პარასკევი, თებერვალი 21, 2025
- Advertisement -spot_img

„ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! – ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას“

0

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამ ვერაგი ვირუსით ყველა დავიღალეთ.

სხვადასხვა ტიპის ვირუსია, – ძველი ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა და არის ახალი შტამები (ბრიტანული, ძალიან საშიში სამხრეთ-აფრიკული, ბრაზილიური, კალიფორნიული, ჩრდილო ფრანგული…), სამწუხაროდ ინდოეთში არის ახალი შტამი, რომელიც ძირითადად 40 წელზე ქვემოთ მოსახლეობაში და ბავშვებშია გავრცელებული, რაც ადრე არ ახასიათებდა „ბაბუა კოვიდს“.

ვირუსი მუტირებს ყოველ კვირა, 500 მუტაცია აქვს ვირუსს. უმრავლეს შემთხვევაში, მუტაციის დროს ვირუსი უფრო მსუბუქდება და შემდეგ ქრება.

ვაქცინები, რომლებიც გვაქვს, ძირითადად აგებულია „ჩინურ ბაბუა კოვიდზე“, მაგრამ მუტირებულ ვირუსებზე არ იყო ეს ვაქცინები გათვალისწინებული.

იანვარში ვთქვი, – საქართველოში შემოსული იყო ბრიტანული ვირუსი და ვრცელდება ძალიან სწრაფად. ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ. შევდივართ აქტიურ ფაზაში. ექსპერტები ვინც ხართ, არ გრცხვენიათ, რასაც ამობთ?!

„ჩინური ბაბუა კოვიდი“ სექტემბერში აღარ იქნება. ყველა ვირუსს ახასიათებს 18-თვიანი ციკლი.


ძველი კოვიდი ცხოველიდან წამოსული ვირუსია. მუტაციის პროცესში ბრიტანულმა შტამმა დაგვანახა, რომ აღარ არის ე.წ. „ცხოველის ვირუსი“, უკვე ადამიანს მოერგო და გახდა „ადამიანის ვირუსი“, უფრო კომფროტულად გრძნობს ადამიანში თავს და უფრო იოლად, სწრაფად ვრცელდება.

ვაქცინები ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვირუსზე კარგად ვერ მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თქვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების 70%-მდე ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული.

ძალიან ბევრი მეკითხება ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.

100 ადამიანიდან 70 ადამიანი ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული, 30 ადამიანი „ჩინური ბაბუა კოვიდით“.

ერთი თვის წინ ყველას ეგონა, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური იყო 79%-ით. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ 50%-ს არ აღემატება, მე ვფიქრობ, 25%-ია

ქვეყანაში ვაქცინაცია რომ დავიწყოთ ჩინური ვაქცინით, 70%-თვის აზრი არ აქვს. 100 კაცი თუ არის ინფიცირებული და ასივეს გაუკეთეს ვაქცინა, დაცული იქნება 15 ადამიანი.

70% ინფიცირებულია ბრიტანული შტამით, ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართვრელოში არ არის.


შეკითხვა მაქვს, ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას, ამ ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! გაგვეცით პასუხი! გიორგი ფხაკაძისსგან ყოველთვის მიიღებთ მეხს!


„ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, „ასტრაზენეკესთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, ამ ვაქცინაზე ყოველ კვირას იცვლება ინფორმაცია. ტყუილში არიან ჩაფლული! აშშ-ში ასტრაზენეკა დამტკიცებული არ არის, დასკვნა თქვენ გააკეთეთ!

თქვით გამჭვირვალედ, საერთაშორისო დონეზე მაქვს საუბრები, ვარ ძალიან კრიტიკული. ვუთხარი, რომ ვაქცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ის, რომ რისკები აჭარბებს ბენეფიტებს, – ერთი წუთით, გაჩერდით, რას მელაპარაკებით-მეთქი! არის კარგი ვაქცინა, რომელიც უფრო უსაფრთხოა და შეიძლება გამოიყენო და არის ვაქცინა, რომლითაც შეიძლება ვინმეს რამე დაემართოს! – ასე არ შეიძლება საუბარი! გასაგებია, რომ მსოფლიო ეპიდემიაა. აქ უფრო ბიზნესი ერთვება, ბიზნესი ჩალიჩობს ყველანაირად, „ფუფალას“ ვაქცინა გაუკეთეთ, ოღონდაც ბიზნესი გაიხნასო! ძალიან დიდი ბოდიში ბიზნესმენებო, მაგრამ ასე არ არის! ამით თქვენ უფრო დიდი პრობლემებს ქმით!

მე ვამბობ ყოველთვის სიმართლეს, რაც არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე და პირველ წყაროზე!

სამხრეთ-აფრიკული შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინაც კი არ მოქმედებს კარგად, ვერ იცავს!


ისრაელში ჩატარდა კვლევა. გამოჩნდა, რომ ვისაც ჰქონდა ფაიზერის ვაქცინა გაკეთებული და უმრავლესობა ხელახლა დაინფიცირდა სამხრეთ-აფრიკული შტამით. ფაიზერი ბრიტანულ შტამზე ძალიან კარგად მუშაობს, სამხრეთ-აფრიკული შტამისგან გიცავს ძალიან ცოტათი. ინდური შტამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ინდოეთში ახლა არის „ვირუსის აფეთქება“. ამას არ ელოდნენ. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, პანიკაში არიან!..“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, -პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე – “ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ არაფერი ვისწავლეთ – ეს იქნება 2020 წლის შეფასება საქართველო

0

28, 12, 2020 რადიო თავისუფლება


გიორგი ფხაკაძე აცხადებს – „ზუსტად კოვიდმა დაგვანახა, რომ ასე აღარ შეიძლება და გვჭირდება რადიკალური ცვლილებები ჯანდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი უკმაყოფილო, რადგან ხალხი შეეჩვია უაზრო, კორუმპირებულ, არაპროფესიონალურ, დიდ სტრუქტურას, რომელიც რას აკეთებს, პრაქტიკულად არავინ იცის”:


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94—%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97—%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-2020-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-/31022440.html

„არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული! ეს არის დროებითი თანხმობის უფლება, რომელიც ეხება…

0

22/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ფარმადეპოს და ჯიპისის თანამშრომლებმა „ააფეთქეს“ ჩემი ფეისბუქი კომენტარებით, წერენ სისულეებს. ამდენ წერის მაგივრად დადეთ იმ თურქული კომპანიის -ტესტრეპორტი, ყუთი, სურათები და ფურცელი (რომელიც შიგნით არის). პრობლემა არის ის, რომ ეს პატარა ფურცელი არ არსებობს, ყუთზე ინფორმაცია არასწორად არის და ტესტრეპორტი არ არსებობს (სერტიფიკატი). ამით თქვენ საკუთარ კომპანიას ანადგურებთ.


ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლების შეგრძნება, როგორ შეიძლება, იყო მონა?! ეს არის მონური მენტალიტეტი. როცა იცი, რომ შენი კომპანიას იქცევა არასწორად, თქვენ თუ გგონიათ, როცა რამეს დაწერთ, რამე ბონუსს მოგცემენ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ!


მე კი არ ვამბობ, ქართული წარმოების რესპირატორის სურათებს ნუ დებთ. მე ვამბობ, თურქულის დადეთ!


სახელწიფო ჩამოშლილია ძალიან ბევრი მიმართულებით, მადლობა თქვენ (ვინც მისმენთ, ახმოვანებთ ჩემს ნათქვამს), თქვენ აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს, თქვენ, მოქალაქეები აკეთებთ იმას, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, და არა „ვიღაცა“ ფხაკაძე საფრანგეთიდან და ამბობდეს, – „აი, ეს პირბადე არ ვარგა!“


ყველა ფარმაკომოანიასთან მიმოწერა მაქვს საჯარო. მივწერე პსპ-ს, – ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ, რასაც ყიდით, ვერავინ გაიგო, რას ყიდით და თუ შეიძლება, საჯაროდ ახსენით, რას აკეთებთ, რას ყიდით?! პსპ-მ დაწერა ეს ყველაფერი და დადო თავის ფეისბუქ გვერდზე, რაც მე გავაზიარე!


