ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img

„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს“

0

10/07/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს.

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.

ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ სერვისს კერძო კომპანიები აწვდიან. ვინ ახორციელებს ამ კერძო კომპანიების ხარისხის კონტროლს?! – არავინ!

მოლოდინი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითრეგულირებაზე გადავლენ, საკუთარი ნებით გაივლიან აკრედიტაციას, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ – უტოპიაა, რადგან ეს არავის აინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

„ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ჯანდაცვის სფეროში რეგულირება უნდა იყოს უფრო ძლიერი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ლიბერალიზმმა ეფექტურობა არ აჩვენა.

რეალობა ისაა, რომ კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, ეწევა ეკონომიას, რომ შეიძინოს შედარებით იაფი სამედიცინო სახარჯი მასალები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.

პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა არანაირ ინტერესს არ ავლეს, რომ საკუთარი ხარისხის დემონსტრირება მოახდინოს“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი.

„ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი. ჯანდაცვის ხარისხს განსაზღვრავს ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება, ადეკვატურად კალიბრირებული ხარისხიანი აპარატურა, ხარისხიანი სამედიცინო სახარჯი მასალები, მედპერსონალის ადეკვატური ანაზღაურება და ა.შ.

საქართველოდან სამკურნალოდ ხალხი თურქეთში, ისრაელში და ევროპაში მიდის, ექთნები და სანიტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გარბიან – რა ჯანდაცვის სისტემის არსებობაზე ვსაუბრობთ?!

სოციალურ ქსელში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თხოვნას, რომ ამა თუ იმ ადამიანის მკურნალობისთვის თანხაა შესაგროვებელი. ფონდის შექმნა არ არის გამოსავალი. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სახელმწიფომ მიხედოს თავის მოქალაქეს, როცა მას დახმარება სჭირდება.

დავუბრუნდები შიდა პრობლემებს. საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა, სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები პრაქტიკულად უკონტროლოა.

სანამ ქვეყანა არ აამოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემას, არაფერი გვეშველება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან არააფილირებული ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ობიექტურ შეფასებას. ეს სჭირდება ყველას და ამიტომ ხალხმა უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება.

გავაკეთე სამედიცინო აკრედიტაციის სისტემა, შევთავაზე – დუმილი. კი, ბატონო, ჩემი არ გინდათ, სხვაგან გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ!

ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ გამოგადგებათ. მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. პოლიტიკა კომპრომისებზე დგას. მე შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე წავიდე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც კომპრომისი არ არსებობს.

საშიშია ის, რაც საქართველოს ჯანდაცვაში ხდება. ეს არის „გზა არსაით“. სამწუხაროა, რომ გიორგი ფხაკაძე ეხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, მაგრამ საქართველოში ფხაკაძე არავის სჭირდება, აქ ხომ „ყველაფერი იციან“.

ჩვენ გვჭირდება არა ათასი რაღაცის გაერთიანებული, არამედ ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტდება და იქნება პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი.“, – აღნიშნა მან.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ.

„პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ. როგორც ომბუდსმენს ირჩევენ 5 წლის ვადით, ასევე უნდა მოხდეს ჯანდაცვის მინისტრს არჩევა. ჯანდაცვის მინისტრს უნდა მიეცეს მანდატი, რომ განახორციელოს რეალურად საჭირო რეფორმები, რომელიც შეიძლება, ზოგიერთებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული ადამიანი. მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც შესაძლოა, არაკომფორტული და არაპოპულარული იყოს გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ მინისტრს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეძლებს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას და არ იქნება დამოკიდებული მთავრობის შეცვლაზე.

მინისტრის არჩევისას მან უნდა წარადგინოს მკაფიო საპროგრამო გეგმა, რას გააკეთებს ამ 5 წელიწადში. მისი არჩევა ამ პროგრამის მიხედვით უნდა მოხდეს და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური კონიუქტურისგან, რომ რეალური რეფორმის განხორციელება შეძლოს.

კოსმეტიკური რეფორმები საქმეს არ შველის. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ რევოლუციას ვერ მოახდენს. აქვე ვიტყვი, ჯანდაცვის მინისტრი ვერ უნდა ჩაერიოს რომელიმე დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭების საქმეში.

ჩემი ამოცანა და დღის წესრიგია, რაც შეიძლება, ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ უცხოეთში და ადგილზე გვექნეს იმავე ხარისხის ჯანდაცვა, რაც მოწინავე სახელმწიფოებს აქვთ.

სამოქმედო პროგრამა მარტივია: გამართული პირველადი ჯანდაცვა; ყველა სამედიცინო დაწესებულება პასუხობდეს მინიმალურ სტანდარტებს; ის ნოზოლოგიები, რასაც კარგად ვმკურნალობთ, გავაუმჯობესოთ; ყოველწლიურად დავნერგოთ რამდენიმე ნოზოლოგიის ახალ-ახალი მკურნალობა, ოღონდ უმაღლესი სტანდარტებით. დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანს არ დასჭირდება უცხოეთში წასვლა, ადგილზე შეძლებს მკურნალობას.

ეს არის ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა, გადაიღეთ, იმოქმედეთ, მე ჩემთვის არ გთხოვთ.

ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება! ამის გაგება და დანერგვა უნდა მოხდეს! ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის უპირველესი ლოზუნგი და ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი!” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 

გიორგი ფხაკაძე – “ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია… სინოვაკით აცრილი ჩილე კარანტინზე იკეტება”

0
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

“ვაქცინირებულებისთვის “პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში ჩილე იკეტება კარანტინზე, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი 17.2 მილიონი აცრა სინოვაკით 4.6 მილიონი აცრა ფაიზერით 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი 58% ორი დოზით და 75% ორივე დოზით არიან აცრილები (11/06/2021) მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში […]

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 
 
 

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

 

წყარო: https://akhalitaoba.ge/page/7/?s=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%20%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&fbclid=IwAR36eMpu8n35rwzpErkErwpdTW-9hngkOpS4dhI7TE0RhPjGqvZu3P-LQVY

 
 

 

„ერთი კვირის უკან გაგაფრთხილეთ, ჩინეთში კოვიდის აფეთქება დაიწყო….“ – ჩინეთის ხელისუფლება მკაცრ…

0

16/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ერთი კვირის უკან გაგაფრთხილეთ, რომ ჩინეთში კოვიდის აფეთქება დაიწყო….
სანამ სხვა არ იტყვის, არ მიჯერებთ …
ჯანმრთელობას გისურვებთ

P.S. დამიჯერეთ ხოლმე …
ჩინური კოვიდ ვაქცინები არაეფექტურები არიან უკვე ბოლო 7-9 თვე…“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ჩინეთში 15 მარტის მდგომარეობით, 37 მილიონი ადამიანი იზოლაციაშია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ეს კორონავირუსის ყველაზე დიდ აფეთქებად ითვლება, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დიდ ქალაქებში ნაწილობრივ აკრძალულია სახლიდან გასვლა. 13 მარტიდან ქვეყნის სამხრეთით, დაახლოებით 17,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე შენჟენში (გუანდონგის პროვინცია) ერთკვირიანი იზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. მოსახლეობას ქალაქიდან გასვლა ეკრძალება. იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვებს, საწვავს და ძირითად საქონელს, ვალდებულნი არიან, ან შეაჩერონ მუშაობა ან გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე.

 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე – “ანტივაქსერი დედის 4 წლის გოგონა კოვიდით გარდაიცვალა”

0

„ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან ხდებიან თავისივე ბრძოლის მსხვერპლნი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.

„დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი, ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში, ბატონი ჰაი შოულიანი, ამერიკაში ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, კელი კოოკი. ამ პატარა გოგონას დედა ანტივაქსერი იყო […]

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

 

წყარო: https://akhalitaoba.ge/page/5/?s=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98+%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&fbclid=IwAR3NXoP3pPuilet95iuZt-y_yOcij22TEC2bDh8w9VF2R2bgQYC2S-puLF8

 

„ერთი რამე ახასიათებს ამ შტამებს… ვისაც გაქვთ ქრონიკული დაავადებები…“-გიორგი ფხაკაძე

0

31/05/2021

ტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე:

„ინდური შტამი არის იგივე ბრიტანული შტამი, ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვრცელდება უფრო ახალგაზრდებში და ბავშვებში. უჰანის ვირუსი უკვე დამარხულია. თითქმის აღარ არსებობს საქართველოში. ძირითადად ბრიტანული შტამია გავრცელებული.

როცა ვთქვი, საქართველოში უკვე იყო გავრცელებული ბრიტანული შტამი, მთავრობა ჯიუტად ამბობდა, არ იყო გავრცელებული, ერთი თვის შემდეგ კი აღიარეს, რომ იყო..

ინდურ შტამთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია. სიკვდილიანობასთან დაკავშირებით იგივე მაჩვენებელია, მკურნალობაც იგივეა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება ვაქცინებს. ერთი თვის წინ არანაიარი კვლევა არ არსებობდა ინდური შტამის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა კვლევის პროცესი, არ იყო შედეგები დადებული. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მარტო 1000 ადამიანზე.

ეს პატარა კვლევა გვეუბნება:

1.„ფაიზერის“ ვაქცინა არის უფრო ეფექტური როგორც ბრიტანული, ასევე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არის 94%, ინდური შტამის წინააღმდეგ არის 88% ეფექტურობა. მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ.

2. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაშიც არის იგივე, მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ. საუბარი არის ასევე, – სამი კვირის შემდეგ დგება ეს დაცულობა. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტურობა არის 66%, თუ 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 66 ადამიანი იქნება დაცული, 44 ადამიანი არ იქნება დაცული ბრიტანული შტამისგან.

ინდურ შტამთან მიმართებაში კვლევამ აჩვენა, რომ არის 60%, – 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 60% იქნება დაცული, 40% არ იქნება დაცული.

სხვა „გოგლი-მოგვლი“ ვაქცინების შესახებ არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

როცა ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინაც კარგია, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი კვლევა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული. „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“, – არ გვინდა ასეთი კვლევები!

ის ვარაუდები, რომლებიც არსებობს ამჟამად ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ხომ ნახეთ სეიშელის მაგალითი სახეზეა, ასევე გაერთიანებული ემირატების კვლევები (იქ აწარმოებენ იმ ვაქცინას, რომელიც საქართველოშია ჩამოტანილი). იქ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი!

ჩათვალეთ, რომ გიორგი ფხაკაძე ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ყველაზე დიდი ანტივაქსერი.

ძლიერ მარეგულირებლებზე თუ ვლაპარაკობთ საქართველოში, ძლიერი მარეგულირებელი არის აშშ. აშშ-ში კი არის ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონი და ჯონსონი. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან იქნება კოვიდპასი. ვინაიდან ძალიან ბევრი ყალბი ტესტები იყო ევროკავშირში და ევროკავშირის გარეთ.

საქართველოში, ერთ-ერთი კლინიკა თურმე ყიდის კოვიდპასპორტებს, ეს არის დანაშაული! კოვიდტესტები არის უფასო!

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

 

ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკს ტაიმსის სააგენტოებმა სათაურად დაწერეს, რომ ვირუსი შეიძლება იყოს მთელი ცხოვრება. ეს არის ტყუილი. ამ ყალბ ინფორმაციას რატომ არ ბლოკავთ? მე რომ გადამეკიდეთ!

ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის:
2007 წელს დაიბეჭდა ძალიან საინტერესო სტატია, ადამიანი, რომელიც გადაიტანს ნებისმიერი ტიპის ვირუსს, არის შანსი, თეორიასთან არის უფრო ახლოს, რომ ადამიანის ძვლის ტვინში ინახება ეს ინფორმაცია, პრაქტიკულად ჩვენ ამას ვსწავლობთ და მთელი ცხოვრების მანძილზე, შეიძლება 10 წელიწადი და უფრო დიდი ხანი ეს ინფორმაცია არის ჩვენში და ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ანტისხეულები.

ამ 2007 წლის სტატიის საფუძველზე გაკეთდა ძალიან პატარა კვლევა – 77 ადამიანზე. კვლევა ამბობს, რომ ადამიანებმა, ვინც გადაიტანა კოვიდი, შესაძლებელია ვირუსმა ჩვენი ორგანიზმი ისწავლოს და ანტისხეულები ჩვენს ორგანიზმში იყოს 10 წელი და მეტი. გამიხარდებოდა, ეს სიმართლე რომ იყოს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქეისი, რომ არის რეინფიცირება. ფაქტია, რომ ძალიან დიდი რეინფიცირების შემთხვევები არ არის. 2007 წლის თეორიას რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ რეალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მე ამაზე ფოკუსირებას არ გავაკეთებდი. ყველა მთავარი მომენტი, იგივე კვლევაში ნახეთ, ინგლისურად წერია, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინა გაიკეთა, მათზე ეს არ ვრცელდება, შესაძლებელია, ვინც გაიკეთა ვაქცინა, 6-დან 12 თვემდე მოუწევს.
ჩინურ ვაქცინაზე ვნახეთ, რომ გაერთიანებულ ემირატებში სამი თვის შემდეგ კიდევ იკეთებენ უკვე მესამე დოზას, იმიტომ ვერ ქაჩავს. – რატომ? – ამას ნუ მეკითხებით! – გაერთიანებული ემირატებში შეეკითხეთ მკვლევარებს და საზოგადო ჯანდაცვის ექსპერტებს!

სამედიცინო პირბადეზე დაცვის კარგი საშუალება არ არსებობს!
ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია!

ხუმრობით ვთქვი, შეიძლება ქართული შტამიც იყოს, მეგრულიც, გურულიც და კახურიც… რაც ხდება ახლა ქვეყანაში, მეშინია, იმერული ვირუსიც არ დაგვემართოს… ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი, თუ არ იქნება ვირუსის გავრცელება, მუტაციაც არ იქნება. ალბათ თვითმიზანი გვაქვს, რომ გვქონდეს ჩვენი „ეროვნული შტამი!“

ერთი რამე ახასიათებს ამ შტამებს. გარკვეული მიზეზების გამო უფრო ძლიერი შტამი შთანთქავს მეორე შტამს. ბრიტანულმა შტამმა აჯობა ფრანგულ შტამს.

ინდური შტამი ვრცელდება უკვე ბრიტანეთში ძალიან აგრესიულად, ვინაიდან „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა არის მარტო 60%.
ვისაც გაქვთ ქრონიკული დაავადებები, აუცილებლად უნდა აიცრათ, რადგანაც კოვიდს ვერ გადაიტანთ.

თუ აიცრებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საქართველოში, დაცული ხართ 66%-ით, ვინაიდან ქვეყანაში გავრცელებული არის ბრიტანული შტამი, ინდური შტამის შემთხვევაში იქნება 60%.
ყველაფერი იქნება კარგად! დამშვიდდით, დაწყნარდით, შეიარაღდით სწორი ინფორმაციით!!!“ – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„უმაგრესი ამბავი… ამას ჰქვია „ორი ერთში” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

0

07/12/2021

უმაგრესი ამბავი. ასაკი არ ნიშნავს რომ არ უნდა იყო აქტიური გამოიყენეთ ვიაგრა და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ (69%), – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.

„ამას ჰქვია “ორი ერთში”. ისე, მართლა ძალიან მაგარი ამბავია, ხუმრობის გარეშე. აღნიშნული კვლევა არის 7 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემების შედეგი.

ისე, რომ იცოდეთ, ფაიზერმა გამოიგონა ეს წამალი 1990-იან წლებში სრულიად შემთხვევით, გულსისხლძაღვრთა სისტემის წამალზე მუშაობდნენ და ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა 1998 წელს ის, როგორც ვიაგრა. ჯანმრთელობას გისურვებთ …. (ოღონდ არ გადააჭარბოთ ვიაგრის მიღება ). Pfizer მაინც სულ სხვაა, აცრაც და ვიაგრაც, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 
 
 
 

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

 

წყარო: https://old.primetime.ge/umagresi-ambavi-amas-hqvia-ori-ertshi-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/

 

 

ცესკოს განცხადებით, არჩევნებში 51.92%-მა მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი გიორგი ფხაკაძეს უსმენდა

0

02/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.


„ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92%-მა მიიღო…… დანარჩენი 48% გიორგი ფხაკაძეს უსმენდა…“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tseskos-gantskhadebit-archevnebshi-51-92-ma-miigho-monatsileoba-danarcheni-giorgi-fkhakadzes-usmenda-giorgi-fkhakadze/


„მე მასონების ოჯახიდან ვარ!!! ჩემი დიდი ბაბუა , ბაბუა და მამა მასონები იყვნენ…“ – გიორგი ფხაკაძე

0

04/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მე მასონების ოჯახიდან ვარ!!!

ჩემი დიდი ბაბუა , ბაბუა და მამა მასონები იყვნენ…

მეტსაც გეტყვით, ქუთაისთან ახლოს არის ერთი ბუნებრივი ფერადი ქვებით მდიდარი სოფელი, ჭოგნარი , სადაც, თითქმის ყველა, მასონი ცხოვრობს…

დიახ, მასონი!!!


ისე, რომ იცოდეთ, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად ქვისმთლელს ნიშნავს

გადაშალეთ წიგნები და წაიკითხეთ , ბევრ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას!!!“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159810515865579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„გადავხედოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენებს, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ…

0

10/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მეცნიერება ძალიან რთული საკითხია, ჩვენ ახლა ისეთ მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობთ. შეიძლება, ადამიანი ბიოლოგიას სწავლობდეს 15 წელი და ბოლომდე ვერ ხვდებოდეს, რა ხდება შიგნით, ვაქცინაციის პროცესში და ამოიკითავენ ერთ წინადადებას და ამაზე ააგებენ რაღაცას. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, სკოლებში ესწავლათ თავის დროზე ბიოლოგია,ფიზიკაც, მათემატიკა, უკეთესი იქნებოდა. მე უკვე დავიღალე უაზრო, არაპროფესიონალი საუბრით. სხვათა შორის, ექიმებისგანაც მესმის, არაპროფესიონალური მოსაზრება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.


პასუხი არის ძალიან მარტივი, – საშიში რომ ყიფილიყო, 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდებოდა? რაღაც ჩიპებზე ლაპარაკობენ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე. თუ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირება უნდათ, დაფიქრდით, მაშინ ღარიბ, გაღატაკებულ ადამიანებს გაანადგურებდნენ, ამ ხალხის ტვინში ნეტავ ჩამახედა. გააგზავიდნენ ამ ვაქცინას ღარიბ ქვეყანაში, ამოწყვიტავდნენ და მდიდრები იქნებოდნენ კარგად. ლოგიკაც არის, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ისინი არიან პირველები, ვინც არიან ვაქცინაში. 50 ქვეყანაშია ვაქცინაცია, 50-ია მდიდარი ქვეყანა, ერთია ღარიბი ქვეყანა. ეს არის რუსული პროპაგანდა, სხვათა შორის ჩინური პროპაგანდაც არის, იმიტომ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თავიანთი „ნაგავის“ გასაღებას და ღმერთმა გაუმარჯოს რუსულ და ჩინურ ვაქცინას, რომ გაამართლოს. ლანცეტში კი დაიბეჭდა სტატია, ნანახი მაქვს.


დასკვან არის ასეთი რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რუსეთი არის დიქტატურა, ჩინეთი არის დიქტატურა. თუ ასეთი კარგი ვაქცინაა, რა უშლით ხელს, საჯაროდ რომ გახსნან ყველა მონაცემი ვაქცინის შესახებ, მთელი მსოფლიო ეუბნება და არ აჩვენებენ. აქ ისმევა ძალიან მარტივი კითხვა, თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატოომ არ აჩვენებენ? მე არ ვამბობ, რომ არ არის ეფექტური. ეს არის ახალი წამალი მსოფლიოში არის 200-მდე ვაქცინის მწარმოებელი ფირმა, კომპანია, უნივერსიტეტი, 200-მდე დაწესებულება მუშაობს ვაქცინის შემუშვებაში. ამ 200-დან რომელი იქნება კარგი, არავინ იცის. არც ერთი ვაქცინა, რომელიც არის ამჟამად მსოფლიოში, არ აქვს საბოლოო დამტკიცება კოვიდის საწინააღმდეგოდ ყველა ვაქცინა,რომელიც ახლა არის დამტკიცებული სხდასახვა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს არის დროებითი გამოყენების საშუალება. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვუყურებთ, მსოფლიო დაიქცა, მილიონობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით ადამიანი კარგავს სამსახურს, ყველაფერი დაკეტილია, ხომ უნდა დაიწყოს ეს მოძრაობა. ერთადერთი გამოსავალია ვაქცინა. რუსებს და ჩინელებს აწყობთ, თქვენ, ვინც ამბობთ, ვაქცინას არ გავიკთებთ, რომ არ გაიკეთოთ, მოხვდეთ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტუპაცია გაგიკეთონ და გახდეთ ინვალიდები, მე ვარ ქირურგი, ვმუშაობდი რეანიმაციულ განყოფილებაში და იცით რა არის ინტუპაცია? ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი ტრავმა ორგანიზმისათვის.

გადავხედოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენებს, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ. ყველამ, ვინც გაიკეთა ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰისპიტალიზაცია და ა.შ. დაიწია ქვემოთ.


ვიცით, – ვინც კოვიდი გადაიტანა, 5-6 თვე აქვს იმუნიტეტი. ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე რთული თვე იქნება აგვისტო – ბრიტანეთში და განსაკუთრებით ისრაელში, იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა იქნება აცრილი (დაახლოებით ერთ თვეში დაასრულბენ), ამ დღიდან ჩვენ უნდა გადავთვალოთ 5 თვე, – აგვისტოსათვის მართლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება. თუ რეინფიცირება დაიწყება, მაშინ ცუდად არის საქმე. ჩვენ მოგვიწევს 5-6 თვე აცრა, სანამ მთელი მსოფლიო არ აიცრება, რომ ვირუსს გასაქანი არ მივცეთ,

არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა ფაიზერის ვაქცინით. ერთ მილიონზე თითო ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, მძიმე შედეგი უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს მძიმე ალერგია, ეს ახასიათებს ყველა ვაქცინას. ალერგიების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი, უკუჩვენებები გვაქვს ძალიან დაბალი.


რუსეთი აკეთებს ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა რუსული ვაქცინით? რამდენ ადამიანს დაემართა ალერგია? ასევე ჩინეთზეც.


რომ ამბობენ, არ გავიკეთებო ვაქცინას, რა უნდა გაიკეთონ, როცა ფიზიკურად არ არის ამდენი ვაქცინა.


ჩვენ გვეგონა, ბავშვებისთვის არ არის საშიში ეს ვირუსი, ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, კოვიდი ბავშვებში არის ზუსტად ისე, როგორც დიდებში. ყველა ასაკის ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.


2023 წლამდე მსოფლიოს ვაქცინაციის პროგრამა არ დასრულდება. სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება აცრილი, სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება დაცული, პანდემია გრძელდება, ხომ ხედავთ, არის უკვე ექვსი სხვადასხვა ტიპის შტამით.


-თუ არის სხვადასხვა შტამი,, პირბადე მაინც თუ უნდა ვატაროთ, რაღა აზრი აქვს აცრას?


-აქ არის ყველაფერი ერთად, – პირბადე (აცრა თუ გაკეთებული გაქვთ, პირბადე მაინც უნდა ატაროთ), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამ ვირუსის შესახებ არაფერი. ინდოეთში რაც ხდებოდა, მე და ჩემი კოლეგები გადარეულები ვიყავით, 800 ათასი ადამიანი იყო დღეში ვირუსით ინფიცირებული ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ჰყავთ ათი ათასამდე, გაჩერდა, რატომ, არ იციან. მაგრამ გამოჩნდა ახალი ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – ვრცლად

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=234466521565537




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: ქუჩაში ადამიანები უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც…

0

01/10/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე უკვე რამდენიმე დღეა სამშობლოში იმყოფება. ორწლიანი განშორების შემდეგ, ყველა იმ ადამიანს მოინახულებს, რომელიც მოენატრა. მოგზაურობას გეგმავს რამდენიმე რეგიონში.ამ ყველაფრისთვის კი ერთი თვე აქვს, მერე ისევ საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს და აქტიურად შეუდგეს მუშაობას.


„პრაიმტაიმთან“ საუბარში იხსენებს იმ დღეს, როდესაც სამშობლოში დაბრუნებული პირველად გავიდა ქუჩაში.

„საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს, როდესაც გარეთ გავედი, ქუჩაში ადამიანები უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც დავაშავე. ადრე ასე არ იყო. როგორც ჩანს სოციალურ ქსელში ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე დღეს უკვე ბევრი ადამიანი მცნობს. ადრე ძირითადად აკადემიური სფეროდან პროფესორები, ექიმები, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები მცნობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირბადით დავდივარ, მაინც მცნობს. მეკითხებიან, თქვენ ბატონი გიორგი ფხაკაძე ბრძანდებით?! რამოდენიმე საინტერესო საუბარში შედგა სრულიად უცნობ ადამიანებთან. მთხოვენ „სელფების“ გადაღებას.

უარს არ ვეუბნები, მაგრამ სოციალური დისტანციას მაინც ვიცავთ. ერთმა ქალბატონმა მითხრა, ბატონი გიორგი, ძალიან მაბრაზებთ, მაგრამ მაინც მიყვარხართო. უამრავ კითხვას მისვამენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მეც ვუხსნი მათთვის გასაგებ ენაზე, რა და როგორ.“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-quchashi-adamianebi-utsnaurad-mikureben-titqos-raghats-davashave/