შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან.. ქვეყანა უნდა მობილიზდეს აგვისტო-სექტემბრის აფე

0

18/06/2021

„მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან… ქვეყანა უნდა მობილიზდეს აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის“,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


„რუსეთში ისევე როგორც ბრიტანეთში 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის “დელტა” (ინდური) ვარიანტით ინფიცირებული. რუსეთში არის საკმაოდ სწრაფი ზრდა კოვიდინფიცირებულების.


სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.


დასკვნა:


რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო “დასავლეთში” შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.


არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ. დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).

დასკვნა საქართველოსთვის:


ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.


რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნეს აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რა ვიცი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).


მასიური, კომპანია უნდა იქნეს ჩართული ყველა მედიაში. ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები („ფაიზერი“/„მოდერნა“ ჯერჯერობით).


მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან… ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.


ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mdgomareoba-ufro-rtulia-vidre-megona-3-4-tvis-ukan-qveyana-unda-mobilizdes-agvisto-seqtembris-afetqebistvis-giorgi-fkhakadze




წლის ბოლოს წამალიც გვექნება – რა ინფორმაციას ფლობს გიორგი ფხაკაძე

0

20/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს წლის ბოლოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად ვირუსის სამკურნალო პრეპარატიც ექნება:


„ჩვენ გვექნება წლის ბოლომდე არა მარტო ვაქცინა, წამალიც…


რატომ ვფიქრობ ასე? ფაქტები – ამერიკის მთავრობამ გამოყო დამატებით 3 მილიარდი დოლარი (ანტივირუსული პრეპარატის შექმნისა და წარმოებისთვის)“. – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/wlis-bolos-wamalic-gveqneba-ra-informacias-flobs-giorgi-fkhakadze


“არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში!” – რატომ ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური…

0

23/06/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, მას ჩინეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მათ მიერ წარმოებული ვაქცინის წინააღმდეგია.


ფხაკაძე ამბობს, რომ არასწორია მიდგომა, როცა ამბობენ – “ნებისმიერი ვაქცინით აიცერი.” ექსპერტი უპირატესობას „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ვაქცინებს ანიჭებს.


არა ჩინურ ვაქცინებს საქართველოში!


”ნებისმიერი ვაქცინით აიცერი” – არასწორია!


სწორია – “მაღალეფექტური ვაქცინებით აიცერი”, “ფაიზერით” ან “მოდერნათი”!


რატომ ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური ვაქცინების შემოტანას:


ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია. მათ აქვთ დაცვის დაბალი მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით (“ფაიზერი”/”მოდერნა”), განსაკუთრებით “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ.


დღეისათვის მსოფლიოში არც ერთი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევა არ არსებობს ჩინური ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

ყველა არსებული ინფორმაცია ჩინური ვაქცინების შესახებ არის ურთიერთგამომრიცხავი, ზედმეტად “შელამაზებული” და დაფინსნსებული/განხორციელებული მწარმოებლის მიერ.


შედარებისთვის:


ისრაელმა და სეიშელის კუნძულებმა განახორციელეს ყველაზე მასიური ვაქცინაცია და შედეგი:


ისრაელში – “ფაიზერით” ვაქცინაციის შემდეგ ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 4.5!


სეიშელის კუნძულებზე – ძირითადად “სინოფარმით” ვაქცინაციის შემდეგ – ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 716!


დასკვნა თქვენზე იყოს!


– ჩემი თუ არ გჯერათ, რასაც მე თვეებია ვსაუბრობ, და, რა თქმა უნდა, ქართველი “ექსპერტების” მიერ არაერთხელ გავილანძღე, უკვე მთელი მსოფლიო, ავსტრალიიდან ამერიკამდე, ამაზე ალაპარაკდა!


დაუჯერეთ გიორგი ფხაკაძეს, ის ამბობს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!


მე არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში!


პ.ს. არაფერი მაქვს ჩინელი ხალხის საწინააღმდეგო”. – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ar-minda-chinuri-vaqcina-saqartveloshi-ratom-ewinaaghmdegeba-giorgi-fkhakadze-saqartveloshi-chinuri-vaqcinebis-shemotanas



გიორგი ფხაკაძე: „ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა…“

0

30/06/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალ მონაცემებს დელტა ვირუსთან და მის მიერ გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვაქცინირებულია.


„ციფრები ჯიუტია…


ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი… ორივე ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! – სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! – მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად…

ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ „ბონუსებს“.


საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ, (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.


ყველაფერი კარგად იქნება!..


ჯანმრთელობას გისურვებთ!..“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-vinc-ra-unda-tqvas-es-virusi-ukve-damarckhebis-gzazea



გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

0

01/07/2021

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” კორონავირუსის მუტირებულ, დელტა შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის უფრო მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ვერაგ გართულებას იწვევს ბავშვებში.


აქედან გამომდინარე, ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ 2 წლიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს აცრა გაკეთებული აქვს თუ არა, სამედიცინო პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს.


“როდესაც ინდოეთში აფეთქება დაიწყო, ჩვეულებრივი კოვიდი ეგონათ. პირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებიდან წამოვიდა. ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა პედიატრიული განყოფილებები. აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. ეს არის ზუსტად განსხვავება. დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს.


სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს არც პირბადე უნდათ და არც არაფერი. ჩემი მეგობრებისადმი მაქვს რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, 2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები.

პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული და ვისაც არ აქვს. ვინც გადაიტანა და ვინც არ გადაიტანა. ერთადერთი გამოსავალი არის ეს მაგიური საშუალება, რასაც ჰქვია სამედიცინო პირბადე”- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=external&v=926814011496654




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-bavshvebma-2-wlidan-unda-gamoiyenon-pirbadeebi-es-aris-ertaderti-gamosavali



“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე

0

01/07/2021

რა პერსპექტივები აქვს ვაქცინების კომბინირებას და როგორია ვაქცინების შერევის გამოცდილება მსოფლიოში? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინების შერევის იდეა აცრის დროს, ადამიანური შეცდომის დაშვების შედეგად გაჩნდა.


“შერეული ვაქცინები დაიწყო შეცდომებით. იგივე ამერიკასა და ასევე, ევროპაში თავდაპირველი მონაცემები წამოვიდა ელემენტარუად, აცრის დროს შეეშალათ. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას რაღაც ეშლება და ეს ნორმალური პროცესია.


როდესაც შეცდომის იდენტიფიცირება მოხდა, იმ წუთშივე კვლევები ჩაატარეს და დაინახეს, რომ არავითარი პრობლემა არ არის. პირიქით, უფრო კარგიც არის ზოგ-ზოგიერთ შემთხვევაში. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით იყო კითხვები და ახლაც არის. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ევროპამ საერთოდ, შეწყვიტა ასტრაზენეკას შესყიდვა, ამერიკას არც არასდროს გამოუყენებია და ახლაც არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ. პირველი ნორვეგია იყო,რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გადავდივართ მთლიანად “ფაიზერზე”, იმ ადამიანებისთვის, ვინც აიცრნენ “ასტრაზენეკათი”, მეორე დოზა შემოთავაზებული იყო სწორდ ეს ვაქცინა, პრაქტიკულად მათ არ ჰქონდათ არჩევანი, მეორე დოზა უნდა გაეკეთებინათ “ფაიზერი”,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, მეორე ვაქცინა სასურველია იყოს ის, რაც პირველი გაკეთდა ან უნდა იყოს უფრო ძლიერი ვაქცინა, როგორც მისივე თქმით, “ფაიზერი” ან “მოდერნაა”.

“ვაღიაროთ, მსოფლიოში 300-მდე ვაქცინა იყო თავიდან პროცესში, ძალიან ბევრი ვაქცინები შეწყდა განვითარების პროცესში. საბოლოო ჯამში, ახლა ჩვენთან საუკეთესო ვაქცინების კუთხით, პირველ ადგილზეა – “ფაიზერი”, მერე მოდის “მოდერნა” და მერე სხვა ვაქცინები. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა მოცემულობა გვაქვს, მაგრამ რეალობა ასეთია.

მეც პირადად “ფაიზერით” ავიცერი. მე მაქვს წვდომა ინფორმაციებზე სხვადასხვა ვაქცინების შესახებ, ბოლოს და ბოლოს, ნიახური ხომ არა ვარ, მეორეჯერ არ მოვალ დედამიწაზე. ჩემი თავი მიყვარს.


ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და რა თქმა უნდა, როდესაც ვაქცინაციის გადაწყვეტილება მივიღე, ჩავთვალე, რომ ამ დროისათვის ეს არის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო ვაქცინა, რაც არის დედამიწაზე”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/faizerit-aviceri-niakhuri-khom-ar-var-meorejer-movide-giorgi-fkhakadze


თქვენი და თქვენი მსმენელების დახმარებით შევძელით, რომ დღეს პირბადე ქვეყანაში არის ძალიან დაბალ ფასში

0

01/07/2021

“ვაღიაროთ, რომ ეს არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია, როდესაც მილიონ ნახევარ ვაქცინას ჩამოიტანენ, მაშინ დაიწყება ვაქცინაციის კამპანია”, – ასე ეხმაურება პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს.


“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე


როგორც გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, დღესდღეობით პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო ვაქცინა და წამალი – სამედიცინო პირბადეა.


“როდესაც ისრაელში მოიხსნა შეზღუდვები, ჩემს მეგობრებს მთავრობაში ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, მაგრამ იქ არჩევნები იყო და ძალიან სწრაფად გააკეთეს ვაქცინაცია, რაც ეფექტური აღმოჩნდა.


შემდეგ დაინახეს, რომ 100%-იანი დაცვა არცერთ ვაქცინას აქვს. “ფაიზერს” აქვს 88% ანუ 100 ადამიანიდან, ვინც აიცრა, 88 ადამიანი იქნება დაცული, დანარჩენი არის საშიში.


მე არცერთი პოლიტიკური პარტიის არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი. მესმის მაგათ თავისი გაჭირვება აქვთ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

მე წამოვიწყე კამპანია, მაგრამ სხვათაშორის, თქვენი და თქვენი მსმენელების დახმარებით, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ გაიკეთეთ ერთი დოზა, ორი, ჩინური თუ “ფაიზერი”, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გთხოვთ, გაიკეთოთ პირბადე.


რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხის რაოდენობა, ადამიანი არის ორ მეტრზე ახლოს, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ”.- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-tqveni-da-tqveni-msmenelebis-dakhmarebit-shevdzelit-rom-dghes-pirbade-qveyanashi-aris-dzalian-dabal-fasshi


„უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება“

0

02/07/2021

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია. ახლა ბევრი რამ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ და არა. ვვარაუდობ, რომ უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და გადაცემაში “კვირის თემა” მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.


“სამწუხაროდ, ამ ბიოლოგიურ ომში პრაქტიკულად, იგებენ მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავიდან დაბნეულები იყვნენ, მაგრამ ახლა მთლიანად ხდება ყველანაირი რესურსის მობილიზება.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეპიდემია არის კონტროლის ქვეშ. არის რაღაც აფეთქებები, მაგრამ ზოგადად, კონტროლის ქვეშ არის და ალბათ, უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება და ახალ წელს ევროპა შეხვდება საკმაოდ კარგად, უფრო უსაფრთხოდ და დაცულად.”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, მიუხედავად მისი ასეთი პროგნოზისა, საქართველოში არსებული ვაქცინაციის ტემპის მიხედვით, კორონავირუსისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.

“ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

მე წამოვიწყე ეს კამპანია და სხვათაშორის, თქვენი დახმარებით, თქვენი მსმენელების დახმარებით, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

“არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაიკეთეთ ვაქცინის ერთი დოზა თუ ორი – ჩინური თუ ფაიზერი, ყველამ უნდა ატაროს პირბადე.”

რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხმრავლობა – დისტანცია კი 2 მეტრზე ნაკლები, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებთან მიმართებაში გაამახვილა:

“დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადე არ უნდათ. ჩემი მეგობრებისადმი არის შემდეგი სახის რეკომენდაცია, რომ ახლა, 2 წლიდან ბავშვებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადეები.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ukve-seqtembridan-dzalian-kargi-shedegebi-gveqneba-evropa-akhal-wels-daculad-shekhvdeba-giorgi-fkhakadze


“იმედია სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს” – გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

0

04/07/2021

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის განცხადებას, “ფაიზერის” ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.


შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა.


ცერცვაძე: მხოლოდ “ფაიზერი” რომ უნდათ, ეს მაგონებს, მოქალაქეები გამოვიდნენ და თქვან, თითო ბოლო გამოშვება „მერსედესი“ გვინდაო


“იმედია სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს,


იმედია, კონტექსტიდან არის ამოღებული,


და ისე ხო … მართალია… რითი აიცრა ბატონი ცერცვაძე?! როგორც ცნობილია ფაიზერით!


ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ დელტა ვარიანტი ეს არის მაღალ ეფექტური ვაქცინები … ფაიზერი ჩემო ბატონო.


ფაიზერის ვაქცინა ეს არ არის ბოლო გამოშვების მერსედესი, ფაიზერი არის უბრალოდ “მანქანა”, დანარჩენი კი “ხრიკები”…


წაიკითხეთ ჩემი ბოლო სტატუსები და მიხვდებით რომ ეს ასე არის.


მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გამოთქმა ბატონი ცერცვაძის არის კონტექსტიდან ამოგდებული…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/imedia-skhva-ramis-tqma-undoda-baton-cercvadzes-giorgi-fkhakadze-tengiz-cercvadzes-pasukhobs


“აგვისტოს თვე იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის, ათობით კი არა ასობით ადამიანის სიცოცხლე…

0

21/07/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ აგვისტოს თვე საქართველოსთვის უმძიმესი იქნება.


მისივე პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.


„ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. აგვისტოს თვე იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის.


ჩვენ უკვე შევედით ამ მძიმე მდგომარეობაში.


ათობით კი არა, ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება, კონკრეტულად ამ ტალღის შედეგად.


ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთის გაშავებისა და ერთმანეთის პიარის დრო ნამდვილად არ არის.


ახლა ერთადერთი რამის დროა – დავეხმაროთ ერთმანეთს.


ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არჩევნები იწყება ოქტომბერში. ეს ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იქნება შეხვედრები, მიტინგები და უპირბადო შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მძიმე მდგომარეობას.


აქ აღარ არის საუბარი ერთ-ორ კვირაში რა იქნება, აქ არის საუბარი ერთ დღეში, 2 საათში, 10 საათში რა მოხდება.


აი ეს არის მთელი უბედურება.


მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რითაც შემეძლება, თუ ჩემი პატარა რჩევა რამეში დაგჭირდებათ მე ვარ ღია და ყველას დავეხმარები უანგაროდ. მთავარია გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე მაინც.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/agvistos-tve-iqneba-katastrofuli-chveni-qveynistvis-atobit-ki-ara-asobit-adamianis-sicockhle-daikargeba-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.