ჯანსაღი საკვები ახალი წლის პერიოდში, შვრიის ფაფა და ღორის ხორცი

ახალი წლის დღეები და ჯანსაღი კვება

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანსაღი კვება ახალი წლის პერიოდშიც მნიშვნელოვანია

ჯანსაღი კვება საინტერესოა როგორ უნდა დავიცვათ ზამთრის სეზონზე და რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

ყოველ ახალ წელს შემართებით, მტკიცე გადაწყვეტილებით ვიწყებთ, რომ გონივრულად, მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა ყოველთვის სწრაფად გვავიწყდება საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა.

ახალი წლის დღეებში ადამიანს ყოველთვის პოზიტიური განწყობა აქვს და ნამდვილად არ ღირს მისი შეზღუდვებით დათრგუნვა.

თუმცა დღესასწაულების შემდეგ არათუ სასურველი, აუცილებელია დავფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კვების რეჟიმზე, მით უფრო, რომ ზამთრის სეზონზე ერთიორად მატულობს ვირუსით დაავადების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველა უფრთხის აცივებას, თუმცა რაციონის სწორად შერჩევის ნაცვლად, მედიკამენტებს იმარაგებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზამთრის სეზონზე დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ორგანიზმის თერმორეგულაციის დაცვაა, რაც არა მხოლოდ თბილად ჩაცმას, არამედ სწორად კვებასაც ითვალისწინებს.

ბევრი არ ეთანხმება იმ ექიმებს, რომლებიც დიეტას საკვებისა და კალორიების შეზღუდვით ნიშნავენ, რადგან წონის მატებას არა დიდი რაოდენობით საკვები, არამედ პროდუქტის არათავსებადობა, ქიმიური ნივთიერებების არასწორი შეხამება უწყობს ხელს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, რადგან მხოლოდ მან იცის, რა რაოდენობის პროდუქტი სჭირდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კვების რაციონიდან ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის აუცილებელი მარილის ამოღება.

რჩევები

ღორის ხორცი – ზამთრის ცივ სეზონზე მიირთვით მოხარშული გოჭის ხორცი მხოლოდ ტყემლის საწებლით და არა მაიონეზით ან კეტჩუპით. თუმცა მოგიწევთ კვირაში ორი დღე ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტზე უარის თქმა და მხოლოდ ბოსტნეულით, ფაფეულით დაკმაყოფილება.

შვრიის ფაფა – ერთი წილ კარგად გარეცხილ შვრიის მარცვალს დაასხით ოთხი წილი მდუღარე წყალი და გააჩერეთ, სულ მცირე, 12 საათი. მოხარშეთ მისივე წყალში და კარგად შეფუთული, ფერმენტაციის დასრულებამდე 15 წუთით გააჩერეთ გამორთულ ქურაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამგვარი წესით მომზადებული ფაფის ჭამა მხოლოდ კარაქით ან ზეთითაა რეკომენდებული, რადგან მისი ცხიმის გარეშე მიღება ადამიანს სწრაფად მატებს წონას.

READ  გაიგეთ, რა ცვლილებები მოხდება ორგანიზმში, თუ ყოველდღე მიირთმევთ თაფლიან ხაჭოს.

მიიღეთ ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული ფაფები და აუცილებლად დაიკლებთ წონას, რადგან სწორედ ამგვარი პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს და უწყობს ხელს ცხიმების წვას.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ახალი წლის დღეები და ჯანსაღი კვება. 6 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის