შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს...

სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს…

28/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27.04 განახლებული წესები:(https://bit.ly/3nzP64r),

– ქუჩაში, მცირე ჯგუფებად შექუჩებულ ადამიანებს, სადაც ყველა სრულადაა აცრილი, ნიღაბი აღარ მოეთხოვებათ. ნიღაბი კვლავ მოითხოვება ხალხმრავალ ადგილებზე!

– სრულად აცრილ თანამშრომლებს შეუძლიათ სამსახურში სიარული გააგრძელონ, თუნდაც ინფიცირებულთან ჰქონოდათ კონტაქტი და თუ სიმპტომები არ აქვთ.

– სრულად აცრილ უსიმპტომო ადამიანებს, ვისაც ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონია, რეგულარული შემოწმება აღარ მოეთხოვებათ.

– არასამედიცინო საერთო დაწესებულების მაცხოვრებლებს შეხება, თუ ჰქონდათ დაავადებულთან (მაგალითად, სტუდენტური საცხოვრებელი), საერთო კარანტინის მოთხოვნა მოიხსნა.

– იმუნიტეტდაქვეითებულ სრულად აცრილებს ექიმის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ნიღბის ქუჩაში მოხსნა.

ყურადღება:

აკრძალვა მოეხსნათ მხოლოდ ფაიზერი/ მოდერნა/ ჯონსონი / ასტრაზენეკათი სრულად აცრილებს!

ყველა სხვა ვაქცინით აცრილებს ისევ მოუწევთ ნიღბის ტარება, სანამ ჯანმო არ დაადგენს რომ ეფექტურია!

ფოტოზე: დააკვირდით ნიღაბს სახეებზე

წითელი ზონა: ყველაზე საშიში ქცევა

ყვითელი ზონა: ნაკლებ საშიში

მწვანე: ყველაზე უსაფრთხო ქცევა.


სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის საჭირო ჯანდაცვის რეკომენდაციების კომპლექტი განახლდება და გაფართოვდება SARS-CoV-2 საზოგადოებაში გავრცელების დონის, სრულად აცრილი მოსახლეობის წილისა და COVID-19 ვაქცინების სწრაფად განვითარებადი მეცნიერების საფუძველზე.

„ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს, რადგან ჩინური ვაქცინების ეფექტურობაში დარწმუნებული არ ვარ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

READ  მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები