შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

როცა რიგი მომიწევს, უცილებლად ავიცრები: გიორგი ფხაკაძე

0

15/03/2021

“როცა რიგი მომიწევს (ჯერ 44 წლის ვარ), აუცილებლად ავიცრები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.” – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.


ფხაკაძე ამბობს, რომ აუცილებლად აიცრება ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული და აქვე საზოგადოებას ჯანმრთელობას უსურვებს და გონიერი და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს:


“პირადში შეკითხვები ბევრია და საჯაროდ დავწერ, ყველა ჩემი მეგობრისა და ჩემი გვერდის ყველა ვიზიტორის გასაგონად:


როცა რიგი მომიწევს (ჯერ 44 წლის ვარ), აუცილებლად ავიცრები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization (WHO)) მიერ იქნება აღიარებული!


ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მტკიცებით მედიცინაზე დამყარებულ, გონიერ და უსაფრთხო გადაწყვეტილებებს!” – წერს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
პირველ ეტაპზე, იცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.


დილითვე, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.


ვაქცინა ასევე გაიკეთეს თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/roca-rigi-momiwevs-ucileblad-avicrebi-giorgi-fkhakadze




ექთნის გარდაცვალება სისტემის პრობლემა იყო, თუ მოსახდელია ბოდიში მოვიხადოთ, თუ დასასჯელია ვინმე…

0

22/03/2021

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერის” ეთერში ეხმიანება. მისი თქმით, ახალციხეში მომხდარი ფაქტი არა ვაქცინის, არამედ სისტემის ბრალია. ბაქრაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ იგივე შეცდომა აღარ განმეორდეს.


ექთნის გარდაცვალების საკითხის შესასწავლად საქართველოში შესაძლოა “ასტრაზენეკას” წარმომადგენლები ჩამოვიდნენ: ამირან გამყრელიძე


“ეს ვაქცინის პრობლემა არ იყო, ეს სისტემის პრობლემა იყო. იმედია, რომ ამ სისტემის ყველა ნიუანსს ვნახავთ ვიტყვით საჯაროდ, თუ მოსახდელია ბოდიში მოვიხადოთ, თუ დასასჯელია ვინმე დაისაჯოს. ყველაზე მთავარია, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა,”-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა


შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა


შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/eqtnis-gardacvaleba-sistemis-problema-iyo-tu-mosakhdelia-bodishi-movikhadot-tu-dasasjelia-vinme-daisajos-giorgi-fkhakadze



საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, მაგრამ მთავრობას ამის აღიარების ეშინია: გიორგი ფხაკაძე

0

02/04/2021

პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ამბობს, რომ საქართველოში მესამე ტალღა უკვე მეორე კვირაა დაწყებულია, მაგრამ ამის აღიარების უბრალოდ ეშინიათ.


მისი თქმით, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ მესამე ტალღა დაწყებულია.


„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი.


როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან.

თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.


ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“ – ამბობს ექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.


ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია – გიორგი ფკახაძე


ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=external&v=494857618187914





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saqartveloshi-mesame-talgha-ukve-dawyebulia-magram-mtavrobas-amis-aghiarebis-eshiniagiorgi-fkhakadze


“მოვამზადოთ ჟანგბადები, მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე!”

0

11/04/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი პირდაპირი ჩართვის მეშვეობით კოლეგებს და საზოგადოებას მიმართავს.


ფხაკაძე მესამე ტალღის თაობაზე ხალხს აფრთხილებს და ამასთან აღნიშნავს, რომ მომდევნო 2 კვირა ძალიან მძიმე იქნება.


„კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა.


ჩემო კოლეგებო, მოემზადეთ-მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშუალებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენ პროფესიონალიზმს.


საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო ვერაგი, რადგან უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ.


იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.


მივმართავ მოსახლეობას-გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ“, – ამბობს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/movamzadot-djangbadebi-momavali-2-kvira-gveqneba-dzalian-mdzime-giorgi-fkhakadze




სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებათ, მერე სპერმის ხარისხი იკარგება, დრო არ დაკარგოთ

0

12/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მოუწოდებს ბავშვები დროულად გააჩინონ. მისი განმარტებით კვლევები ცხადყოფს, რომ ვინც კორონავირუსის ინფექციის შემდეგ სპერმის ხარისხი ფუჭდება.


“სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვები, სანამ კოვიდი დაგემართებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც კორონავირუსი გადაიტანა, მათი სპერმის ხარისხი ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო.


ამასთან დაკავშირებით, დიდმა გამომცემამ დაწერა. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით პროლემები არსებობს.


ჩემი რჩევაა, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, გააკეთეთ სანამ კოვიდი დაგემართებათ, დრო არ დაკარგოთ. რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ არ იცის”,-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ facebook-ის live-ჩართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saswrafod-gaaketet-bavshvi-sanam-kovidi-dagemartebat-mere-spermis-khariskhi-ikargeba-dro-ar-dakargot-giorgi-fkhakadze


„სამწუხაროდ, ინდური მუტანტი ყველაზე ძლიერად ურტყამს ბავშვებს…

0

26/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ახალ ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილების გამო მსოფლიოში პანდემიის მორიგი დამანგრეველი ტალღის შესახებ საუბრობს:


„ჩვენ ვაგებთ ომს. როდესაც ვირუსი პირველად გაჩნდა, საუბარი იყო ვაქცინის მომზადებაზე. მოხდა შეუძლებელი რაღაც, 9 თვეში ვაქცინა გაკეთდა. ეს არის ენით აღუწერელი მეცნიერული მიღწევა, თავი დავანებოთ ჩიპობანას თავი…


ძალიან დიდი საქმე მოხდა. ახლაც 200-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობს. შედეგი დავინახეთ, პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით. დეკემბერში წამოვიდა ვირუსის სხვადასხვა შტამი, ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზიულიური, ამერიკული, – კალიფორნიიდან, და ბოლოს, ინდური. მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც იქნებოდა…


როცა ჩემს კოლეგებს ვესაუბრებოდი მთელ მსოფლიოში, ვუზიარებდი მოსაზრებებს, დავინახეთ, რომ ბიოლოგიურ ომში მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ ძალიან უსინდისოდ. მათ შეიძინეს ყველა ვაქცინა, კარგია თუ არა, ნაგავია თუ არა, ყველაფერი იყიდეს.


ამ პროცესში ჩაერთო გაერო და თქვა, რომ ცუდად იყო საქმე. ტრამპმა რაც გააკეთა მაშინ, იცით, ჩინეთმა თავისი თამაში დაიწყო, რუსეთმა – თავისი. ამ ქვეყნებს გაეროში ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ. მათ გააგრძელეს ვაქცინების ყიდვა, ოღონდ მეო და სხვა არ აინტერესებდათ… აჩვენეს ის, რომ მდიდრები არასდროს ფიქრობენ ღარიბებზე, ძლიერები – სუსტებზე…“


გიორგი ფხაკაძე ინდოეთში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდური შტამი სწორედ მის ერთ-ერთ ქალაქში, მუმბაიში წარმოიქმნა, – „ინდოეთის მთავრობამ თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და გახსნეს მეტ-ნაკლებად. რამდენიმე დიდი რელიგიური დღესასწაული გაიმართა, ბევრი ხალხი, მილიონობით, ესწრებოდა.


ამას დაემატა არჩევნები. ეს შენი მუტირებული ვირუსი, რომელიც მუმბაის გარეუბნებში იყო მოდებული, აფეთქდა… სამი კვირის წინ ცუდი მანიშნებლები იყო, ორი კვირის უკან სერიოზული საუბარი დაიწყო, დღეს კი იცით, ინდოეთის სამხრეთი არის კოლაფსის წინაშე. ყველა მთავრობა ერთნაირია. იფიქრეს, მივხედავთო, მაგრამ ისე სწრაფად გავრცელდა, რომ დღეში 400 000 ადამიანი ინფიცირდება.


მეც ვიყავი ჩართული ინდოეთის საკითხებში. ძალიან მძიმე ინფორმაცია მოდიოდა. ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. პირველი სიგნალი წამოვიდა, როცა პედიატრიული განყოფილებები მთლიანად შეივსო.


ეს ინდური მუტანტი, სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერად ურტყამს ახალგაზრდებს, 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს, სიკვდილობა არის ბავშვებს შორის ძალიან გაზრდილი… თუკი ვუხანის ვირუსი ახალგაზრდებს იოლად გადაჰქონდათ, ინდური შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ვრცელდება…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-indoetshi-sheqmnil-mdgomareobaze-samwukharod-induri-mutanti-yvelaze-dzlierad-urtyams-bavshvebs



გიორგი ფხაკაძე: „ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

0

29/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე, რამდენიმე კვლევას ცნობილ ვაქცინებთან დაკავშირებით საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და წერს:


„ფაიზერი რომ ეფექტურია, ამის არაერთი კვლევაა უკვე. იხილეთ კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო კვლევა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში „ფაიზერი“ და „მოდერნა“ საკმაოდ კარგ შედეგებს დებენ. ისე, ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 1 მილიარდი „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე გამოყენებულია.


✅ერთი ამგვარი ტიპის კვლევები მანახა რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე… მარტო პოლიტიკური და კორუფციული ტიპის კვლევები არის ხელმისაწვდომი და მეცნიერული კვლევების ხარისხისა რა მოგახსენოთ.

„კიდევ რამდენიმე კვლევა „ფაიზერთან“და „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით…
რუსული და ჩინური კვლევები სად არის?


იქნებ იმ 82 ექსპერტიდან, ვაქცინაციის გეგმა რომ მოამზადეს, ან ვაქცინაციის საბჭოს წევრებმა გამოაქვეყნონ ჩინური ვაქცინის შესახებ რაიმე. ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ase-rom-lobirebt-chinur-vaqcinas-martla-raime-kvleva-mainc-gagviziaret




ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, მას შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს

0

30/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ცნობილი განცხადების შესახებ საუბრობს, სადაც აღნიშნავდა, რომ კოვიდინფექცია მამაკაცის სპერმის ხარისხზე უარყოით გავლენას ახდენდა.


გიორგი ფხაკაძე ამავე მოსაზრებაზე რჩება, თუმცა დასძენს, რომ მისი ეს გამონათქვამი სხვადასხვა კვლევას ეფუძნება და გარდა ამისა, არასდროს უთქვამს, რომ სპერმაზე გავლენას ვაქცინა შეიძლება ახდენდეს. მისი ეს გამონათქვამი მხოლოდ კოვიდგადატანილ პაციენტებს ეხებოდათ.


ჟურნალ „სარკის“ კითხვაზე, მოქმედებს თუ არა კოვიდი ქალის კვერცხუჯრედზეც უარყოფითად, ჯანდაცვის ექსპერტი პასუხობს:

„კვერცხუჯრედებთან დაკავშირებით კვლევები ჯერ არ დადებულა და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ კვერცხუჯრედს სხვა სისტემა აქვს. სპერმის ხარისხი რომ ფუჭდება, ეს დამტკიცებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ უფუჭდება სპერმის ხარისხი, ვისაც კოვიდი შეხვდება.


სამწუხაროდ, ფეხმძიმე ქალებთან დაკავშირებით გვაქვს ცუდი მონაცემები. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობას. ერთ-ერთმა პირველმა შემსწავლელმა ჯგუფმა დაადასტურა მტკიცებულებებით, რომ კორონავირუსს შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს მშობლისა და ახალშობილის ჯანმრთელობას.


კვლევამ ასევე აჩვენა კოვიდ-19-ის ნაადრევი მშობიარობის 60%-დან 97%-მდე გაზრდილი მაჩვენებელი, ხოლო ინფიცირებულ ქალებში. სიცხითა და ქოშინით, მოჰყვა ახალშობილთა გართულებების გაზრდა, როგორებიცაა ფილტვების უკმარისობა, ტვინის დაზიანება და მხედველობის დარღვევები“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-virusi-orsul-qalebs-ufro-mdzimed-gadaaqvt-mas-sheudzlia-shecvalos-orsulobis-procesic-da-ziani-miayenos-mshoblisa-da-akhalshobilis-janmrtelobas




მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? – გიორგი ფხაკაძე

0

30/04/2021

“მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია”,-ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი მოსაზრებით, სააღდგომოდ, როცა ყველაფერი ღიაა, საფლავების ჩაკეტვა გაუმართლებელია. ხოლო რაც შეეხება საფლავებზე ქეიფის, ამის პრევენცია პატრულსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ.


“აღდგომა ჩემთვის დღესასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, სასაფლაოზე არ შეიძლება ადამიანი გავიდეს?!


ჩემი მოსაზრება მარტივია.. დაკეტე მეტრო, კინოთეატრი, რესტორანი, ღრეობა, პურმარილი, სადაც ინფექციაა. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა? დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?


მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრების მონახულება უმნიშვნელოვანესია. მე ახლა საქართველოში რომ ვიყო და ვიღაცამ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა, ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი? ვის აქვს უფლება, გამაჩეროს?


თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაკეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ” – აცხადებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mteli-qveyana-gakhsnilia-da-asaflaos-ketavt-giorgi-fkhakadze




“ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას?” – რომელი ვაქცინით აცრა…

0

04/05/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინით აიცრება.


“დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე.


28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 1.მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 2.ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 3.არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.


მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვიტე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი, „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ფაიზერზე.


რაც შეეხება ზოგადად მოგზაურობას, საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით.


ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას? ხომ გავა დრო, გამოჩნდება სიმართლე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედავთ.


ამას წინათ გავლანძღე როგორც „ნაციონალები“, ასევე მთავრობა, რომ ისინი არიან დამნაშავე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა რომ აფეთქდა, ხოლო მომავალ არჩევნებზე იმავე შეცდომას გაიმეორებენ. მე ვთქვი, პარტიები არიან დამნაშავენი, რა დროს არჩევნებია, გამოაცხადე მორატორიუმი, კოვიდის საკითხი მოაგვარე და შემდეგ იარჩევნე – ამის თქმით შემდეგ შევატყვე, რომ არც ერთ ტელევიზიას ამ სიმართლის თქმა არ მოეწონა, აღარ მირეკავენ კომენტარებისთვის.


არავის თამაშს არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ არა ვარ არავის მონა. ზოგიერთებისგან განსხვავებით… გადახედეთ, რომელი ექსპერტი რომელ ტელევიზიაში გამოდის და ხელისგულზე გაქვთ ლუსტრაცია, ვინ ვინ არის…. ფხაკაძე არის ფხაკაძე, ის ამბობს სიმართლეს! ყველას უნდა, ვიღაცის მხარეს ვიყო, არავის მხარეს არ ვარ, ვარ მხოლოდ სიმართლის მხარეს. სიმართლე არავის უნდა, რადგან მწარეა.


ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ არ მჯერა მათი. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცას დავუჭერდი მხარს. ვაცხადებ, არავის დავუჭერ მხარს, დავუჭერ მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ მორატორიუმია გამოსაცხადებელი, ჯერ დავალაგოთ ვირუსის ამბავი და შემდეგ ვილაპარაკოთ არჩევნებზე.


ინდოეთის სიტუაცია არის მაგალითი, რისი გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია ააფეთქა არჩევნებმა და დიდი რელიგიური დღესასწაულის ჩატარებას, რომელიც არჩევნების გამო გამართეს.


მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.


სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.


კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, რომ ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.


საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.

მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს.


თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს:


1.ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას;


2. მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს.


ქვეყანას ვერ დაკეტავენ, რადგანაც სახელმწიფოს ეკონომიკა გაკოტრებულია. ალბათ, არჩევნებს ჩაატარებენ და დეფოლტს გამოაცხადებენ, რადგანაც ფული და შემოსავლები პრაქტიკულად აღარ არის.


მე გეუბნებით, გზა არსებობს, როგორ შეიძლება ქვეყნის გახსნა და ჩვენ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. დამიკავშირდით, გეტყვით.


ახალი ინიციატივა – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.


რაც შეეხება კარგ ამბებს – ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ – „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.


მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს – საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის:


1. კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება,


2. კოვიდ უსაფრთხო გიდი,


3. კოვიდ უსაფრთხო ტურები,


4. კოვიდუსაფრთხო რესტორანი,


5. კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.


ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია – „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი.


ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.


„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს.


ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!


ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს“,-აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/zogierti-eqsperti-reklamas-uketebs-chinur-vaqcinas-ratom-aketebt-amas-romeli-vaqcinit-acra-gadawyvita-giorgi-fkhakadzem



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.