პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

„სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე მაიმუნის ყვავილს…“

0

30/05/2022


გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველის” გადაცემას ჩაერთო და განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ატეხილი პანიკა გადაჭარბებულია. ჯანდაცვის ექსპერტმა დასძინა, რომ ეს დაავადება მარტივად მიმდინარეობს ად ზოგჯერ მკურნალობასაც კი არ საჭიროებს, ამასთან, ევროპულ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის შედარებით მსუბუქი ვერსიაა გავრცელებული.


„აფრიკაში ბევრი ვირუსი არის ენდემური. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვირუსს, ეს არის საყურადღებო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს. ვფიქრობ, მოსახლეობაში არასწორი პანიკა არის ატეხილი.


სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ამ ვირუსს. ეს ვირუსი ძირითადად ვითარდება, ვრცელდება აფრიკაში. აფრიკაში ვირუსის 2 ვარიანტია. ერთი გავრცელებულია – კონგოში, მეორე – ნიგერიაში. ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა მეორე, რომელიც არის მსუბუქი და ისე მსუბუქად გადის ეს ვირუსი მკურნალობაც არ სჭირდება. 2-4 კვირის შემდეგ პაციენტი არის კარგ მდგომარეობაში.


საპანიკო არაფერია, საშიში არ არის, ვაქცინები და წამლები არსებობს. იმდენად მომზადებულია მსოფლიო ამ ვირუსთან ბრძოლაში, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს ვირუსი. ერთ-ორ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიხედავს. საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-sigaretis-moweva-ufro-sashishia-da-ufro-cudi-shedegi-moaqvs-vidre-maimunis-yvavils



დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს.. საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის, ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე

0

02/06/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია აღარ არის და ახლა, მხოლოდ პროცესების მართვაა საჭირო.


“საქართველო დღეს, რა უნდა გავაკეთოთ, ბლიცანალიზი – გიორგი ფხაკაძე (2/06/2022) პარიზი, საფრანგეთი.


1. სახელმწიფომ შემოიტანა მაღალეფექტური „ფაიზერის“ ვაქცინა და აიცერით პროტოკოლის მიხედვით, ვის როგორც გეკუთვნით.


2. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, განსაკუთრებით, ვინც ხართ 60 წელს გადაცილებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე, ხშირად დაიბანეთ ხელები.


3. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ, რომ პოზიტივი არის ერთადერთი, რასაც არ სჭირდება არც ვაქცინა, არც პირბადე. პოზიტივს სჭირდება მხოლოდ ღიმილი და ხედვა, რომ პრაგმატულად შევხედოთ მომავალს.


4. საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის. ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა. ახლა პროცესები უნდა ვმართოთ.

5. მჯერა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ შეცდომებზე უკვე ისწავლა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ამ შეცდომებზე სწავლისგან მიღებული გამოცდილებით ვნახავთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.


6. პროგრესმა და მეცნიერებამ კოვიდზე გაიმარჯვა. ეს არის ჯიუტი ფაქტი. გამოიყენეთ მეცნიერების მიღწევები.


7. დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუ ყველა თავის ჯანმრთელობას მიხედავს, ყველაფერი კარგად იქნება.


8. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა არა ვიღაცის, არამედ თქვენს ხელშია.


9. და ბოლოს, გვახსოვდეს: სწორი ინფორმაცია ნეგატიური არ არის. ნეგატიური არის ტყუილი, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. სწორი ინფორმაცია სწორად უნდა აღიქვათ და მიიღოთ.


10. ვიყოთ პოზიტიურები, მოვუსმინოთ სწორ ინფორმაციას, ვენდოთ სპეციალისტებს და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა!


ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-dghes-panikis-safudzveli-ar-arsebobs-saqartveloshi-sagangasho-situacia-ar-aris-qveyanam-jojokheti-ukve-gaiara



“კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო, საქართველოში – კოვიდის ანუ მეტსახელად ცნობილი “სეზონური ვირუსის”

0

14/06/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ევროპაში ომიკრონის შტამის აფეთქებაზე წერს და აცხადებს, რომ საქართველოში გავრცელებული სეზონური ვირუსი სწორედ ომიკრონია.


“კოვიდის ომიკრონის ვარიანტები (BA.4 და BA.5) არიან დომინანტები მთელ მსოფლიოში. ყველა სხვა ვარიანტები “ჩაბარდა ისტორიას”.


კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო და ლიდერობს პორტუგალია. საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთში არც ისე “შორს” არიან…

საფრანგეთში გუშინ 30,000 ადამიანი დაინფიცირდა …


საქართველოში კოვიდის ანუ მეტსახელად ცნობილი “სეზონური ვირუსი” მორიგი აფეთქება/ტალღა უკვე დაიწყო 2022 წლის ივნისის დასაწყისში…


პორტუგალიაში ზაფხულის სეზონის “ჩავარდნის” ეშინიათ… მათ საქართველოდან უნდა ისწავლონ. შეუცვალე სახელი და მორჩა… აი ხომ ხედავთ ევროპაზე უფრო “მაგრები” ვართ…”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/kovidis-afetqeba-evropashi-daiwyo-saqartveloshi-kovidis-anu-metsakhelad-cnobili-sezonuri-virusis-morigi-talgha-giorgi-fkhakadze



„აპრილამდე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან“ – გიორგი ფხაკაძე

0

25/06/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.


ამასთან, გიორგი ფხაკაძე რეინფიცირების შემთხვევათა მატებაზე საუბრობს და მოქალაქეებს აფრთხილებს.


“პარიზიდან მოვდივარ თბილისში. ძალიან მიხარია, ამას არ აქვს რაიმე პოლიტიკური კონტექსტი, ხომ იცით, მე და პოლიტიკა ვართ, როგორც შავი და თეთრი.


მე რომ მოვდივარ საქართველოში, ამისთვის მადლობა უნდა უთხრათ “ომიკრონს”. მიზეზი ძალიან მარტივია. ომიკრონი არის გადამდები. მე და ფაუჩის ფაქტობრივად, ერთდროულად დაგვემართა კოვიდი, ომიკრონის ვარიანტი.


რატომ ვამბობ ახლა ამას? სტატია დავდე, გთხოვთ, წაიკითხოთ. სტატიაში ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ ყველა იმ ადამიანს, საქართველოს პერიოდში, ვინც იყო ინფიცირებული აპრილამდე, შეიძლება აპრილის ჩათვლით, შესაძლოა, ხელახლა დაგემართოთ კოვიდი, ვინაიდან ომიკრონის ეს ვარიანტი არის ძალიან გადამდები და იმას სულ არ აინტერესებს თქვენ იყავით ადრე სხვა ვარიანტებით ინფიცირებული თუ არა. ამიტომაც არის, რომ რეინფიცირების ციფრები ავიდა მაღალ ნიშნულზე.


ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, მოსახლეობის თითქმის 80%-მა გადაიტანა კოვიდი ზამთრის პერიოდში. მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში, თქვენ, ვინც გადაიტანეთ კოვიდი, არ ხართ დაცული, ვინაიდან, “ომიკრონის” ახალი ვარიანტი შემოსულია უკვე საქართველოში და მთელ მსოფლიოში”, – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.


მანამდე, ჯანდაცვის ექსპერტმა ამ თემაზე პოსტიც გაავრცელა და დაწერა:


“სამწუხაროდ, საქართველოში ადრე მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი ანუ თითქმის ყველა, ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%), არ არიან დაცული ომიკრონისგან
ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება).


ისინი, რომელთა ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტია გასული, სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან,


კორონა ვირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი,


ეს არის ფაქტი”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

როგორ დასახლდა გიორგი ფხაკაძე ივანიშვილის მეზობლად: „ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს…

0

06/07/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს უნიკალური და ისტორიული სახლის შესახებ, რომელიც მან ივანიშვილის მეზობლად იყიდა. მისი თქმით, იქ 23 ოჯახი და 11- ადამიანი ცხოვრობდა:


„დაახლოებით 20 წლის წინ ამ ისტორიულ შენობაში ერთი ოთახი ვიყიდე, მერე მეორე, მესამე… ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ბინა მილიონი ღირსო. ძალიან რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი. ზოგს ბინა ვუყიდე, ზოგს ფული მივეცი…“


ფოტოგალერეა: დაათვალიერეთ ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის სახლი თბილისში, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება


გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საკუთარი ფინანსების მობილიზება ამ სახლის გასაკეთებლად მოუწია:


„მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული. ძველი შევინარჩუნე, რადგან ვფიქრობ, როდესაც ძველი ინგრევა, აგური უნდა გამოიღო, გაწმინდო, კირით შეავსო და თავის ადგილას დადო. ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? დაანგრევენ, ბლოკით ააშენებენ და მერე აკეთებენ ვითომ ძველებური სტილით…“


კითხვაზე, იცნობს თუ არა მეზობელ ბიძინა ივანიშვილს, ჯანდაცვის ექსპერტი პასუხობს:

„მე პირადად ბატონ ივანიშვილს არ ვიცნობ და მასზე ვერაფერს ვიტყვი. არასდროს ვსაუბრობ იმაზე, ვისაც არ ვიცნობ…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-dasakhlda-giorgi-fkhakadze-ivanishvilis-mezoblad-zogi-milions-itkhovda-ivanishviltan-akhlos-vckhovrob-da-chemi-bina-milioni-ghirso



“მტრებს მხოლოდ მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ…” – გიორგი ფხაკაძე რომან გოცირიძესთან ერთად

0

09/07/2022

სამედიცინო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პარლამენტარ რომან გოცირიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ “მტრებს ერთიანობით დავამარცხებთ”.
“კოვიდი ჩვენი საერთო მტერია…

მტრებს მხოლოდ მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ…


სხვათა შორის, კოვიდი თითქმის ერთდროულად შეგვხვდა და ერთნაირად წარმატებით დავამარცხეთ იმიტომ, რომ ორივენი დროულად და პროტოკოლის შესაბამისად გახლდით ვაქცინირებული”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mtrebs-mkholod-mkholod-ertianobit-davamarckhebt-giorgi-fkhakadze-roman-gociridzestan-ertad



“ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი” – რაზე აფრთხილებს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას და რას…

0

16/07/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი ქვეშტამის BA 5-ის გავრცელების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვარიანტი ყველას შეხვდება.


“ძირითადად, არის BA 5-ის აფეთქება, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გვექნება არასასიამოვნო ციფრები. საქართველოში უკვე დაიწყო BA 5-ის აფეთქება, რაც მთელ მსოფლიოშია. ამერიკაში 10%-ით არის გაზრდილი ჰოსპოტალიზაცია. BA 5, ომიკრონის ვარიანტი ვრცელდება ძალიან სწრაფად. ეს არის ყველაზე სწრაფად გავრცელება მსოფლიოში, ყველა ვარიანტთან შედარებით.


თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ თქვენ ხართ გაციებული, გაქვთ გრიფის სიმპტომები, ამ ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში რა დროს გრიპია, ეს არის ჩვეულებრივი კოვიდი. ვინაიდან ვრცელდება ძალიან სწრაფად მსოფლიოში და საქართველოც არის მსოფლიოს ნაწილი, ნელ-ნელა ციფრები ადის ყველგან. საქართველოშიც რასაც მთავრობა აცხადებს, იმას უნდა დავუმატოთ ერთი ნული. ფხაკაძე თუ არ იტყვის ვინ იტყვის. ეს არის ფაქტი. ჯერ გამლანძღავენ, იძახიან ფხაკაძემ პანიკა დათესა და მერე ამბობენ, უი ასე ყოფილა.

