პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

“პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო” – ვინ და რატომ უპირისპირდება გიორგი ფხაკაძეს

0

06/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ უამრავ წერილს იღებს იმ კომპანიების მფლობელებისგან, რომლებიც ფალსიფიცირებული, არასამედიცინო პირბადეების რეალიზებაში ამხილა და ეუბნებიან, რომ მან მათ ოჯახი დაუნგრია.

“არ ვსაუბრობ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არიან პატარა კომპანიებიც, რომლებმაც 20-30 ათასის ღირებულების პირბადეები შემოიტანეს და პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო, შემოვიტანე და ვფიქრობდი, რომ 40 თეთრად გავყიდდიო… არ იცით, რა შინაარსის წერილები შემომდის და მე ვეუბნები, კი ბატონო, გაყიდეთ ელიავაზე, გაყიდეთ სხვა მოხმარებისთვის, მაგრამ არა სამედიცინო მოხმარებისთვის, აფთიაქებში რა უნდა ამ პირბადეებს? ათას სისულელეს ავრცელებენ, ვსაუბრობ პირბადეზე და უყურებენ ჩემი ცხვირის ზომას – სხვას ვერაფერს რომ ვერ პოულობენ, ალბათ… მთელი ჩემი ბიოგრაფია საჯაროა, საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა, სად ვმუშაობდი, ვისთან, რამდენი ხანი ვმუშაობდი, არაფერს ვმალავ. ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება რამეს ვაკეთებდე უანგაროდ. საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და საბოლოოდ მთვარდება ეს ბიზნესინტერესით. ზოგი ტელევიზიაში წავიდა, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ფარმა კომპანიაში, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდა ვიღაცასთან, მე ერთი წელია ვლაპარაკობ და რომელიმე კომერციულ კომპანიასთან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიმე თანამდებობის პირთან ვარ შემჩნეული? „იმედშიც“ გადის ჩემი ინტერვიუ და მერე „მთავარ არხზე“ – ხალხი დაიბნა, ხან ხელისუფლების მომხრე ვგონივარ, ხან მოწინააღმდეგე. არც ერთი ვარ და არც მეორე და ვისაც გონება აქვს მიხვდება, რომ ინტერესი მაქვს ნული – როგორც პოლიტიკური, ისე თანამდებობრივი. კარგსაც ვიტყვი, რამდენიმე აფთიაქმა თავიდან შემოიტანა იაფიანი, თურქული პირბადე, არც მერე აღიარეს შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცნო პირბადეების კამპანია დავიწყე, უკვე ხალხი მწერს, რომ ნელ-ნელა კარგი პირბადეების შემოტანა დაიწყეს კომპანიებმა. რამოდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდი და ვუთხარი, თქვენ ჩაიწერებით, „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სიაში – მეთქი და ცოტა ხანი გვაცადეთო, მიპასუხეს…”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirdapir-mtseren-shen-ojakhi-damingrieo-vin-da-ratom-upirispirdeba-giorgi-fkhakadzes/




რატომ არის საშიში მესამე ტალღა, რატომ „მოდის” კოვიდი 21 საათის შემდეგ? – გიორგი ფხაკაძე

0

06/03/2021

„ქვეყანაში საზღვრები ღიაა, აეროპორტები ღიაა, ადამიანები დაფრინავენ. აბა, მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან კი არ ჩამოსულა ვირუსი. ადამიანმა იმოგზაურა, ჩამოიტანა ვირუსი და ასე წავიდა და წავიდა. მესამე ტალღის რატომ გვეშინია, გეტყვით. ნოემბერში მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი დაინფიცირდა – ვირუსს აქვს 5 თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება უკვე ვირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგ შესაძლებელია, 5 თვის მერე თქვენი იმუნიტეტი იკარგება. ვინც ნოემბერში იყო ავად, აპრილში ის ღიაა რეინფიცირებისთვის. ადამიანი ვინც ერთხელ დაინფიცირდა, ფიქრობს, რომ მას აღარაფერი დაემართება და აქვს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება. მოსახლეობაც დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონია აწეული. ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვია მომატებული ქვეყანაში. დაღლილობა, ცუდი კვება, ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნიტეტი (ისედაც ქვეითდება იმუნიტეტი ზამთრის შემდეგ) 5 თვიანი ციკლურობა ვირუსის – ამ ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშაა.

ამას კიდევ ემატება სიურპრიზი, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე გავრცელებულია ევროპაში, ჟენევაში ახალ ინფიცირებულთა 80 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. იმიტომ იკეტება ქვეყნები, რატომაა, აბა, საფრანგეთი ჩაკეტილი? ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ახალგაზრდებშიც. ძველი ვირუსიც ვრცელდებოდა, სხვათა შორის ახალგაზრდებში.

ძველი ვირუსი ძალას კარგავს, რაც აისახება სტატისტიკაზე, მაგრამ ბრიტანული შტამი უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ვირუსი, გამოდის, ორი ვირუსი გვაქვს, ჩვენ ჯერ ძველ ვირუსს როგორ მივხედოთ, იმას ვერ მივხვდით და უკვე ახალი მოდის, რომელიც შეეგუა ადამიანს, შეხორცდა და უკეთ ვრცელდება. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსს, მაგრამ ვირუსმა დაგვასწრო და ის შეეგუა ადამიანებთან ცხოვრებას.

რატომ „მოდის“ კოვიდი საღამოს 9 საათის მერე მაინცდამაინც?

– ძალიან მარტივად გიპასუხებთ, რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ. ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს.

მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/?s=%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&type=post&fbclid=IwAR244EEZgdwHvHWdlXbaag8UgzFcgL3fnaha_O4sm1BwKAlf2dbxEh9g_sQ




ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება – გიორგი ფხაკაძე ექიმებზე

0

07/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.


გიორგი ფხაკაძის თქმით, ექიმები, რომლებიც კორონავირუსზე საუბრობენ კორუმპირებულ პროფესორებად და არაპროფესიონალ ახალგაზრდებად იყოფიან.

“საქართველოში ყველა პროფესორობს, ყველა გამოდის და რაღაცას ბოდიალობს, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოკლედ დავიღალე რა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. აქეთ გვყავს კორუმპირებულები, ფულს აკეთებენ გასაგებია. აქეთ არიან არაპროფესიონალები, პატარა, ახალი გამოჩეკილი ბავშვები, რომელთაც ჯერ ცხოვრება არ უნახავთ და არ იციან რა ხდება. გამოდიან და იძახიან, ჩვენ ყველაფერი ვიცით, გუგლში ნახეს. ასეა ეს ქვეყანა”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-qvekanas-araferi-ar-eshveleba-giorgi-fkhakadze/


ამბობდა „ქვეყანა გახსენითო“, მერე თქვა, ქმარს სახლში არ ვუშვებდი, ბავშვს ვირუსი არ გადაედოსო

0

07/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქ ლაივის“ დროს ხატია სიჭინავას ეხმაურება.


„არ მახსოვს ზუსტად, ჩემზე რაღაც დაწერა. ამბობდა, ქვეყანა გახსენითო. ფეისბუქმა ამომიგდო, რომ ბიჭი შეეძინა. ვულოცავ, ძალიან კარგია. ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, ბავშვი პანდემიის დროს შემეძინაო და ქმარს არ ვუშვებდიო, ანუ ბავშვი კარანტინში იყო. დაფიქრდით, თვითონვე თქვა, რომ ეშინია ბავშვს ვირუსი არ გადაედოს,“ – ასე ეხმაურება ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე ხატია სიჭინავას საჯარო გამოსვლებს, სადავ ის ხელისუფლებისგან დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ambobda-qvekana-gakhsenito-mere-tqva-qmars-sakhlshi-ar-vushvebdi-bavshvs-virusi-ar-gadaedoso-fkhakadze-khatia-sitchinavaze/


არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი – გიორგი ფხაკაძე თამარ გაბუნიაზე

0

07/03/2021

არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შესახებ განაცხადა.


„ქალბატონი გაბუნია, მინისტრის მოადგილე კარგი გოგოა. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი ვიცოდი, რომ განათლებული იყო. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას და არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი. რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-gamikvirdeba-tsikheshi-rom-amokos-tavi-giorgi-fkhakadze-tamar-gabuniaze/


პოსტკოვიდური სინდრომი, როცა ადამიანების 30% ინვალიდდება – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

0

08/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელმა ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ გადატანილ ადამიანებს ეხება.

მისი თქმით, კოვიდგადატანილთა 30%-ში პოსტკოვიდური სინდრომი იჩენს თავს.

„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.

ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…

ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…

საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.

ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, 8 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 193 და გარდაიცვალა 15.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/postkoviduri-sindromi-rotsa-adamianebis-30-invaliddeba-giorgi-fkhakadze-akhali-kvlevis-shedegebze/



„ვირუსის ზრდის ტენდეცია ისევ ადის ზევით… ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი!”

0

08/03/2021

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყება, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ფხაკაძის თქმით, აღნიშნული კვლევა საჭიროა, თუმცა უფრო პრიორიტეტული საკითხებიც არსებობს.

“400 000ლარი იმდენი ფული გვაქვს ჯანდაცვაში, რომ სად წავიღოთ, არ ვიცით
კვლევები ნამდვილად საჭიროა ყველა მიმართულებით, მაგრამ …
სიტყვა “პრიორიტეტი” ამ ქვეყანაში ვინმეს ახსოვს ?!

ჯერ დაადგინეთ 4 000-მდე ადამიანის სიკვდილიანობის ყველა, დიახ, ყველა მიზეზი და მერე დაიწყეთ სხვა რამეზე ფიქრი, საუბარი, დაგეგმვა .
რა შეცდომები დაუშვეს ეპიდემიოლოგებმა?!
რა შეცდომები დაუშვა ჯანდაცვის სამინისტრომ?!
რა შეცდომები დაუშვეს კლინიკებმა და პოლიკლინიკებმა?!
რა შეცდომები დაუშვეს აფთიაქებმა?!
რა შეცდომები დაუშვა სამედიცინო პერსონალმა?!

ჩვენ ყველას გვაინტერესებს ამაზე პასუხი!
შეისწავლეთ და, დიახ, ჩაატარეთ მეცნიერული და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული კვლევა, რომ დადგინდეს ამ შეცდომების მეცნიერული მიზეზები. გადავდოთ პოლიტიკურ-ჩინოვნიკური ამბიციები… ვისწავლით შეცდომებზე!
ქვეყანა მზადყოფნაში უნდა იყოს და არ დაუშვას ძველი შეცდომები.

სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი 2021 წლის აპრილში მოსალოდნელ მესამე ტალღასთან დაკავშირებით მტკიცდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო 7 დღის მანჩვენებლების მიხედვით. ვირუსის ზრდის ტენდეცია ისევ ადის ზევით, ზოგ რეგიონში თითქმის 7%-მდე. ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/virusis-zrdis-tendetsia-isev-adis-zevit-es-aris-kidev-erti-gangashis-zaris-safudzveli-giorgi-fkhakadzis-gafrtkhileba/




ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი – გიორგი ფხაკაძე

0

10/03/2021

ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


თუმცა, ამბობს, რომ საქართველო მოენატრა და ზაფხულში ჩამოსვლას გეგმავს.


„2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი მაქვს ანაკლიაში ფართის მოწყობა მეგობრებთან ერთად. ამ დროისთვის ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ იქნება და უსაფრთხოდ ვიქნებით. ძალიან მომენატრა საქართველო და მეგობრები, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!“, – განაცხადა ფხაკაძემ.

რამდენიმე წუთის წინ გიორგი ფხაკაძემ Facebook-ზე აღნიშნული სტატია გააზიარა შემდეგი წარწერით: „ეხლა ნახეთ კომენტარები ….“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ghmertma-damifaros-avad-gavkhde-da-qartul-saavadmkofoshi-amovko-tavi-giorgi-fkhakadze/


გვამზადებენ დახურვისთვის – გიორგი ფხაკაძე

0

11/03/2021

ბოლო კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მე შემცირდა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ფაქტმა შესაძლოა, Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.

ამას გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.

„გვამზადებენ დახურვისთვის“, – წერს ექსპერტი Facebook-ზე.

დღესვე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, მოქალაქეებმა პირბადე არ ატარონ.

მისივე თქმით, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა.

„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gvamzadeben-dakhurvistvis-giorgi-fkhakadze/




“წადით სოფლებში… სუფთა ჰაერზე იცხოვრეთ, განცალკევებით” – გიორგი ფხაკაძე

0

12/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას, ვისაც აქვს ამის საშუალება, განცალკევებით ცხოვრებისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ დღეს თავის დასაცავად, ბუნებასთან ახლოს, სოფლებში ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა.

გიორგი ფხაკაძე: – მე, საფრანგეთში, სახლში ვარ ჩაკეტილი. მოვაგვარე საქმე ისე, რომ ონლაინ ვმუშაობ. იშვიათად გავდივარ გარეთ. თუ გავდივარ, ტყეში ვსეირნობ, სადაც ნაკლები ხალხია. ფრთხილად ვარ, წელიწადი გავიდა და არაფერი ამიკიდებია. ღმერთმა დამიფაროს…

თუ გვინდა თავი დავიცვათ, ერთ-ერთი საშუალებაა ვიყოთ განცალკავებული. ამის დაცვა კორპუსებში რთულია. ქალაქის ცენტრში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ყველაზე კარგია განცალკავებული ცხოვრება – ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, ამაზე ბედნიერება რა არის.

როგორც სვანეთი, რაჭა და სამხცე-ჯავახეთია, ევროპაში მსგავსად მთიან ადგილებში დასახლება გაძვირდა და 30 პროცენტით აიწია ფასი, რადგან ასეთ ადგილებში ცხოვრების მოთხოვნა გაიზარდა. მაგალითად, ნიუ-იორკიდან, მანჰეტენიდან ხალხი ასეთ ადგილებში გარბის საცხოვრებლად.

პატრიარქიც ამას მოგვიწოდებს. მისი სიტყვებია, წადით სოფლებშიო. მან იცის, რას ამბობს. მძიმე დრო მოდის, ეკონომიკურად. ჩვენი ქვეყნის ხაზინა ექვს თვეში დაცარიელდება. ამიტომ ვისაც გაქვთ ამის საშუალება, წადით ბუნებასთან ახლოს, განცალკევებით იცხოვრეთ.

მე კი არ გაძალებთ. მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ნატურალური რძე, საუკეთესოა. ძნელია სოფელში ცხოვრება. საზღვარგარეთ მონური, ვირებივით შრომა გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც სოფელში მუშაობას. ჩემი მეგობრები, ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობაში არიან, მეუბნებიან, მუშა ხელი არ არისო. ქართველს თავის სოფელში მუშაობა არ უნდა. არადა, ახლა ამის დრო მოვიდა…

შეურაცხყოფად არავინ მიიღოთ. სოფელში სუფთა ჰაერზე ცხოვრება ძალიან დიდი ფუფუნებაა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsadit-soflebshi-sufta-haerze-itskhovret-gantsalkevebit-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.