მე არავისგან არც ფული მაქვს აღებული, არც ნათესაური კავშირი მაქვს, არანაირი ინტერესი არ მაქცს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, – დაწყნარდით! დამშვიდდით!


ჯიპისის და პსპ-ს თანამშრომლებმა ბევრი შეურაცხყოფაც მომაყენეს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, თქვენ მე კი არ მაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც თქვენ მოატყუეთ! მე მაქვს საქმე მენეჯმენტთან, რომლებმაც მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება!


არის კომპანია – რესპირატორი (ეს არ არის ქარხანა, რომელიც პირბადეებს ამზადებს), ეს არის შემომტანი კომპანია.


ისეთი მიმოწერა მქონდა ერთ ქალბატონთან (ადამიანს არ ვიცნობ, მელაპარაკება შემობით, მაგრამ, არა უშავს), ტყუილები ილაპარაკა. ის სქრინშოტები ჩავუგდე, სადაც ელაპარაკებოდა სხვა მომხმარებელს(ილაპარაკა ტყუილები), მახსენა მე, – ეს ფხაკაძე ქრისტიანი არ არისო, მასონი არისო. როცა ხარ პირბადეების შემომტანი, რა შუაშია ფხაკაძის მასონობა და ქრისტიანობა, ვერ გავიგე (კარგი, ჯანდაბას, გავატარე), ჩვენ ფხაკაძემ მოგვთხოვა 50 ათასი და არ გადავიხადეთო რეკლამაშიო! ეს არის დიდი ცისლიწამება! იურისტებს გადავუგზავნე ეს ყველაფერი! ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვ ამ კომპანიისგან! მერე მწერდნენ, ეს იყო შეცდომა და ის ადამიანი გადავგდეთო! ისეთ რაღაცეებს ამბობდა (არაპროფესიონალურს), სიცრხვილია!


საქართველოში არის დიდი არაპროფესიონალიზმი! ვინც ხართ შემომტანები, ღიად, საჯაროდ მოვითხოვ, რომ ბოდიში მოიხადონ! ის ყველა მიმოწერა (სხვა ადამიანებსაც რომ ელაპარაკებით), მაქვს. ეს არის იურიდიული პირის პასუხისმგებლობა!


ერთი გოგონა, ანანო ჰქვია (12 წლის არის), მომწერა, მეც ვუპასუხე. ეს არის ჩვენი საზოგადოების უბედურება, რომ პატარა ბავშვს ამდენი ინფორმაცის აქვს (არასწორი ინფორმაცია, გასაგებია).


ყველაზე მეტად მომეწონა ამ ბავშვის, როდესაც თქვა, რომ „მე ვარ თავისუფალი!“ „მე მაქვს ჩემი მოსაზრება!“ შეიძლება, ცდებით, არ არის პრობლემა. ანანო არის თავისუფალი და გამოხატა თავისი აზრი. ეს თავისუფლება ძალიან მომეწონა.


ჩემი წინანადება არის ასეთი, – დავიწყოთ პირბადეებით, უმარტივესია.


ვაქცინაციის პროგრამა, ქვეყანაში ჩავარდა! თებერვალი დამთავრდა და არაფერი არ ჩანს! ვინ არის პასუხისმგებელი პირი, ვინ აკეთებს და როგორ აკეთებს. მივდივართ კომუნიზმისაკენ! არავინ არის პასუხისმგებელი. ბევრს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, მაგრამ „ცივი წყალი დალიეთ!“ ეს ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაცია როცა დაიწყება, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენთან არ მოხდეს უბედურება, არ გავრცელდეს ვირუსი და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის სამედიცინო პირბადე! რომ ამბობენ, სამშრიანი პირბადე, სისულელეა! ჩვენ გვინდა სამედიცინიო პირბადე! მე როცა ვამბობ რაღაცას ბევრად ადრე, ევროპაში შემდეგ მოდის,- მაგალითად, პირბადეებზე!


