შავი ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს B2 და B3, კალიუმს, ნატრიუმს და მაგნიუმს. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ შავი ყავის 5 სასარგებლო თვისებას და რძიანი ყავის შავი ყავით ჩანაცვლების საჭიროებას.
1. ანტიოქსიდანტები
შავი ყავა შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს,როგორიცაა ქლოროგენის მჟავა და ებრძვის ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, რაც ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირების ალბათობას ზრდის, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
2. კოგნიტური ფუნქცია
შავ ყავაში შემავალი კოფეინი მოქმედებს როგორც რბილი სტიმულატორი, აფხიზლებს, დადებითად მოქმედებს კონცენტრაციასა და გონებრივ სიცხადეზე. შესაძლოა შეამციროს ისეთი დაავადებების რისკიც კი როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი.
3. ღვიძლის ჯანმრთელობა
შავი ყავის ზომიერმა მოხმარებამ, ორგანიზმში ანთების შემცირებითა და ღვიძლის მავნე ფერმენტების დაგროვების პრევენციით, შესაძლოა შეამციროს ღვიძლის დაავადებების რისკი, მათ შორის ღვიძლის კიბო, ციროზი და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.
4. მეტაბოლიზმის გაძლიერება
კოფეინს, ბუნებრივ სტიმულატორს, რომელიც გვხვდება შავ ყავაში, შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმი ანუ ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა, რაც ხელს უწყობს წონის მართვას. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ცხიმების წვის ტემპს და ვარჯიშის დროს გააუმჯობესოს ფიზიკური აქტივობა.
5. ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირება
შავი ყავა კავშირშია ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირებასთან, რადგან ის ინსულინის მიმართ ზრდის მგრძნობელობას და სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს.
მასალის გამოყენების პირობები