ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის“

„საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის“

15/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

შარშან ამ დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის.


„საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის. ბევრი მიდის, ბევრმა, ვისაც ჩამოსვლა უნდოდა, გადაიფიქრა;


მაგალითად, სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში არსებული უაზრო ჯანდაცვის სისტემის მძევალია. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, საქართველოში არის ჯანდაცვის უსისტემობა.


მაგალითად, მისასალმებელია, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ 2025 წლისთვის? 2024 წელს არჩევნებია და აკრედიტაცია არჩევნების შემდეგ გადავდეთ? ანუ სათქმელი რომ გქონდეთ – თუ გინდათ, გაგიკეთებთ, თუ ვერ აგვირჩევთ, როგორ გავაკეთოთ?!


თუ აკეთებთ, დროულად გააკეთეთ. გიორგი ფხაკაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი კარგა ხანია, დაიწყო, არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება;


აგერ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გეუბნებათ, აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია, მხოლოდ ხელი არ შეუშალოთ. მე ყოველთვის გამოვძებნი დროს, ღამეც ვიმუშავებ, ოღონდ ეს საქმე გავაკეთოთ.


მადლობა მათ, ვინც ბატონ მინისტრს ეს რჩევა მისცა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია 2024 წელს კი არა, ახლავე უნდა დაიწყოს. ეს სისტემა უკვე აწყობილია, გაუმჯობესება პროცესის თანმდევია და ყოველთვის იქნება.


სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დროზე დავიწყოთ, თორემ გამოვა, რომ მხოლოდ კარგი იდეა გააპიარეთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში გადაწყვეტილებების უმრავლესობა ისედაც პიარზეა აწყობილი. საკითხები პიარულად წყდება და არა საგნობრივად.


ბატონო მინისტრო, მოგიწოდებთ, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია ახლავე დავიწყოთ.


გიორგი ფხაკაძის გარდა არის ბევრი პატრიოტი ქართველი, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს უანგაროდ აკეთებდნენ. აკეთებენ და გააკეთებენ. არ გვაქვს არანაირი ინტერესი, არც ფინანსური, არც ტექნიკური, არც თანამდებობრივი, არც კორუფციული. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა რომ გვტკივა, ამიტომ გვინდა, სასარგებლო საქმე გავაკეთოთ


რაც შეეხება აკრედიტაციას, ვიცი, ვიღაცეები აქედანვე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ამ პროცესზე ფული. 2025 წლამდე „სქემებს“ დააწყობენ. მე ვერაფერს გამომაპარებთ.


ასევე ქვეყანაში პრობლემაა უწყვეტი სამედიცინო განათლება. ექიმმა წელიწადში უწყვეტი სამედიცინო განათლების 50 საათი უნდა გაიაროს, ექთანმა – 25.


მარტივ მაგალითს გეტყვით, როგორი კორუფციული სქემაა საქართველოში: სამედიცინო ასოციაციამ აკრედიტებული ტრენინგი რომ ჩაატაროს, თანხმობის პროცედურა ერთ დარგზე 1000 ლარი ჯდება. თუ მულტიდარგობრივი ტრენინგი ტარდება, მაგალითად, მედიცინის 10 სხვადასხვა მიმართულებაში, 10 000 ლარი დაჯდება. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდია? სინამდვილეში სახელმწიფომ ფული კი არ უნდა გამოართვას, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს ასეთი ტრენინგების ჩატარებას.


მე სახელმწიფოს შევთავაზე სამედიცინო კურსების უფასო აკრედიტაცია. ამის გამო ბევრი ვერ მიტანს. ექიმი კი არ უნდა იხდიდეს ფულს ტრენინგში, პირიქით, მის პროფესიულ განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს.


ზოგადად, საქართველოში რატომღაც ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით თავის მოტყუების რეჟიმში, მით უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება თქვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული;


რაზე ვგიჟდები, იცით? პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, ხალხი კარტოფილზე გაიყიდაო. არასდროს გიფიქრიათ, ეს ხალხი კარტოფილზე რატომ იყიდება? იმიტომ, რომ ის კარტოფილი არა აქვს.


ერთი პარტია რომ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და მეორე – 10, პრობლემები კი იგივე რჩება. ესაა მთელი უბედურება, რომ სახელმწიფოში იდეა არ არის. დაკარგულია იდეა, რომ ავაშენოთ ძლიერი საქართველო.


ჩვენ ინდივიდუალისტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ადამიანი სახელმწიფოს სიძლიერეს საკუთარ თავზე უნდა გრძნობდეს.
მე, როგორც მოქალაქეს, მინდა, ჩემი სახელმწიფო იყოს ძლიერი. ადამიანი უნდა ხედავდეს, რომ ეს ქვეყანა მისთვის კომფორტულია, აქ რომ ცხოვრობს, მისთვის მუშაობაც „საკაიფოა“, ცხოვრებაც, დროსტარებაც, ფულის ხარჯვაც და ფულის შოვნის საშუალებაც არის. მე მინდა, საქართველო იყოს ასეთი „საკაიფო“ და მაგარი ქვეყანა.


ჯანმრთელობას გისურვებთ…“

READ  3 ყველაზე მოდური პირველი ლედი


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.