ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებ, აუცილებლად გაეცანი საგანგაშო რისკებსა და სტატისტიკას

თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებ, აუცილებლად გაეცანი საგანგაშო რისკებსა და სტატისტიკას

თავდაპირველად ფეხსაცმელი, უბრალოდ, ფეხის დასაფარად და დასაცავად გამოიგონეს, თუმცა მას მოგვიანებით სხვადასხვა მიზნითა და დანიშნულებით იყენებდნენ.

ფეხსაცმელი გარკვეულ ხასიათს აძლევს ადამიანს. გამოგონებიდან დღემდე მან ევოლუცია განიცადა, რის შედეგადაც სილამაზისა და მიმზიდველობის გასაღებადაც იქცა. ამ მიზნით, ბოლო წლებში უამრავი ქალი იცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. რადგან უფრო მაღალი, სწორი ტანის, მოდური და თავდაჯერებული გამოჩნდეს.

განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ქალების 88% უპირატესობას მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს. თუმცა, სილამაზის მიღმაც არსებობს ფაქტები, რაც ყურადღების დათმობას საჭიროებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით 3 საათზე დიდი ხნით სიარული არ არის რეკომენდირებული.

ფეხის მთლიანობაში 26 ძვალია. როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამ, თითოეული მათგანი არასათანადო პოზაშია, მაგრამ ამით დარტმას არამხოლოდ  ფეხებს, არამედ მთელ სხეულსაც აყენებს. მათ, ვისაც ფეხების ტკივილი ხშირად აწუხებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირად ჩაცმა, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების განხორციელებაში შეუშლის ხელს. ასევე ხშირია დაცემისა და დაზიანებების მიღების შემთხვევები.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელისგან გამოწვეული ტკივილების კუთხით ჩატარდა კვლევა. ამ კვლევაში ჩართული იყვნენ 40-დან 66 წლამდე ქალები, რომლის 42%-მა განაცხადა, რომ 5 წელზე მეტ ხნით მაღალქუსლიანებით სიარულის შედეგად, ფეხების ტკივილი დაეწყოთ, ხოლო გამოკითხულ ქალების 28% ტკივილებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ აბრალებდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა აუცილებლად გატკენთ ფეხს, არამედ იმაზე, რომ ფეხების ტკივილის ან დაზიანების რისკი მეტია, როცა ხშირად იცვამთ მათ.

ქალებში, რომლებიც რეგულარულად ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მატულობს.

მაღალ ქუსლებზე დიდხანს სიარული იწვევს ტკივილებს, მოტეხილობებს, ნერვისა და რბილი ქსოვილების გადაძაბვასა და სახსრების ცვეთას.

ვარ თუ არა ართრიტის განვითარების რისკის ქვეშ?

თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ყოველდღიურად არ იცვამთ, ართრიტის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ისინი, ვინც რეგულარულად ატარებენ 7 სანტიმეტრიანი ან მეტი სიმაღლის ქუსლებს, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

ართრიტის თავიდან ასაცილებლად გამოსავალია კომფორტული ფეხსაცმლის ტარება. სამსახურში ჩასაცმელად აირჩიე ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს 5 სანტიმეტრიანი ან უფრო დაბალი ქუსლი. და თუ ქუსლების დათმობა მაინც არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ ფეხსაცმლის ჩასადები ე.წ. ღაბაშები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს სახსრებზე ზეწოლას და წონას ქუსლისკენ გადაიტანს.წყარო:

 

https://www.researchgate.net/publication/347739542_Foot_Pain_in_High_Heels_Woman_users_Systematic_Literature_Review_and_Meta-Analysis

https://coastalorthopedics.com/blog/does-wearing-high-heels-lead-to-arthritis/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები