ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img

„დაუჯერებელია“ – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე

0

24/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.


„ახალი გადაწყვეტილებები… კომენტარი რომ დავიწყო, საიდან დავიწყო… ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის შერჩა. დაუჯერებელია, არაპროფესიონალიზმი კლავს“, – დაწერა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში და მოიყვანა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადება:


„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/daujerebelia-ras-ambobs-giorgi-fkhakadze-sakoordinatsio-sabtchos-gadatskvetilebebze/


გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტი

0

2023 წლის იანვარში “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” და ფრანგულმა ორგანიზაციამ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” Acréditation Sans Frontières (ASF) შექმნეს ალიანსი, რის შედეგადაც ორი ცალკეული იურიდიული პირი გაერთიანდა. შესაბამისად, ქართულ-ფრანგულ ორგანიზაციას აქვს ორი მისამართი – პარიზსა და თბილისში, თუმცა აქვს საერთო მენეჯმენტი, სტრატეგია და ერთი გუნდი. მიგვაჩნია, რომ ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” დანერგავს და გააღრმავებს ევროპულ მედიასტანდარტებს საქართველოში. აღნიშნული გაერთიანების შედეგად, ყველა პროექტი, რაც განუხორციელებია „აკრედიატაცია საზღვრებს გარეშე“ -ს და „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები“ , გაერთიანდა ერთი მენეჯმენტის ფარგლებში.

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა და აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“-ს ალიანსი“-ის ლოგო არის ფრანგული და ქართული ლოგოების ნაერთი, რაც არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ქართული და ევროპული ორგანიზაციები საერთო მიზნებისთვის.

ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ქართული და ფრანგული ორგანიზაციების გაერთიანებისა, რომლის მთავარი მიზანია, გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ყველაფერ ზემოთქმულის შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ მედიაჰოლდინგი “შენი”, რომელიც აერთიანებს 15 ვებ და facebook-გვერდებს; 5 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს; X,  (Twitter)-სა და თემები პლატფორმას.  ყველა ერთად კი, ყოველთვიურად 1,000,000-მდე  ქართულენოვან საზოგადოებას აწვდის დამოუკიდებელ, აპოლიტიკურ, აქტუალურ ინფორმაციას.

„შენი“ არის აპოლიტიკური, არაკომერციული, არამომგებიანი მედიაჰოლდინგი; ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ვრეგულირდებით როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის კანონმდებლობით. მედიაჰოლდინგი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ ქართულენოვან საზოგადოებას.

ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი არ თანამშრომლობს პარტიებთან, თამბაქოს, ბავშვთა ხელოვნური კვების, სათამაშო ბიზნესის, იარაღის წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც ვზღუდავთ სარეკლამო სივრცეს, რადგან ჯანმრთელობა ჩვენი ჰოლდინგის პრიორიტეტია.

მედიაჰოლდინგ “შენი”- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არის გიორგი ფხაკაძე .

მედიაჰოლდინგ “შენი”-ს მთავარი რედაქტორი არის თათია გოჩაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ჰოლდინგის სარედაქციო საქმიანობას.

ჩვენი მედიაჰოლდინგის თითოულ ვებგვერდს ჰყავს საკუთარი გამომშვები რედაქტორი, კორესპონდენტ-ჟურნალისტები და ფოტოგრაფი.