ხომ შეიძლება, ერთი ადამიანი ავირჩიოთ, მაგალითად, – სამხედრო (ბევრ ქვეყანაში სამხედროები არიან პასუხისმგებელი, სამეხდროები ხომ არიან აპოლიტიკურები), თქვეს, რომ ეს სამხდრო გენერალი იქნება პასუხისმგებელი ვაქცინაციის! როგორც ისრაელშია! ასე სჯობს! ჩვენს ქვეყანაში ორი რაღაც მუშაობს კარგად – პატრული და სამეხდროები! ამერიკელი მეგობრები მყავს და ამბობენ, ჩვენი ბიჭები ავღანეთში არიან მართლა ძალიან მაგრები! ერაყშიც! – პროფესიონალები! ერთი ცუდი დახასიათება არ იყო! სხვა არაფერი მუშაობს და იქნებ სამხედროებს ჩავაბაროთ(კარგ გენერალს), რა მთავრობაც არ უნდა იყოს, ეს გენერალი მიხედავს ვაქცინაციას!


აუცილებელია, სწორი ინფორმაცია მივიდეს ადამიანებთან! კოვიდთან ბრძოლის სწორი მექანიზმი, რომელიც არსებობს, გამოვიყენოთ კარგად! ჩვენ, რეალურად, შედეგს დავინახავთ ხუთი თვის შემდეგ. თუ, ადამიანი ვაქცინირებული იყო იანვარში, დაახლოებით აგვისტოს თვეში დავინახავთ შედეგს! ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ისრაელს, რასაც ის აკეთებს, არის ენით აღუწერელი! ისრაელის მთავრობამ გააკეთა ის, რაც ვერც ერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ გააკეთა! ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს ვაქცინაში! შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ხდება დიდი კლინიკაური კვლევა, ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არიან, ყველაფერს აკვირდებიან. ჩვენ გვექნება ის მონაცემები, რისთვისაც მსოფლიოს, ასეთი ინფომაციისათვის დასჭირდებოდა 2-3 წელი და ეს ინფორმაცია ახლა გვექნება 5 თვეში!


ვირუსის მაჩვენებელი მიდის ქვემოთ! არავინ იცის, რა ხდება! ვინც დადიხართ ტაძარში, დავანთოთ სანთელი და რაც ლოცვები არსებობს, ვილოცოთ, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება!


ახალი, ბრიტანული შტამი ძალიან ცუდია! ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბრიტანული ვირუსი არ შემოვიდეს ქვეყანაში! ვინც შემოვა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან, კარანტინი უნდა იყოს მკაცრი, 14 დღის განმავლობაში! ეს ვირუსი თუ შემოვიდა ქვეყანაში, ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველოს არ გაუჭირდება?!


ფაიზერის ვაქცინა არის მსოფლიოში საუკეთესო! მოდერნაზე რაღაც პრობლემები არის! საქართველოში მოდერნას ვაქცინა არ ჩამოვა! მე მაინტერესებს საქართველო!


საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას ვაქცინა. ასტრაზენეკას აქვს ორი ვაქცინა. ერთი დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (კორეაში დამზადებული), ერთია დამზადებული ინდოეთში. ცალკე ლიცენზია მისცეს.


ფაიზერი არის ძალიან ეფექტური, მაგრამ საქართველო მიიღებს ძალიან ცოტას, სამწუხაროდ! დანარჩენს მივიღებთ იმას, რასაც ღარიბი ქვეყნები მიიღებენ! ეს არის ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინა! ეს ვაქცინები, მე არ ვამბობ, რომ არის ცუდი. სიმართლეს ვამბობ და ამის გამო ახლა „დამესევა“ ხალხი, – არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული! ეს არის დროებითი თანხმობის უფლება, რომელიც ეხება გადაუდებელ სიტუაციას (გადაუდებელ სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ). დროებითი ნიშნავს, რომ კარგია, მაგრამ 100%-იანი არა! ფაიზერის ვაქცინას 100 ადამიანს რომ გაუკეთებ, ვირუსი რომ შეგხვდეთ, 92 ადამიანს აღარ დაემართება კოვიდი, მაგრამ 8 ადამიანს მაინც დაემართება.


სეზონურ გრიპის ვაქცინას ვიკეთებ მეც და ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებს საქართველოში. სეზონურ გრიპის ვაქცინის ეფექტურობა არის 45%, 100 ადამიანი რომ გაიკეთებს ამ ვაქცინას, 45 ადამიანი არის დაცული, 55 ადამიანს, შეიძლება, დაემართოს გრიპი!


ჩემი მოსაზრებით, ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტურობა არის დაახლოებით 50%-იანი! 100 ადამიანი რომ გაიკეთებს ამ ვაქცინას, ადამიანების 60% იქნება დაცული, 40 ადამიანს დაემართება ვირუსი. მაგრამ, აქვე მინდა დავამატო, საქართველოში თუ შემოვიდა სამხრეთ აფრიკის ვირუსი, ძალიან საშიშია, ასტრაზენეკას ეფექტურობა არის 20%, 100 კაცი რომ აიცრას (საქართველოში თუ იქნება სამხრეთ აფრიკის შტამი), ეს ნიშნავს იმას, რომ 20 ადამიანი იქნება დაცული, 80 ადამიანი არ იქნება დაცული! ის ვირუსი, რომელიც ახლა არის საქართველოში, ასტრაზენეკას ვაქცინა დაიცავს მოსახლეობის 60%-ს.


უნდა ვიყით ფრთხილად! ვინც შემოვა საქართველოში საზღვარგარეთიდან, ყველა უნდა იყოს ორკვირიან კარანტინში! ეს ვირუსი რომ არ შემოვიდეს საქართველოში და ვიყოთ დაცულები! სამედიცინო პირბადე უნდა გამოვიყენოთ!


რატომ ვწუხვარ და რატომ ვყვირი ამდენს პირბადეებზე, მიხვდით?!


ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა იცი, რომ საფრთხე მოდის (წარმოიდგინეთ, არის ციხესიმაგრე, შენ დგახარ კოშკზე და უყურებ, – მტერი მოდის – ერთია ჩინური ვირუსი, მეორეა ბრიტანული ვირუსი, მესამეა აფრიკული ვირუსი, მე ვყვირივარ და თქვენ ამბობთ, -ამან გააწყალა გული!) ასეთი შეგრძნება მაქვს საქართველოზე, აი, ასეთ დღეში ვართ! საქართველოს აქვს ბევრი კოშკი და ყველა კოშკიდან უნდა იყვირონ!


სკოლებს სანამ გახსნიდნენ, ვამბობდი, საჭიროა ორმეტრიანი დისტანცია, ბავშვები არ გამოვიდნენ კლასებიდან შესვენებაზე. ვინ გისმენს?! მაინც გაკეთედა რაღაც საქართველოში!- ძალიან კარგია! უფრო ბევრის გაკეთება შეიძლებოდა და საჭიროა უფრო მეტის გაკეთება!


პირბადეების ფასებთან დაკავშირებით, ხარისხთან დაკავშირებით, არის გიორგი ფხაკაძის გაკეთებული საქმე! ეს არის გაკეთებული უანგაროდ!“, – -აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვრცლად – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159974033795579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“გააჩინეთ ბავშვები, სანამ არ დაინფიცირებულხართ… ვაქცინირებული მამაკაცების სპერმა არაა გამოკვლეული” –

0

23/04/2021



„– ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება“.


ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


– „ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი…


გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.


თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ… თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/04/gaachineth-bavshvebi-sanam-ar-dainphitsirebulkharth-vaqtsinirebuli-mamakatsebis-sperma-araa-gamokvleuli-giorgi-phkhakadze/


რამ გამოიწვია, მუკორმიკოზის („შავი სოკოს“) აფეთქება ინდოეთში?

0

02/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველომ უნდა ისწავლოს თავის და სხვების შეცდომებზე კოვიდსიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დეტალურად უნდა იქნას განხილული დამოუკიდებელი (არა პროკურატურის მიერ), დარგის სპეციალისტების მიერ უნდა გვახსოვდეს, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი და ზუსტად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია – ზუსტად ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ პანდემიამ გვასწავლა, რომ მხოლოდ ხარისხიანი და არა რაოდენობრივი ჯანდაცვა არის გამოსავალი…
Mucormycosis is not a medical issue but a public health crisis. It require a public health approach.

India need to learn many lessons from mucormycosis crisis. What are those lessons? What need to be done now and urgently?“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ლინკი:

პანდემიის მეორე ტალღის დროს ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის მიერ დაშვებული შეცდომები

https://www.newindianexpress.com/opinions/2021/jun/02/the-mistakes-in-our-mucormycosis-approach-2310511.html?fbclid=IwAR1p9LMpOB_gsOEBCxVu64BKnlQ_NG1bKM3h5G7a4TUV_M6LxDy8inMG9o8



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


VIDEO: „მოდერნა“ გავიკეთე ამ წუთას – გიორგი ფხაკაძე ბუსტერ დოზით აიცრა

0

23/12/2021


ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ბუსტერ დოზით აიცრა. ფხაკაძემ „მოდერნას“ ვაქცინა გაიკეთა.


​აცრის ამსახველი ვიდეო ექსპერტმა „პრაიმტაიმს“ გამოუგზავნა.

„ეს არის ჩემი მესამე ვაქცინა, „მოდერნა“ გავიკეთე ამ წუთას და ძალიან მიხარია, რომ მეტნაკლებად დაცული ვიქნები. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენც“,- ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-moderna-gavikete-am-tsutas-giorgi-fkhakadze-buster-dozit-aitsra/



საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონდიცირების სისტემა სახიფათო და ვირუსის გავრცელების რისკია

0

09.06.2020 Rustavi2



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძის თქმით, კონდიცირების სისტემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკმაოდ სახიფათოა.

“ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანია კონდიციონერების თემა. რამოდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ კონდინციონერი გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა. სივრცეში თუ არის დაინფიცირებული ადამიანი და იქ კონდიციონერია ჩართული, უკვე საშიშია.

კონდიცირება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საკმაოდ საშიშია. უნდა მივმართოთ ბუნებრივი განიავების საშუალებებს.

სახლში კონდიციონერის გამოყენება უფრო უპრიანია, რადგან სახლში ზუსტად ვიცით გვყავს თუ არა ინფიცირებული. სხვა შემთხვევაში კონდიციონერი საკმაოდ რისკის შემცველია,”- განაცხადა “დღის კურიერში” გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/167004

„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია“

0

16/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:


„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია.

რა იწვევს პოსტკოვიდს? კოვიდი,

რა ვიცით პოსტ კოვიდზე? ის ვერაგია,

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი “ურტყამს” ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.


კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე?

დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები,

დისფაგია (ყლაპვის გაძნელება,

თავბრუხვევა,

ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა),

ორთოსტატული ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და

დიარეა.


გამოსავალი? არ აიკიდოთ კოვიდი.

თუ დაგემართათ კოვიდი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მოძებნეთ დარგის სპეციალისტი და არა “ფეისბუქექსპერტი”.

კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებლად აიცერით გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში და მე-2 დოზაც არ დაგავიწყდეთ

ჯანმრთელობას გისურვებთ”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა

0

10.12.2020 ImediNews

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა განიხილა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე საქართველოში მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა და მსოფლიოში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება ეპიდსიტუაციის, ინტენსიური ტესტირების მიმდინარეობის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის, კლინიკურ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.

ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად გატარებული ღონისძიებები იყოს ეფექტიანი ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში – პაატა იმნაძე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, შვეიცარიიდან – გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ესტონეთიდან – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აშშ-დან – მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული და სიეტლში მოღვაწე ექიმი, ბავშვთა რეანიმატოლოგი ომარ ჩიქოვანი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/176290/giorgi-gakhariam-jandatsvis-eqspertebtan-shezgudvebisa-da-intensiuri-testirebis-programis-epeqtianoba-ganikhila

ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს… ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე!

0

11/10/2021

„კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება“! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯადანცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს! არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა. არაპროფესიონალიზმი კლავს! ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე!

ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90% უნდა აიცრას. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება!, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsinatsiis-gegma-unda-sheitsvalos-qvekana-unda-gadavides-faizeri-biontekis-vaqtsinaze-fkhakadzis-akhali-prognozi/