მე მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები, გაითვალისწინეთ, ყველა პოტენციური პაციენტი ვინც თქვენ კლინიკაში შემოდის, არის პოტენციური კოვინფიცირებული. რა თქმა უნდა, გულის დაავადებები, დიაბეტი და სხვა დაავადებები არსად არ წასულა, მაგრამ კოვიდიც ვრცელდება ყველგან.


ასევე, არასასიხარულო ამბავი არის – BA 5 სამწუხაროდ, შეხვდება ყველას. თუ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თუ გადაიტანეთ თვე ნახევრის უკან, ძირითადად, თქვენ უკვე გადაიტანეთ BA 5, თუ არ გადაგიტანიათ ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი. სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს, ყველას დაგემართებათ. არ უნდა ინერვიულოთ, ვიცით, რომ ყველას დაგვემართება”, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yvelas-dagemartebat-es-veragi-virusi-raze-afrtkhilebs-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-da-ras-mouwodebs-samedicino-dawesebulebebs




ვიდეო: ია ფარულავა და გიორგი ფხაკაძე მამა პეტრე კოლხს ერთაწმინდაში ესტუმრნენ – “როგორი საყვარელი…

0

20/07/2022

მსახიობი ია ფარულავა და ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მამა პეტრე კოლხმა ერთაწმინდაში აგარაკზე დაპატიჟა. ვიდეოები ია ფარულავამ გამოაქვეყნა.


როგორც ჩანს მეგობრებმა მხიარულად იმგზავრეს და სულ სიცილ-კისკისით ჩავიდნენ ერთაწმინდაში.



მოკრძალებული და ჰიპური – ასე ახასიათებს ია ფარულავა მამა პეტრეს ერთაწმინდის სახლს, რომლის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-ia-farulava-da-giorgi-fkhakadze-mama-petre-kolkhs-ertawmindashi-estumrnen-rogori-sayvareli-sakhli-hqonia-mokrdzalebuli-hipuri


“გილოცავთ კოლეგებო, განსაკუთრებით გამიხარდა ექთნების ხელფასის ზრდა 100%-ით!” – გიორგი ფხაკაძე

0

01/08/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდას ეხმიანება.


“როგორც რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის (სახელმწიფო საავადმყოფოები) ყოფილ კლინიკურ დირექტორს, მიხარია, რომ ჩემს ყოფილ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასი გაეზრდებათ.


ასევე უნდა გაძლიერდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის სისტემა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემა.


კიდევ ერთხელ გილოცავთ, კოლეგებო, განსაკუთრებით გამიხარდა ექთნების ხელფასის ზრდა 100%-ით!


ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფეისბუქში გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც.
ექთნები დღეიდან გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/gilocavt-kolegebo-gansakutrebit-gamikharda-eqtnebis-khelfasis-zrda-100-it-giorgi-fkhakadze



გიორგი ფხაკაძე: “საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება, ბუსტერი…

0

02/08/2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება.


“✅გაფრთხილებდით…
✅ბუსტერი გაიკეთეთ დროზე…
✅ის, რომ საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება, ეს არის ფაქტი❗️
✅ისიც ფაქტია, რომ 60 წელს გადაცილებულებში და ქრონიკულ პაციენტებში კოვიდი უფრო რთულად მიმდინარეობს. ხო და, ბუსტერი დროზე გაიკეთეთ, ვინც უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ და დანარჩენები, რა ვიცი, “ლატარიას თამაშობთ”?! ან რა უნდა მოიგოთ?!


წაგებით იცით, რასაც წააგებთ…. თავად ჩამოთვალეთ…
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-kovidi-mosakhleobis-umravlesobas-seqtembramde-shekhvdeba-busteri-gaiketet-droze-icit-rasac-waagebt



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.