ლიმონი -რატომ უნდა გავყინოთ შეიტყვეთ სტატიიდან
ლიმონი რომ ძალიან სასაგებლოა ეს ყველამ იცის. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ლიმონში, ყველაზე ფასეული მისი ქერქია. ციტრუსის ცედრაში ათჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე რბილობში. რომ აღარაფერი ვთქვათ ეთერზეთზე, რომელიც კლავს მავნე ბაქტერიებს, კურნავს ანთებასა და თავის ტკივილს.
ლიმონის ქერქი გამოგადგებათ ყოფა-ცხოვრებაშიც. იმისათვის, რომ ქერქი სწორად მოაძროთ, ლიმონი უნდა გაყინოთ.
გაყინული ლიმონის სარგებლობა
ლიმონის უპირატესობის სრულად შეგრძნებისთვის, ის რამდენიმე ხნით უნდა მოათავსოთ საყინულეში. ამის შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ მის გახეხვას, კანთან ერთად. მიღებული მასა დაამატეთ ნებისმიერ კერძში ან სასმელში. გაყინული ლიმონი საკვებს ანიჭებს განუმეორებელ ციტრუსის არომატს და განამტკიცებს თქვენს ჯანმრთელობას.
როგორ გამოვიყენოთ ცედრა
ლიმონის ქერქი შეგიძლიათ გააშროთ, შემდეგ დაფქვათ ბლენდერში, ფქვილის მდგომარეობამდე. ლიმონის ცედრას ფხვნილი ჩაამატეთ ჩაიში, გამოსაცხობ ფორმაში, სალათებში. თუ ლიმონის ფხვნილს შაქარს აურევთ, მიიღებთ ლიმონის შაქარს, რომელსაც შეუდარებელი არომატი აქვს.
საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის დაღეჭეთ ლიმონის ცედრა. ის შველის ყელის ტკივილსაც. ლიმონის ცედრა საკვები დანამატის სახით ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს გაციებისგან. ასევე ლიმონის ცედრა ხელს უწყობს გახდომას – ექტინის შემცველობის გამო. ეს ნივთიერება აქვეითებს შაქრის შეწოვას და ამცირებს ჭამის სურვილს.
არ დაგავიწყდეთ ლიმონის გულმოდგინედ გარეცხვა გამოყენების წინ. ლიმონის სარგებლობის შესახებ აუცილებლად მოუყევით თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში!
კითხვის გაგრძელება
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi