შარდის სურნელის შეცვლის მიზეზები და სიმპტომები

როდისაა თქვენი შარდის ცუდი სურნელი სერიოზული დაავადების ნიშანი და რა იწვევს მას?

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
1. საკვები და მედიკამენტები

ყველაზე ხშირად შარდის სუნის შეცვლა სატაცურის მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე იგივე ეფექტი შეიძლება ქონდეს ხახვის, ნივრის და ყავის ხშირ მიღებასაც. ასევე B6 ვიტამინის მიღებაც იწვევს ამას.

2. დეჰიდრატაცია

ეს შარდის ცუდი სურნელის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც ასევე მის მუქ შეფერილობასაც იწვევს. ამის გამოსწორება მარტივად შეგიძლიათ მეტი წყლის დალევით. თუ წყლის ნაკლებობამ თავის ტკივილის სიმპტომები გამოიწვია, მაგ შემთხვევაში უკვე ექიმს უნდა მიმართოთ.

3. ნაღვლის ბუშტის ინფექცია

ამ ინფექციას ასევე ახასიათებს შარდისთვის სუნის შეცვლის სინდრომი, ასევე ტუალეტში ხშირად მოგიწევთ გასვლა. თუ ეს ორი სიმპტომი ერთდროულად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა ინფექცია თირკმელების დაავადებაში არ გადაიზარდოს.

4. დიაბეტი

ის ადამიანები, რომლებსაც დიაბეტი აქვთ და ეს არ იციან, სწორედ ასეთ სიმპტომებს განიცდიან. მათ სისხლში დრამატულად იცვლება შაქრის დონე, რაც შარდის სუნის გამძაფრებასაც იწვევს. როგორც კი იეჭვებთ, რომ დიაბეტი გაქვთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

5. ღვიძლის დაავადება

თუ შარდის ცუდ სუნთან ერთად ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევებიც გაწუხებთ, ეს შეიძლება ღვიძლის მუშაობის პრობლემებით იყოს გამოწვეული. ასეთი სინდრომის დროს როგორც კი კანის შეყვითლება დაგეწყებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

შარდის სუნის გამძაფრება და ცუდი არომატი თვითონ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა თუკი მას ამ სიმპტომებიდან რომელიმე ახლავს თან, სჯობს ექიმს მიმართოთ სასწრაფოდ:

  • მაღალი სიცხე
  • თავბრუსხვევა
  • მძიმე ტკივილი საშვილოსნოს არეში
  • ზურგის ნემსური ტკივილი
  • სისხლი შარდში
  • კატასტროფული წყურვილი
  • ძლიერი დაღლილობა
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როდისაა თქვენი შარდის ცუდი სურნელი სერიოზული დაავადების ნიშანი და რა იწვევს მას?. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%a3/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რეგულარულად გამოიყენეთ ამ პროდუქტებიდან რომელიმე და დაემშვიდობეთ დიაბეტს.
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის