ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიროდის უნდა გაკეთდეს აპვ (HPV) ვაქცინაცია?

როდის უნდა გაკეთდეს აპვ (HPV) ვაქცინაცია?

01/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



HPV – აპვ (ადამიანის პაპილომა ვირუსი) წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ, სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ ინფექციას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სქესობრივად აქტიური არავაქცინირებული ქალების, დაახლოებით, 80% რომელიმე ასაკში ვირუსის ერთი ან მეტი შტამით ინფიცირდება.


ადამიანის პაპილომა ვირუსის ინფექციას ჩვეულებრივ სიმპტომები არ ახასიათებს, შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ მანამ არ იცის ინფექციის შესახებ, სანამ დაავადება ისეთ სტადიას არ მიაღწევს, როდესაც მკურნალობა ძალზე ხანგრძლივი და რთულია, ან საერთოდაც უეფექტო.


პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად, აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.


სწორედ აპვ ინფექცია 95% შემთხვევაში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე. ქალების ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში მესამე ადგილს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი მეორე ადგილს იკავებს.


აპვ ასოცირდება: პირ-ხახის, ანოგენიტალურ კიბოსთან და სხვა რიგ დაავადებებთან მამაკაცებში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ვირუსული ინფექცია საშიშროებას ქმნის მამაკაცებისთვისაც.


რამდენად მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება და რა რისკებია აცრის გარეშე დარჩენის შემთხვევაში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის იმუნიზაციის კაბინეტის ხელმძღვანელი, პედიატრი ლალი გელაშვილი.


რა რისკებს აგვაცილებს თავიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?


HPV ანუ აპვ (ადამიანის პაპილომა ვირუსის) ვაქცინას აქვს პოტენციალი, რომ თავიდან იქნეს აცილებული -ით გამოწვეული კიბოს 90%-ზე მეტი. აპვ ვაქცინაცია პირველად 2006 წელს იქნა რეკომენდებული, რის შემდეგაც აპვ ტიპის ინფექციები, რომლებიც იწვევენ კიბოს და გენიტალური მეჭეჭების უმეტესობას, შემცირდა 88%-ით მოზარდ გოგონებში და 81%-ით ახალგაზრდა ზრდასრულ ქალებში.


ვისთვისაა რეკომენდებული აპვ ვაქცინა?


აპვ ვაქცინაცია რეკომენდებულია 10-11-12 წლის ასაკის გოგონებისთვის და ახლა უკვე ბიჭებისთვისაც.


ახლახანს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 13 ივლისის N52/ნ ) ბიჭების აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შევიდა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში, კერძოდ:


აცრების უნდა ჩაუტარდეს 10, 11, 12 წლის ასაკის ბიჭებს. აცრების კურსი ორჯერადია. მინიმალური ინტერვალი აცრებს შორის – 6 თვე.


აპვ ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს 9 წლის ასაკიდანაც. ყველა მოზარდს სჭირდება აპვ ვაქცინაცია, ამ საშუალებით ისინი დაცულნი იქნებიან აპვ ინფექციებისგან, რამაც მოზრდილობაში შეიძლება გამოიწვიოს კიბო.


26 წლამდე მოზარდებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც არ დაიწყეს ან არ დაასრულეს აპვ ვაქცინების სერია, ასევე სჭირდებათ აპვ ვაქცინაცია.


დაავადებათა კონტროლის სამსახური რეკომენდაციას უწევს, რომ 11-დან 12 წლამდე მოზარდებმა ჩაიტარონ აპვ ვაქცინის ორი დოზა 6-დან 12 თვის ინტერვალით.


ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული 26 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.


27-დან 45 წლამდე ასაკის ქალბატონებში, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, ვაქცინაციის საჭიროებას წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი.


ვინ არ უნდა აიცრას აპვ ვაქცინით?


ვაქცინაცია არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

READ  „ეს 12 ადამიანი არის მსოფლიო დონის ტერორისტი. მათ მიერ შექმნილი…“-გიორგი ფხაკაძე

  • თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია აპვ ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე ან აპვ ვაქცინის წინა დოზაზე;

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია საფუარის მიმართ;

  • თუ პაციენტი ორსულადაა.

აპვ ვაქცინები უსაფრთხოა მსუბუქად დაავადებული ბავშვებისთვის, როგორიცაა დაბალი ხარისხის ცხელება, გაციება, ცხვირიდან გამონადენი ან ხველა.


რამდენად კარგად მუშაობს ეს ვაქცინები?


კიდევ ერთხელ განვმარტავ:

  • აცრის შემთხვევაში ნაკლები მოზარდი და ახალგაზრდა ავადდება გენიტალური მეჭეჭებით;

  • აპვ ვაქცინაციამ ასევე შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე შემთხვევების რაოდენობა ახალგაზრდა ქალებში;

  • აპვ ვაქცინებით უზრუნველყოფილი დაცვა ხანგრძლივია.


როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?


უმრავლეს შემთხვევაში არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები.


თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ წამალს, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.


აპვ ვაქცინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ძალზე მსუბუქია.


ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%AF%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.