კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ

ისრაც დღეს ძალიან ბევრ ქალს იზიდავს და ალამაზებსსახის გაახალგაზრდავების ყველაზე პოპულარული მეთოდი და დეფექტების აღმოფხვრა ქირურგიული ჩარევის გარეშე – ეს ფილერია.

ცხვირის მოდელირება, წვრილი და მსხვილი ნაოჭების შევსება, წარბის, თვალის კუთხის აწევა, ტუჩის მოდელირება, ყვრიმალის და სახის ოვალის მოდელირება… ერთი სიტყვით ის, რაც ადრე ქირურგიული ჩარევის გარეშე მიუღწეველი იყო ქალებისთვის, ახლა უკვე ფილერის მეშვეობით  სავსებით შესაძლებელია.  ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გახლავთ  ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა ანუ მოდელირება , ტუჩის მოცულობის გაზრდა და ასიმეტრიების კორექცია, სახის ოვალის მოდელირება   და ცხვირ-ტუჩის ნაოჭების  შევსება.

თუმცა, არის ბევრი რამ რომლის ცოდნაც იმ ქალებისთვის აუცილებელია, რომლებიც ამ პროცედურით არიან დაინტერესებულნი.

პირველ რიგში პროცედურა უსაფრთხო უნდა იყოს, ამისთვის კი აუცილებელია პროცედურა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმმა, ხარისხიანი პრეპარატით.

იქ სადაც ინექციური პროცედურა ტარდება უნდა იყოს  სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, ყველანაირი პირობა და სრული კომფორტი უნდა ჰქონდეს პაციენტს პროცედურის დროს. მნიშვნელოვანია ექიმის მიდგომა პაციენტთან. ასევე მნიშვნელოვანია პრეპარატი იყოს ხარისხიანი.

გართულებები, რასაც დღეს სოციალურ ქსელშიც ვაწყდებით- ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არაპროფესიონალის მიერ არის ჩატარებული პროცედურა ან საიტიდან გამოწერილი , არაოფიციალური გზით შესყიდული პრეპარატით ხდება პროცედურის ჩატარება. მომწოდებელი აუცილებლად უნდა იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია ,რომელიც პასუხისმგებელია პრეპარატის ხარისხზე.

რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ | შენი სილამაზე

ასევე ყურადღება მისაქცევია ის რომ, ყველა ფილერს თავისი პროტოკოლი აქვს მოქმედების ხანგრძლივობის. საშუალოდ 12-18 თვეში შეუძლია პაციენტს გაიმეოროს პროცედურა.

ამიტომ,  თუკი რაიმე დისკომფორტს გვიქმნის და შეგვიძლია გამოვასწოროთ ჩვენს ვიზუალში, აუცილებლად უნდა მივცეთ თავს ამის ფუფუნება და საშუალება, რომ ჩავიტაროთ მცირედი პროცედურები და გავხდეთ უფრო მეტად დარწმუნებულები საკუთარ თავში. მხოლოდ ზემოთმოყვანილი რჩევების გათვალისწინებით.

წყარო

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები