ვეგეტარიანელობის მინუსები

0
17
#image_title

ბოლო ხანებში მოდურია რაიმე უჩვეულო კვებითი მოძრაობის წევრობა. ძალიან პოპულარული გახდა ვეგეტარიანელობა, ვეგანობა, შიმშილის სხვადასხვა სახეობა და უგლუტემინო დიეტები. ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ ყველას ორგანიზმს არ უხდება ასეთი კარდინალური ცვლილებები.

ვეგეტარიანელობის მინუსები

ბრიტანელმა მეცნიერებმა მასიურად გამოკითხეს ვეგეტარიანელები იმის შესახებ, თუ რამდენად დიდხანს იცავდნენ მცენარეულ დიეტას, ჰკითხეს კვების სირთულეებსა და იმაზე, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ცხოველური პროდუქტების გამორიცხვის შემდეგ.

ვეგეტარიანელობის მინუსები

გამოკვლევის შედეგებმა მთელი მსოფლიო გააოგნა. ვეგეტარიანელებისა და ვეგანების 84%მა დასახულ გზას გადაუხვია და კვლავ დაიწყო ხორცის გამოყენება. საინტერესოა, რატომ? აი ყველაზე გავრცელებული მიზეზები.

რატომ არის რთული ვეგეტარიანელობა

1. მუდმივად წინასწარ გეგმავ რაციონს და სულ უნდა ამზადოთ და ამზადოთ. ყველა საჭირო პროდუქტი არ იშოვება სახლთან ახლოს. კერძების რაციონი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ ნივთიერებებმა ორგანიზმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

2. სანამ მეგობრებთან ერთად რესტორანში წახვალთ, დაწვრილებით უნდა შეისწავლოთ მენიუ და დარწმუნდეთ, რომ იქ ცხოველური არაფერი იქნება.

ვეგეტარიანელობის მინუსები

3. იდეოლოგიის ბევრი მიმდევარი ეჯახება ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობის პრობლემას. პირველ რიგში საუბარია B12 ვიტამინზე, რომელსაც შეიცავს ზღვის პროდუქტები და საქონლის ხორცი, ასევე D ვიტამინზე, რომელსაც რძის პროდუქტები, ყველი და კვერცხი შეიცავს. ასევე კალციუმზე და სპილენძზე. მათი დეფიციტი ვლინდება კიდურების დაბუჟებაში, ხშირ თავის ტკივილში, დეპრესიაში, დაქვეითებულ იმუნიტეტში.

4. თუთიის უკმარისობა – ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია. ის იწვევს თმის ცვენას, კოორდინაციის დარღვევას, ნერვულ აშლილობებს.

ვეგეტარიანელობის მინუსები

5. მცენარეული საკვები, რომლებშიც ბევრი უჯრედისია, იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ამიტომ დიეტის დაწყებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა გასტროენტეროლოგთან.

6. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 12%ს ალერგია აქვს პროტეინებით მდიდარ მცენარეულ პროდუქტზე – სოიოზე. ის ვეგეტარიანული კერძების უმრავლესობაში შედის.

ვეგეტარიანელობის მინუსები

7. ზოგი პროდუქტი, რომელიც ვეგეტარიანულად ითვლება, შეიცავს ცხოველურ კომპონენტებს, მაგალითად, მაღაზიის ფორთოხლის წვენში შეიძლება იყოს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ასევე მრავალ სოუსში, საღეჭ რეზინში არის ცხოველური ცილა.

8. ორსულობისას აუცილებელია სისხლში რკინის დონის კონტროლი. რკინა ცხოველური საკვებიდან უფრო მალე შეიწოვება, ვიდრე მცენარეულიდან. რკინის დეფიციტმა შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

ვეგეტარიანელობის მინუსები

9. თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ ვეგეტარიანელობა, დაიმახსოვრეთ: თქვენი შინაური ცხოველების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ხორცი.

10. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მედიკამენტების უმრავლესობა ცხოველური წარმოშობის კომპონენტებზე მზადდება.

ვეგეტარიანელობის მინუსები

11. ბავშვებისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება, მოზარდმა კი აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, ქოლესტერინი, რაც მცენარეულ საკვებში საკმარისად არ არის.

12. არ ღირს ვეგეტარიანელობა მათთვის, ვისი სამუშაოც მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთან და სტრესებთანაა დაკავშირებული. ამაში საკუთარ მაგალითზე ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი დარწმუნდა – ანჯელინა ჯოლი, მეგან ფოქსი, ნატალი პორტმანი… მათ აწუხებდათ სისუსტე და უღონობა. ამიტომ დაუბრუნდნენ ჯერ თევზს, შემდეგ ხორცს.

ვეგეტარიანელობის მინუსები

მაგრამ, როგორც არ უნდა ვეპყრობოდეთ ვეგეტარიანელობის ფაქტს, უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეული დიეტა ძალიან გემრიელ კერძებსაც გვჩუქნის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს და გაიგეთ მათი აზრიც!

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