ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"ვივო მედიქალ ჯგუფის" კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

“ვივო მედიქალ ჯგუფის” კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

23/05/2023

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანო Accreditation Canada-მ „ვივო მედიქალ ჯგუფში“ გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან (“სამედიცინო ცენტრი ინოვა”, „ინოვა ინვიტრო“ “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან.


„აღნიშნული თანამშრომლობა მისცემს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს საშუალებას აიმაღლოს რეპუტაცია საერთაშორისო ბაზრებზე, მაგრამ რაც მთავარია, პაციენტებს მისცემს დამატებით გარანტიებს იმ სამედიცინო სერვისების ხარისხზე, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში.


ორგანიზაციაში უკვე არსებობს მაღალი ხარისხის სტანდარტები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ახლა საუბარია ამ სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე საერთაშორისო ნორმებთან. დაახლოებით 1-1,5-წლიანი პროცესია, როცა ვვარაუდობთ, რომ ჩვენ მივიღებთ აკრედიტაციას“,-აცხადებს გიორგი ყიფიანი, „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან ხდება სავალდებულო.


Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურეობის ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.


ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო “აკრედიტაცია კანადა” თბილისში. ჩვენ ეროვნული და საერთაშორისო დონის აკრედიტაციას გავცემთ მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო იმ 39 ქვეყანას უერთდება, რომლებიც ჯანდაცვის დაწესებულებებში სრულყოფილების სტანდარტს ნერგავენ.


საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია. ხარისხის კუთხით საქართველოში საფუძველი დღესაც არსებობს, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები მას კიდევ უფრო განავითარებს. საქართველოში ადგილობრივი მრჩევლების გუნდი გვყავს, რაც ამ პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია. ამ გუნდს გიორგი ფხაკაძე ხელმძღვანელობს და გვიხარია, რომ ის ჩვენთანაა. ეს საქართველოში პროგრამის მდგრადობას უზრუნველყოფს“,- აცხადებს Accreditation Canada -ს აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა.


ორგანიზაციამ უკვე ჩამოაყალიბა საქართველოში ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ექიმი, გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი.


„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი წარმომადგენლობა და ჩვენ ახლა ვამზადებთ ქართველ ექსპერტებს, რომლებიც დაეხმარებიან სამედიცინო დაწესებულებებს გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.


ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, კლინიკების მხრიდან სერთიფიკატი უნდა იქნას წარდგენილი 2025 წლის იანვარში. პროცესი უნდა იყოს დასრულებული 2024 წლის სექტემბერში, რადგან საავადმყოფო უნდა იყოს მომზადებული სააკრედიტაციოდ. შემდეგ საერთაშორისო ექსპერტი ჩამოდის და აკეთებს აკრედიტაციას. რეკომენდაციას ვაძლევ ყველა სამედიცინო დაწესებულებას: გაიარეთ და დაიწყეთ აკრედიტაცია რაც შეიძლება მალე, რადგან დრო არ გაქვთ, პრაქტიკულად თქვენ გაქვთ ერთი წელიწადი“,-აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად დრო 2024 წლის ბოლომდე აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://bm.ge/ka/article/quotvivo-mediqal-jgufisquot-klinikebma-saertashoriso-akreditaciis-gavlistvis-mzadeba-daiwyo/133722


მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.