გადავიდეთ მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


ჯანდაცვის ექსპერტმა, ანტისხეულების ტესტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, დაგემართება თუ არა კოვიდი.


„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება და ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება.


იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი და ასევე, კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი.


შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.


გიორგი ფხაკაძის თქმით, კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.


„ყველაზე მაღალი დაცულობა ეს არის კოვიდის გადატანიდან 3-დან 6 თვემდე. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება. რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ?


იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს“, – დასძენს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/omikroni-savaraudod-ukve-saqarthveloshia-giorgi-phkhakadze/


ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრესი, დეპრესია და სუიციდიც…

0

27/01/2022

„კოვიდგადატანილი 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს,“ – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” განაცხადა.


პროფესორი განმარტავს, თუ რატომ არ უნდა გაიგივდეს კოვიდი და გრიპი ერთმანეთთან. ის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვირუსი ბავშვის გაჩენას მკვეთრად აფერხებს. მისივე თქმით, ვირუსი სპერმის ხარისხს აფუჭებს.


“კოვიდი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება, ეს არის კონკრეტული კვლევები, 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს, 70 გააკეთებს. დაიცავით თავი კოვიდისგან როგორც შეგიძლიათ, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-aris-dzalian-didi-problema-romelsats-sheidzleba-than-akhldes-stresi-depresia-da-suitsidits-giorgi-phkhakadze-mosakhleobas-aphrthkhilebs/


„მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში“ – გიორგი ფხაკაძე

0

03/11/2022

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

– რამოდენიმე ექიმი უკვე ისე საუბრობს და ისე ითხოვს დარჩენილი რეგულაციის, ნიღბის ტარების მოხსნასაც კი, რომ გაჩნდა კითხვა – დამთავრდა პანდემია? სად წავიდა?


– კოვიდი არსად არ წასულა, რატომ რა, გამოაცხადა კოვიდმა, მივდივარ და გამაცილეთო? რომელ მხარეს დაინახეს გაქცეული კოვიდი? მართლა არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მე ვიცი, რომ ევროპაში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობის 80-90 პროცენტია სამჯერადად აცრილი, იკლებს ინფიცირებულთა რიცხვი, იკლებს კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი.


მოსახლეობის უმეტესობამ დასავლეთ ევროპაში ან გადაიტანა კოვიდი და თან აიცრა, ან სამჯერადადაა აცრილი, რაც ამ ქვეყნებს აძლევს საშუალებას შეამსუბუქონ რეგულაციები – ნორმალური პროცესია ეს. ვაქცინაციის სწორმა პროცესმა, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებით, შეზღუდვების სწორად დაწესებამ – შეაძლებინა ეს დასავლეთ ევროპას. ფაქტი ერთია, მუშაობს ვაქცნაცია და რეგულაციების დაცვა და ევროპამ შეძლო კოვიდის მართვა, ახლა ევროპაში კოვიდი უკვე მართულია.


რაც შეეხება საქართველოს, არ ვიცი, რა გითხრათ, საქართველო არ წავიდა ევროპული სცენარით, წავიდა აფრიკული სცენარით, მაგალითად და წავიდა იმ გზით, რომ მოდი, ყველამ გადაიტანოს, საქართველოს მოსახლეობის 90-პროცენტს გადატანილი აქვს უკვე კოვიდი, ეს ხომ არ არის საიდუმლო, ხომ ყველამ იცის? მაგრამ, ზუსტად იციან, ვინ რომელი შტამი გადაიტანა?


ზოგმა გადაიტანა დელტა, ზოგმა ომიკრონის პირველი შტამი და ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ შეიძლება ისევ დაემართოთ ომიკრონის მეორე შტამი? არ ვიცით ეს? არაპროფესიონალები მართავენ კოვიდპანდემიას საქართველოში, სწორედ ამიტომ გაგრძელდა ეს ტალღა ამდენ ხანს, დეკემბრიდან მოყოლებული რომ გრძელდება ეს ერთი ტალღა – ესეც ხომ ნიშანია, რომ არ ხდება სწორი მართვა? მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში, ამაზე ადრეც გესაუბრებოდით და ვწერდი, მაგრამ ყველაზე კარგად ახლა გამოჩნდა:


საქართველოში რუსეთის ინსპირირებული ჯგუფები, რუსული უშიშროების მიერ დაფინანსებული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინა ცუდია, რომ ყველაფერი დასავლური და ამერიკული ცუდია – ის, რასაც რუსეთის უშიშროების დავალებით, აქნტივაქსერული ჯგუფები აკეთებდნენ, იყო ქვეყნის დივერსია – არ გამოჩნდა დღეს ეს?


ახლაც ვერ ხედავს ხალხი, რომ ეს რუსული სცენარია? ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდი ამაზე და 70-მდე წყარო მყავდა, რას აკეთებს ჩინეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში და რას აკეთებდა რუსეთი. რა ქვეყნებზე მუშაობს ამ კუთხით ჩინეთი და რა ქვეყნებზე რუსეთი.


ანტივაქსერების ტალღა და ფაიზერის გინება რუსული ნარატივია. მე არ ვსაუბრობ იმ ანტივაქსერებზე, ვინც ჩაითრიეს დაარწმუნეს, სექტაა ეს ჩემთვის ჩვეულებრივი, მე ვსაუბრობ ორგანიზატორებზე – ძალიან საშიში ადამიანები არიან – ისინი არიან უცხო ქვეყნის, რუსეთის აგენტები, გაიშიფრნენ უკვე, აღარც მალავენ!


აბა, დააკვირდით? – ჯერ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობდნენ, მერე ქართულ გენსა და ჯიშზე და ახლა იგივე ადამიანები აღმოჩნდნენ რუსეთის მომხრე, პარტიაც შექმნეს – აი, ეს არის რუსული უშიშროების ნამუშევარი და მუშაობის პროცესი დაიწყო ანტივაქსერული ღონისძიებებით. არ დავასახელებ მე ამ პოლიტიკოსების, თუ საზოგადოების ე.წ. სახეების სახელებს და გვარებს, ყველამ არ იცის?


ღიად ჩანან ტელევიზორებში, ფოტოები გვაქვს, ვნახეთ განცხადებები – რა სახელ და გვარებს ვეძებთ? სად ვეძებთ მოღალატეების და რუსი აგენტების სახელებს და გვარებს – ღიად დევს ჩვენ თვალწინ.


ეს იყო ზუსტად რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, საზოგადოების გახლეჩვა სურდა და გახლიჩა კიდეც ანტივაქსერებად და ვაქსერებად. გამოდიან და საუბარში უამრავჯერ ახსენებენ ამერიკას, ამერიკამ ის თქვა, ეს თქვა – ვინ საუბრობს კიდევ ყველაზე მეტს ამერიკაზე? – რუსეთი, პუტინი. ან, 5 ივლისის ადამიანების დარბევა რომ გავიხსენო… იმის უკან ვინ იდგა? არ იდგა ისევ იგივე ძალა, რომელიც ანტივაქსერების უკან?


ფოტოზე – უკრაინა


არგუმენტი რომ აღარ აქვთ, მიდგებიან ადამიანებს და ზოგი გეია, ზოგი ლესბოსელი, ზოგი ნარკომანი – აგერ, მე მათთვის თურმე, გაცხადებული მასონი ვაყოფილვარ! ზუსტად იგივე რიტორიკაა, ჩართონ, მოუსმინონ პუტინს და მერე მაგათ – ერთი და იგივეას ამბობენ. აბა, ევროპელი პოლიტიკოსი არც პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს და არც სატანას და მასონს ეძახის მოწინააღმდეგეს, არგუმენტებით საუბრობენ.


სერიოზულად გეუბნებით, ერთი ადამიანი, ვინც მლანძღავდა გრუ-ს აგენტი გამოდგა, გავარკვიე. ახლა პირდაპირ ვეკითხები, 100-ლარიანი აგენტი ხარ, თუ 1000-ლარიანი? ეს ადამიანები, ვინც ორგანიზატორია, ვინც შეგნებულად მოაწერა ხელის ამის გაკეთებას, ერის მოღალატეები არიან, მათთვის სულ ერთია რას დაგიძახებენ, მთავარია, გაგლანძღონ, თორემ, რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, კანის ფერს, როცა ექიმი გესაუბრება ეპიდემიაზე?


რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? წაუკითხავთ წიგნი, იციან რამე? მე რომ ვდებ წერილს, არაერთ წყაროს ვუთითებ, ყველაფერს არგუმენტირებულად ვწერ. იმასაც ვამბობდი, რომ თებერვლის ბოლოს დასრულდებოდა ეს ტალღა, არ დასრულდა? საქართველოშიც იკლებს ნელ-ნელა.


გისურვებთ ჯანმრთელობას. და მინდა ჩემ მეორე სამშობლოს ვუთხრა თქვენი მეშვეობით: “სლავა უკრაინი!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mogiqhvebith-ra-mokhda-sinamdvileshi-saqarthveloshi-giorgi-phkhakadze/


„გილოცავთ, საქართველოში კიდევ ერთი ჩემი რეკომენდაცია დაინერგა“ – გიორგი ფხაკაძე

0

22/04/2022

„გილოცავთ, საქართველოში კიდევ ერთი ჩემი რეკომენდაცია დაინერგა“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„მიხარია, რომ იმუნიზაციის საბჭოში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მეოთხე დოზით აიცრებიან.


საქართველოში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფხაკაძის ნათქვამი რამე კანონში/ბრძანებაში ისახება დროთა განმავლობაში (2-3 თვეში, ზოგჯერ, ცოტა უფრო მეტში), ოღონდ მანამდე ყველა ლანძღავს ფხაკაძეს.


მაგრამ ეს ჩინური ვაქცინები ვერ მოვაშორე ამ ქვეყანას… მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არ უნდა გამოიყენოთ ჩინური ვაქცინები … გამოიყენეთ მხოლოდ ფაიზერის ან მოდერნას კოვიდ ვაქცინები


ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/gilotsavth-saqarthveloshi-kidev-erthi-chemi-rekomendatsia-dainerga-giorgi-phkhakadze/


“თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება, პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“

0
მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას უკვე თით­ქმის ერთი წე­ლია ებ­რძვის. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იზ­რდე­ბა, თუმ­ცა და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბია COVID 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მხრივ – მა­გა­ლი­თად, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე და­ი­წყო. პრო­ფე­სო­რი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ლის მრჩე­ვე­ლი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძე მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის, ვაქ­ცი­ნე­ბის და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა.

– სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ორმა კვი­რამ გვაჩ­ვე­ნა, რომ არ გვის­წავ­ლია ჩვე­ნი­ვე შეც­დო­მებ­ზე, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის ერთი წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაგ­რო­ვეთ – აქ ლა­პა­რა­კი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ არის. მსოფ­ლი­ოს არ უს­წავ­ლია, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. პირ­ველ რიგ­ში, არ გვის­წავ­ლია ის, რომ ვირუ­სი “შტე­რი“, “უჭ­კუ­ოა“, ჩვენ კი, ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი, რო­მელ­თაც ტვი­ნი გვაქვს, ვერ ვე­რე­ვით ამ “უჭ­კუო“ და “სუ­ლელ“ ვირუსს, რომ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი გამ­რავ­ლე­ბაა.

ყვე­ლა იძა­ხის, ან ვირუ­სი მომ­კლავს, ან უფუ­ლო­ბაო, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ ერთი მე­ო­რე­ზე გა­დაბ­მუ­ლი არ არის, ანუ ლა­პა­რა­კი იმა­ზეა, რომ თუ ჩვენ ქვე­ყა­ნა არ ჩავ­კე­ტეთ და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კე­ბი ნა­ად­რე­ვად გავ­ხსე­ნით, შე­დე­გე­ბი უფრო სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა. ვნა­ხეთ, რა მოხ­და გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც მხო­ლოდ წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბი იყო და შე­დე­გი ისაა, რომ ან­გე­ლა მერ­კე­ლი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ გერ­მა­ნია იკე­ტე­ბა. წერ­ტი­ლო­ვან­მა ჩა­კეტვებ­მა არ გა­ა­მარ­თლა.

ამ ვირუსს პას­პორ­ტი არ აქვს, ჭკუა არ აქვს, მან არ იცის შა­ბა­თი-კვი­რა, შობა და ახა­ლი წელი, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­აა, ნა­ხოს ადა­მი­ა­ნი და გამ­რავ­ლდეს.

ვი­ცით, რომ ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტაა, რისი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაც 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დის ტა­რე­ბაა. თუ მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ორ მი­ნი­მა­ლურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ვერ იცავს, მა­შინ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი არ მუ­შა­ობს და ქვე­ყა­ნა­ში მთლი­ა­ნი ჩა­კეტ­ვაა სა­ჭი­რო.

ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხია, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია და ია­პო­ნია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. სა­ქარ­თვე­ლოც, სამ­წუ­ხა­როდ, არ სწავ­ლობს ამ შეც­დო­მებ­ზე, ვფიქ­რობ, რომ აქ ნა­წი­ლობ­რი­ვი და ე.წ. წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და არის შეც­დო­მა.

ვირუ­სი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში გაგ­ვე­პა­რა და ქვე­ყა­ნა­ში წერ­ტი­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თა­ვი­სი ძლი­ე­რი აღ­სრუ­ლე­ბით სექ­ტემ­ბერ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც არ მომ­ხდა­რა.

წაიკითხეთ სრულა

 

“ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ” – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღასა და…

0

14/12/2020

“სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა. “ფა­ი­ზერ­მა” კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის”


სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან დაც­ვის ექ­სპერ­ტი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის მრჩე­ვე­ლი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ არის, რა­საც ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს.


– არა­ვინ იცის, პირ­ვე­ლად რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა მი­ი­ღოს მო­თხოვ­ნა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, შემ­დეგ მან უნდა გა­ი­ა­როს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბის­გან იქ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი.


მათ დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლონ ვაქ­ცი­ნა, მისი მი­ნუს-პლუ­სე­ბი. ყვე­ლა კი­თხვას მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.


უამ­რა­ვი ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა­ზე, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რო­გორ შე­მო­ი­ტა­ნენ რო­მე­ლი­მეს, როცა სხვა თუ არა­ფე­რი, წარ­მო­ე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, რომ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.


ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს იმ ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც “კო­ვაქსმა” შე­ის­ყი­და, რად­გან ჩვენ, მსოფ­ლი­ოს 170 ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად, მის პლატ­ფორ­მა­ზე ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ოღონდ მი­ვი­ღებთ მა­შინ, როცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია იტყვის, რომ ის ხა­რის­ხი­ა­ნი და უსაფრ­თხოა. შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მე­ო­რე ეტა­პი – ამის შემ­დეგ საქ­მე­ში ერ­თვე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სი, რო­მელ­საც ბილ გე­ით­სის ფონ­დი აფი­ნან­სებს და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ხმა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.


მან უნდა შე­ა­ფა­სოს ფი­ნან­სუ­რად, ლო­ჯის­ტი­კუ­რად რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც “ფა­ი­ზე­რის” შე­მო­ტა­ნა. არა­და, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა.


“ფა­ი­ზერ­მა” კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის. ის, რაც ნორ­მა­ლუ­რია ნიუ-იორკსა და ჟე­ნე­ვა­ში, არ არის მი­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც ორ­ჯერ რომ მიხ­ვი­დეთ რო­მე­ლი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­საძ­ლოა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­დეთ, რად­გან ჩვენ­თან ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი ვერ ხდე­ბა. “კო­ვიდ-19”-ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ კლი­ნი­კე­ბი­დან და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან და­ი­წყო. ამი­ტო­მაც ვუ­ყუ­რებ ასე სკეპ­ტი­კუ­რად მის შე­მო­ტა­ნას.


ხმე­ბი მომ­დის, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც გზე­ბით შე­მო­ი­ტა­ნა ესა და ეს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს. ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, არ მო­ტყუვ­დეთ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბა არ გა­ბე­დოთ!.. ნუ და­უ­ჯე­რებთ ფე­იკ­ნი­უ­სებს. და­ე­ლო­დეთ ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც “კო­ვაქ­სი” შე­ი­ძენს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უფა­სო იქ­ნე­ბა.


– რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე თუ არა, ზა­ფხულ­ში მა­ინც მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე?


– ღმერ­თმა ქნას, მაგ­რამ არა მგო­ნია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. თუმ­ცა, როცა მო­აღ­წევს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს იძუ­ლე­ბი­თი, ვი­საც არ უნდა, ნუ გა­ი­კე­თებს. როცა სა­ხელ­მწი­ფოს გა­მოც­დი­ლი და სან­დო პრე­პა­რა­ტი ექ­ნე­ბა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად მოს­თხოვს მის გა­კე­თე­ბას, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს.


– გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტრო­ლე­ბის მუ­შა­ო­ბაც ვაქ­ცი­ნით და­ჩიპ­ვის შე­სა­ხებ.


– ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ეტყო­ბა, ამ კა­ტე­გო­რი­ას ჩიპი არც უნა­ხავს. ამი­ტომ მე­დი­ამ და სა­ხელ­მწი­ფომ თუნ­დაც ამ მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას ერ­თობ­ლი­ვად უნდა აუხ­სნან ძალ­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი რამ – ჩიპი ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის შპ­რიც­შიც ვერ გა­ე­ტე­ვა, ეს მხო­ლოდ ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილ­მებ­ში ხდე­ბა.


გა­ზა­ფხულ­ზე “კო­ვიდ-19”-ის მე­სა­მე ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. ვირუ­სი უკვე და­სუს­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სტრე­სი, დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც მერე და მერე იჩენს თავს.


ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა ვი­ცხოვ­როთ მო­მა­ვალ წლამ­დე, რად­გან ამ დრო­ის­თვის ბა­ზარ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა გა­მო­სუ­ლი და ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შეს­წავ­ლი­ლი უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა. ამ ეტაპ­ზე კი არც ერთი ვაქ­ცი­ნა, მათ შო­რის არც “ფა­ი­ზე­რი” არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი 100 პრო­ცენ­ტით უსაფრ­თხოდ.


– ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე და­ი­წყეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.


– დიახ, მაგ­რამ ის მა­ინც საც­დე­ლი ნი­მუ­შია და არა­ვინ ამ­ბობს დარ­წმუ­ნე­ბით, რომ უსაფრ­თხოა. იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის 28 დღეა სა­ჭი­რო.


– თქვენ მესამე ტალღა ახსენეთ – “კოვიდ-19”-თან ბრძოლამ წარმოქმნა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ბევრი მათგანი თავადაც დაინფიცირდა, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ისევ მუშაობს. რა შედეგის წინაშე შეიძლება დავდგეთ?


– რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები და გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.


ადამიანს, რომელსაც ხელფასი 200-250 ლარი აქვს, ზოგს კი 100-150 ლარი, გმირობას ვერ მოვთხოვთ. ექთანობა საქართველოში არაპრესტიჟულად ითვლება, რადგან კარიერული ზრდა არ ახლავს, თან ამ სექტორში განათლება ძალიან დაბალია. ეს პრობლემა ბოლო 20 წელია საქართველოში არსებობს და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.


კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა – 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, რაც მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა – ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ – ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან.


ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ…

– ამ რთულ სიტუაციაში რა შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ვურჩიოთ?


– ეს ვერაგი ვირუსი “უყურებს” ორგანიზმს და იქ გვირტყამს, სადაც სისუსტეს აღმოაჩენს. ამიტომ ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, დიდი შანსია უფრო მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი. მწეველებსაც სიფრთხილე მართებთ – მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბონ და მოწევას შეეშვან. ასევე დაივიწყეთ მარილიანი საჭმელი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სცადეთ მშვიდად იყოთ. ასევე, შეეშვით თვითმკურნალობას.


ამას წინათ მომწერა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან, ითქვა, რომ წყალბადის ზეჟანგი ვირუსის პრევენციისთვის კარგია და აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდაო.


სრული სისულელეა, არ შველის, ისევე, როგორც ინტერნეტში დადებული სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ვითომ არჩენს “კოვიდს”. მიიღეთ ბევრი სითხე, იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, როდესაც მზეა, ოღონდ თუ გარშემო ხალხია, არ მოიხსნათ პირბადე, არც თქვენ წინ მორბენალი ადამიანის უკან, რადგან ამბობენ, რომ მას უკან ვირუსები მიჰყვება. დაიცავით დისტანცია ვაქცინის შემოტანამდე.


საყვარელი ადამიანების მოსიყვარულებასა და ჩახუტებას კი მერეც მოვასწრებთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.ambebi.ge/article/253067-qvelas-vaprtxileb-ar-motquvdet-ras-ambobs-gio/


“ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში”

0

25/06/2021

ექი­მი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი პან­დე­მი­ის დროს გახ­და. მან თა­ვი­სი ხში­რი და ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ “ფე­ის­ბუქჩარ­თვე­ბით” გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც გი­ორ­გი ფხა­კა­ძე, რო­გორც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი ისე გა­იც­ნო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე უმუ­შა­ვია და დღემ­დე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაც გა­უვ­ლია, რა­ზეც AMBEBI.GE-ის უამ­ბო:


– დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი, მა­მით ქარ­თვე­ლი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ლვოვ­სა და ქუ­თა­ის­ში ვსწავ­ლობ­დი და არა­ერ­თი სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე. ამას გარ­და, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, ჭი­და­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დე­დას ბა­ლეტ­ზე დავ­ყავ­დი, ქუ­თა­ის­ში ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, ჭად­რა­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი.


ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მქონ­და, სა­თა­მა­შოდ დრო არ მრჩე­ბო­და. ლვო­ვი და ქუ­თა­ი­სი ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბია. ხუთი წლის ასაკ­ში მარ­ტომ ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში. ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში, ვი­ღაც კაცს მი­მა­ბა­რეს და მე მი­ვას­წავ­ლე იმ კაცს, რო­გორ მი­ვეყ­ვა­ნე სახ­ლამ­დე. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი.


ხუთი წლის ასა­კი­დან ბა­ზარ­ში მარ­ტო დავ­დი­ო­დი. დე­და­ჩე­მი ფულს მომ­ცემ­და და მე ვყი­დუ­ლობ­დი. და­მი­ნა­ხავ­დნენ, – რა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი­აო და ისე მიკ­ლებ­დნენ ფა­სებს… ჰოდა, მეც გემ­რი­ე­ლად ვვაჭ­რობ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე ვაჭ­რო­ბა, ხა­რის­ხის ცნო­ბა. ყვე­ლა ყველს ვსინ­ჯავ­დი, ვიდ­რე კარგ ყველს არ შე­ვარ­ჩევ­დი.


თან ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ვის­თან რო­გო­რი იყო, მერე იმას ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი, ვიდ­რე ფასს მაქ­სი­მა­ლუ­რად არ და­ვაკ­ლე­ბი­ნებ­დი. როცა სა­ჭი­როა, ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზეც ვვაჭ­რობ… მე­უბ­ნე­ბი­ან, გი­ორ­გი რას შვრე­ბიო? ვპა­სუ­ხობ, – მა­ცა­დეთ! ქუ­თა­ი­სის მწვა­ნე ბა­ზა­რი და ნიუ-იორ­კის მა­ნ­ჰე­ტე­ნის ბა­ზა­რი ერთი და იგი­ვეა, იქაც ფა­სებს ვაკ­ლე­ბი­ნებ – მეთ­ქი…



თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე და ზო­გა­დად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვინ იქო­ნია გავ­ლე­ნა?


– სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბის ამ­ბა­ვი მე ვინ მკი­თხა, დე­და­ჩემს უნ­დო­და თეთ­რი ხა­ლა­თი მცმო­და. მამა ეუბ­ნე­ბო­და მზა­რე­უ­ლებ­საც კი აქვთ თეთ­რი ხა­ლა­თიო, მარ­თა­ლი იყო, სჯობ­და, მზა­რე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დედა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ისე გამ­ზარ­და, ჩემ­ზე ხელი არას­დროს აუ­წე­ვია, მაგ­რამ ისე­თი მწა­რე ენა ჰქონ­და, სჯობ­და კარ­გად ვე­ცე­მე. როცა სწავ­ლა არ მინ­დო­და, მე­ტყო­და, – რად გინ­და სწავ­ლა, აგერ ცო­ცხი და იმუ­შა­ვე დამ­ლა­გებ­ლა­დო. მეც ვტი­რო­დი, არ მინ­და “დვორ­ნი­კო­ბა – მეთ­ქი”. სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა არ მინ­დო­და, რად­გან სის­ხლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და.


ერთხელ დე­დამ მა­ი­ძუ­ლა, ქა­თა­მი და­მეკ­ლა… ამ ქა­თამს ყელი ცო­ტა­თი წა­ვა­ჭე­რი, მაგ­რამ ვერ მოვ­კა­ლი, წა­მოხ­ტა ეს სის­ხლი­ა­ნი მა­მა­ლი და გა­მო­მე­კი­და, სამი წრე და­ვარ­ტყი სახ­ლს ყვი­რი­ლით, მა­მა­ლი სის­ხლის­გან იც­ლე­ბა, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი მომ­დევს, მე დავ­რბი­ვარ.


სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე. სახ­ლში ყვე­ლა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, – სჯობს შინ მო­წიო სი­გა­რე­ტი, მე სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მაქ­ვსო… ალ­ბათ რომ არ მიკ­რძა­ლავ­დნენ, ამი­ტო­მაც არას­დროს არ გამ­ჩე­ნია მო­წე­ვის ინ­ტე­რე­სი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ის იყო, რომ პირ­ვე­ლად დე­დამ მომ­ცა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი…


იმ დროს, სექ­სუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც იცო­და ბავ­შვი სა­ი­დან ჩნდე­ბა, რად­გან დე­და­ჩემ­მა მომ­ცა წა­სა­კი­თხად გი­ნე­კო­ლო­გი­ის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი. წა­ვი­კი­თხე, გა­ვი­გე და გა­და­ვე­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე. სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე დე­დის­გან.



– რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი წარ­მა­ტე­ბის­კენ?


– ჩემი ოც­ნე­ბა იყო, სა­ღო­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­რურ­გად მე­მუ­შა­ვა. თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ო­დი ქუ­თა­ის­ში, იმი­ტომ რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ქუ­თა­ის­ში შემ­თხვე­ვით, ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და იქე­დან წა­მო­ვი­და სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, 20 წლის ასაკ­ში, უკვე “ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“ და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ეხუმ­რე­ბით, გი­ორ­გი ფხა­კა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ამე­რი­კის ელჩი ჩა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 1999 წელს ეს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და. რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ მთავ­რო­ბა­ში ამოვ­ყოფ­დი თავს.


– არ გდო­მე­ბი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლა?


– იყო ლა­პა­რა­კი, რომ 21 წლის ბიჭი იმე­რე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხალ­ხს ვი­ზას აძ­ლევ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა ნდო­ბა მქონ­და… ზრდის მაქ­სი­მუმს მი­ვაღ­წიე და მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.


ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი, თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი ერთ-ერთი. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და წა­ვე­დი ნე­პალ­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ფუ­ლიც მქონ­და, ვი­ფიქ­რე, წა­ვალ, და­ვის­ვე­ნებ, თან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბას ვფიქ­რობ­დი. ნე­პა­ლი იმ დროს ძა­ლი­ან ღა­რი­ბი და იაფი ქვე­ყა­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ია­ფიც კი.


იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში ჰქონ­დათ კარ­გი პროგ­რა­მა, გა­დავ­წყვი­ტე წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მაგ დროს ჟე­ნე­ვა­ში ვი­ყა­ვი, და­ვუ­რე­კე დე­დას და ვე­უბ­ნე­ბი: – დედა, მე კატ­მან­დუ­ში მივ­დი­ვარ ერთი წლით. უცებ სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, ვე­ლო­დე­ბი, ვა­ი­მე ახლა რას მე­ტყვის, ალ­ბათ გა­და­ი­რე­ვა, ატე­ხავს წი­ვილ-კი­ვილს და ამ დროს მე­უბ­ნე­ბა, – ხომ იცი, იქე­დან კა­მა­სუტ­რა წა­მო­ი­ღე და აქე­დან ბევ­რი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი წა­ი­ყო­ლე… – ეს იყო დე­და­ჩე­მის რე­აქ­ცია.



ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დი­ო­და ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში და მე წა­ვე­დი ნე­პალ­ში. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ორი წელი ვი­ცხოვ­რე ნე­პალ­ში, დავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც იქვე და­ი­ბეჭ­და, სხვა­თა შო­რის, ეს წიგ­ნი გა­ე­როს შრო­მი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტა­ლოგ­შია შე­ტა­ნი­ლი.


ჩემი ყვე­ლა კურ­სე­ლი, ათი ადა­მი­ა­ნი იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით და მე ვი­ყა­ვი ის, ვინც ჩე­მით ჩა­ვა­ბა­რე. ამის შემ­დეგ ავ­დე­ქი და ნე­პა­ლი­დან ინ­დო­ეთ­ში წა­ვე­დი მა­ტა­რებ­ლით. უზარ­მა­ზა­რია ინ­დო­ე­თი, მა­ტა­რე­ბე­ლი სამი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ო­და, თავი ამოვ­ყა­ვი სამ­ხრეთ ინ­დო­ეთ­ში, მა­შინ სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე მინ­დო­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, სა­დოქ­ტო­რო და­ვი­ცა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ან­თრო­პო­ლო­გი­ა­ში, იშ­ვი­ა­თი სპე­ცი­ა­ლო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც მე­გუ­ლე­ბა არა­ვინ, ვი­საც ეს ჰქო­ნო­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ინ­დო­ეთ­ში 4 წელი ვი­ცხოვ­რე, ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ინ­დო­ეთ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ვიდ­რე თბი­ლის­ში.


ნე­პალ­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც ექი­მი, ასე­ვე ინ­დო­ეთ­ში, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, სას­წრა­ფოს ექი­მიც ვი­ყა­ვი. უამ­რა­ვი კვლე­ვა და კურ­სი მაქვს გავ­ლი­ლი იქ.


ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩემი ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი ღა­ტაკ­თა უბან­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო მაძ­ლევ­და უფა­სო წამ­ლებს, მეც ვყი­დუ­ლობ­დი პრე­პა­რა­ტებს და ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ვხდე­ბო­დი “თეთ­რი ექი­მი“, რო­მე­ლიც ერთ დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ღა­რიბ უბან­ში, სა­დაც ზოგ­ჯერ დღე­ში 80 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით… და მე­ო­რე დღესრა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით მო­ხა­ლი­სედ მივ­დი­ო­დი სექსმუ­შა­კებ­თან, ესე­ნი იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი და ტრანსგენ­დერე­ბი. უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს და მცი­რე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ვუ­ტა­რებ­დი.


– სო­მა­ლი­ში რო­გორ მოხ­ვდით?


– ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი არ მქონ­და ინ­დო­ეთ­ში სა­დოქ­ტო­რო, რო­დე­საც მე­ო­რე სა­დოქ­ტო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რე ბუ­ქა­რეს­ტში, რად­გან სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ექი­მად მუ­შა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო, ვერ ვის­ვე­ნებ­დი უმუ­შევ­რად, გა­ვაგ­ზავ­ნე “სი­ვე­ბი” და “იუ­ნი­სეფ­მა” გა­მაგ­ზავ­ნა სო­მა­ლი­ში, გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის მო­ნი­ტო­რინგზე. ეს პო­ზი­ცია ისე­თი სა­ში­ში იყო, სო­მა­ლი­ში კა­ციშ­ვილს არ უნ­დო­და წას­ვლა, სა­მა­გი­ე­როდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი იყო, რად­გან სა­ში­ში ზონა გახ­ლდათ. ვი­ცო­დი, რომ სო­მა­ლი­ში ომია, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დი.


ეს გი­ჟუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ჩა­ვე­დი და ყვე­ლა­ზე დიდი ხელ­ფა­სი მე მქონ­და. ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი თეთ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ვი­და სო­მა­ლი­ში მას შემ­დეგ, რაც იქ ამე­რი­კე­ლე­ბი და­ხო­ცეს.


– სო­მა­ლი­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?


– სა­შიშ­რო­ე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი იყო. მა­შინ გიჟი ვი­ყა­ვი, ში­შის გრძნო­ბაც არ მქონ­და. იქ ყვე­ლა­ნი არი­ან მე­კობ­რე­ე­ბი. ძა­ლი­ან სა­რის­კო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, შუბ­ლზე ია­რაღ­მი­დე­ბულ­მა სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე. მე­კობ­რე­ებ­თან ვცხოვ­რობ­დი და იქ ვა­ლა­გებ­დი ჯან­დაც­ვას. იმ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს კლავ­და, დიდი ხოც­ვა და­ი­წყო. ვრე­კავ, თვითმფრი­ნა­ვი მჭირ­დე­ბა და გა­მო­მი­ყა­ვით – მეთ­ქი. თვითმფრი­ნა­ვი ორ დღე­ში მო­ვაო.


ორ დღე­ში ჩემს ძვლებ­საც ვე­ღარ ნა­ხავთ-მეთ­ქი, წი­თელ ჯვარს ვეხ­ვე­წე, – არაო. ნარ­კო­ბა­რონს ვე­სა­უბ­რე, ეთი­ო­პი­ი­დან გე­მით ნარ­კო­ტი­კი ჩა­მოჰ­ქონ­დათ, იმა­ნაც კარ­გი ბიჭი ხარ, მაგ­რამ შენ ვერ გა­და­გიყ­ვან, ნარ­კო­ტიკს – კი, ბა­ტო­ნოო. ვფიქ­რობ­დი, გე­მით გა­და­მე­ცუ­რა, რომ იე­მენ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.


და­ვი­ქი­რა­ვე გემი და მერე მი­თხრეს, – არ ქნა, თო­რემ შუა ზღვა­ში გა­და­გაგ­დე­ბე­ნო. მან­ქა­ნით რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გზა ყველ­გან და­ნაღ­მუ­ლი იყო. იქ რა­ღაც ისე­თი მოხ­და, რა­საც ვერ გე­ტყვით, მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი.


– ალ­ბათ სო­მა­ლი­ში დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნილ­ხართ…


– მე ვარ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ ვი­ყა­ვი გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­სა და სომ­ხეთ­ში, სომ­ხეთ­ში ისე­თი ძლი­ე­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ვა­კე­თე, სომ­ხებს ახ­ლაც ვახ­სო­ვარ. რუ­სეთ­ში არ შე­მიშ­ვეს. ამის შემ­დეგ ჯან­მო – ში ვმუ­შა­ობ­დი, ჟე­ნე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე წელი. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­ვა­კე­თე. მერე ბირ­მა­ში გა­მოჩ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო პო­ზი­ცია, იქ ვი­ყა­ვი შიდსის და არა­ლე­გა­ლუ­რი წამ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი…


ვმუ­შა­ობ­დი სომ­ხეთ­ში, მერე თბი­ლის­ში, მერე ისევ დავ­ბრუნ­დი ინ­დო­ეთ­ში. ინ­დო­ეთ­ში ვინც მუ­შა­ობს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, ყვე­ლა გა­დის ჩემს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ კურ­სებს. რამ­დე­ნი­მე წელი ინ­დო­ე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ერთ-ერთ ჩემს ჩა­მოს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა “ჩემი ოჯა­ხის კლი­ნი­კა­ში“, ახ­ლან­დელ “ევექსში“ მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში აღ­მოვ­ჩნდი “ალ­დაგ­ში“. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ყა­ვი ინ­დო­ე­თის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი და თბი­ლის­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი თვე­ში ერთი-ორ­ჯერ… გი­ორ­გი ფხა­კა­ძეს ერაყ­ში, მო­სუ­ლის აღე­ბის დროს, არა­ერ­თი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.


მო­ბი­ლუ­რი ბრი­გა­დე­ბიც მო­მიმ­ზა­დე­ბია. ის­ლა­მის­ტე­ბი რომ ბომ­ბავ­დნენ, მო­სულ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, შე­ვა­მოწ­მე ერთი სა­მე­დი­ცი­ნო პოს­ტი, ცოტა ხანს უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ვიჩ­ქა­რე და მე­ო­რე პოს­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლად წა­ვე­დი და წა­მო­ვე­დი თუ არა, ის პოს­ტი აფეთ­ქდა და ყვე­ლა გარ­და­იც­ვა­ლა… მე გა­დავ­რჩი.


– ამა­სო­ბა­ში თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლი აა­შე­ნეთ, რო­გო­რი ის­ტო­რია აქვს თქვენს სახ­ლს?


ამ სახ­ლს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თად სამ – შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რივ, საბ­ჭო­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დე­ბად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ფე­ო­და­ლუ­რი ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სიც გა­ლავ­ნით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.


უც­ნა­უ­რია, რომ თბი­ლის­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი გა­ლავ­ნი­ა­ნი სახ­ლი, ე.წ. ციხე-სახ­ლი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, X სა­უ­კუ­ნე­ში იყო აგე­ბუ­ლი. XIII სა­უ­კუ­ნე­ში მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვი­სას ციხე-სახ­ლი ნან­გრე­ვე­ბად იქცა. XVI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ეს შე­ნო­ბა სო­მე­ხი სოვ­დაგ­რის, მე­ლიქ ბე­ბუ­თო­ვის სა­კუთ­რე­ბა გახ­და. XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ერთ-ერ­თმა ბე­ბუ­თოვ­მა სახ­ლი თა­ვის დას გა­დას­ცა, რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, იქა­უ­რო­ბა დე­და­თა მო­ნას­ტრად გა­და­ა­კე­თა.


1795 წელს, კრწა­ნი­სის ომის დროს, აღა-მაჰ­მად-ხან­მა მთე­ლი თბი­ლი­სი გა­დაწ­ვა და და­ან­გრია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი გა­დარ­ჩა და სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შაჰი თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს სწო­რედ ბე­ბუ­თო­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის აღ­დგე­ნამ­დე აქ უცხოვ­რია და აქვე გარ­დაც­ვლი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნარ­ქი – გი­ორ­გი XII.


სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, ოდეს­ღაც მშვე­ნი­ე­რი ციხე-სახ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი “კო­მუ­ნალ­კა“ გახ­და. 1998 წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ამ შე­ნო­ბა­ში შე­ვი­ძი­ნე მცი­რე ფარ­თი. 90-იანი წლე­ბის სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო ძველ ქა­ლაქ­ში აღა­რა­ვის უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით ყიდ­დნენ თა­ვი­ანთ ბი­ნებს და მეც ეტა­პობ­რი­ვად შე­ვი­ძი­ნე 23 ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.


გავ­ყი­დე ჩემი ულა­მა­ზე­სი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი წე­რეთ­ლის 17-ში, ქუ­თა­ის­ში და ამ ფუ­ლით შევ­ძე­ლი ბოლო მე­ზობ­ლის ერთი ოთა­ხის ყიდ­ვაც თბი­ლის­ში. მერე რე­მონ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თე. რაც ფული მი­შო­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ამ სახ­ლის კედ­ლებ­ში ჩავ­დე. სახ­ლი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი იყო, ამის აღ­დგე­ნა მოხ­და 20 წლის რთუ­ლი მუ­შა­ო­ბით. ახლა ეს სახ­ლი ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სახ­ლია. ამ სახ­ლის სა­ძირ­კვე­ლი მე-18 სა­უ­კუ­ნი­საა. საფ­რან­გეთ­ში, ძვე­ლი, ნა­პო­ლე­ო­ნის დრო­ინ­დე­ლი სახ­ლი მაქვს.


– რო­გორ გახ­დით გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი?


– ამა­სო­ბა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ერ­თი დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცია მთა­ვა­ზობ­და მრჩევ­ლო­ბას. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, როცა ნიუ-იორ­კი­დან, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნო­დან და­მი­რე­კეს და მკი­თხეს – თქვენ ხართ გი­ორ­გი ფხა­კა­ძე? – დიახ, მე ვარ – მეთ­ქი. თქვენ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა დაგ­ნიშ­ნათ თა­ვის მრჩევ­ლა­დო. მე­უბ­ნე­ბა, – სა­ბუ­თებს მი­ი­ღებთ, მო­ა­წე­რეთ ხელი, პრეს­რე­ლი­ზი უნდა დავ­დოთ ორ სა­ათ­ში და მარ­თლაც ორ სა­ათ­ში და­ი­დო პრეს­რე­ლი­ზი. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, 4 დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბორ­დის წევ­რი ვარ, პლუს ლექ­ცი­ე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ მინ­და ცხრი­დან ექ­ვსამ­დე სამ­სა­ხუ­რი. საფ­რან­გეთ­ში სახ­ლი ვი­ყი­დე და 42 წლის ასაკ­ში პენ­სი­ა­ში გა­ვე­დი.


– თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?


– ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას სჭირ­დე­ბა დრო. ცოლი არ მყო­ლია, მაგ­რამ ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რი ცრემ­ლი და კრა­ხი კი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემს ყვე­ლა კლა­სელს ქუ­თა­ის­ში ოჯა­ხი და­ენგრა. მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც არა­ვინ მო­მიყ­ვა­ნია, ასე გა­შო­რე­ბა უფრო იო­ლია, იმა­თი შემ­ყუ­რე არ მინ­და ცოლი. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა ჩა­ე­რი­ოს და არ უნდა იცო­დეს, ვინ წევს ჩემს ლო­გინ­ში.


ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს რო­გორ ვარ და ხვალ რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ არ იცის. ლვოვ­ში ერთი გოგო მომ­წონ­და და დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, – ცო­ლად ქარ­თვე­ლი გოგო უნდა მო­იყ­ვა­ნოო. ვნა­ხოთ, იქ­ნებ, ოდეს­მე მარ­თლაც ქარ­თვე­ლი ქალი მო­ვიყ­ვა­ნო ცო­ლად.


ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.ambebi.ge/article/261585-coli-ar-mqolia-magram-bevri-sasiqvarulo-urtierto/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.