როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

0
25
#image_title

ქალური “ბანკი”

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

ქალები 1–2 მილიონი პოტენციური კვერცხუჯრედით იბადებიან, თუმცა ამ მასის დიდი რაოდენობა რათქმაუნდა თავის მისიას ბოლომდე ვერ ასრულებს. სისხლისა და კანის უჯრედებისგან განსხვავებით, კვერცხუჯრედებს თავიდან წარმოქმნა არ შეუძლიათ. ქალებს მხოლოდ იმ ორიგინალი რაოდენობის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც თავიდან აქვთ.

რა მოსდით კვერცხუჯრედებს ასაკის ცვლილებასთან ერთად?

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

სურათზე მოცემული ცხრილი მარტივად ასახავს იმას, თუ რა მოსდის ქალის დაბადებისას არსებულ კვერცხუჯრედების რეზერვს წლების გასვლის პარალელურად. 1 მილიონი კვერცხიდან 20 წლის ასაკში უკვე მხოლოდ 400 ათასი რჩება. 25 წლის ასაკში ეს რიცხვი 300 ათასამდე იკლებს, ხოლო 30 წლის შემდეგ კვერცხუჯრედების რაოდენობა 200 ათასზე ნაკლებია.

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

თუ გჯეროდათ რომ მენსტრუაციისას ქალი მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედს კარგავს, მაშინ ძაან ცდებით. ყოველთვე ქალის ორგანიზმი გარკვეული რაოდენობის კვერცხებს ირჩევს გასააქტიურებლად, რომელთაგანაც მხოლოდ ერთს ენიჭება განაყოფიერების თვისებები. დანარჩენები ამ ფაქტის გაუაქტიურების შემთხვევაში უბრალოდ კვდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 30 წელს გადაცილებული ქალი ერთი მენსტრუაციული ციკლისას დაახლოებით 1000 კვერცხუჯრედს კარგავს.

30 წლის ასაკში დაორსულების შანსი

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

კვერცხუჯრედების რაოდენობის კლებასთან ერთად, თანდათან ბავშვის ჩასახვის შანსიც მნიშვნელოვნად მცირდება. 35 წლის შემდეგ, ქალებს 20 პროცენტიანი შანსი აქვთ დაორსულების ყოველ თვეში. 40 წლის ასაკში ეს პროცენტი ხუთამდე მცირდება.  მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზე ხშირ შემთხვევაში 50 წლის ასაკიდან იწყება, ბავშვის ჩასახვის შანსის შემცირება მანამდეც შეიძლება იქნას გამოწვეული კვერცხუჯრედების მარაგის დაკლებასთან ერთად, ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