პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

„სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა… ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები“ – გიორგი ფხაკაძე

0

26/01/2022

„2021 წლის 8 დეკემბერს, დავდე პოსტი ომიკრონის ახალი მუტაციის-BA.2 შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა და ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა“,- წერს სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


„ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით ამ კონკრეტული ვარიანტის შესახებ. რაც ცნობილია, ეს ომიკრონის “შვილი” დიდად არ განსხვავდება (სიმძიმე, ჰოსპიტალიზაცია) ორიგინალი ომიკრონისგან, მაგრამ ფაქტია, რომ პსრ ტესტები კარგად ვერ ასხვავებს.


სავარაუდოდ ეს ახალი მუტაცია, ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება, როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში, ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი.


დანია ამჟამად არის BA.2 “ლიდერი” ქვეყანა და სამწუხაროდ ქვეყნის “ბიზნეს გადაწყვეტილებამ აჯობა “საზოგადოებრივი” ჯანდაცვის პოზიციას, როგორც საქართველოში. ვინ თქვა, საქართველო ევროპა არ არის. სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას, გრძელ კოვიდს, და ჰოსპიტალიზაციას… ასევე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები (0-2 წელი) არიან ყველაზე დაუცველები… ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/samtsukharod-chemi-shishebi-gamartlda-bavshvebi-arian-yvelaze-dautsvelebi-giorgi-fkhakadze


ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფირების შემდეგ ხელახლა, სამჯერ უნდა აიცრას – გიორგი ფხაკაძე

0

27/01/2022

ვაქცინას არ აქვს მნიშვნელობა, ის ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ აცრილები და დაემართათ კოვიდი, ის წინა აცრები ამის გადატანაში ეხმარება, კოვიდის გადატანიდან 30 დღეში უნდა აიცრან ხელახლა, სამჯერ, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/orjer-atsrili-adamiani-kovidinfirebis-shemdeg-khelakhla-samjer-unda-aitsras-giorgi-fkhakadze


მიჩვეულები ვართ სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს – გიორგი ფხაკაძეს კრიტიკოსებს პასუხობს

0

29/01/2022

„იმდენად ვართ მიჩვეულები სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს, გვავიწყდება ილიას სიტყვები “მოყვარეს პირში უძრახეო”,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ყველა განცხადებას, რასაც აკეთებს თან სამეცნიერო კვლევები ახლავს.
“ვერ ვხვდები ამ ადამიანების ქოთქოთის არსს…


რაც აქამდე მინახავს ამ გვერდზე, ყველაფერს ყოველთვის მოჰყვება სტატია, სამეცნიერო ნაშრომი, უამრავი კვლევა.


დადგებიან და ილანძღებიან.


ანუ კვლევებს არ ენდობიან და კონკრეტულ ადამიანს ლანძღავენ.


იმდენად ვართ მიჩვეულები სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს, გვავიწყდება ილიას სიტყვები “მოყვარეს პირში უძრახეო”…


სულ რომ თავზე გვემხობოდეს ყველაფერი კი არ მოგვწონს ის, ვინც გვეტყვის გემხობათ და რამე მოიმოქმედეთო.


იმას დავუწყებთ მადლობების გადახდას, ვინც გვეტყვის რა საყვარლად გემხობათ, არაფერია საშიში, ნუ გეშინიათ, კი დაგემხობათ, მაგრამ არა უშავსო”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/imdenad-vart-michveulebi-siraqlemas-pozitsias-vardisfer-satvales-giorgi-fkhakadzes-kritikosebs-pasukhobs


არა მარტო საქართველოში, ბრიტანეთშიც არის ასეთი “ბრძენი ხალხი” – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

0

30/01/2022

„კოვიდი არ არის სეზონური გრიპი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოვიდი კლავს, როგორც დელტა ასევე ომიკრონის შტამი.

„კოვიდი კლავს, დიახ, დელტაც და ომიკრონიც კლავს ბრიტანეთში ვხედავთ, რომ სიკვდილიანობა არის მაღალი და, დიახ, ეს უკვე ომიკრონის სიკვდილიანობაა პირდაპირი, ირიბი და ასე შემდეგ, ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სიკვდილიანობაზე.


სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, ბრიტანეთშიც არის ასეთი “ბრძენი ხალხი”, ძირითადად, პოლიტიკოსები და მათთან აფილირებული ექიმები/ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ “ომიკრონი არის დასასრულის დასაწყისი”.


ბოდიში, სტატისტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს, 2022 წლის 25 იანვარს ბრიტანეთში იყო სიკვდილიანობის პიკი (439), რომელიც ბრიტანეთში არ ყოფილა 2021 წლის 24 თებერვლიდან დღემდე(442 გარდაცვლილი). საქართველოში კი უფრო საგანგაშოდ არის საქმე, ვინაიდან ქვეყანა აუცრელია და შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ხომ საერთოდ უკონტროლოა. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია და აიცერით ბუსტერით დროზე… ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/ara-marto-saqartveloshi-britanetshits-aris-aseti-brdzeni-khalkhi-visze-saubrobs-giorgi-fkhakadze


„დავიწყოთ კვირა კარგი ამბებით,“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

0

31/01/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სოციალოურ ქსელში წერს.


პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:


„დავიწყოთ კვირა კარგი ამბებით. ინგლისის სიკვდილიანობის სტატისტიკა ნამდვილად პოზიტიურია, ვინაიდან უმრავლესობას უკვე აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ვაქცინების მეშვეობით (73% ორჯერადად და 56% ბუსტერი ვაქცინა). თან ამას ემატება გაუმჯობესებული კლინიკური მართვა…


დიახ, ინგლისის კოვიდ სიკვდილიანობის სტატისტიკა უახლოვდება სეზონური გრიპის სტატისტიკას … ეს შესაძლებელია …. საქართველოში კი არ დაგვავიწყდეს სამედიცინო პირბადე+დისტანცია+ბუსტერი. ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/davitsyot-kvira-kargi-ambebit-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


„ეს არის ძალიან კარგი ამბავი, დღეის მდგომარეობით…“ – გიორგი ფხაკაძე

0

05/02/2022

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ომიკრონის შტამის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა.


„კარგი ამბავი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით ომიკრონის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა. ნუ დაფიქსირდა რამდენიმე, მაგრამ, მილიონში ერთი თუ დაინფიცირდა ეს პრობლემა არ არის და ეს არის ძალიან მაგარი ამბავი“, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.


ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.


ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.


სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.


კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/es-aris-dzalian-kargi-ambavi-dgheis-mdgomareobit-giorgi-fkhakadze


“ეს არის ჩემი ახალი გოგო, გაიცანით” – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

0

06/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “ქალი გაექცა”, თუმცა სამაგიეროდ, ნახატი შეიძინა, რომელზეც გოგონა არის გამოსახული.


“ყველაფერს უნდა უყურო პოზიტიურად. ამ კვირას ერთი გოგო წავიდა ჩემგან, მაგრამ ეს არის ჩემი ახალი გოგო, გაიცანით, როგორ მოგწონთ? ჯერ სახელი ვერ დავარქვი. ცოცხალი გაიქცა და ეს მაინც არ გამექცევა”, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/es-aris-chemi-akhali-gogo-gaitsanit-visze-saubrobs-giorgi-fkhakadze


იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი, იქნება – გიორგი ფხაკაძე

0

07/02/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ 1-3 თვეში გამოჩნდება კორონავირუსის ახალი შტამი, აფრიკიდან. ამის მიზეზი კი ვაქცინაციის არასაკმარისი პროცენტულობაა.


„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი იქნება „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია? არა, კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. მათემატიკური მოდელირების საფუძველზე უახლეს მომავალში (ალბათ 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი სავარაუდოდ „დაიბადება“ აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე ამერიკაც არ ჩამორჩება.


რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები. გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება. როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა). ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ. ჯერჯერობით, ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/iqneba-kovidis-akhali-varianti-ki-iqneba-giorgi-fkhakadze


BA.2 „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია – გიორგი ფხაკაძე

0

08/02/2022

დაავადებათა კონტროპლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ „ომიკრონთან“ ერთად საქართველოში „ომიკრონის“ მეორე შტამი, BA.2-იც ვრცელდება. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ფხაკაძის ცნობით, ის წინა შტამთან შედარებით, 1.5-ჯერ სწრაფად ვრცელდება.


„ახალი კოვიდის „ომიკრონი“ (BA.2) უკვე საქართველოშია ძველ „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდგადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები „ფაიზერით“ და სინოვაკი/სინოფარმით აცრილები არ არიან დაცული.


არა ერთი კვლევა უკვე დაიდო, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტისგან! დიახ, „სინოვაკმა“ და „სინოფარმმა“ დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის წინაშე.
ასევე, ცნობილია, რომ მხოლოდ „ფაიზერის“ მე-3 დოზა აძლევს დაცულობის 70-90% და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%) ამ დაინფიცირებულებში სიკვტილიანობა 0.1% არის და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით, 1%.


ბოლო სიახლეები ასევე „ჯოგური იმუნიტეტის“ შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან. განსაკუთრებით, ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართვრლოში!


რა ვქნათ:
აიცერით მხოლოდ „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით 3 დოზით! ორი დოზა ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმი და სინოვაკს საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.კოვიდ გადატანილი „იმუნიტეტი“ არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად დაიბანეთ ხელები. გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად. იარეთ სუფთა ჰაერზე ამით “დ” ვიტამიბს მიიღებთ მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილ/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/ba2-omikrontan-shedarebit-15-jer-ufro-gadamdebia-giorgi-fkhakadze


„პანიკის მთესველების და რეიტინგის მონების საყურადღებოდ… ვაქცინების უკუჩვენებები/გართულებები არის 0

0

08/02/2022

„პანიკის მთესველების და რეიტინგის მონების საყურადღებოდ! წაიკითხეთ (რუსული მაინც ხომ იცით)“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„ვაქცინების უკუჩვენებები/გართულებები არის 0.1%. საქართველოში გავრცელებული ტერმინები: „ბევრი”, “ყველა”, “ჩემი მეზობელი”, “ჩემი ნათესავი” და ასე შემდეგ – არის ზღაპარი ისე, გასაკვირი არ არის, ასტროლოგების უფრო სჯერათ ამ ქვეყანაში, ვიდრე მეცნიერული ფაქტების.


შეკითხვა მაქვს… ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთებას ვის ანდობთ, 20 წლიანი გამოცდილების ქირურგს თუ ასტროლოგს? ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/panikis-mtesvelebis-da-reitingis-monebis-sayuradghebod-vaqtsinebis-ukuchvenebebigartulebebi-aris-01-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.