ციკლი ქალისთვის რთული პერიოდია. ხასიათის ცვლილებებთან და ტკივილთან ერთად, ადგილი აქვს მკერდის სენსიტიურობას, დასივებას, გამონაყარს და სხვა არასასიამოვნო ეფექტებს. წარმოგიდგენთ გავრცელებულ მითებს, რომელთა შორისაც ვხვდებით ჭეშმარიტებასაც,
მითები: რა არის ნებადართული და აკრძალული ციკლის დროს?
1. აბაზანის მიღება არ შეიძლება – მითია!
პოპულარული შეხედულებით შხაპი მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ, აბზანის მიღება ამსუბუქებს მენსტრუალურ შეტევებს და კუნთების დაძაბულობას.
2. ზოგიერთი საკვების მიღება დაშვებული არაა – სიმართლეა!
სასურველია ამ დღეებში გამორიცხოთ ზოგიერთი პროდუქტი თქვენი რაციონიდან, მათ შესაძლოა სიმპტომები გააძლიერონ. ესენია:
- ყავა;
- რძის ნაწარმი;
- ცხიმიანი და ცხარე საკვები;
- ტკბილეული და ჭარბშაქრიანი პროდუქტი.
3. არ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით – მითია!
ვარჯიში უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ასაკრძალი. ფიზიკური აქტივობა ქალს ეხმარება დისკომფორტს უკეთ გაუძლოს. მაგრამ, სჯობს ძალისმიერი და წონის დაკლების ვარჯიშები არ შეასრულოთ.
4. არ უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო ტესტები – სიმართლეა!
მენსტრუაციის დროს ქალის სისხლში ცვლილებები აღინიშნება (ჰემოგლობინი ეცემა, ერითროციტების რაოდენობა იზრდება) ამიტომაც ტესტები შესაძლოა არასწორი გამოდგეს. ზოგადად, სისხლის საერთო დაშვებულია, მაგრამ სჯობს მენსტრუაციის დამთავრებას დაელოდოთ.
5. არ უნდა იცუროთ – მითია!
რადგანაც ფიზიკური აქტივობა სასურველია, ცურვა მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. რა თქმა უნდა არ დაივიწყოთ ჰიგიენა. ტამპონი ამ დროს საუკეთესო არჩევანია!
6. 3 დღეზე მეტი ტკივილი არ უნდა მოითმინოთ – სიმართლეა!
სპაზმები ამ დროს ნორმალურია, მაგრამ 2-3 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ესტუმრეთ ექიმს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi