ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ძალიან მეწყინა, კარგი ჟურნალისტია, რაო, ფხაკაძე, ნარკომანებად უნდა გადაგვაქციოვო? – ნარკომანები…

0

7 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა:

-„ვახო სანაია ძალიან კარგი ჟურნალისტია, თუმცა, ძალიან მეწყინა, უაზრო პოსტი რომ დაწერა. რაო, ფხაკაძე, ნარკომანებად უნდა გადაგვაქციოვო? – ნარკომანები უბანში მოიკითხეთ. ვაქცინაცია სულ სხვა რაღაც არის. ჟურნალისტებისგან უფრო სხვანაირ კომენტარებს ველი. კომენტარი არ მაქვს, როცა უაზრო, დეგენერატი ჟურნალისტია, როცა პატივს სცემ ჟურნალისტს და ასეთ რაღაცას იღებ, მართლა ძალიან მეწყინა, დიდ პატივს ვცემ ვახო სანაიას”.

ტელეწამყვანი, ვახო სანაია გიორგი ფხაკაძის განცხადება გამოეხმაურა, რომლის თანახმად – „ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფირების შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ. ორჯერ აცრილი ადამიანი როცა დაინფიცირდება 30 დღეში უნდა აიცრას პირველი დოზა ვაქცინით, შემდეგ – 28 დღეში მეორე დოზით და 3 თვეში – ბუსტერით”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





„საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია! საქართველოში “რემდესივირის” …

0

21/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კონფლიქტი არავისთან მინდა, არ ვარ კონფლიქტური,
პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას,
მაგრამ,
საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია!
იქნებ ეს ჩვენი მთავრობა თავის ჩინოვნიკებიანად ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო:
ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!
განმარტება:
თუ შემოგვაქვს “რემდესივირი” და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი”. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ “ფაიზერს”, “მოდერნას” და “ჯონსონი@ჯონსონის” ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და “ასტრაზენეკა” ამერიკაში დაშვებული არ არის)
თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის “ასტრაზენეკას” და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ “რემდესივირი” არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან.
დამატებითი ინფორმაცია – ინდოეთმა, რომელიც არის “რემდესივირის” ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, “რემდესივირი” კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო
გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?!
მე ვხედავ აქ:
არაპროფესიონალიზმს (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია)
სამედიცინო ეთიკის დარღვევას. ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს
რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ
და, ბოლოს,, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი ვისწავლოთ,
დასკვნა:
უწყვეტი სამედიცინო განათლება რომ აგეწყოთ, ასეთი პოსტები და საუბრები საჭირო არ იქნებოდა,
დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის” შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “რემდესივირი” ეფექტური არ არის,
მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ,
საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of…
https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of…
https://www.bmj.com/…/who-guideline-development-group…/
https://www.businesstoday.in/…/remdes…/story/436459.html
https://www.forbes.com/…/31/remdesivir-covid-coronavirus/
https://goachronicle.com/who-drops-remdesivir-from…/
ეს თვით მწარმოებლის თავის გამართლება ….
https://www.gilead.com/…/gilead-sciences-statement-on…

საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.

ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.

ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: „არ მეგონა თუ ასეთ მძიმე სიტუციაში ვიქნებოდით…“

0


13 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze
„ვიცოდი, რომ პრობლემები იყო, კოლეგები მწერდნენ, მაგრამ მე არ მეგონა თუ ასეთ მძიმე სიტუციაში ვიქნებოდით“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.



„ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს“ –

0

25/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის გზებს ასახელებს და საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს:

11 მეთოდი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

„ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს. ნახეთ, გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად.
დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, ხელით არ შეეხოთ სახეს, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა, დახურული სივრცეების ადეკვატური სავებტილაციო სისტემებით გამართვა, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტეტნეტბანერები). ასევე სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უნკაცრესად გაკონტროლებული, გაძლიერდეს „ფაიზერით” ვაქცინაცია, დაინერგოს ელექტრონული „კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ამ საშვებით.

1. დისტანცია

2. სამედიცინო პირბადე

3. ხელების დაბანა

4. ხელით არ შეეხოთ სახეს

5. აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

6. სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა

7. დახურული სივრცეების ადეკვატური სავენტილაციო სისტემებით გამართვა

8. სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტერნეტბანერები). ასევე, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები

9. კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უმკაცრესად გაკონტროლებული

10. გაძლიერდეს ფაიზერით ვაქცინაცია

11. დაინერგოს ელექტრონული “კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ამ საშვებით“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„ეს პატარა საიდუმლო გითხარით…წელიწადნახევარი გავიარე უკვე“ – გიორგი ფხაკაძე

0

17/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არავინ იცის როგორ ვრცელდება “ინდური შტამი”, რამდენად რთული ფორმები შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა, ინდური შტამი სიცხემაც ვერ შეაშინოს.

იარეთ სუფთა ჰაერზე. მე, მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. მოგზაურობისას ვცდილობ, მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ, – ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები. კუხნაში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია, ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკმაოდ დაცულად გავიარე“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„თავს ნუ ირცხვენთ, ნუ გააგებინებთ მთელ მსოფლიოს, რომ ფიზიკა და ბიოლოგია არ გისწავლიათ სკოლაში“

0

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს იმათვის, ვინც პირბადეში „ჭიები” აღმოაჩინა,

თავს ნუ ირცხვენთ, ნუ გააგებინებთ მთელ მსოფლიოს, რომ ფიზიკა და ბიოლოგია არ გისწავლიათ სკოლაში,

სამედიცინო პირბადე უსაფრთხოა და გიცავთ თქვენ და თქვენს ახლობლებს“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე და ვიდეოს იზიარებს.






Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Public Health Expert: Shame on each citizen who refuses to wear facemask – Dr Giorgi Pkhakadze

0

4 February, 2021

Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General Dr Giorgi Pkhakadze has stressed the importance of wearing facemasks in his video address and urged his compatriots not to go anywhere without it.

“As many as 95% of Indian citizens started wearing facemasks, and the number of infections went down there. What is wrong with us?

You like giving toasts, do you not? However, you do not like wearing facemasks for your country’s sake. Shame on each citizen who refuses to wear a facemask,” Dr Pkhakadze said in his video address.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/public-health-expert-shame-on-each-citizen-who-refuses-to-wear-facemask/

„ესენი არიან მავნებლები! – ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!“ – გიორგი ფხაკაძე

0

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის შესახებ საუბრობს:


„ყველა კათოლიკეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან დიდი დღესასწაულია.

აღარ ვაპირებდი ვაქცინაციაზე საუბარს, უკვე დავიღალე ამაზე საუბრით. რასაც ვამბობ, 2-3 თვეში ხდება.

მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ.“


მისი თქმით, საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!


„არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.

პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!

თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?


„მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!

ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!

დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

მე, რაც ინფორმაციული კამპანია მაქვს გაკეთებული ვაქცინასთან დაკავშირებით, არც ერთს არ გაგიკეთებიათ!

ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთი, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ადამიანის უფლებები არ არის, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!

საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ?

უნგრეთი და ზიმბაბვეა შენთვის მაგალითი?

ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!

მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც არ არის პოლიტიკაში და ბიზნესგარიგებებში გარეული. პოლიტიკოსებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ გარეულები არიან ბევრ რამეში და ბოლომდე მაინც ვერ ლაპარაკობენ!

გამოდიან ყოფილი მინისტრები და ჭკუას გვარიგებენ. როცა იყავით თანამდებობებზე, მაშინ მიგეხედათ საქმისთვის! რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ვინც მართალია, ის თავის თავზე არ მიიღებს ამას.

ქვეყანა გაანადგურეს. ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ! ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი ჭკვიანები არიან, არ მიკავშირდებიან, იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.

მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? რემდისივერის შემოტანაზე როცა საუბრობდნენ, ამბობდნენ, ამერიკის წამლის სააგენტომ თქვა, უნდა შემოიტანოთო. მაქვს შეკითხვა, ასტრაზენეკას ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს. მიპასუხეთ, ეფდიაის რეკომენდაცია არის თუ არა ძლიერი? თქვენ გგონიათ, ხალხს ინტერნეტი არა აქვს?

მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე! რასაც მე ვაკეთენ, ნეტავ თქვენ აკეთებდეთ ამის 10%-ს. თქვენგან განსხვავებით მე არაფერს არ ვითხოვ, თანამდებობა არ მინდა, არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მინდა და არც მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს, შეიგნეთ!

ახლა საქმეს ვაკეთებ ჩემი რესუსრებით, ქრთამიც არ ამიღია ცხოვრებაში, სხვებისგან განსხვავებით!

ყველა სამსახური გამოცდების ჩაბარებით, ტესტირებებით მაქვს დაწყებულია, ასე მაქვს მიღებული ყველა თანამდებობა!

საქართველოში რომელ ექსპერტს უნდა ველაპარაკო? – კორუმპირებულს?!

ქვეყანაში არის ორი პრობლემა, – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია! კონცეტრირებული უნდა იყოთ ამ ორ პრობლემაზე!

კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას ასტრაზენეკას ვაქცინას არ უკეთებენ, გარმენიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა.

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.

ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!

რაც პანდემია დაიწყო, რამე ტყუილი ვთქვი და არ მოხდა ჩემი ნათქვამი?

ამ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თქვენი არ სჯერა მოსახლეობას!

ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.

იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო.

ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება? ყოველ დღე ათასობით წერილი მომდის შეკითხვით…

0

06/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ყოველ დღე ათასობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:
ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) -საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი
ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტპოლიეთილენ გლიკოლზე – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი
ამავე ვაქცინის პირველი ინექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150 მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკი თუ გიკბენთ, უფრო საშიშია

დასკვნა:
მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგით 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება
მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგით 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება

ყველა დანარჩენი ადამიანებისთვის ფაიზერი უსაფრთხოა

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს! მათ უნდა ჰკონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურად რომ ვდებ. არავინ არ კითხულობს მაინც)“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ზოგიერთებმა საველე ჰოსპიტლების თემა წამოწიეს. ქვეყანას არავითარი საველე ჰოსპიტალი არ სჭირდება…“

0

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:


„1 სექტემბრიდან აუცილებლად უნდა შემოვიღოთ QR პასპორტები ანუ ე.წ. მწვანე საშვები ყველასთვის, ვინც არის აცრილი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვისაც აქვს 72 საათის განმავლობაში აღებული პისიარ-ტესტი.“


გიორგი ფხაკაძე სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო.


„სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო.
კიდევ ერთი საკითხი – ზოგიერთებმა საველე ჰოსპიტლების თემა წამოწიეს. ქვეყანას არავითარი საველე ჰოსპიტალი არ სჭირდება. საქართველოში 17 000 საწოლია. მათგან 2000 – 3000 ათასს ხელს ვერ მოჰკიდებ, სპეციალიზირებულია, ფსიქიატრიული და ა.შ.. დანარჩენი საწოლები უნდა გამოვიყენოთ. ყველა სამედიცინო დაწესებულება ამ რეჟიმზე უნდა გადავიდეს დაახლოებით 4-6 კვირა.
მე არ ვიცი, რა ხდება მთავრობის შიგნით, მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ ახლა დავინახე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ვთქვათ სიმართლე.
ვინ გაიტანა ეს საღი აზრი?! რასაც ბოლო დღეები ვუყურებ, აშკარად ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა. მოდით, ყველამ გადავდოთ პოლიტიკა და ვაღიაროთ, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეს პოზიცია რამდენიმე ხანია, რაც ჰქონდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
გავიმეორებ, – დღეს მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია ამ გუნდისგან. ამჯერად ეს იყო მეცნიერებაზე, გამოცდილებაზე და საღ გონებაზე აწყობილი გადაწყვეტილება. აქამდე უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. სულ ვამბობდი, რომ თავის შეცდომებზე არ სწავლობენ-თქო. ახლა, ალბათ, დადგა დრო, რომ საბოლოო ჯამში ისწავლეს.
ეტყობა, ძალიან უნდა გაგვიჭირდეს, რომ სწორად მოვიქცეთ. სიტუაცია ეტყობა, გაცილებით მძიმეა, ვიდრე გვეუბნებიან, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ უხარიათ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:


„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.


საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.


კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.