შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთან, გიორგი ფხაკაძესთან ო

0

12.11.2020 ImediNews

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუაბარი შეეხო, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას. გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/politika/172151/ekaterine-tikaradzem-jandatsvis-sakitkhebshi-gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveltan-giorgi-pkhakadzestan-onlain-shekhvedra-gamarta

VIDEO: როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი

0

25/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას უზიარებს, როგორ გამოიყურება მისი სახლი წინასაახალწლოდ.


ექსპერტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებსა და რჩევებს ხშირად აძლევს.

ამჯერად, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს საფრანგეთში, საკუთარ სახლში გადაღებულ ვიდეოს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-rogor-gamoikureba-giorgi-fkhakadzis-saakhaltslod-mortuli-sakhli/


არაოფიციალურად – ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში – გიორგი ფხაკაძე

0

14/12/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, „ომიკრონი“ საქართველოში რამდენიმე დღეში დადასტურდება ოფიციალურად, თუმცა, „არაოფიციალურად, ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში და ეს ყველამ ვიცით“.

„ომიკრონი“ 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დადასტურდა. მარტო ბრიტანეთში ინფიცირებულების 40%-ს ეს ვარიანტი აქვს. არცერთი კორონავირუსი ასე სწრფად თავისი ვარიანტებით არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ის იქნება დომინანტი ევროპაში და ახლო მომავალში მსოფლიოშიც, საქართველოს ჩათვლით.

სავარაუდოდ, ომიკრონის ასაცილებლად გაძლიერებულია „დაცვა“ და კოვიდ ვაქცინების მე-3 დოზების მობილიზებაა სასწრაფოდ საჭირო. შესაბამისად, მსოფლიოში მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე, „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ არის დეფიციტი. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. აიცერით ვაქცინის მე-3 დოზით.

სამწუხაროდ, ვინც დღესდღეობით არ/ვერ აიცრა უკვე გვიანია, ვინაიდან აცრიდან მხოლოდ 45 დღეში არის დაცვა და უკვე ვიცით, რომ ბუსტერია საჭირო „ომიკრონისგან“ დასაცავად. შესაბამისად, დღეს თუ აიცრებით, 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები. ვინ არ/ვერ ხართ აცრილები, თქვენი ერთადერთი ძლიერი შეიარაღება არის სამედიცინო პირბადე და დისტანცია“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/araofitsialurad-omikroni-ukve-dabodialobs-saqartveloshi-giorgi-fkhakadze/



ფხაკაძე ასახელებს წამალს, რომელიც პაციენტს იცავს კოვიდური გართულებებისგან

0

13/10/2021

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.


„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.

განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.

„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/fkhakadze-asakhelebs-tsamals-romelits-patsients-itsavs-koviduri-gartulebebisgan/


გიორგი ფხაკაძე -„კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ, კარგად ვერ იძინებენ“

0

12/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ, კარგად ვერ იძინებენ. კვლევების მონაცემები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, -მალე დაიბეჭდება. იქ იყო საუბარი, – დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც კოვიდი გადაიტანა, კ რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ვითომ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილში აქვს პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვიძახი, ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა 25 კარგად ვერ იძინებს. ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა, არაფერი მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს.


მოქალაქეებს ვურჩევ, დღე-ღამეში იძინონ არანაკლებ 8 საათი, რადგან უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე, აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ძილი ძალზედ მნიშვნელოვანია, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ჩამოდის ქვევით, თქვენ არ ხართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. უძილობა მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ძალიან რთულია, ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო. ინფექციაგადატანილებს ერთი და იგივე სიმპტომები რჩებათ”, – განაცხადა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო – გიორგი ფხაკაძე პრეზიდენტს ბრიფინგს ეხმიანება

0

03/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და მას მადლობას უხდის.


მისი თქმით, ზურაბიშვილი იყო პირველი პოლიტიკოსი, ვინც საჯაროდ აიცრა. “პირველად მოვისმინე სწორი პოლიტიკური გზავნილი ამ ბოლო დროს პანდემიასთან დაკავშირებით. სრულიად ვეთანხმები ჩვენს პრეზიდენტს.

ასევე უნდა უთხრა გულწრფელი მადლობა პრეზიდენტს ასევე ვაქცინაციის დროს ის იყო პირველი პოლიტიკოსი ვინც აიცრა საჯაროდ.

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კორონავირუსთან მიმართებაში ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე თქმით, საპატრიარქომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მოუწოდოს მრევლს ვაქცინაციისკენ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/madloba-qalbatono-prezidento-giorgi-fkhakadze-prezidents-brifings-ekhmianeba/


„2021 წელი არის ამ საზიზღარი ვირუსის დამარცხების წელი“-გიორგი ფხაკაძე

0

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„Yes!!!!!

Finally…. Johnson & Johnson’s single-shot coronavirus vaccine (COVID-19 vaccine) has not been approved or licensed by US FDA but has been authorized for emergency use to prevent COVID-19 in ages 16+…


ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, ჩემთვის უდიდესი ….

მე მჯერა, ჩვენ გადაგვარჩენს – მეცნიერება, პროგრესი, ერთობა, ადამიანობა და სიყვარული…

ყველაფერი კარგად იქნება …


მანამდე სამედიცინო პირბადე და 2-მეტრიანი დისტანცია ….

2021 წელი არის ამ საზიზღარი ვირუსის დამარცხების წელი “-წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ამას როდის ვამბობდი … სიმართლე ვთქვათ … რამდენი დამესია!“-გიორგი ფხაკაძე

0

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამას როდის ვამბობდი … – სიმართლე ვთქვათ …

მე რომ ვთქვი, ზუსტად ეს სიტყვები, რამდენი დამესია … (2020 ივნისიდან ვისაც არ გახსოვთ)…

სამართლე ვთქვათ“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, -„აგვისტოს მერე, საქართველოში, ფაქტობრივად, ეპიდემია გაძლიერდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა, ამ პოლიტიკას 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, დღეს როგორც ჩანს, ესეც კი არ გაითვალისწინეს პოლიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, არ ჩაეტარებინა, – ოპოზიცია აწვებოდა. ოპოზიციიდან მხოლოდ ერთმა ახსენა რამდენჯერმე, – გადადებულიყო, რა მივიღეთ, -არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტი ვერ მივიღეთ. დღეს რაც არის, სამწუხარო სანახავია.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ადამიანი, რომელიც იცრება, 100%-ით დაცული არ არისდაპოსტა 2021/08/26-ში

0

26.08.2021 megatv.ge Kutais



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.


„ადამიანი, რომელიც იცრება, 100%-ით დაცული არ არის ვირუსის შეყრისგან.


მე ვარ 45 წლის, 2 კვირაა, რაც ფაიზერის მეორე დოზით ავიცერი. ჩემი დაცულობა კიდევ 5 თვე არის 75%, ანუ 25% მე შეიძლება დამემართოს კოვიდი.


ამ 25%-დან 98% შანსია, რომ კოვიდი თუ დამემართება, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე გავივლი. 25%-დან 2% შანსია, რომ მე კლინიკაში ამოვყო თავი.


თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო.


ძალიან ბევრი ახალგზარდა, ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა 13 დღეში, ვერაფერი უქნეს.


ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან 100% ვერაფერი იცავს.


თუ ადამიანი 20 წლისაა, იმის შანსი, რომ კოვიდი დაემართოს 15%ია. თუ ადამიანი 80 წლისაა, შანსი, რომ კოვიდი დაემართება, 35%-ია. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, ხარ მით უფრო დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-100/

„ვინ აგო პასუხი, კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე?! ქვეყანა იხსნება, რა პოზიცია აქვთ ეპიდ

0

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




„თუ რამე სალანძღავი ლექსიკონი არსებობს, თუ რამე ბოღმაა – რა გინდათ, ჩემგან, ვერ გავიგე?! დედის გინება რა უბედურება იყო?! სად ხართ, გაზრდილი?!


ექიმი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება! – მაინც მჯერა, რომ ადამიანი არის სტრესის ქვეშ, გაბრაზებულია, მესმის, მაგრამ გინება რა უბედურებაა!


დაავადებათა კონტროლის ცენტრი” არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ხდება ქვეყანაში!


ვინ აგო პასუხი, კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე?!


ქვეყანა იხსნება, რა პოზიცია აქვთ ეპიდემიოლოგებს?!

ღიად დააფიქსირონ, არიან თუ არა თანახმა?!


თუ არ ეთანხმებიან, უკლებლივ ყველამ დაწერონ განცხადება -დატოვონ დაკავებული თანამდებობა“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159993015100579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze