ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

მოქმედებს თუ არა კოვიდი სპერმის ხარისხზე – არსენ გვენეტაძე გიორგი ფხაკაძეს

0

17 აპრილი, 2021

#drpkhakadzeGiorgi Pkhakadze

„სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებათ, მერე სპერმის ხარისხი იკარგება, დრო არ დაკარგოთ,“- აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვიდეო

ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

გიორგი ფხაკაძეს რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე გამოეხმაურა.


ნახეთ ვრცლად:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ამ ეტაპზე, არ არიან აცრილები…“- გიორგი ფხაკაძე ოჯახის წევრების შესახებ

0

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე „პრაიმ ტაიმთან“ აცხადებს:

„მამა და ორი და მყავს საქართველოში, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არიან აცრილები, ვფიქრობ „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან, როცა ვაქცინა საქართველოში იქნება. „Bloomberg“ -ის კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილების 50%-ს, დიაბეტის რისკის ქვეშ არიან. ეს, ძალიან საგანგაშო რიცხვია!”.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყარო:https://primetime.ge/mama-da-ori-da-mkavs-saqartveloshi-aitsrnen-tu-ara-giorgi-fkhakadzis-ojakhis-tsevrebi/?fbclid=IwAR32ipJCTCsHL_oTbx5AHVzIVu3MRxQ_asx1tACWE7UQlb1Tqkfm81YZVFA



Tough new year looming on horizon for Georgia, according to Dr Giorgi Pkhakadze

0

25 November, 2020


Healthcare Advisor to the UN Secretary-General Dr Giorgi Pkhakadze says that unless the corresponding measures are taken, a tough new year is looming on the horizon for Georgia.

“When I say something, I have evidence corroborating my statements. A tough new year is ahead of us unless urgent measures are taken. I hope that sound judgment will soon prevail,” Dr Pkhakadze declared.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/tough-new-year-looming-on-horizon-for-georgia-according-to-pkhakadze/

„ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს…“

0

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიმოხილვა თუ სად ვართ “ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


COVID-19 situation in Georgia, update 19/08/2021

„არ ვისწავლეთ მეორე და მესამე ტალღის დროს ეპიდემიის მართვა. ნამეტანი თვითდაჯერებულები ვიყავით და პრაქტიკულად 1 ივლისს,, როდესაც მე საჯაროდ ვთქვი, რომ დაიწყო მეოთხე ტალღა, არავინ ყურად არ იღო. ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი კოვიდაფეთქების არის არჩევნები. არჩევნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არის არჩევნები, როდესაც არის წინაასარჩევნო მზადება, მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მთავრობა იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ ზრდა იქნება კლიდევ უფრო მაღალი. ჩვენ პიკს დავინახავთ სექტემბრის პირველ ნახევარში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის.


„გვაქვს დაახლოებით 6000 საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საწოლები ქვეყანაში, მაგრამ ამ საწოლებს არ იყენებენ შესაბამისად. ჩემთვის აშკარაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ ვერ უმკლავდება კერძო ბიზნესს, ვის ხელშიც არის ეს საწოლ-ფონდები. როდესაც არის ეპიდემია, ყველაფერი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, პირველ ადგილას უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ კოვიდპაციენტების მართვა. ქვეყანაში ხორციელდება გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ეს ყოვლად მიუღებელია.

კოვიდსასტუმროები არსად არ არის მსოფლიოში, მარტო საქართველოშია და ამით ამაყობენ. ალბათ ეს უფრო ფულის კეთების ამბავია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში.


„სამწუხაროდ, საქართველოში მსუბუქი პაციენტები არიან საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროები არის იგივე „სახლის საწოლი“, იქ ხომ უნდა იყოს ადამიანისთვის ელემენტალური შესაბამისი პირობები. როცა ოჯახში ერთ ადამიანს უკვე დაემართა კოვიდი, მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, მთელი სადარბაზო უნდა გადავციეს იზოლაციაში, კლასტერებზეა საუბარი, ქვეყანაში კლასტერები უკვე აღარ იმართება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ეფექტურად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის ჩარეული ამ პროცესში. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი, ჩვენთან კი არის არაეფექტური ვაქცინები. ვიცით, რომ ბავშვებშია პრობლემა. დელტა ვარიანტი ახალი ვირუსივითაა, ძალიან ვერაგია. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე იწყება 12 წლიდან, უსაფრთხოა ეს ვაქცინა ბავშვებისათვის. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ეფექტურია ვაქცინაცია, ასაკიანისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც არის მესამე დოზა ბუსტერი მთელს მსოფლიოში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ოფიციალურად 100 ადამიანი გარდაიცვლება.


„დღეს რომ გარდაიცვალა 60 ადამიანი, ეს ციფრი ყოველთვის უნდა გაამრვალოთ ორზე იმიტომ, რომ სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა კოვიდის გამო, – ადამიანს დაემართა ინსულტი, აქვს გულის პრობლემა, სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა დროულად იმიტომ, რომ ყველა კოვიდრესურსი არის ამოწურული და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ სიკვდილს არ ვითვლით სტატისტიკაში. ჩემთვის ესეც არის კოვიდსტატისტიკა.

ამ ვირუსთან ძალიან დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება, ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და ა.შ. როგორც კი შემცირდება ერთი ან ორი ზომა, მაშინვე დაბრუნდება უკან. სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული, ეს ვირუსი ყოველთვის იქნება ცირკულაციაში.

ცუდი ამბავის არის ის, რომ არის არაერთი ფაქტი, რომ კოვიდი გადავიდა ცხოველებზე, ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის ფაქტებიც არის. ერთადერთი გზა, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვირუსის აფეთქება იქნება ყოველთვის…

თუ გვინდა, რომ მეტნაკლებად სტაბილურად ვიცხოვროთ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი, ერთადერთი არა, კარგი, ძლიერი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავუბრუნდეთ ე.წ. ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც, ამ ხალხს მე ვეძახი ანტივაქსერულ სექტას, იქცევიან ისე როგორც სექტები, ავრცელებენ ადამიანებში შიშს, თითქოს ვაქცინა ძალიან ცუდია და ა.შ. ვირუსის აფეთქება არის ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები. სიკვდილიანობა 99% არის ძირითადად იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი.

ანტივაქსერები შოულობენ ფულს. აინტერესებთ მხოლოდ ფული. ვინც არიან ამ „სექტების“ სათავეში, დაინტერესებული არიან ძირითადად ფულის შოვნით. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ლაპარაკობენ კოვიდზე.

გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს.

ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სწრაფად უნდა აიცრას, უფრო დაცულები იქნებიან. ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ აცრის დროს სიცხე არ უნდა ჰქონდეს. ვაქცინის მიღების დროს თუ გექნებათ სიცხე, შეიძლება იყოს უკუჩვენება. ადამიანი თუ არის ალერგიული და იმ კონკრეტულ დღეს აქვს ალერგიული აფეთქება, არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა.. ალერგიული აფეთქება როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ფაიზერის ვაქცინა…

ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, “ფაიზერი” აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. ორივე კომპანია – “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები.
“მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ “ფაიზერის” ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს – ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი.
ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, მისი ეფექტურობა თუ არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია “მოდერნა” და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა, ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან, სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს,“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „თრიალეთთან“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ადამიანების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშე – ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები

0

23 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„ამჟამად არის მაიმუნის ყვავილის ვირუსი ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ არ არის შემთხვევები. ადამიანების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები შეიძლება მძიმედ დაავადდნენ ამ ვირუსით.

მიუხედავად იმისა, რომ რისკი ფართო საზოგადოებისთვის დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მხარს უჭერს ქვეყნებს, რომ მოემზადონ შემთხვევების პოტენციური ზრდისთვის.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის სიმპტომებია:
გამონაყარი ბუშტუკებით სახეზე,
ხელებზე,
ფეხებზე,
სხეულზე,
თვალებზე,
პირში ან
სასქესო ორგანოებზე,
ცხელება,
ლიმფური კვანძების შეშუპება,
თავის ტკივილი,
კუნთების და ზურგის ტკივილი,
ენერგიის დაქვეითება.

მაიმუნის ყვავილის ვირუსით დაინფიცირება შეგიძლიათ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, რომელსაც აქვს სიმპტომები, მათ შორის კანთან, პირისპირ, პირის ღრუს კონტაქტით და დაბინძურებულ საწოლთან, პირსახოცებთან, ტანსაცმელთან ან საგნებთან შეხებით. ნებისმიერს შეუძლია მაიმუნის ყვავილის დაავადება ან გადატანა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

———————
There is currently a #monkeypoxoutbreak in some countries that do not normally have cases. Most people recover fully without treatment, but in some cases, people can get seriously ill from #monkeypox.

While the risk to the general public is low, the World Health Organization (WHO) is supporting countries to prepare for a potential increase in cases.

Symptoms of #monkeypoxvirus infection include: rash with blisters on face, hands, feet, body, eyes, mouth or genitals, fever, swollen lymph nodes, headaches, muscle and back aches, low energy.

You can catch monkey pox through close contact with someone who has symptoms, including skin-to-skin, face-to-face, mouth-to-skin contact, and by touching contaminated bedding, towels, clothing or objects. Anyone can get or pass on monkey pox but you can protect yourself and others.
https://lnkd.in/em_Ze4m9


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili


Азербайджан практически спас Грузию во время второй волны COVID-19 – советник генсека ООН

0

4 мая 2021



БАКУ /Trend/ – Азербайджан практически спас Грузию во время второй волны COVID-19.

Как сообщает Trend со ссылкой на Грузия Online, об этом сказал советник генсека ООН по вопросам здравоохранения Георгий Пхакадзе.

По его словам, если бы не медицинский кислород, предоставленный соседним Азербайджаном, то жертв коронавируса в Грузии было бы больше.

«Сейчас ситуация в Грузии такая же, как и во многих других странах, где политическая ситуация все еще сложна. Политики пытаются показать, что все в порядке, но это не так. 90 процентов населения должно быть вакцинировано, чтобы быть в безопасности. Несмотря на эпидемию, увеличения числа жертв не ожидается, поскольку теперь мы знаем, как бороться с этим вирусом. Хочу поблагодарить Азербайджан, который помог Грузии во время второй волны коронавируса. Мы практически выжили благодаря этой стране. В ноябре прошлого года, когда у нас было около семи тысяч инфицированных в день, Азербайджан поставлял кислород в грузинские больницы. Если бы не Азербайджан, то в Грузии была бы очень высокая смертность», – сказал Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.trend.az/scaucasus/georgia/3419128.html

„მართლა კარგი ამბავი. დიდიხანია არ იყო ასეთი პოზიტიური ამბები…“-გიორგი ფხაკაძე

0

10 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:
-„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდიხანია არ იყო ასეთი პოზიტიური ამბები.
გლობალურად კივიდის ინფიცირების და სიკვტილიანობის მაჩვენებლები მცირდება 2022 წლის მარტიდან
ეს არის საკმაოდ ფაქიზი მიღწევა და უნდა ვიყოთ ფრთხილად… არ დავკარგით ის, რაც გვაქვს, ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

Now for some #GoodNews. Please check this out. Globally, the number of new #COVID19 cases & deaths has continued to DECLINE since the end of March 2022.

During the week of 25 April, over 3.8 million cases & over 15 000 deaths were reported, decreases of 17% and 3% respectively, as compared to the previous week.

This is from the World Health Organization (WHO): https://www.who.int/…/weekly-epidemiological-update-on…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერების შესახებ გიორგი ფხაკაძე და გიორგი ღოღობერიძე

0

22 მარტი, 2021

#drpkhakadze

გამოცემა „გარდიანი“ ინფორმაციას ავრცელებს:

ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. ვაქცინის მიღების შემდეგ ოთხ ადამიანს სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ევროპის წამლის სააგენტოში აცხადენენ, ავსტრიაში, ვაქცინის იმ ჯგუფისთვის გაკეთება, რომელიც გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით გარდაიცვალა,

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, მიმდინარეობს ამ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი. სისხლის შედედება კიდევ ორ პაციენტს გამოუვლინდა, ამ პაციენტებმა ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია.ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.


ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა საფრანგეთმა, გერმანიამ,ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ავსტრიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ბულგარეთმა, ტაილანდმა და კიდევ ძალიან ბევრმა ქვეყანამ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
ვაქცინაცია თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება.
საქართველოში 15 მარტიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

-„ასტრაზენეკას ვაქცინა უნდა შეჩერდეს ქვეყანაში, სასწრაფოდ! სანამ კვლევების პასუხები არ დაიდება“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძეhttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160034962500579 .



-„მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო აცხადებს, ასტრაზენეკას ვაქცინა არ უკავშირდება თრომბოზს, ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება დროებით.

უნდა დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ…

დროებით შევაჩეროთ, შევისწავლოთ“, – აცხადებს ექიმი რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძეhttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=346873673347237


ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებითttps://www.ema.europa.eu/en/news/covid-19-vaccine-astrazeneca-prac-preliminary-view-suggests-no-specific-issue-batch-used-austria , AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.
-„ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არაა ნახსენები“, – აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეს პარტია 1 მილიონი დოზისგან შედგება და ევროკავშირის 17 ქვეყანას გაუნაწილდა.


ნახეთ:


გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამის შესახებ იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ განაცხადაhttps://www.reuters.com/world/suspension-astrazeneca-shots-is-political-decision-italys-medicines-regulator-2021-03-16/

-„ჩვენ შეჩერების წერტილამდე მივედით, რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, შემოწმების მიზნით ვაქცინაციის შეჩერება გადაწყვიტა. AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია. ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად იტალიის წამლის სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება. ეჭვები როგორც გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება“, – განაცხადა იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, -ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, -თრომბოემბოლია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია. მტკიცებულებები მიუთითებს, -დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით არის გამოწვეული.

ნახეთ ასევე:


ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებსhttps://edition.cnn.com/world/live-news/coronavirus-pandemic-vaccine-updates-03-11-21/index.html

Johnson & Johnson-ი მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca და Moderna-სთან ერთად გამოიყენებენ.

უკვე არის ოთხი ვაქცინა – მოდერნა, ფაიზერი, ასტრაზენეკა და Johnson & Johnson-ი



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ვინ არიან და რატომ შეირჩნენ კონკრეტულად ისინი? საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, საიდან ირჩევთ…“

0

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„მე ხშირად ვახსენებ 82 „ცნობილ“ ექსპერტს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინაციის გეგმა – ვინ არიან ისინი? რა არის დასამალი? რატომ არ არის საჯარო? თქვით, ვინ არიან და რატომ შეირჩნენ კონკრეტულად ისინი? საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, საიდან ირჩევთ ამ ხალხს – ლილოდან და ელიავადან?

სხვათა შორის, ლილოში და ელიავაზე ძალიან პროფესიონალი სპეციალისტები არიან, მაგრამ თავიანთი საქმის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. გინეკოლოგი ოფთალმოლოგის ადგილას ან პირიქით არ შეიძლება. მაგალითად, ვაქცინაციის საბჭო ვინ აირჩია და რა კრიტერიუმით? წევრების ან თავმჯდონარის არჩევის კრიტერიუმი რა არის, არიან ისინი ვაქცინაციის სფეროს პროფესიონალები და ვის წინაშეა არიან პასუხისმგებელი?! პირდაპირ გეუბნებით, იმ ვაქცინაციის საბჭოში ნახევარი რატომ არის, ვერ გავიგე. გინეკოლოგებს რომ თვალის ოპერაცია გააკეთებინო, ისეა მათი საქმე. ჩვენ თუ ასეთი არაპროფესიონალური მიდგომები არ გავაჩერეთ, ყოველთვის ჭაობში ვიქნებით. ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ!

მე პოლიტიკოსი არა ვარ, ქართულ პოლიტიკაში ჩემი მოსვლის შანსი ნულია. იმიტომ, რომ მე ვიტყვი სიმართლეს – ყველას ვაკრიტიკებ, ყველა მხარეს ვლანძღავ, თუ შეცდომებს უშვებენ, კარგზე კარგს ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს.

მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ სწორ და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებთან ერთად ბევრი შეცდომებიც ჰქონდა, იმასაც ვამბობ და ამასაც. ყოველთვის ვარ ღია და პირდაპირი, იმიტომ, რომ თანამდებობისადმი ინტერესი მაქვს ნული.

ახლა საქართველოში ნებისმიერი თანამდებობა იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მე ეს არ შემიძლია. არ შემიძლია, მაგალითად, ასეთი მიდგომები – პოლიტიკურად საჭიროა და სტატისტიკა შევცალოთ; ან პოლიტიკურად საჭიროა და ასე ვთქვათ, როცა სინამდვილე სხვაა; ან პოლიტიკურად ასეა საჭირო და ეს ვაქცინა დავუშვათ. შანსი არ არის, ასე მოვიქცე! გიორგი ფხაკაძესთან ამის შანსი არის ნული!

და ბოლოს, მე მჯერა, ჩვენ ამ პანდემიაშიც ვიპოვით გამოსავალს. მე ვცდილობ, დაგეხმაროთ, გაწვდით ინფორმაციებს. ეს ზოგჯერ სასიამოვნო არ არის, მაგრამ სწორია. საღი აზრი საბოლოოდ ყოველთვის გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდებით, ვის უნდა მოვუსმინოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ვის უნდა ვენდოთ და სისტემებსაც გავმართავთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა.

საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანია და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, თუ ვიქნებით ერთად“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ბრიტანეთში ბუსტერი 6 თვიდან – 3 თვემდე ჩამოვიდა! კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას…“

0

30 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

კრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„კოვიდი ნამდვილად არ არის მარტივი პანდემია. ყოველდღე გვაქვს ცვლილებები, ახალი წამლები, ახალი ვაქცინები, თავდაცვის ახალი საშუალებები არის ათასობით მეცნიერისა და ექსპერტის მუშაობის შედეგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის იოლი. და ზუსტად მათი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები და ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამლები გვეხმარება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წამალსა თუ ვაქცინაზე, მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და გაუმჯობესება. თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება, ეს არის ზუსტად მათი რთული და მძიმე მუშაობის შედეგი.“

მისი თქმით, ბუსტერდოზები (ძირითადად, ფაიზერ/ბიონტეკით), ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, არის საჭირო და ეს აჩვენა არაერთმა კვლევამ მთელ მსოფლიოში.

-„რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ყველა კოვიდვაქცინის ეფექტურობა მცირდება 50%-ს დაბლა და, შესაბამისად, ეფექტურობა უნდა იქნეს “აწეული” მე-3 დოზით ანუ ბუსტერით. ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუსტერი, ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, 60%- დან 90%-მდე ზრდის ეფექტურობას.

ისრაელი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ბუსტერი 6 თვეში გახდა სავალდებულო ყველასთვის, ამერიკაც და ევროპაც მიჰყვა ამ მაგალითს.

იაპონიამ ბუსტერი 8 თვიდან – 6 თვემდე ჩამოწია.

საფრანგეთმა, იტალიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ბუსტერი 6 თვიდან – 5 თვემდე დაწია.

ბრიტანეთში დღეს ბუსტერი 6 თვიდან – 3 თვემდე ჩამოვიდა!

კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:

ბუსტერ დოზა, ანუ მე-3 დოზა, უნდა იქნეს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში!

ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინით (როგორც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ნორვეგიაში, ისრაელში და იაპონიაში)!
გადაწყვეტილება მიიღეთ ახლა, არ გადადოთ!

დავუჯეროთ მეცნიერებას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!” -წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.