სამშაბათი, მარტი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმაღალი მოდის დაბრუნება: პარიზის მოდის კვირეულის 2025 წლის მნიშვნელოვანი მომენტები

მაღალი მოდის დაბრუნება: პარიზის მოდის კვირეულის 2025 წლის მნიშვნელოვანი მომენტები

პარიზის მაღალი მოდის კვირეული , რომელიც 27-30 იანვარს გაიმართა და კიდევ ერთხელ იქცა მოდის ხელოვნების ყურადღების ცენტრად.

პარიზის მოდის კვირეულზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრენდებმა თავიანთი უახლესი კოლექციები წარადგინეს, რომლებიც დახვეწილი დიზაინით, ინოვაციური ხედვითა და კლასიკური ელეგანტურობით გამოირჩეოდა.

კვირეული Schiaparelli-მ გახსნა, სადაც დანიელ როზბერის მიერ შექმნილი კოლექცია ელზა სხიაპარელის მემკვიდრეობას მიეძღვნა. სიურეალისტური ელემენტებით გამორჩეული სამოსი,(ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით „ზერეალობას“ ნიშნავს ფრანგულ ენაზე) გამბედავი სილუეტები და დეტალებზე დახვეწილი ყურადღება მოდის სახლის უნიკალურობას უსვამდა ხაზს.

Christian Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ, 1950-იანი წლებიდან შთაგონებული კოლექცია შექმნა. მოდელებმა პოდიუმზე კლასიკური სილუეტები გააცოცხლეს, რომლებიც თანამედროვე ესთეტიკასთან ჰარმონიულად იყო შერწყმული, რაც ბრენდის დროის მიღმა სილამაზეს უსვამდა ხაზს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოდიუმზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გამოვიდა.

Valentino-მ ახალი კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე, წარადგინა. მისმა დებიუტმა მოდის სამყაროში დიდი მოლოდინი გააჩინა, ხოლო კოლექციამ ბრენდის რომანტიკული ესთეტიკა მიკელეს უნიკალურ ხედვასთან გააერთიანა. მდიდარი ტექსტურები და მკვეთრი ფერები მიანიშნებდა, რომ ვალენტინოსთვის ახალი თავი იწყება. აღსანიშნავია ისიც რომ Valentino-ს ჩვენებაზე ქართველი მიდელის ქრისტინე სხულუხიას დებიუტი შედგა.

ლეგენდარულმა Jean Paul Gaultier-მა ამჯერად მიწვეული დიზაინერის, ლუდოვიკ დე სენ-სერნენის, მიერ შექმნილი კოლექცია წარადგინა. დიზაინერმა გოლტიეს მემკვიდრეობა თანამედროვე ხედვასთან შეაჯერა, რის შედეგადაც კლასიკა და ინოვაცია ერთიან კომპოზიციად იქცა.

Chanel-ის მაღალი მოდის კოლექცია იყო პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული შოუ. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ვირჯინი ვიარმა, გააგრძელა შანელის ტრადიცია, რომელიც აერთიანებს საუკუნოვანი ელეგანტურობასა და თანამედროვე სტილს. პოდიუმზე წარმოდგენილი იყო დახვეწილი და ელეგანტური დიზაინები, რომელიც გამოირჩეოდა უნიკალური ხელობის დეტალებით. Chanel-ის შოუზეც ვიხილეთ მატილდა გვარლიანი.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული 2025 მოდის ინდუსტრიის ერთგულებას აჩვენებდა ინოვაციისა და მაღალი ხელოვნების მიმართ. თითოეულმა მოდის სახლმა თავისი უნიკალური ხედვა წარმოადგინა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაღალი მოდა არ არის მხოლოდ სამოსი – ის კულტურული და ესთეტიკური გამოხატვის უმაღლესი ფორმაა.

ავტორი:ნათია შამუგია

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
რატომ უნდა დალიოთ დილით, უზმოზე 4 ჭიქა (640 მლ) წყალი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

რატომ უნდა დალიოთ დილით, უზმოზე 4 ჭიქა (640 მლ) წყალი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

მარტი 3, 2025
დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

3 მარტი 2025
ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

მარტი 3, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

მარტი 3, 2025
საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

3 მარტი 2025
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება  ელექტრომომარაგება 4 მარტს

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 4 მარტს

მარტი 3, 2025
რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

მარტი 3, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები