ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine

ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

0

05/04/2021

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ! ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია! რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!

იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ! ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!

ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!

ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!

ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი! კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი! თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/adre-chumad-vikavi-da-ar-vambobdi-saidan-tsamovida-es-virusi-giorgi-fkhakadze/


ვაქცინა რთული ფორმებისგან დაგიცავთ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!

0

07/04/2021

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ინფიცირებისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ მისი რთული ფორმები იქნება თავიდან აცილებული.

“ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!

თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ.

უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით!

მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად:

60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქვევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებებიც არის.”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsina-rtuli-formebisgan-dagitsavt-torem-is-rom-kovidi-ar-dagemartebat-es-aris-tkuili-giorgi-fkhakadze/



“სასიამოვნო სიახლე” – ნახეთ რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

0

07/04/2021

დამოუკიდებელი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

გიორგი ფხაკაძე იმ კლინიკების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელმაც აკრედიტაციისთვის განაცხადი შეიტანა.

“სასიამოვნო სიახლე – ერთი კვირის განმავლობაში „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“ განაცხადი 18 სამედიცინო დაწესებულებამ შეიტანა. გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც: აკრედიტაციის გავლის სურვილი გამოთქვეს თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, გარდაბნის სამედიცინო დაწესებულებებმა;

პროცედურა არის შემდეგი – ორგანიზაციებს შემოაქვთ განაცხადი, რის შემდეგაც ორგანიზაციებს ვუგზავნით შეტყობინებას, თუ როგორია პროცედურა. თუ დაწესებულება ამ კრიტერიუმების გაცნობიას შემდეგ გამოთქვამს პროცესის გაგრძელების სურვილს, მას ეგზავნება კონტრაქტი, – ეს არის ფრანგული ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ . ხელშეკრულება. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ ხდება აკრედიტაციის პროცესის დაწყება.

18 ორგანიზაცია, რომლებმაც გამოხატეს აკრედიტაციის გავლის სურვილი. (ერთი საავადმყოფო, ერთი დიაგნოსტიკური ცენტრი, რამდენიმე პოლიკლინიკა, რამდენიმე სტომატოლოგიუტრი კლინიკა:

ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲘ ᲨᲔᲛᲝᲢᲐᲜᲘᲚᲘᲐ ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲐᲪᲘᲐᲖᲔ
25/03/2021 – “ულტრამედი”, ამბულატორიული კლინიკა, ზღვის უბანი, ურეკის ქ. 15, სავაჭრო ცენტრი, თბილისი
26/03/2021 – “თქვენი კლინიკა”, ამბულატორიული კლინიკა, პ. ქავთარაძის ქ. 40, თბილისი
26/03/2021 – “სტომატოლოგიური კლინიკა ჰებე”, ცტომატოლოგიური კლინიკა, ცაგარელის ქ. 3, თბილისი
26/03/2021 – “დენტალ ლაინი”, სტომატოლოგიური კლინიკა, გორგასლის ქ. 63, თბილისი
26/03/2021 – “მედიქლაბჯორჯია”, საავადმყოფო, ტაშკენთის ქ. 22ა, თბილისი
27/03/2021 – ”ჰელიოდენსი”, სტომატოლოგიური კლინიკა, ონიაშვილის ქ. 89, თბილისი
29/03/2021 – “N მედი ქლაბი”, ამბულატორიული კლინიკა, სულხან ცინცაძის ქ. 49, თბილისი
29/03/2021 – “დენტალ მედი” სტომატოლოგიური კლინიკა, ალექსამდრე კაზბეგის ქ. 35, თბილისი
30/03/2021 – “დენტ თაუნი”, სტომატოლოგიური კლინიკა, დავით სარაჯიშვილის გამზირი 5, თბილისი
1/04/2021 – შპს. “მ.ტატიშვილის სტომატოლოგიური სპა ცენტრი”კლინიკა “დენტალ სპა”, სანდრო ეულის 5 ა, თბილისი
2/04/2021 – ,,ულტრაბგერა”, დიაგნოსტიკური კლინიკა, პეტრე ქავთარაძის ქ. 40, თბილისი
4/04/2021 -”სმაილ გალერი”, სტომატოლოგიური კლინიკა, დ. თავდადებულის ქ. 28, ბათუმი
05/04/2021 -“დენსი“, სტომატოლოგიური კლინიკა, კოსტავას გამზ.N11, რუსთავი
05/04/2021 – “დენსი-გარდაბანი”, სტომატოლოგიური კლინიკა, აღმაშენებლის ქ. N6, გარდაბანი
05/04/2021 -დენსი, “ყიფშიძე 2014 “, სტომატოლოგიური კლინიკა, ყიფშიძის N2ბ, თბილისი
05/04/2021 – დენსი, „ბუდაპეშტი 2019“, სტომატოლოგიური კლინიკა, ფანჯიკიძის N22, თბილისი
05/04/2021 – დენსი, სტომატოლოგიური კლინიკა, შარტავას ქ. N17, რუსთავი
05/04/2021 – “დენტალ-ლიდერი”, სტომატოლოგიური კლინიკა, ჭავჭავაძის ქუჩა 52/21, ქუთაისი
4 ორგანიზაციასთან უკვე გაფორმებულია იურიდიული კონტრაქტი და მიმდინარე კვირას ვიწყებთ მუშაობას აკრედიტაციის პროცესზე. ეს ორგანიზაციებია:

ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘᲐ

31/03/2021 – “მედიქლაბჯორჯია”, საავადმყოფო, ტაშკენთის ქ. 22ა, თბილისი

31/03/2021 – “სტომატოლოგიური კლინიკა ჰებე”, ცტომატოლოგიური კლინიკა, ცაგარელის ქ. 3,
თბილისი

31/03/2021 – “თქვენი კლინიკა”, ამბულატორიული კლინიკა, პ. ქავთარაძის ქ. 40, თბილისი
2/04/2021​ – ”ჰელიოდენსი”, სტომატოლოგიური კლინიკა, ონიაშვილის ქ. 89, თბილისი

აკრედიტაციის გასავლელად საჭიროა 5 ძირითადი სტანდარტის დაკმაყოფილება:
1,რპოგორ უყურებს სამედიცინო დაწესებულება უწყვეტი სამედიცინო განათლების საჭიროებას? თვლის თუ არა, რომ ეს არის აუცილებელი? უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით არის 5 კითხვა და ჯამურად 30 ქულით ფასდება.
2.სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი. არის 4 შეკითხვა. აპარატურა, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულებაში., კარგია თუ ცუდი და გამართულად თუ მუშაობს?
3.ინფექციის კონტროლი – ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. იცავს თუ არა თუ იცავს დაწესებულება შესაბამის რეგულაციებს? აქაც მინიმალურ სტანდარტებზეა საუბარი.
4.გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – თუ იყენებს დაწესებულება ელექტრონული ჯანდაცვის სისტემას, თუ აწარმოებენ ანგარიშებს, თუ არიან გამჭვირვალეები – აქვთ თუ არა ვებგვერდი, ფეისბუქი და ასე შემდეგ. თავიანთ საქმიანობაზე ინფორმაციას საზოგადოებას საჯაროდ თუ აწვდიან;
5.ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება – თუ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოება და არის თუ არა დაწესებუება ხელმისაწვდომი შშმ პირებისათვის. ასევე. დაწესებუკების სივრცე თამბაქოსგან თავისუფალია თუ არა;
ხუთივე ინფდიკატორი არის მინიმალური და წესით, ისინი ნებისმიერმა დაწესებულებამ იოლად უნდა გაიაროს. პირველი ვარსკვლავის მიღება იქნება მარტივი
აკრედიტაციის ინიციატივის მთავარი მიზანია, პირველ ეტაპზე სტანდარტები იყოს მინიმალური, რომ ორგანიზაციებმა გადალახვა მარტივად შეძლონ. სადაც გამოწვევები ექნება, მათ გადალახვაში დავეხმარებით;

ჩვენი კონცეფციაა – გვქონდეს კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები;

ფეისბუქგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია აკრედიტაციის მსურველ დაწესებულებებზე და გთხოვთ, მოიწონოთ – ისინი არიან პირველები, მათი ნაბიჯი დაფასებელია. აკრედიტაციის მიღების სურვილი რახან გამოთქვეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათთვის ხარისხი პრიორიტეტია, ხოლო პაციენტი არის მთავარი!
გთხოვთ, გააზიაროთ აკრედიტაციის ვებგვერდი (ლინკი), რათა მქაიმალურად მოხდეს ცნობადობის ამაღლება და ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის გაუმჯობესების პროცესი დაჩქარდეს.
ასევე თქვენი თხოვნის საფუძველზე, გავზარდე იმ დაწესებულებების სია, რომლებზეც თქვენ შეგიძლიათ, გასცეთ რეკომენდაცია.
ეს არის გამოკითხვის პლატფორმა, სადაც თქვენ შეგიძლიათ, შეაფასოთ დაწესებულება 1-დან 5 ვარსკვლავამდე და ასევე საჯაროდ დატოვოთ კომენტარები. ეს დაწესებულებებისთვისაც საინტერესო იქნება, გაიგებენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ მომხმარებლებს. კარგი იქნება, საავადმყოფომ მოქალაქეთა შეკითხვებს ასევე საჯაროდ უპასუხოს.
ორმხრივ დიალოგს და საჯაროობას ალტერნატივა არა აქვს. ეს არის ეფექტური კომუნიკაცია.
შეიძლება, ყველა ორგანიზაციამ ვერ გაიაროს აკრედიტაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. უბრალოდ, უნდა იფიქროს, როგორ გააუმჯობესოს თავისი სისტემები.
მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს – გავიაროთ აკრედიტაცია, ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია; რომ ის, რაც ხდება თქვენს დაწესებულებაში, არის ღია, გამჭვირვალე, უსაფრთხო და, რაც მთავარია, თქვენ ხართ პაციენტზე ორიენტირებული.;
ეს არის არაპოლიტიკური, არასახელმწიფო, დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი სააკრედიტაციო პროცესი, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტები ღებულობენ გადაწყვეტიკებას.

მოგმართავთ მოქალაქეებს, როცა მიბრძანდებით რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შეეკითხეთ, გადიან თუ არა ისინი აკრედიტაციას? აკრედიტაციის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ სამედიცინო დაწესებულებების ძლიერი და სუსტი მხარეები და იოლად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს მიმართოთ.
ჩვენ უნდა გადავიდეთ რაოდენობრივი ჯანდაცვიდან ხარისხიან ჯანდაცვაზე.
საქართველოში არიან ძალიან პროფესიონალი ექიმები, ექთნები, სანიტრები და მოსახლეობამ მათ შესახებ უნდა იცოდეს, უნდა დავაფასოთ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ 18 ორგანოზაციას, ვინც უკვე მოგვმართა და ასევე მათ, ვინც მომავალში ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტს.
მიმდინარე კვირას იქნება რამდენიმე ლაივი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებ აკრედიტაციის პროცესზე, პროცედურებზე, ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას. წარმატებები ჩვენ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sasiamovno-siakhle-nakhet-ra-informatsias-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე! მოვამზადოთ ჟანგბადები – გიორგი ფხაკაძე

0

10/04/2021

კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა. დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.


„ჩემო კოლეგეო, მოემზადეთ – მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენს პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ. იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ” – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/momavali-2-kvira-gveqneba-dzalian-mdzime-movamzadot-zhangbadebi-giorgi-fkhakadze/


Pfizer-მა ამერიკის წამლის სააგენტოში 12-18 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე განაცხადი…

0

10/04/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ სექტემბრისთვის სავარაუდოდ Ffizer-ი 12-18 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენების ნებართვას მიიღებს.

“ფაიზერი / Pfizer-მა მსოფლიოში პირველმა შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში (ძლიერი მარეგულირებელი), ამჯერად 12-18 ასაკის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე. სავარაუდოდ, სექტემბრამდე მიიღებს, რომ ახალი სასკოლო სეზონისთვის მოესწროს.

სხვა ვაქცინები, ჯერჯერობით, პრობლემებით, კორუფციით, ყალბი მონაცემებით, ცდილობენ დაიპყრონ ბაზარი.

ჯანმრთელობას გისურვებთ !
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები და, თუ გააქვთ ამის საშუალება, დარჩით სახლში!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pfizer-ma-amerikis-tsamlis-saagentoshi-12-18-tslis-akhalgazrdebshi-vaqtsinis-gamokenebaze-ganatskhadi-sheitana/


„ბუდობს თუ არა სამედიცინო პირბადეებში მიკროორგანიზმები“ – გიორგი ფხაკაძის განმარტება

0

11/04/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, თითქოს სამედიცინო პირბადეებში სხვადასხვა ორგანიზმი არსებობს. ფხაკაძე კონკრეტულ ფარმაცევტსაც მიმართავს.


„სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა. ბოჯკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს!!!

მარეხი ბრძანდებით PSP Pharmacy/პსპ აფთიაქის ფარმაცევტი. ფიზიკა და ბიოლოგია სკოლაში საერთოდ არ გისწავლიათ?!

PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი აფთიაქების ქსელს კი მოვუწოდებ, სათანადო ტესტირება ჩაატარეთ, სანამ აიყვანთ თანამშრომლებს! თქვენს თანამშრომლებს სათანადო ტრენინგები ჩაუტარეთ, კვალიფიკაცია რომ აუმაღლოთ! ასეთი რამ სამედიცინო პერსონალისგან მიუღებელია! სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა და ბოჯკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს!

ნახეთ ეს ვიდეო:

National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

ეს ვიდეო გადათარგმნეთ. ხომ ხედავთ რომ მოსახლეობა არის დაბნეული”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/budobs-tu-ara-sameditsino-pirbadeebshi-mikroorganizmebi-giorgi-fkhakadzis-ganmarteba/


„ვაქცინების ხაჭაპური ბოლომდე გამომცხვარი არაა“ – გიორგი ფხაკაძე ამ დროისთვის მისთვის ყველაზე სანდო

0

11/04/2021

საბოლოო ჯამში, ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის – ფაიზერის ეფექტურობა 94%-ია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მისთვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა.

„ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;

სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის 2 დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;

ნახეთ ვიდეო:

ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად ასტრაზენეკა უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ რა დომხალია

შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…

ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, არ იქნებოდა ცუდი;

ყველაფერს რომ აკეთებთ ჩქარა-ჩქარა თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას

ფაიზერს რაც შეეხება, უკვე წამოვიდა კვლევები, რომ მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;

ახლა ნახევრადხუმრობით – მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ ვაქცინების ხაჭაპური ბოლომდე არც ერთი არაა გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც ფაიზერი დგას….

გავიმეორებ – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ.

საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.

გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან და გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის, “- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsinebis-khatchapuri-bolomde-gamomtskhvari-araa-giorgi-fkhakadze-am-droistvis-mistvis-kvelaze-sando-vaqtsinas-asakhelebs/


18 წლის ქვემოთ ასაკის მოქალაქეები ამ ვიდეოს ნუ უყურებთ – კოვიდი სპერმის ხარისხზე აისახება?!

0

12/04/2021

რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსი მამაკაცების სპერმის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი კვლევები სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა.

„ეს კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათი სპერმის ხარისხი არ არის კარგი, გარკვეული მიზეზი გამო. განგაშის ზარი დაირეკა, რაშია საქმე?! აღმოჩნდა, რომ რაღაც ეფექტური არ არის. ჩემი რჩევაა, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, აი, ახლა არის დრო. მიდით, დრო არ დაკარგოთ. რა იქნება ხვალ, ზეგ, არავინ იცის“, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/18-tslis-qvemot-asakis-moqalaqeebi-am-videos-nu-ukurebt-kovidi-spermis-khariskhze-aisakheba/




ორმეტრიანი დისტანციით ბავშვი როგორ გავაკეთო? – მოქალაქეების სახალისო კითხვები გიორგი ფხაკაძეს

0

12/04/2021

“ამ სიტუაციაში, ერთადერთი რაც ჩემი რეკომენდაცია შეიძლება იყოს, ხალხო, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, მიდით, ა, ახლა არის დრო”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ facebook-ის live-ჩართვაში განაცხადა.


ფხაკაძის ხუმრობით ნათქვამ ამ სიტყვებს კომენტარებში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი სახალისო კომენტარი დაიწერა.

“ორმეტრიანი დისტანციით ბავშვი როგორ გავაკეთო”, “შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, ვეღარ გავიგეთ, ვაქცინა გავიკეთოთ, თუ ბავშვები ვაკეთოთ”, “კაცოო ორმეტრიანი დისტანცით ლაგატკით ვესროლო?”, “გვაქვს ფხაკაძის პირბადეებიი და ფხაკაძის ბავშვებიც”, “ბავშვების ტალღა წამოვაა !”, “მოიყვანეთ ცოლიი ჩქარა იაფად გამოხვალთ ქორწილი არ შეიძლება”, – წერენ კომენტარებში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ormetriani-distantsiit-bavshvi-rogor-gavaketo-moqalaqeebis-kitkhvebi-giorgi-fkhakadzes/


„კი არ ეუბნება, წამოდი ბავშვი გავაკეთოთო… გოგოები და ბიჭები ერთმანეთს ჩემს პოსტს უგზავნიან…

0

14/04/2021

ჩვენ გვინდა ერთობა, ჩვენ გვინდა სიყვარული. აგერ, ბავშვების გამრავლებაზე გითხარით, სპერმა, მთელი ამბები და ხუმრობა იქით იყოს და ჩემს პოსტებს ბიჭები უგზავნიან გოგოებს და გოგოები უგზავნიან ბიჭებს – აი, შეხედე, ფხაკაძემ რა თქვაო, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.

„კი არ ეუბნება, წამოდი ბავშვი გავაკეთოთო. ახლა ახალი მოდა ყოფილა საქართველოში, გინდა ბიჭი, გინდა გოგო ერთმანეთს უგზავნიან ფხაკაძის პოსტს, ზოგი ვერ ამბობს და ასე იყენებს. ღმერთმა გაგიმარჯოთ, გამრავლდით ხალხო. იცოდეთ, თუ იწყებთ ბოლომდე, კოვიდის ამბავში, თუ ხართ ერთად ბოლომდე ერთად უნდა იყოთ და იქნებ კოვიდმა გაგაერთიანოთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, კორონავირუსი მამაკაცების სპერმის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ვრცლად ↓



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ki-ar-eubneba-tsamodi-bavshvi-gavaketoto-gogoebi-da-bitchebi-ertmanets-chems-posts-ugzavnian-giorgi-fkhakadze-isev-bavshvebis-ketebaze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.