რჩევები ძილის მოსაწესრიგებლად

0
620
#image_title

ხარისხიანი ძილის ჩვევის ჩამოყალიბება მნიშნელოვანია. იმის გაცნობიერება, რომ ძილის ნაკლებობა ჯანმრთელობაზე მოქმედებს, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. მიიღეთ რჩევები ხარისხიანი ძილისთვის

კარგი ძილის ჩვევები, იგივე „ძილის ჰიგიენა”, დაგეხმარებათ ღამით კარგად გამოძინებაში.

ჯანსაღი ძილისთვის გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

იყავით თანმიმდევრულები. დაიძინეთ ყოველ ღამე და ადექით ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.
დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი ოთახი არის მშვიდი, ჩაბნელებული, მოსასვენებლი და კომფორტული ტემპერატურით.
საძინებელში არ დატოვოთ ისეთი ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა ტელევიზორ, კომპიუტერი და სმარტფონ.
ძილის წინ მოერიდეთ დიდი რაოდენობით კვებას, კოფეინს და ალკოჰოლს.
ივარჯიშეთ. დღის განმავლობაში ფიზიკურად აქტიურობა დაგეხმარებათ უფრო მარტივად დაიძინოთ ღამით.

 

რა უნდა გავაკეთო თუ ვერ ვიძინებ?

თუ ძილის პრობლემები გაგიხანგრძლივდა და ხელს გიშლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმთან მისვლამდე ძილის, სადღაც 10 დღიანი რუტინის, დღიური აწარმოეთ.

დღიურში შეიტანეთ შემდეგი სახის ინფორმაცია, თუ როდის:

მიდიხართ დასაძინებლად
იძნებთ
იღვიძებთ
დგებით საწოლიდან
იძინებთ დღისით (წათვლემა)
ვარჯიშობთ
სვამთ ალკოჰოლს
სვამთ კოფეინის შემცველ სასმელებს

 

ასევე გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, თუ რაიმე სახის მედიკამენტებს ან დანამატებს იღებთ, შესაძლოა კარგ ძილში ესეც გიშლიდეთ ხელს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კორეული გამორჩეული მზისგან დამცავი საშუალებები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